მორიგი ტური და სტატისტიკა
გუშინდელი სათამაშო დღე ძალიან საინტერესო გამოდგა ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში. საკმარისია აღინიშნოს, რომ პირველად ბოლო 12 წლის განმავლობაში, ერთ სათამაშო დღეს სამი სამმაგი დუბლი დაფიქსირდა. მათი ავტორები გახდნენ: რასელ უესტბრუკი "ოკლაჰომადან", ევან ტერნერი "ბოსტონიდან" და დემარკუს კაზინსი "საკრამენტოდან".

ESPN-ის ინფორმაციით, წინა სათამაშო დღე, როცა სამმა კალათბურთელმა შეასრულა სამმაგი დუბლი, 2003 წლის 28 თებერვალს იყო. მაშინ თავი გამოიჩინეს "ჰიუსტონის" ამჟამინდელმა კალათბურთელმა ჯეისონ ტერიმ, ლეთრელ სპრიუელმა და რეი ალენმა, რომლებმაც დაასრულეს კარიერა.

დემარკუს კაზინსმა "ჰიუსტონთან" მატჩში 24 ქულას, 21 მოხსნასა და 10 შედეგიან პასს მოუყარა თავი. ამისთვის მას 39 წუთი დასჭირდა. საკრამენტოელისთვის ეს იყო მეორე სამმაგი დუბლი კარიერაში.

ამ სტატისტიკურ მაჩვენებლებს კაზინსმა ექვსი დაფარება დაუმატა, რითაც მეორე კალათბურთელი გახდა ლიგის ისტორიაში, ვინც მინიმუმ 20 ქულით, 20 მოხსნითა და 10 პასით შეასრულა ტრიპლ-დაბლი და თან მინიმუმ ხუთი ტყორცნა დაბლოკა. მანამდე ასეთი რამ ლეგენდარულმა ქარიმ აბდულ-ჯაბარმა შეძლო.

კაზინსის ასეთი თამაშის მიუხედავად, "საკრამენტო" დამარცხდა "ჰიუსტონთან". აღსანიშნავია ერთი საინტერესო მომენტი - "კინგზმა" წელს წააგო სამივე შეხვედრა, როცა კაზინსი მინიმუმ 20 ქულასა და 20 მოხსნას აგროვებდა.

რასელ უესტბრუკმა "დალასის" წინააღმდეგ 31 ქულა, 11 შედეგიანი პასი და 11 მოხსნა დააგროვა და ამ სეზონში მეათე სამმაგი დუბლი მიითვალა.

გარდა ამისა, "ოკლაჰომას" ლიდერმა "მავერიქსის" ფარისკენ 11 სამქულიანი ისროლა, რაც მისი პირადი რეკორდი გახლავთ. თუმცა ამ 11 სროლიდან მხოლოდ ორი აღმოჩნდა ზუსტი.

აქვე დავამატებთ, რომ "დალასთან" წაგებულ მატჩში "ოკლაჰომამ" 131 ქულა დააგროვა და აქედან 93 ქულა სამ კალათბურთელზე მოდის - ენტონი მოროუს ანგარიშზე 32 ქულაა, რასელ უესტბრუკზე - 31 ქულა და ენეს კარტერზე - 30.

შესაბამისად, "ოკლაჰომა" გახდა პირველი გუნდი 2012 წლის მარტის შემდეგ, რომლის რიგებში ერთ მატჩში ერთბაშად სამმა კალათბურთელმა დააგროვა მინიმუმ 30 ქულა. მაშინაც ეს ოკლაჰომელმა კალათბურთელებმა შეძლეს - უესტბრუკმა, კევინ დურანტმა და ჯეიმს ჰარდენმა.

"ბოსტონის" მცველი ევან ტერნერი საუკეთესო სეზონს თამაშობს კარიერაში. მან თავისი ყოფილი კლუბის, "ინდიანას" წინააღმდეგ 13 ქულა, 12 პასი და 11 მოხსნა მიითვალა და ეს მისი მესამე სამმაგი დუბლია ამ რეგულარულში და მთლიანად კარიერაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
რეგულარული: ჰარდენი "ხიპიშობს", "დალასმა" "მილუოკის" 18-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყვიტა [VIDEO]
ჯა მორანტი - გვერდით, ლეგენდებთან?
NBA. რეგულარული: ჰარდენსა და უესტბრუკს ვერ აჩერებენ [VIDEO]
NBA. რეგულარული: ბითაძის 8 წუთი, ჰარდენის 59 ქულა და სტეფ კარის მძიმე ტრავმა [VIDEO]
NBA. რეგულარული: დონჩიჩის მორიგი მიღწევა, მხსნელი ლებრონი და უიღბლო უესტრბუკი [VIDEO]
NBA. რეგულარული: ლოს-ანჯელესში "კლიპერსმა" იმარჯვა, "უორიორსი" "ჰიუსტონს" მოერია [VIDEO]