პროექტის მიხედვით, ბათუმის მრავალფუნქციური სტადიონი უეფას მე-4 კატეგორიის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს
ცნობილია, რომ 17 მარტს, ბათუმში ოლიმპიური სტადიონის მშენებლობისთვის გამოცხადებულ კონკურსში ესპანურმა კომპანია "იბერპროქსის" პროექტმა გაიმარჯვა.

1-ელ აპრილს გამარჯვებულს კონტრაქტი ოფიციალურად გაუფორმეს. დოკუმენტს ხელი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნოე წითელაძემ და საქართველოში კომპანია "იბერპროქსის" წარმომადგენელმა მამუკა ლობჟანიძემ მოაწერეს.

კომპანიის წარმომადგენლის ინფორმაციით, "იბერპროქსს" დიდი გამოცდილება აქვს, ბრაზილიასა და ესპანეთში რამდენიმე მაღალი სტანდარტის პროექტი განახორციელა და საქართველოშიც იმავეს აპირებს.

პროექტის მიხედვით, ბათუმის მრავალფუნქციური სტადიონი უეფას მე-4 კატეგორიის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს. დაიგება სარბენი ბილიკებიც, რადგან ეს ოლიმპიურ არენადაა ჩაფიქრებული და არა - წმინდა საფეხბურთოდ. ტრიბუნები 20 ათას ადამიანზე უნდა იყოს გათვლილი, ოღონდ შემდგომში მომატების პერსპექტივით, მშენებლობა კი 2017 წელს უნდა დასრულდეს.

თავდაპირველად, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ბათუმის ახალი არენის ასაშენებლად 36 მილიონი ლარის გამოყოფას გეგმავდა, თუმცა ლარის კურსის ცვლილების გამო, შესაძლოა, 4-5 მილიონი კიდევ დაამატონ. პროექტის მოსამზადებლად კი 650 ათასი ლარი დაიხარჯება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

eeh
ყველაზე დაბალი დონის პროგრამით შექმნილი ანიმაცია, წარმომიდგენია შესრულება როგორი იქნება :)
იმედა
მდააა.... ოლიმპიური რად უნდოდათ? ქართული "თარგმანი" უბადლოა! :D
სკეპტიკოსი
ძალიან ცუდი სუნი უდის ამ პროექტს. როგორც ქუთაისში საქართველოს პარლამენტის მშენებლობით გადაინაცბლა ხალხის ფულმა ვიღაცეების ჯიბეში, ისე შეიძლება ამ პროექტში ვიღაცეებმა მოითბონ ხელი. იგივე კომპანიამ "გაიმარჯვა" რომელმაც პარლამენტი ააშენა. ბათუმელი გულშემატკივრების და ფეხბურთელების მრავალწლიანი ლოდინის შედეგად გამოწვეული ეიფორიის უკან ვიღაცა ხელს ითბობს. მიფუჩეჩებული მარკეტინგი და პრეზენტაცია არაფერ კარგს არ მოასწავებს. კარგი იქნება თუ სახელმწიფო აუდიტი ჩაუტარდება ამ პროცესებს და ტენდერებს.
Mishka
გაგა დამიჯერე თვითონ პრეზენტაციის დონე ძალიან დაბალია გრაფიკულად ჭ კლასია. თუმცა შესრულება როგორი იქნება ვნახავთ:)
Mishka
გაგა დამიჯერე თვითონ პრეზენტაციის დონე ძალიან დაბალია გრაფიკულად ჭ კლასია. თუმცა შესრულება როგორი იქნება ვნახავთ:)
gaga
კომენტარის გამკეთებელო ოთარ ძაან მესმის თქვენ ყოვლგვარად გინდათ საქართველო წელში გაწყვიტოთ მაგრამ არ გამოგივათ
otari
ჯვრების გამოსახვა სკამებზე არ არის მართებული!!!
Lasha
ამხელა პროექტს აკეთებენ და ვიდეო ვერ დაუდიათ ნორმალური, წარწერები ხომ კატასტროფაა... წარმომიდგენია, პროექტი და მშენებლობა რა ხარისხისა იქნება...
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
კორონავირუსის მიუხედავად ბათუმის სტადიონის მშენებლობა გრძელდება
ლამაზი სანახაობა, ღირსეული ჟესტი - ბათუმის ახალი სტადიონი მეგობარი ქვეყნების დროშებით განათდა [VIDEO]
ბათუმის სტადიონზე გარე პერიმეტრს აწესრიგებენ [VIDEO]
ბათუმის ახალი სტადიონი პირველ თოვლს შეხვდა [PHOTO]
ძალიან ლამაზი კადრები - ბათუმის სტადიონი ლამაზ ფერებში განათდა [PHOTO]
ბათუმის სტადიონის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება