გერმანიის ნაკრების ქომაგი გოგონა კი წუხს: "მოსაწყენი იყო, შიშვლებიც არ შეცვენილან"
მსოფლიოს ჩემპიონებთან მატჩისა და ვარჯიშის დროს მომხდარმა ფაქტებმა გერმანულ მედიაში დიდი გამოხმაურება ჰპოვა.

შეგახსენებთ, რომ მატჩის მიმდინარეობისას, "დინამო არენის" მოედანზე გულშემატკივრის შეჭრის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, წინა დღეს კი, გერმანიის ნაკრების ვარჯიშისას, მოედანზე ქართველი ახალგაზრდა გულშემატკივარი შეიჭრა და ბასტიან შვაინშტაიგერს ბუცებზე ხელებით შეეხო...

ახალგაზრდა ქართველი ქომაგი, რომელმაც შვაინშტაიგერს "დინამოზე" დაუჩოქა [VIDEO]

პოპულარული გამოცემა "კიკერი" წერს: "გერმანიის ნაკრების უცნაური მოგზაურობა საქართველოში".

"საქართველოში იოახიმ ლიოვის გუნდის მგზავრობა სხვა ქვეყნებში ვიზიტებისგან განსხვავდებოდა. პრესკონფერენციაზე ძალიან თბილი სიტყვები ისმოდა და ბუნდესმწვრთნელს საგანგებო პრიზიც გადასცეს. გარდა ამისა, ბასტიან შვაინშტაიგერს ვარჯიშის დროს დაუჩოქეს. საქართველოში მსოფლიოს ჩემპიონისადმი უდიდესი პატივისცემა იგრძნობა".

"ბილდმა" მომხდარს წერილი მიუძღვნა და მოედანზე შევარდნის ყველა შემთხვევა აღრიცხა. გამოცემა მოედანზე შეჭრილებს "სტრაიკერებად" ("თავდამსხმელი") მოიხსენიებს.

სტრაიკერების ქარიშხალი და მოგება

"თბილისში მოედანზე შევარდნილი მეტი ადამიანი ვიხილეთ, ვიდრე - გოლი. ინციდენტზე იოახიმ ლიოვსა და მატს ჰუმელსს პრესკონფერენციაზე მძაფრი რეაქცია ჰქონდათ. მათი აზრით, სტრაიკერების ლამის შეუფერხებელი შევარდნები მოთამაშეთა უსაფრთხოებას სერიოზულ საფრთხეს უქმნიდა.

საქართველო-გერმანია 0:2 - მოგვიგეს, მაგრამ ვერ გადაგვიარეს [VIDEO+PHOTO]

ფანები მანუელ ნოიერსა და ბასტიან შვაინშტაიგერზე დევნას მატჩის შემდეგაც აგრძელებდნენ, მაშინაც კი, როცა ინტერვიუებს იძლეოდნენ.

საინტერესოა, რომ ვარჯიშის დროს შვაინშტაიგერთან მივარდნილი ფანი აკრედიტებული იყო. "სტრაიკერების" გამო საქართველოს უეფასგან სერიოზული სანქციები ემუქრება. მოთამაშეები კი ბედნიერები უნდა იყვნენ, რომ უარესი არ მოხდა", - წერს "ბილდი".

ბუნდესნაკრების ერთ-ერთმა გულშემატკივარმა გოგონამ კი "ბილდის" ამ წერილზე ხუმრობანარევი (იქნებ სერიოზულიც) კომენტარი დატოვა: "მოსაწყენი იყო, შიშვლებიც არ შეცვენილან".

ორმაგი სასჯელის მოლოდინში

გერმანელები კი ხუმრობენ, მაგრამ ჩვენ საქმე სახუმაროდ სულაც არ გვაქვს. ცნობილი გახდა, რომ ამ ფაქტებზე უეფა უახლოეს პერიოდში რეაგირებას აპირებს. წინასწარი ინფორმაცია დამამშვიდებელი ნამდვილად არ არის.

გულშემატკივართა შეცვენის ფაქტზე უეფას სადისციპლინო კომიტეტი იმსჯელებს, ხოლო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, ფულად სასჯელთან ერთად, მკაცრი სანქციაც ელის: შესაძლოა, 4 სექტემბერს, თბილისში, ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის ეგიდით გასამართავ საშინაო შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა შოტლანდიას ცარიელი ტრიბუნების წინ უმასპინძლოს, - ამის შესახებ სფფ-ის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ განაცხადა.

"უეფას სადისციპლინო კომიტეტს დოკუმენტები უკვე გადასცეს. არის ლაპარაკი იმაზეც, რომ შოტლანდიასთან შეხვედრა, შესაძლოა, გულშემატკივრების გარეშე ჩატარდეს. ამას გარდა, სოლიდურ ფულად ჯარიმებსაც ველოდებით.

მატჩის შემდეგ მომხდარ ინციდენტებზე შსს-ს თანამშრომლებს ველაპარაკეთ. სამართალდამცველებმა ყველა ვიდეოჩანაწერი ამოიღეს და საქმეს დეტალურად შეისწავლიან. ნებისმიერ შემთხვევაში, შემდეგი მატჩებისთვის კონტროლი ძალიან გამკაცრდება", - ამბობს სიჭინავა.

საერთოდ, ორი აზრი არ არის, რომ მსგავსი ფაქტები საქართველოს საერთაშორისო შეჯიბრებების ჩატარებაში ხელს შეუშლის, უეფას კი საჩვენო გადაწყვეტილების მიღება გაუჭირდება.

კიდევ კარგი, სუპერთასისა და ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის ჩატარების უფლება უკვე მოპოვებული გვაქვს, თორემ, ახლა რომ მსჯელობდნენ ამ საკითხზე, ვეჭვობთ, თბილისი ასეთი პატივის ღირსი გამხდარიყო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

vaxvax
ნაცისტებით გაძეძგილი პოლიციის პირდაპირი დანაშაულია
giorgi
უბედურო საქართველოვ....ეს რა უბედურება გვჭირს? საიდან მოდიან ეს ...? საკუთარი პირადი ხუშტურები და ფეხებზე კიდიათ ყველაფერი....უნდა დასაჯოს უეფამ და ეგებ მერე მოვიდნენ აზრზე.....რას აკეთებს პოლიცია.....3 თვიანი პატიმრობა თითოს და ყველაფერი ადგილზე დადგება.
ბილეთების გადამიდველი
აუ აბა ვერ გავყიდით ბილეტებს? ))))) ახია ახიიიი ))) მიხარიაა )))
paata
გამოაქვეკნეტ ვინ არიან ეს ახალგაზრდები?? სახელი და გვარი,რომ ხალხმა კარგად გაიცნოს.საინტერესოა რა მიზნიტ გადავიდნენ მოედანზე??????????
რაღაც საშინელება გვჭირს
ვინც სტადიონზე შევარდა დარწმუნებული ვარ იცოდნენ ამას რა მოყვებოდა, კითხვა მაქვს: რატომ გააკეთეს ეს? და პასუხი ვერ მომიზებნია. სამან უნდა უნდა ვიყოთ ასე საკუთარ ხუშტურებზე ფოკუსირებული და არ გვაინტერსებდეს და არ ვდარდობდეთ იმაზე თუჩვენს საქციელს რა მოყვება? ან თუნდაც სანამ უნდა ვიწორებდეთ ჩვენსას და ერთი წამითაც არ გვაწუხებდეს სინდისის ქეჯნა შენი საქციელით ქვეყანას და გარშემო მყოფებს რომ დააზარალებ?
chiko
დილიხორი ძვირი ღირს, იმ 7 მა გულშემატკივარმა თავისი გაისწორა და სუ ეკიდათ ვინ გადაიხდიდა მათ მაგივრად. დასკვნა: თუ საგულშემატკივროდ მიდიხარ დაეტიე ტრიბუნაზე.თორე შენს გამო მთელი ქვეყანა ზარალდება და პირველ რიგში ჩვეულებრივი გულშემატივარი
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
"ცვლილებები აუცილებელია" - უეფამ ჯანი ინფანტინოს გადადგომა მოითხოვა
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
დე ლაურენტისი: ფეხბურთი ავადაა - ოსიმენის ტრანსფერი?
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
[VIDEO] საბერძნეთმა კლოპის გერმანიას სტუმრად სძლია და გალიდერდა - ნიდერლანდებმა სერბეთი დაამარცხა
საბერძნეთი და გერმანია დაზავდნენ - ნიდერლანდებმა სერბეთს სძლია
უეფას გამარჯვება და პერესის კაპიტულაცია - სუპერლიგა ოფიციალურად დაიხურა
"საშუალო დონის გუნდი გვყავს" - შვაინშტაიგერი გერმანიის საბერძნეთთან მარცხს გამოეხმაურა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
[ლელოს სტუმარი] გია ცეცაძე წარსულზე, კარიერაზე, ჩემპიონობაზე, ნაკრებზე...
სამი კანდიდატი - "ბაიერნში" ტუხელის შესაძლო შემცვლელები ცნობილია
რამ გაახსენა - შვაინშტაიგერმა გერმანიის ნაკრების წარუმატებლობა გვარდიოლას დააბრალა
აშშ დაეხმარა. ისრაელს არ მოკვეთენ - რუსეთი დაბრუნებას ითხოვს
კაპაძემ უზბეკეთი მუნდიალზე გაიყვანა და მაინც უშვებენ? - ადგილობრივ ფედერაციას ამ ცნობილი მწვრთნელის მიწვევა სურს
ეს საქართველოსთვის სასარგებლოა - ჩეფერინი უეფას პრეზიდენტად დარჩენას აპირებს
სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა
ბასტიან შვაინშტაიგერმა ფეხბურთელის კარიერა დაასრულა
სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს
ქრონოლოგია: რა მოხდა ქართულ ფეხბურთში ლევან კობიაშვილის მოსვლის შემდეგ
Daili Mail: ჟოზე მოურინიო დიდ ფეხბურთს დაუბრუნდება - 8 ოქტომბრის დაიჯესტი
რატომ გავარდა "გურია" და სად მიგვიყვანს 5 მილიონის საქმე?
სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა
"გერმანია არასაკმარისად თეთრი" და "არასაკმარისად გერმანულია"? - კლოპმა კრიტიკოსებს უპასუხა
ნოდარ ახალკაცი: პრეზიდენტობიდან გადადგომის მიზეზი მხოლოდ ეს არ ყოფილა...
სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
შვაინშტაიგერი: დე ხეა ძალიან გაბრაზდა, როცა ეს ვუთხარი...
ლიოვმა ახსნა, თუ რატომაა იმედიანად ინგლისთან მატჩის წინ
კლოპის ხელმძღვანელობით გერმანიამ პირველად მოიგო - ნიდერლანდებმა საბერძნეთთან ფრეს მიაღწია
"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება
შეკრების მესამე დღე | ნაკრებმა 23 ფეხბურთელით ივარჯიშა
THE GUARDIAN: უეფას პრეზიდენტის პოსტზე შეიძლება ჩეფერინი კობიაშვილმა შეცვალოს
"მახსოვს, რაც ხდებოდა მაშინ, მაგრამ პრეზიდენტობა არასდროს მინანია"
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
ხავი შესაძლოა გაათავისუფლონ - მის შემცვლელად 3 კანდიდატი სახელდება
"პსჟ-ს შემთხვევაში ამან გამაკვირვა" - შვაინშტაიგერი
ლიოვმა მიულერს დაურეკა და ნაკრებში უხმო
ბეტონის ჯებირი და უეფას სტანდარტი - აჟიოტაჟი ზუგდიდის სტადიონის გამო