ჯოკოს ვეტერანი უწოდეს
მაიამის "მასტერსზე" მერვედფინალების დღე იყო. საყოველთაო ყურადღება ენდი მარეისკენ იყო მიპყრობილი. ყველას აინტერესებდა - შეძლებდა თუ არა ბრიტანელი კევინ ანდერსონთან მატჩში კარიერაში მე-500 გამარჯვების მოპოვებას.

მარეის ამისთვის ორი საათი და სამი სეტის ჩატარება დასჭირდა. ენდიმ 11 ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა და აქედან ოთხი შანსი გამოიყენა - 6:4, 3:6, 6:3. ბრიტანელის შემდეგი მეტოქე ავსტრიელი დომინიკ ტიმი იქნება, რომელმაც წინა ეტაპზე სტენ ვავრინკას მძლეველი ადრიან მანარინო გამოთიშა ბრძოლას - 7:6(5), 4:6, 7:5. აღსანიშნავია, რომ ტიმი მესამე სეტში ბრეიკით იყო ჩამორჩენილი. 21 წლის ჩოგბურთელი პირველად ითამაშებს "მასტერსის" სერიის მეოთხედფინალში.

მარეი მეცხრე მოქმედი ჩოგბურთელი გახდა (სულ 46-ე), ვინც ხუთასიან ზღვარს მიაღწია. ეს სია ასე გამოიყურება:

1. როჯერ ფედერერი 1 012/229

2. რაფაელ ნადალი 721/145

3. ნოვაკ ჯოკოვიჩი 625/142

4. დავიდ ფერერი 623/296

5. ლეიტონ ჰიუიტი 612/255

6. ტომი ჰაასი 561/315

7. ტომაშ ბერდიხი 507/266

8. ტომი რობრედო 505/322

9. ენდი მარეი 500/155

გაუჭირდა მეოთხედფინალის საგზურის მოპოვება მსოფლიოს პირველ ჩოგანს, ნოვაკ ჯოკოვიჩს. ალექსანდრ დოლგოპოლოვთან მატჩის პირველ სეტში მეტოქეებმა ბრეიკები გაცვალეს და საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა, სადაც უკრაინელი დამაჯერებლად გრძნობდა თავს - 7:3.

ჯოკოვიჩი სერიოზული საფრთხის წინაშე აღმოჩნდა მეორე სეტში, როცა დოლგოპოლოვმა ბრეიკით წაიყვანა ანგარიში - 4:2, მაგრამ სერბი დროულად მოეგო გონს და დაკარგული მოწოდება დაიბრუნა, გადამწყვეტი ბრეიკი კი მე-11 გეიმში შეასრულა და შემდეგ სეტზე ჩააწოდა. მესამე სეტში კი ჯოკოვიჩმა ამდენი წვალებისთვის დასაჯა დოლგოპოლოვი და "მშრალი" ანგარიშით მოიგო.

ამ პარტიაში 27 ქულა გათამაშდა და "ნოლემ" 24 თავის სასარგებლოდ დაასრულა. საბოლოოდ, ისე გამოვიდა, რომ მეორე სეტში 5:5-დან სერბმა ზედიზედ რვა გეიმის აღებით დაუსვა წერტილი მატჩს.

ჯოკოვიჩის შემდეგი მეტოქე დავიდ ფერერი იქნება. მან 95 წუთში 11-დან ექვსი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა და ორ სეტში მოუგო ფრანგ ჟილ სიმონს - 7:6(5), 6:0.

ბრწყინვალე ფორმაშია იაპონელი კეი ნიშიკორი, რომელიც ზედიზედ ანადგურებს მეტოქეებს. აზიელმა სამ მატჩში (მიხაილ იუჟნისთან, ვიქტორ ტროიცკისთან და გუშინ დავიდ გოფენთან) მხოლოდ 10 გეიმი დათმო და 15 ბრეიკი შეასრულა. ნიშიკორიმ 68 წუთში გოფენს მხოლოდ სამი გეიმი დაუთმო - 6:1, 6:2 და მეოთხედფინალში ჯონ ისნერზე გავიდა.

როგორც მოსალოდნელი იყო, მოწოდებებში შეეჯიბრნენ ერთმანეთს ისნერი და მილოშ რაონიჩი. ამერიკელმა 25 ეისი ჩააწოდა, კანადელმა - 13. ორივე ჩოგბურთელმა პირველი მოწოდებით ქულების 75 პროცენტი აიღო. თამაში ორ საათსა და 43 წუთს გაგრძელდა და სამივე სეტში ტაი-ბრეიკის ჩატარება გახდა საჭირო.

პირველი შემოკლებული გეიმი რაონიჩმა მოიგო და მეორე სეტის ტაი-ბრეიკზეც სოლიდური უპირატესობა მოიპოვა - 4:1-ს იგებდა, მაგრამ ისნერი გამოძვრა რთული სიტუაციიდან. მესამე სეტის მე-13 გეიმში კი 4:5-ზე რაონიჩმა ფორჰენდი ბადეს გაარტყა და მეტოქეს ორმაგი მატჩბოლი მისცა. ჯონმა მეორე ცდიდან მოიგო შეხვედრა - 6:7(3), 7:6(6), 7:6(5).

ისნერი მეოთხედფინალში ნიშიკორის შეხვდება. საინტერესოა, რომ ეს ჩოგბურთელები პროფესიულ ტურში არასოდეს შეხვედრიან ერთმანეთს.

ბოლო მეოთხედფინალური წყვილი დააკომპლექტეს ტომაშ ბერდიხმა და ხუან მონაკომ. ბერდიხი ისედაც დიდ უპირატესობას ფლობდა გაელ მონფილსის წინააღმდეგ, რასაც მეტოქის ტრავმა დაემატა და ფრანგმა 3:6, 2:3-ზე მიატოვა შეხვედრა. ჩეხი წელს მეექვსე ტურნირს თამაშობს და ექვსივე შემთხვევაში მინიმუმ მეოთხედფინალამდე გააღწია, სულ კი ამ სეზონში 22 მოგება და 5 წაგება აქვს.

რაც შეეხება ხუან მონაკოს, მან 83 წუთში იოლად მოუგო ფერნანდო ვერდასკოს, რომელმაც წინა ეტაპზე რაფაელ ნადალი გამოთიშა ბრძოლას. არგენტინელი აქამდე ექვსჯერ შეხვედრია ბერდიხს და ექვსივე მატჩი წააგო.

კაცები

1/8-ფინალი

ენდი მარეი (ბრიტ, 3)-კევინ ანდერსონი (ს. აფრ, 15) 6:4, 3:6, 6:3; ტომაშ ბერდიხი (ჩეხ, 8)-გაელ მონფილსი (საფ, 17) 6:3, 3:2 უარი; ჯონ ისნერი (აშშ, 22)-მილოშ რაონიჩი (კან, 5) 6:7(3), 7:6(6), 7:6(5); ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1)-ალექსანდრ დოლგოპოლოვი (უკრ) 6:7(3), 7:5, 6:0; დავიდ ფერერი (ესპ, 6)-ჟილ სიმონი (საფ, 12) 7:6(5), 6:0; დომინიკ ტიმი (ავსტრია)-ადრიან მანარინო (საფ, 28) 7:6(5), 4:6, 7:5; ხუან მონაკო (არგ)-ფერნანდო ვერდასკო (ესპ, 29) 6:3, 6:3; კეი ნიშიკორი (იაპ, 4)-დავიდ გოფენი (ბელ, 18) 6:1, 6:2.

1/4 ფინალი

ჯოკოვიჩი (1)-ფერერი (6); ნიშიკორი (4)-ისნერი (22); ტიმი-მარეი (3); ბერდიხი (8)-მონაკო.

ჯოკოს ვეტერანი უწოდეს

მაიამის "მასტერსზე" ალექსანდრ დოლგოპოლოვთან გამარჯვების შემდეგ სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა მეოთხედფინალში ესპანელ დავიდ ფერერთან შეხვედრის უფლება მოიპოვა. პრესკონფერენციაზე ერთ-ერთმა ჟურნალისტმა მომავალ დაპირისპირებას ვეტერანების შეხვედრა უწოდა, რაზეც ჯოკოვიჩს მყისიერი რეაქცია ჰქონდა.

"როგორ თქვით? ორი ვეტერანი? მადლობა, ასეთი რამ პირველად მოვისმინე... ღმერთო! მოიცადეთ, მოიცადეთ. ეს ხომ მთელი ეპოქაა! ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი ამბავია ჩემთვის. აზრები უნდა მოვიკრიბო. ამ წუთას თავში რეალობა დამეცა. მადლობა თქვენ. დიახ, დიდი ხანია ვთამაშობ ჩოგბურთს, მაგრამ ვეტერანი ჯერ ჩემთვის არავის დაუძახია", - უპასუხა ჯოკოვიჩმა.

27 წლის ნოვაკის პროფესიული დებიუტი 16 წლის ასაკში შედგა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
[VIDEO] მაგიური დუელი ტურინში - სინერმა ალკარასი დაამარცხა
"რაც არ უნდა მოხდეს ტურინში, მე ამ მომენტით უკვე სასწაულად ბედნიერი ვარ" - იანიკ სინერმა წელს მე-8 ტიტული მოიგო
"ახლა გუნდებს სჯერათ, რომ ჩვენთან დადებითი შედეგის მიღწევა შეუძლიათ" - სლოტმა "სანდერლენდთან" მატჩი შეაფასა
"ჩემი საქციელისთვის ბოდიშს ვიხდი" - ედვარდსენმა შტილერს ცხვირზე დაცინვის გამო მოუბოდიშა
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო
20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა
"შეცდომებს დაუშვებს - დრო მიეცით" - ზაბარნიზე კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა გააკეთა
იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე
რაფინიას პრემიერ ლიგაში უხმობენ - "ბარსელონას" ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა, ფეხბურთელის დათმობა მოუწიოს
"ბრენტფორდს" კიდევ ერთ ფორვარდს გამოსტაცებენ? - 50-მილიონიანი ტრანსფერი დაიგეგმა
"ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰარი კეინის მომავალზე ისაუბრა
დიდი დაბრუნება სამწვრთნელო პოსტზე "რეალში"? - ალონსოს მუშაობა შესაძლოა, ძალიან მოკლევადიანი აღმოჩნდეს
ენდი მარეი კორტს მომდევნო თვეში დაუბრუნდება
Dailymail: ენდი მარეი ბალახის სეზონისთვის დაბრუნდება
ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის 1/2 ფინალიდან ტრავმის გამო მოეხსნა
"28-ე ჩოგბურთელს სათამაშო პრაქტიკის გარეშე მოვუგე, არსად მივდივარ!" - მარეი ბასილაშვილთან მატჩის შემდეგ
ახალგაზრდა ძიუდოისტებმა მსოფლიო ჩემპიონატზე, გუნდურ შეჯიბრებაში ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს - 20 ოქტომბრის დაიჯესტი
თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ ენდი მარეი კორტს უბრუნდება
ნანატრი მიზანი ასრულებულია - ჯოკოვიჩი ოლიმპიური ოქროს მფლობელია! [VIDEO]
საჩოგბურთო ბალახის სეზონი: ფედერერი კვლავ პირველია, მარეი 1 წლის შემდეგ დღეს დაბრუნდება
"მოუსმინეთ ახალგაზრდებს, მათი სურვილი უკეთესი მომავალია!" - ჯოკოვიჩმა სერბეთში მთავრობის წინააღმდეგ ქუჩაში გამოსულ სტუდენტებს მხარდაჭერა გამოუცხადა
ჯოკოვიჩი შესრულებული მისიით, პირადი ტრაგედიები, სამშობლოს პატრიოტობა და ქველმოქმედება - რატომ არის ნოვაკი ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი სპორტსმენი
მეოთხედ მოგებული დიდი სლემის ტიტული 21 წლის ასაკში - ალკარასმა უიმბლდონის ფინალში ჯოკოვიჩი დაამარცხა [VIDEO]
ბასილაშვილი ჩილიჩთან დამარცხდა და ჯოკოვიჩთან კიდევ ერთხელ დაპირისპირების შანსი დაკარგა