როუზმა ვარჯიში დაიწყო
"ნიუ იორკ ნიქსის" პრეზიდენტმა ფილ ჯექსონმა კლუბის გულშემატკივრებს აუხსნა - რატომ უნდა გააგრძელონ მათ "ნიქსის" ქომაგობა მომდევნო სეზონში. შეგახსენებთ, რომ 2014-15 წლების რეგულარული ჩემპიონატი "ნიუ იორკისთვის" ერთ-ერთი ყველაზე უარესი იყო ისტორიაში.

"ნიქსის" გულშემატკივრებმა უნდა შეინარჩუნონ ოპტიმიზმი. მე მაქვს ზუსტი გეგმა 2015 წლის ზაფხულისთვის. მესმის, რომ ეს სეზონი ძალიან რთული იყო ჩვენი გუნდისთვის. ამასთან, მინდა დაგარწმუნოთ, რომ მთელი ხელმძღვანელობა მონდომებით მუშაობს იმისთვის, რომ "ნიქსი" უმაღლეს დონეზე დააბრუნოს.

ჩვენ განვახორციელეთ მნიშვნელოვანი გადაადგილებები შემადგენლობაში, რითაც თანხა გამოვანთავისუფლეთ სახელფასო ბიუჯეტში. ეს ზაფხულში შემადგენლობის მნიშვნელოვნად გაძლიერების საშუალებას მოგვცემს. გარდა ამისა, პირველად მრავალი წლის განმავლობაში დრაფტზე მაღალი ნომრის არჩევის უფლება გვაქვს.

ასე რომ, ჩვენს განკარგულებაში იქნებიან მოთამაშეები, რომლებსაც საკმარისი ნიჭი და ხასიათი აქვთ იმისთვის, რომ ნიუ იორკში გამარჯვებებს მიაღწიონ. კარმელო ენტონისთან ერთად მათ "ნიქსი" სტაბილურად წარმატებულ გუნდად უნდა აქციონ", - განაცხადა ჯექსონმა ESPN New York-თან კომენტარში.

"ჩიკაგო ბულზის" გამთამაშებელმა დერიკ როუზმა პირველი ვარჯიში ჩაატარა ოპერაციის შემდეგ, - იტყობინება NBA-ის ოფიციალური ვებგვერდი.

შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს კალათბურთელმა მუხლის არეში ტკივილის გამო დაიჩივლა, რის შემდეგაც სამადიცინო შემოწმებამ მენისკის გაწყვეტა გამოავლინა. ანალოგიური ტრავმა ჩიკაგოელმა 2013 წლის ნოემბერში მიიღო და ამის გამო სეზონის დარჩენილი ნაწილის გამოტოვება მოუწია.

დავამატებთ, რომ "ჩიკაგოს" ხელმძღვანელობა იმედოვნებს თავისი ლიდერის დაბრუნებას პლეი ოფის სტარტისთვის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ტრავმირებულ უესტბრუქს გასახდელისკენ მიმავალ გზაზე პოპკორნი ესროლეს! "იუტამ" და "ნიუ იორკმა" წონასწორობა აღადგინეს [VIDEO]
კალათბურთის ღმერთების საჩუქარი, რომელსაც ბრწყინვალე კარიერა წუთ-ნახევარმა წაართვა
NBA. ლეგენდარული MVP-ების ბრძოლაში "ლეიკერსი" დამარცხდა [VIDEO]
გოგას სოლიდური დრო მიეცა და დაცვაში გამოირჩა [VIDEO]
დაძაბული დაპირისპირება კალიფორნიაში [VIDEO]
ყველაზე ახალგაზრდა MVP "დაუდევარ" მწვრთნელს დაუბრუნდა...