ტურის მატჩები და სტატისტიკა
რაც უფრო ახლოვდება პლეი ოფი, მით უფრო მძლავრად გამოიყურება "სან ანტონიო". ეს წესი NBA-ში უკვე დიდი ხანია მოქმედებს. მარტის თვე მოქმედმა ჩემპიონებმა 12 მოგებითა და 3 წაგებით დაასრულეს. უკეთესი მაჩვენებელი მხოლოდ "გოლდენ სტეიტს" ჰქონდა - 16 მოგება და 2 წაგება.

გუშინ, გრეგ პოპოვიჩის შეგირდები "მაიამის" ხვდებოდნენ. ისევე, როგორც შარშანდელ ფინალურ სერიაში, ახლაც "სპურსის" რიგებში საუკეთესო იყო კავაი ლეონარდი - მის ანგარიშზე 22 ქულა, 9 მოხსნა და 4 ჩაჭრა მოდის. თან ლეონარდმა შეძლო დუეინ უეიდის განეიტრალება: "მაიამის" ლიდერმა 20-დან 14 ტყორცნა ააცილა.

"სან ანტონიომ" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა, თან ამ მატჩებში 85 ქულაზე ნაკლებს უშვებდა. ჩემპიონს მეხუთე ადგილამდე ერთი მოგება აკლია. "სპურსის" მომავალი მეტოქეებისთვის ერთგვარი შვება უნდა იყოს ის, რომ 2011 წლის პლეი ოფიდან მოყოლებული, პოპოვიჩის გუნდმა მხოლოდ ერთხელ მოიგო სერია, როცა საკუთარი მოედნის უპირატესობა არ გააჩნდა.

"სან ანტონიოსგან" განსხვავებით, მარტი ჩააგდო "ატლანტამ" - 16 მატჩში მხოლოდ 9 მოგება. ეს არ ჰგავს იმ გუნდის მაჩვენებელებს, რომელმაც იანვარში ყველა შეხვედრა მოიგო. თუმცა მაიკ ბუდენჰოლცერის შეგირდებმა უკვე გაინაღდეს აღმოსავლეთში ჩემპიონობა და შეუძლიათ თავს მცირე მოდუნების უფლება მისცენ.

მეორეს მხრივ, "ჰოქსს" შეეძლო "გოლდენ სტეიტთან" რეგულარულში ჩემპიონობისთვის ბრძოლა, მაგრამ ბოლო შვიდ მატჩში ოთხმა წაგებამ ხაზი გადაუსვა ამგვარ პერსპექტივას.

სამაგიეროდ, "გოლდენ სტეიტი" არ აპირებს გაჩერებას და ისეთ შეხვედრებშიც ბოლომდე იბრძვის, რომელშიც წაგება თითქოს გარანტირებულია. როგორ შეიძლება იფიქრო მოგებაზე მაშინ, როცა "კლიპერსის" ლიდერმა ბლეიკ გრიფინმა 40 ქულა დააგროვა, კრის პოლმა კი 27 ქულა და 9 შედეგიანი პასი მიითვალა. თან გასათვალისწინებელი იყო ის, რომ ლოს ანჯელესში ამ გუნდების ბოლო რვა შეხვედრიდან ოკლენდელებმა მხოლოდ ერთი მოიგეს.

"გოლდენ სტეიტი" გუშინაც უიმედოდ აგებდა, მაგრამ ისევ კარგად იმუშავა სტივენ კარისა და კლეი ტომპსონის გენიალურმა დუეტმა. მაგალითად, ტომპსონმა მეორე ტაიმში 22 ქულა ჩააგდო, ორივემ კი მატჩის ბოლოს უშეცდომოდ ისროლეს საჯარიმოები.

ბრუკლინი-ინდიანა 111:106

33:15, 24:39, 27:25, 27:27

ბ: ლოპესი (24+11 მოხსნა), ჯონსონი (21+6 მოხსნა), ანდერსონი (20), ჯეკი (13), უილიამსი (11+8 პასი+6 მოხსნა), ბრაუნი (10+5 მოხსნა).

ი: ჯ. ჰილი (28+6 მოხსნა), უესტი (14+6 მოხსნა+6 პასი), სკოლა (13+9 მოხსნა), უოტსონი (13+6 მოხსნა+6 პასი), რუდეზი (12).

დეტროიტი-ატლანტა 105:95

33:28, 19:22, 24:22, 29:23

დ: დრამონდი (22+13 მოხსნა), კოლდუელ-პოუპი (18), ლუკასი (15), ტოლივერი (13+10 მოხსნა), ჯექსონი (12+11 პასი).

ა: სეფოლოშა (19+5 მოხსნა), ჰორფორდი (16+5 მოხსნა), მაკი (12+5 პასი), კორვერი (11), კეროლი (10), მუსკალა (6+13 მოხსნა).

მაიამი-სან ანტონიო 81:95

20:19, 22:28, 18:24, 21:24

მ: დრაგიჩი (19), უეიდი (15+5 მოხსნა), უაიტსაიდი (10+6 მოხსნა), ჩელმერსი (10), ანდერსენი (4+10 მოხსნა).

ს-ა: ლეონარდი (22+9 მოხსნა+4 ჩაჭრა), პაკერი (16+5 პასი), დანკანი (12+11 მოხსნა+3 დაფარება), დიაო (11).

კლიპერსი-გ. სტეიტი 106:110

30:18, 23:28, 35:36, 18:28

კ: გრიფინი (40+12 მოხსნა+5 პასი+3 დაფარება), პოლი (27+9 პასი), რედიკი (14), ჯორდანი (5+15 მოხსნა).

გ-ს: კარი (27), ტომპსონი (25+8 მოხსნა), ლი (17+7 მოხსნა), სპეიტსი (13).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე