რატომ უსტვინეს ანდრეს ინიესტას ამსტერდამში
* სესკ ფაბრეგასმა (95-ე მატჩი ნაკრებში) პირველად უკაპიტნა "ფურია როხას".

* სერხიო რამოსი ნაკრებში კეპების რაოდენობით ანდონი სუბისარეტას გაუტოლდა.

* ესპანეთის ნაკრებში დებიუტი ვიტოლოსა და ხუანმის ჰქონდათ.

ვიტყოდით, რომ ესპანელებს 2014 წლის მუნდიალზე 1:5-ის მერე ჰოლანდიელთა კომპლექსი გამოუმუშავდათო, მაგრამ მართლები არ ვიქნებით - "ფურია როხა" არანაკლებ უსუსური იყო უკრაინასთან მოგებულ მატჩშიც. მართალია, დელ ბოსკესთვის სასიხარულოდ, იმ ცუდმა თამაშმა 3 ქულა მოიტანა, ამხანაგურში 0:2 კი ასატანია, მაგრამ, თუ ასე გაგრძელდა, თავად მარკიზის პერსონას ევროპის ჩემპიონთა ბანაკში კითხვის ნიშნები გაუჩნდება და სავსებით მართებულადაც.

სასტარტო, ტაქტიკა და თამაში

ვისენტე დელ ბოსკემ კარში დავიდ დე ხეა დააყენა, უკანა კვარტეტი კი მარჯვნიდან მარცხნივ ასეთი იყო: კარვახალი, ალბიოლი, პიკე და ბერნატი. შუა ხაზში მარიო სუარესი, კასორლა, ფაბრეგასი და ისკო მოქმედებდნენ. სესკი 95-ედ იცავდა "ფურია როხას" ღირსებას, მაგრამ პირველად კაპიტნის რანგში. პედრო და დებიუტანტი ხუანმი შეტევაში მოქმედებდნენ.

ინტერესმოკლებული არც გუუს ჰიდინკის ტაქტიკური მონახაზი უნდა იყოს - კარში ვერმეერი, დაცვაში იანმაატი, დე ვრეი, მარტინს ინდი, ვილემსი. სამკაციანი შუახაზი ასე გამოიყურებოდა: კლაასენი, ბლინდი და სნეიდერი. წინ კი - ნარსინგის, ჰუნტელაარისა და დეპაის ტრიო.

მატჩის ბედი მალევე გადაწყდა, როცა ჯერ სნეიდერის ჩაწოდებას მოჰყვა დე ვრეის თავური (მე-13 წუთი), შემდეგ კი კლაასენმა დე ხეა "დახვრიტა" (მე-16). მეორე ტაიმში "როხას" რიგებში ვიტოლოც გამოჩნდა. მეორე ტაიმში შესულმა სერხიო რამოსმა ნაკრების მაისურა 126-ედ მოირგო და ამ მაჩვენებლით ანდონი სუბისარეტას დაეწია. წინ ორია: იკერ კასილიასი (161 თამაში) და ჩავი ერნანდესი (133).

ჩავი ნაკრებიდან წასულია. ასე რომ, რამოსს კარგი შანსი აქვს, ერთ წელიწადში დაეწიოს მას. სხვათა შორის, ჰოლანდიელებმა ესპანელებს მათივე იარაღით აჯობეს - მეორე გოლამდე მათ ბურთი 15-პასიანი შესანიშნავი ტიკი-ტაკათი გაითამაშეს.

მატჩის შემდეგ

ვისენტე დელ ბოსკე (ესპანეთის ნაკრების მწვრთნელი): "საოცარია, რომ ვერ გავიტანეთ. პირველი ოცი წუთის გარდა, თამაშს ჩვენ ვაკონტროლებდით, მეტოქეს ვჯობდით, მათ ნახევარზე დავსახლდით და მაინც ვერ ვიხეირეთ ამით. დებიუტანტებით კმაყოფილი ვარ - ხუანმი მუდამ გოლის გატანას ცდილობდა, ვიტოლო ძალიან აქტიური იყო. როცა საქმეს აკეთებ, ყველაზე მნიშვნელოვანია, ბოლომდე მიიყვანო ის. საინტერესოდ ვითამაშეთ, მაგრამ გვაკლდა დაგვირგვინება. არა მგონია, ტანდაბალი ფორვარდებით თამაში იყოს პრობლემა, ყველაზე საინტერესო ფეხბურთელები ყოველთვის დაბლები იყვნენ".

გუუს ჰიდინკი (ჰოლანდიის ნაკრების მწვრთნელი): "როცა ინიესტას უსტვენდნენ, თავიდან ვერ მივხვდი, რა ხდებოდა. ეს არის ჰოლანდიელი გულშემატკივრების უდიდესი სირცხვილი - ანდრეს ინიესტა დიდი ფეხბურთელი და ადამიანია, მერე რა, რომ მან ჩვენს ნაკრებს მუნდიალის ფინალში გოლი გაუტანა. ძალიან მრცხვენია ამ ფაქტის გამო და მოგებაც დიდად არ მიხარია".

ჟერარდ პიკე (ესპანეთი): "ჩვენ ადრეც წაგვიგია ამხანაგური მატჩები, მაგრამ შემდეგ უდიდესი ტიტულები მოგვიგია. ცუდად არ გვითამაშია, უბრალოდ, პირველ ტაიმში დაშვებული ორი შეცდომის გამო დავისაჯეთ. ფეხბურთელებმა კარგად ითამაშეს, მაგრამ ნაკრები ახლა "დალაგების" პროცესშია და მოსამატებელი გვაქვს".

ტოპ-გუნდები და ესპანეთი

"ფურია როხა" გასაჭირშია და რომ დავუკვირდეთ, ეს ახალი ამბავი სულაც არ არის - ევრო 2012-ის შემდეგ ესპანეთის ნაკრები, რომელსაც ვისენტე დელ ბოსკე თავკაცობს, ტოლ-სწორად ვერ ეთამაშება მსოფლიოს საუკეთესო ნაკრებებს. ის აღარ არის ტოპ-გუნდი.

ევრო 2012-ის ფინალში "ფურია როხამ" "სკუადრა აძურას" ბრდღვინი ადინა, მას მერე კი ესპანელ ფანებს დიდ გუნდებთან მოგებები მოენატრათ - სამშაბათის მატჩი ზედიზედ მეოთხე მარცხი იყო გრანდებთან (მეხუთე, თუ მათ რიცხვს ჩილეს ნაკრებს მივაკუთვნებთ). განადგურება ჰოლანდიასთან მუნდიალზე - 1:5, მარცხი საფრანგეთთან - 0:1, გერმანიასთან - 0:1 და ჰოლანდიასთან ისევ - 0:2.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
"თუ ასე თამაშს გავაგრძელებთ, კონფერენს ლიგაზე გასვლითაც ბედნიერები უნდა ვიყოთ" - სობოსლაი საკუთარი გუნდის თამაშით აღშფოთებულია
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
ინიესტამ თქვა, სურს თუ არა "ბარსელონას" მწვრთნელობა
როდის დაფიქრდებით, რომ შეიძლება "ჩელსი" გავარდეს
ევრო 2020. საკვალიფიკაციო: გერმანია, ჰოლანდია, ხორვატია და ავსტრია ევროპირველობაზე გავიდნენ [VIDEO]
გუუს ჰიდინკი: დამიძახეს და მოვედი
ზიდანი მეორე მწვრთნელია, რომელმაც "რეალს" ყველაზე მეტჯერ მოაგებინა
ჰოლანდიის ნაკრების განაცხადი ევროშესარჩევისთვის ცნობილია
"თუმცა ის მაინც ფენომენალური გახლდათ..." - დელ ბოსკემ რონალდოზე ისაუბრა
ესპანელთა მწვრთნელი: საქართველოს ნაკრები ძალიან სუსტი არ ყოფილა
სანიოლი: პრობლემებზე ყოველთვის პატიოსნად გესაუბრებით, არ მგონია მათი მოგვარება სხვამ უკეთ შეძლოს
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ესპანეთთან მატჩში?
საქართველოსთან ესპანეთმა გასაოცარი რეკორდი დაამყარა
ვან პერსი: მატჩის დასრულების შემდეგ ვან გაალმა დამარტყა...
"სწრაფი გოლი გავუშვით და თამაშში დარჩენა გაგვიჭირდა - შესაძლებელი იყო უკეთ წარმოგვეჩინა საკუთარი შესაძლებლობები" - რა თქვეს ნამატჩევს მამარდაშვილმა და კვარაცხელიამ
დელ ბოსკე: არ შეიძლება ჩინეთის იაფფასიან საქონელზე იყო დამოკიდებული
ჰოლანდიის ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
ინიესტამ ფეხბურთელის კარიერის დასრულება დაადასტურა
დელ ბოსკემ ხავიზე ისაუბრა
"ფეხბურთს მოენატრები, ფენომენო" - მესი ინიესტას დაემშვიდობა
დღეს თუ ტურის შემდეგ? - "ინტერში" მწვრთნელის ძიება გრძელდება
დიდებული ისტორია მთავრდება - ინიესტა კარიერას ასრულებს
დელ ბოსკე: "რეალს" "ბაიერნთან" მცირე უპირატესობა აქვს
უმწვრთნელოდ დარჩენილი ჰოლანდიის ნაკრები შესაძლოა დანი ბლინდს ჩააბარონ
"განსაკუთრებული" - პირველ ადგილზე, გვარდიოლა და ფერგიუსონი - მე-3-ზე... 21-ე საუკუნის საუკეთესო 10 მწვრთნელი გამოვლინდა
[VIDEO] ესპანეთი სახლში თურქეთს ფრედ ეთამაშა
არეულობა ჰოლანდიაში - თურქი ფანები ადგილობრივებს დაერივნენ [VIDEO]
ინიესტა, დიდი ალბათობით, მალე სამწვრთნელო საქმიანობას დაიწყებს
მთავრობამ გადაწყვიტა - დასახელება ჰოლანდია აღარ იარსებებს
ვინ არის 21-ე საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელი? - Goal-ის Top 25
ევრო 2016. შესარჩევი ეტაპი: ვინ შეარცხვინა ჰოლანდია?
რონალდ კუმანი: "ბარსელონა"? - მხოლოდ ევროპირველობის შემდეგ