ფორმულა 1: ბერნის ქალების ცირკი უნდა
საინტერესო იდეით გამოვიდა ფორმულა 1-ის მთავარი პრომოუტერი ბერნი ექლსტოუნი. კერძოდ, მას ქალების ფორმულა 1-ის შექმნა სურს.

ბრიტანელი ჩინოვნიკის აზრით, ქალების ეტაპი, შესაძლებელია, კვირას გაიმართოს, მამაკაცების რბოლის წინ.

ექლსტოუნს მიაჩნია, რომ ასეთი ჩემპიონატი სასარგებლო იქნება ქალი პილოტებისთვის, რათა ისინი მომზადების უფრო მაღალ დონეზე გავიდნენ, კერძოდ კი, მონაწილეობა მიიღონ "ნამდვილ" ფორმულა 1-ში.

"ვფიქრობ, ეს კარგი იდეაა. მათ უნდა მივცეთ თავის გამოჩენის საშუალება. გარკვეული მიზეზების გამო ქალებს ბოლომდე არ მიჰყავთ საქმე და არა იმიტომ, რომ ჩვენ არ გვსურს მათი ხილვა ფორმულა 1-ში. ისინი დიდ ყურადღებას იმსახურებენ და, სავარაუდოდ, ბევრ სპონსორსაც მოიზიდავდნენ. ჩვენ საიდანღაც უნდა დავიწყოთ. თუ მათთვის ცალკე ჩემპიონატს ჩავატარებთ, შესაძლოა, რომელიმე მათგანი მოვიყვანოთ კიდეც ფორმულა 1-ში, - განაცხადა ექლსტოუნმა. - შესაძლებელია მათი რბოლების მოწყობა შაბათს ან კვირას. ეს ჯერ მხოლოდ იდეაა, მაგრამ მისი განხორციელება ძალიან სასარგებლო იქნება მთელი ფორმულა 1-სთვის".

ამა წლის თებერვალში ესპანელი კარმენ ჰორდა "ლოტუსის" ბოლიდის განვითარების პროგრამის მონაწილე გახდა. "უილიამსის" რიგებში მუშაობს შოტლანდიელი მრბოლელი სიუზი ვოლფი. ადრე "ზაუბერის" ტესტ-პილოტი იყო შვეიცარიელი სიმონა დე სილვესტრე, აწ გარდაცვლილი მარია დე ვილიოტა კი "მარუსიას" ტესტ-პილოტი გახლდათ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა