ერთ-ერთ ამერიკულ გამოცემაში მაიკლ ჯორდანის კალათბურთიდან პირველი წასვლის საინტერესო ვერსია გაჟღერდა
ერთ-ერთ ამერიკულ გამოცემაში მაიკლ ჯორდანის კალათბურთიდან პირველი წასვლის საინტერესო ვერსია გაჟღერდა.

გასული საუკუნის 90-იანი წლები სპორტში ოქროს ხანა იყო. ამის დასადასტურებლად ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება, მაგრამ იმ დროის მთავარი სიმბოლო მაინც მაიკლ ჯორდანი და "ჩიკაგო ბულზი" იყვნენ.

მაიკლ ჯორდანს ერთი ნაკლი ჰქონდა - აზარტული თამაშების მოყვარული იყო. ამის შესახებ ამერიკაში ყველამ კარგად იცოდა. მაიკლს მოვლილი ჰქონდა, ლას ვეგასიდან დაწყებული, ატლანტიკ-სიტითი დამთავრებული, ყველა სათამაშო მაგიდა. პაუზებისას კი ჯორდანი მოედანზე უსწორდებოდა ყველას, ვინც კი ხელთ მოხვდებოდა.

80-იანი წლების ბოლო და 90-იანი წლების დასაწყისი ოქროს ხანა იყო "ჩიკაგო ბულზისთვის". მეჯიქ ჯონსონი და ლარი ბერდი სცენიდან გავიდნენ და მთავარი როლი მაიკლ ჯორდანს დაუტოვეს. სკოტი პიპენი, როგორც იქნა, კარგ კალათბურთელად ჩამოყალიბდა: მან დაიწყო პასების დარიგება (3.5 შედეგიანი გადაცემა 5.4-მდე ავიდა, საჩემპიონო სეზონში კი 6.2-ს მიაღწია), მოხსნა (6.7 7.3-ის წინააღმდეგ) და ზუსტი სროლა (7.9 სადებიუტო სეზონში და 18.6 ქულა 1992-93 წლების სეზონში). ჯორდანმა დიდი სიამოვნებით გამოიყენა ეს სიტუაცია და მოიპოვა ასე ნანატრი ჩემპიონობა.

შემდეგ კიდევ ორჯერ ზედიზედ მოიგო ტიტული და საბოლოოდ დაამტკიცა თავისი სიდიადე. 1993 წელი, ყველა კანონის მიხედვით, მისი კარიერის მწვერვალი უნდა ყოფილიყო. თითქოს წინ არაფერი ედგა ზედიზედ მეოთხე, მეხუთე ან მეექვსე ჩემპიონობას, მაგრამ ჯორდანი მოულოდნელად გაჩერდა. მაიკლმა კარიერის დასრულება 1992 წლის ოლიმპიადის შემდგომი დაღლილობით, მოტივაციისა და ბრძოლის ჟინის დაკარგვითა და მამის სიკვდილით ახსნა. მაიკლი იტყუებოდა, თუმცა ამას ძალიან დამაჯერებლად აკეთებდა.

1992 წელს მაიკლი ვინმე ჯეიმს ბულერის საქმესთან დაკავშირებით დაკითხვაზე დაიბარეს. ჯორდანს უნდა აეხსნა - საიდან აღმოჩნდა ნარკოდილერის ხელში 57-ათასიანი ჩეკი, რომელსაც მაიკლი აწერდა ხელს. დიადმა კალათბურთელმა თავდაპირველად განაცხადა, რომ ეს საქმიანი გარიგების ნაწილი იყო, მაგრამ შემდეგ ფიცის ქვეშ შეცვალა ჩვენება: მან უქმეებზე აზარტული თამაშისას დაგროვილი ვალი გადაიხადა.

1993 წელს სანდიეგოელმა ბიზნესმენმა რიჩარდ ეკინასმა წიგნში - "მაიკლი და მე" დაწერა, რომ ერთხელ ჯორდანმა გოლფში სანაძლეოზე მასთან 900 ათასი წააგო.

დაახლოებით იმავე პერიოდში ყველა დროის საუკეთესო კალათბურთელი შეამჩნიეს ატლანტიკ-სიტის ერთ-ერთ სამორინეში. ეს მოხდა დილით, აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალის მეორე მატჩის წინ. მაიკლმა მაშინ ხუთი ათასი წააგო ბლეკ-ჯეკში.

იმ სერიაში ჯორდანმა "შეჭამა" "ნიუ იორკი" და "ბულზს" სერიაში 4:2 გამარჯვება მოუტანა. შემდეგ "ჩიკაგომ" "ფინიქსიც" დაამარცხა და ზედიზედ მესამე ტიტული მოიგო. ამ გამარჯვების შემდეგ ასოციაციის ხელმძღვანელობამ აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით ჯორდანის პრობლემებზე საკუთარი გამოძიება დაიწყო. ოთხი თვის შემდეგ მაიკლმა სპორტული სამყარო მძიმე ნოკაუტში ჩააგდო, როცა კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა.

ორი დღის შემდეგ NBA-მ შეწყვიტა გამოძიება.

"კალათბურთის მიმართ აზარტი დაბრუნდება, თუ "ბულზი" ისევ გააფორმებს ჩემთან კონტრაქტს. თუ დევიდ სტერნი დაბრუნების საშუალებას მომცემს, ისევ მიხილავთ მოედანზე", - განაცხადა ჯორდანმა გამოსათხოვარ პრესკონფერენციაზე, როცა კარიერის შესაძლო განახლების შესახებ დაუსვეს შეკითხვა.

აქ საინტერესო იყო შემდეგი რამ: რაში დასჭირდა ჯორდანს NBA-ს კომისრის, დევიდ სტერნის ხსენება.

რამდენემე კვირის შემდეგ მაიკლმა კიდევ ერთხედ გააოცა საზოგადოება - ლეგენდარულმა კალათბურთელმა ხელში ბეისბოლის ჯოხი აიღო და ბეისბოლის გუნდ "ჩიკაგო უაიტ სოქსში" ჩაირიცხა. სხვათა შორის, ის ეკუთვნის "ბულზის" მფლობელს, ჯერი რაინსდორფს.

მოგვიანებით მაიკლი "ბირმინგემ ბარონზში" გამოჩნდა. ჯორდანის ძველი გატაცება ბეისბოლის მიმართ, აგრეთვე, მამის სახელისთვის პატივის მიგება რამდენიმე ჰოუმრანით - ლამაზი ისტორიაა, მაგრამ უბედურება ის იყო, რომ ჯორდანი ცუდი ბეისბოლისტი გახლდათ. მას თითქმის არ გამოსდიოდა ბურთების მოგერიება. მაგრამ მაიკლი ჯიუტად იტანჯებოდა მისთვის უცხო სპორტის სახეობაში. და სწორედ ეს საჩვენებელი წვალება უმალავდა საზოგადოებას კალათბურთელის წასვლის ნამდვილ მიზეზს.

ამერიკელი სპორტული ჟურნალისტის, არმენ კეტეიიანის წიგნში ("ფული, მოთამაშეები, დღეები და ღამეები. ახალი NBA-ს შიგნით") მოყვანილია ლიგის წარმომადგენლების მიერ ჯორდანის საქმეზე დაკითხული რიჩარდ ეკინასის სიტყვები. ბიზნესმენმა ილაპარაკა შემთხვევით მოსმენილ საუბარზე მაიკლსა და უცნობ მამაკაცს შორის.

"ე. ი. შენ ამბობ, რომ ხაზი - შვიდი ქულაა", - ეკინასის სიტყვებით, ასეთი რამ თქვა ჯორდანმა. რომელ მატჩზე მიდიოდა საუბარი და ვის ელაპარაკებოდა ლეგენდარული კალათბურთელი - ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა. ეს ფრაზა, ამერიკული კანონების მიხედვით, მეტყველებდა მაიკლის მიერ დადებულ ფსონებზე სპორტში. ეს კი ლიგის კანონებით დაუშვებელია.

როგორც ჩანს, ჯორდანს დიდი პრობლემები ჰქონდა აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით და როცა ეს საიდუმლო თანდათან გამჟღავნდა, დევიდ სტერნი კალათბურთის ლეგენდას გაუფრთხილდა.

ლიგის კომისარი სტერნი არასოდეს გამოირჩეოდა საქმეების სისუფთავით, მაგრამ დევიდმა დროულად წაიკითხა Air Jordan-ის მოსალოდნელი დაცემა და საქმეში ჩაერია. აშშ-ში კანონდარღვევას ხელშეუხებლებსაც კი არ პატიობენ.

დახურულ გარჩევაზე სტერნის ოპერატიულობამ მაიკლს დამამცირებელი დისკვალიფიკაცია აარიდა თავიდან. გამორიცხული არ არის, რომ ამერიკას ეს ამბავი მძიმედ გადაეტანა: კალათბურთის ღმერთი, მთელი მსოფლიოს ბავშვების მაგალითი არ შეიძლებოდა "ბინძური მოთამაშე" ყოფილიყო. და გამონახეს გადაწყვეტილება, რომელიც ორივე მხარეს აწყობდა: მაიკლი წავიდა კალათბურთიდან. სტერნმა საქმე მიჩქმალა, ჯორდანის ფანებმა მიიღეს "კოსმოსური ჯემი" და R. Kelly-ს სიმღერა - I Believe I Can Fly.

1995 წელს მაიკლი დაბრუნდა კალათბურთში და ისევ მოიგო ზედიზედ სამჯერ NBA-ს ტიტული. ბეწვის ხიდზე მოსიარულე ჯორდანი აუცილებლად გადაიჩეხებოდა უფსკრულში, გვერდით რომ არ აღმოჩენილიყო გაქნილი და მოხერხებული სტერნი. სწორედ მას უნდა უმადლოდნენ კალათბურთელის ფანები, რომ მაიკლ ჯორდანი დარჩა პლანეტის უდიადეს მოთამაშედ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

11
ჩუმჩუმელა ყომარბაზი :D
[VIDEO] იოკიჩის მძიმე ტრავმა? "დენვერი" "მაიამისთან" დამარცხდა, სერბმა კი მოედანი ნაადრევად დატოვა
[VIDEO] გენიალური ნიკოლა იოკიჩის 56 ქულა და სამმაგი დუბლი - "დენვერმა" "მინესოტა" ოვერტაიმში დაამარცხა
[VIDEO] ახალწვეული კუპერ ფლეგისა და ენტონი დევისის ბრწყინვალე მატჩი - "დალასმა" ნიკოლა იოკიჩის "დენვერი" დაამარცხა
"მილანმა" შეიძლება უკრაინელი მეკარე შეიძინოს
[VIDEO] ჩაკვეტაძის ულამაზესი საგოლე პასი "ბირმინგემთან" - ქართველის პირველი საგოლე მოქმედება მიმდინარე სეზონში
დღეს შესაძლოა, "ჩელსიმ" მარესკა გაათავისუფლოს
ამჯერად აშშ-ში - ხამესის თავგადასავალი MLS-ში გაგრძელდება
დაბრუნებას განიხილავენ - "მანჩესტერ იუნაიტედს" სკოტ მაკტომინეის კვლავ თავის რიგებში ხილვა სურს
მესამედ დაბრუნება არ შედგა - "იუვენტუსმა" "ჯენოას" პერინის ტრანსფერზე უარი შეუთვალა
"უსასრულოდ ვერ მოვითმენდი" - ემერიმ ახსნა, რატომ არ ჩამოართვა არტეტას ხელი
წიტაიშვილი "მეცში" გამოარჩიეს - ქართველს კარგი კარიერული პერიოდი უდგას
ტერ შტეგენი გუნდს გამოიცვლის, თუმცა კატალონიაში დარჩება
[VIDEO] "არსენალმა" "ასტონ ვილა" დაშალა - ემერი "ემირეითსზე" შეაჩერეს...
სერხიო რამოსი შეიძლება საფრანგეთში დაბრუნდეს
საკადრო ცვლილება "ტორინოში" - საზონოვის მაგივრად გოგლიჩიძე?
საქართველოს ნაკრების მეკარე საბერძნეთში გუნდს გამოიცვლის
სასაჩუქრე ნაკრებები მამაკაცისთვის - PSP-ში საახალწლო ფასდაკლება გელოდებათ
"ლიგის ფინალიდან რამდენიმე თვის შემდეგაც ამ მატჩზე ფიქრობდა" - ვისენსმა გავრდიოლასთან მუშაობის პერიოდი გაიხსენა
"ფლორენტინო პერესმა საფეხბურთო სამყარო შეცვალა" - რონალდომ "რეალის" პრეზიდენტის მიმართ უდიდესი პატივისცემა გამოხატა
ერთ ნაბიჯში "სიტისთან" - დღეს სემენიო "ბორნმუთში" სავარაუდოდ, ბოლო მატჩს ჩაატარებს
აღიარებაც ასეთი უნდა - კაპაძე 2025 წლის ნაკრებების საუკეთესო მწვრთნელთა ათეულშია
"ეს ძალიან რთული დრო იყო, ერთი გუნდი არ ვიყავით" - ვიტინიამ პსჟ-ში მძიმე პერიოდი გაიხსენა
"რომამ" მარტივად მოიგო და მე-4 ადგილზე გადავიდა
კარის ისტორიული შეხვედრა! პლეი-ოფისთვის სტეფი ლებრონს დაუპირისპირდება [VIDEO]
ლებრონმა ჯორდანის რეკორდი მოხსნა! - "ლეიკერსმა" "ატლანტას" შედეგიან კალათბურთში აჯობა [VIDEO]
შაკილ ო'ნილმა ყველა დროის საუკეთესო 5 კალათბურთელი დაასახელა
ჯორდანმა კალათბურთი გააფუჭა, საუკეთესო სხვა მოთამაშეა - NBA-ის 6-გზის ჩემპიონი
მესი მაიკლ ჯორდანს დაეხმარა
ფერდინანდმა ყველა დროის საუკეთესო ოთხ სპორტსმენში არცერთი ფეხბურთელი არ შეიყვანა