ჩვენებურთა გეგმები თავდაპირველად ევროპის ჩემპიონატის გაუქმებამ დააყენა თავდაყირა
საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრების გეგმები კვლავ შეიცვალა და ერთობლივი შეკრების გასამართავად იაპონიის ნაცვლად სამხრეთ კორეაში მიდიან.

ჩვენებურთა გეგმები თავდაპირველად ევროპის ჩემპიონატის გაუქმებამ დააყენა თავდაყირა - გუნდი გარკვეულ ორიენტირს ამ შეჯიბრებაზე აკეთებდა და მისთვის მიზანმიმართულად ემზადებოდა, ახლა კი სერიოზულად გადაწყობა მოუხდა.

ამით მას აპრილის თვეც გამოუთავისუფლდა - ვინაიდან თავდაპირველად ამ თვეში ევროპირველობა იგეგმებოდა, კალენდარში სხვა სერიოზული შეჯიბრებები არც იყო შეტანილი.

არადა, სეზონის შუაში ამხელა წყვეტა სასიკეთოდ არ წაადგება არც ერთ ევროპულ გუნდს (სხვა კონტინენტებზე ჩვეულებრივად იმართება რეგიონული პირველობები). ამიტომ დღის წესრიგში დადგა ამ ვაკუუმის ნებისმიერი ხერხით შევსება, ჩვენი ნაკრების ხელმძღვანელობამ კი ასეთ გზად უცხოეთში ერთობლივი შეკრების გავლა მიიჩნია. ბუნებრივია, ჩვენებმა თავიდანვე იაპონიაზე შეაჩერეს არჩევანი და მათგან თანხმობაც მიიღეს, თუმცა საბოლოოდ ეს ვარიანტი მაინც უარყვეს.

მიზეზი ისაა, რომ ჯერ ერთი - იაპონელები ორი კვირით იღებდნენ და მერე მაინც უნდა ეძებნათ ახალი ვარიანტი შეკრების გასაგრძელებლად, რადგან მთელი თვით სურდათ უცხოეთში წასვლა.

ისინი ამაზეც დათანხმდებოდნენ. მით უფრო, ორი წლის წინ სწორედ იმავე კლუბში იყვნენ ასევე ნახევარი თვით, მერე კი კორეაში გადაინაცვლეს, თუმცა ახლა მეორე და მთავარი მიზეზი საყოფაცხოვრებო პირობები გახდა - დარბაზიდან მეტისმეტად მოშორებულ სასტუმროში უნდა ეცხოვრათ.

ამას სხვა ფაქტორებიც დაემატა - იაპონიის შიდა პირველობა, როცა ჩვენებისთვის არ ეცლებოდათ, ხოლო მაისის დასაწყისში დასვენების დღეები ჰქონიათ. ამიტომ ჩვენებმა ამჯობინეს, პირდაპირ კორეაში წასულიყვნენ შეკრებაზე. გადაწყვეტილია, რომ ისინი მთელი ერთი თვე ქალაქ იონჩანში იცხოვრებენ და ივარჯიშებენ, სადაც ორი წლის წინაც იყვნენ შეკრებაზე. ასევე გარკვეულია, რომ კვირაში ერთხელ მათთან ერთად ივარჯიშებს სამხრეთ კორეის მთავარი ნაკრებიც, რაც ჩვენებისთვის კარგი სკოლაა.

ნაკრების მთავარ მწვრთნელ ირაკლი უზნაძეს კორეაში 13 ფალავანი მიჰყავს, ანუ ერთის გარდა, ყველა წონაში ორ-ორ მონაწილეს იახლებს. კენტად დარჩენილი ის ერთადერთი წონითი კატეგორია 66 კილოგრამია, სადაც მხოლოდ ვაჟა მარგველაშვილი გვეყოლება, დანარჩენებში კი ამირან პაპინაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი (ორივე - 60), ლაშა შავდათუაშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი (73), ავთანდილ ჭრიკიშვილი, უშანგი მარგიანი (81), ვალერი ლიპარტელიანი, ბექა ღვინიაშვილი (90), ალექსანდრე მსხალაძე, ალექსანდრე ზაალიშვილი (100), ადამ ოქრუაშვილი და ლევან მატიაშვილი (+100) ივარჯიშებენ.

როგორც გითხარით, ჩვენები კორეაში ერთი თვე დარჩებიან. ისინი იქ 7 აპრილს გაფრინდებიან ერთად, უკან კი ნაწილ-ნაწილ, იმის მიხედვით დაბრუნდებიან, ვინ რომელ ტურნირში იჭიდავებს.

ჩვენები გამოვლენ მაისში დაგეგმილ ყველა დიდ საერთაშორისო შეჯიბრებაში: 1-3 მაისს ზაგრებში გამოვლენ "დიდ პრიზზე", 8-10-ში - ბაქოში, "დიდ მუზარადზე", 23-24 მაისს კი მაროკოულ

რაბათში მოსინჯავენ ძალებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრები მზადების დასკვნით ეტაპზე გადადის
საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრები რაბათში მასტერსის ტურნირში იჭიდავებს
ძიუდოში მსოფლიოს ჩემპიონატის წინ: იაპონიამ ჭორები გაამართლა
ირაკლი უზნაძე: მასტერსის ტურნირს მოსამზადებელ ეტაპად განვიხილავთ
ქართველი ძიუდოისტები მომზადების დასკვნით ეტაპზე გადადიან
საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა "ევროპის ღია თასისთვის" ცნობილია