ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

უმაღლესი ლიგის XXII ტურის წინ: გადამწყვეტი აპრილი

უმაღლესი ლიგის XXII ტურის წინ: გადამწყვეტი აპრილი

ერთობ საინტერესო ტური გველოდება, სადაც, სულ მცირე, სამი ისეთი მატჩია, აი, "ექვსქულიანს" რომ ვუწოდებთ ხოლმე
სანაკრებო მატჩებით გამოწვეული ორკვირიანი პაუზა დასრულდა და 3 აპრილს გასამართი შეხვედრებით ჩემპიონატიც განახლდება.

ახალი რა უნდა ვთქვათ: ბოლო წლებში სწორედ აპრილის თვეში ირკვეოდა ბევრი რამ, მით უფრო, რომ თასის ნახევარფინალური მატჩებიც სწორედ ამ თვეში გველოდება და ეს სათასო დაპირისპირებები როგორ არის გადაჯაჭვული ამა თუ იმ გუნდის საჩემპიონატო პრიორიტეტებზე, ვფიქრობთ, ეს ყველას კარგად მოეხსენება.

უბრალოდ, მხოლოდ იმას დავძენთ, რომ ნუ გამოვრიცხავთ მოვლენების ისეთ განვითარებას, როცა ნახევარფინალში გასული გუნდებიდან ერთ-ერთმა (ან ორმა) მთელი ყურადღება თასისკენ გადაიტანოს და ჩემპიონატის მატჩებიც ნაკლებად პრიორიტეტულად მიიჩნიოს. თუმცა მსგავსი ფაქტები არახალია და ასეთ რაღაცებს სხვა ქვეყნის ჩემპიონატებშიც ხშირად შეხვდებით.

პირველი სათასო ნახევარფინალური მატჩები მომავალ კვირაში, 7 აპრილს ჩატარდება; მანამდე კი ერთობ საინტერესო ტური გველოდება, სადაც, სულ მცირე, სამი ისეთი მატჩია, აი, "ექვსქულიანს" რომ ვუწოდებთ ხოლმე.

03.04. თბილისი. დინამო არენა. 17:00

დინამო (თბ)-დილა

პირველი წრე 0:0

ურთიერთშეხვედრები

52: +41 =10 -1, 142:24

ტურის ცენტრალური მატჩი, იმედია, გულშემატკივართა დიდ ინტერესს გამოიწვევს (მით უფრო, რომ ობიექტურ მიზეზთა გამო ამ შეხვედრის ტელერეპორტაჟი ვერ ხერხდება) და "დინამო არენის" ტრიბუნებზეც ქომაგთა იმ რაოდენობას ვიხილავთ, ლიდერთა დაპირისპირებას რომ ეკადრება.

შეგახსენებთ, რომ დღესდღეობით "დინამო" მხოლოდ ერთი ქულით უსწრებს "დილას" და ამ მატჩში დამარცხებულიც, ძალიან დიდი ალბათობით, საჩემპიონო შანსებს მკვეთრად შეიმცირებს.

მოკლედ, უშეღავათო ბრძოლის მოლოდინში უნდა ვიყოთ, თანაც, "დილასგან" განსხვავებით, მასპინძლებს ოთხ დღეში თასის პირველი ნახევარფინალური მატჩიც ელოდებათ. აქედან გამომდინარე, ძალიან დიდი მნიშვნელობა მიენიჭება იმ ფაქტსაც, თუ რამდენად უმტკივნეულოდ მოახერხებს კახა გოგიჩაიშვილის დამოძღვრილი "დინამო" ერთდროულად "ორ ფრონტზე" ძალების გადანაწილებას.

არც ის დაგვავიწყდეს, რომ ეს გუნდები ზამთრის პაუზის მერე ორჯერ უკვე შეხვდნენ ერთმანეთს და მართლაც უმძიმეს სათასო მეოთხედფინალებში წარმატებას დინამოელებმა მიაღწიეს.

თუმცა, უჩა სოსიაშვილის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "დილა" რევანშის აღებას ამჯერად უკვე ჩემპიონატის მატჩში შეეცდება; მით უფრო, რომ გორელთა გუნდს, სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, საკმარისზე მეტი მოტივაცია ექნება. აღარაფერს ვამბობთ სტუმართათვის უსიამოვნოზე უსიამოვნო სტატისტიკის შეცვლაზე.

03.04. ზესტაფონი. დავით აბაშიძე. 16:00

ზესტაფონი-მეტალურგი

პირველი წრე 2:2

ურთიერთშეხვედრები

25: +11 =8 -6, 28:18

დისკვალიფიკაცია: გრიგოლ ბედიაშვილი (მეტალურგი)

ბოლო ათი წლის განმავლობაში "ზესტაფონსა" და "მეტალურგს" ორ-ორჯერ აქვთ მოგებული საქართველოს ჩემპიონატი (საპრიზო ადგილებს აღარ ვახსენებთ), მაგრამ ყველასათვის კარგად ცნობილ მიზეზთა გამო ამ სეზონში ორივე გუნდს უამრავი პრობლემა მოეძალა. ეგ კი არა, ლამის ყოველი ტურის წინ ისეთი სიტუაციაა, "ზესტაფონი" ან "მეტალურგი" მიიღებს თუ არა მონაწილეობას კონკრეტულ მატჩში.

ბოლო ათი წლის განმავლობაში, მხოლოდ თითო-თითოჯერ მოხდა, როცა "ზესტაფონმა" და "მეტალურგმა" სეზონი ხუთეულს მიღმა დაასრულეს; ახლა კი ორივე გუნდს ბევრად მოკრძალებული კი არა, კონკრეტული მიზანი აქვს: უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება!

თუმცა მასპინძელთა მდგომარეობა შედარებით უკეთესიც არის და ისეთიც, იმერული კლუბის ქომაგებს გარკვეული ოპტიმიზმის საფუძველიც რომ უნდა ჰქონდეთ; აი, "მეტალურგის" საშველი კი (თანაც, სეზონის დასაწყისიდან მოყოლებული!) ჯერაც არ ჩანს და ვეჭვობთ, უახლოეს მომავალში რაიმე შეიცვალოს.

არადა, ამ გუნდებს შორის პირველი წრის მატჩი ისეთი საინტერესო და დაძაბული გამოდგა, გულგრილს ვერავის რომ ვერ დატოვებდა! იმ შეხვედრაში ანგარიში პირველ ტაიმში "ზესტაფონის" გარემარბმა გიორგი ფანცულაიამ გახსნა, შემდეგ, მეორე ტაიმში, ორწუთიან ინტერვალში ვარლამ კილასონია-უმცროსის "დუბლით" "მეტალურგი" წინ გავიდა, მაგრამ შეხვედრის მიწურულს ლევან შარიქაძემ პენალტით საბოლოო შედეგი დააფიქსირა.

აღსანიშნავია, რომ ფანცულაია, კილასონია და შარიქაძე დღესდღეობით სხვა გუნდებში გამოდიან...

03.04. ზუგდიდი. ბაიას საწვრთნელი ბაზა. 16:00

ზუგდიდი-ცხინვალი

პირველი წრე 1:2

ურთიერთშეხვედრები

20: +7 =4 -9, 19:26

დისკვალიფიკაცია: ლუკა კობერიძე, აკაკი ფარჯიკია (ზუგდიდი) - ნიკა კაჭარავა (ცხინვალი)

ორივე გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი მატჩია: წინა ტურში განცდილი მარცხის შემდეგ ბესიკ შეროზიას გუნდი კვლავაც სახიფათო ზონაში აღმოჩნდა, თანაც, ამ ტურის მერე "ზუგდიდს" სამი რთული თამაში ელოდება.

მასპინძელთაგან განსხვავებით, "ცხინვალს" ამ სეზონში ბევრად უფრო ამბიციური მიზნები ამოძრავებს, თუმცა ზედიზედ ორმა წაგებამ კახა კაჭარავას გუნდი ზედა სამეულს რვა ქულით ჩამოაშორა. ამის მიუხედავად, "ცხინვალს" მაინც რჩება ევროტურნირების საგზურის მოპოვების შანსი - გუნდი ხომ თასის ნახევარფინალშია გასული!

მეორე წრეში დღევანდელი მეტოქეები მართლაც უკომპრომისოდ ასპარეზობენ: "ზუგდიდმაც" და "ცხინვალმაც" ექვს-ექვსი მატჩი ჩაატარეს და ფრედ არც ერთი შეხვედრა არ დაუმთავრებიათ.

04. თბილისი. მიხეილ მესხი. 16:00

სიონი-კოლხეთი

პირველი წრე 0:1

ურთიერთშეხვედრები

37: +11 =10 -16, 36:50

დისკვალიფიკაცია: პაპუნა მოსემღვდლიშვილი (სიონი)

კიდევ ერთი "ექვსქულიანი მატჩი": მოიგებს "სიონი" და გასავარდნ ზონასაც თავს დააღწევს, სხვა შემთხვევაში კი "კოლხეთი" შეინარჩუნებს მეტ-ნაკლებად უხიფათო ადგილს სატურნირო ცხრილში. მოკლედ, "მიხეილ მესხზე" უშეღავათო ბრძოლას უნდა ველოდოთ და, აქედან გამომდინარე, ამ წყვილში ფავორიტისა თუ აუტსაიდერის "სტატუსს" ვერც ერთ გუნდს ვერ მივანიჭებთ.

თუმცა, ისიც სათქმელია, რომ ლადო ბურდულის გუნდის შემადგენლობა უფრო სოლიდურად გამოიყურება და, რაც მთავარია, ბოლო მატჩებში მოედანს უგოლოდ არ ტოვებს "სიონის" ახალწვეული დათა სიჭინავა. არადა, პირველ წრეში სიჭინავა... "კოლხეთის" საუკეთესო ბომბარდირი გახლდათ და, სხვათა შორის, დღევანდელი მეტოქეების პირველ წრეში ჩატარებულ შეხვედრაში, როცა ფოთელებმა მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვეს, ის ერთადერთი გოლი ბოლნისელთა კარში სწორედ სიჭინავამ გაიტანა.

03.04. ლანჩხუთი. ევგრაფი შევარდნაძე. 16:00

გურია-ვიტ ჯორჯია

პირველი წრე 2:2

ურთიერთშეხვედრები

13: +4 =1 -8, 9:24

დისკვალიფიკაცია: ლევან ინგოროყვა (გურია) - ბადრი დემეტრაშვილი, კახა კახაბრიშვილი (ვიტ ჯორჯია)

წინა ტურში "ვიტ ჯორჯიამ" მართლაც დანავსული სერია შეწყვიტა და ხანგრძლივზე-ხანგრძლივი პაუზის მერე პირველად გაიმარჯვა; მართალია, ამ მოგებით "ვეტერინარებმა" ბოლო ადგილს თავი ვერ დააღწიეს, თუმცა XIV ადგილამდე ჩამორჩენა ამჯერად 5 ქულას შეადგენს.

რა თქმა უნდა, ახალგაზრდულ "ვიტ ჯორჯიას", თავის ახალ მთავარ მწვრთნელ თენგიზ კობიაშვილთან ერთად, უმძიმესი ფინიში ელოდება, მაგრამ ეს გუნდი რომ ყველა მატჩში მაქსიმალური შედეგისათვის იბრძოლებს, ამაში ეჭვი არ გვეპარება.

აი, რაც შეეხება "გურიას", ლანჩხუთელებს, წესითა და რიგით, საფიქრალ-სანერვიულო არაფერი უნდა ჰქონდეთ - გამომდინარე საკუთარი სატურნირო მდგომარეობიდან. თანაც, ნუ დაგვავიწყდება: დღესდღეობით უმაღლეს ლიგაში მხოლოდ და მხოლოდ "გურიაა", საკუთარ მოედანზე რომ არ დამარცხებულა!

03.04. ქობულეთი. ჩელე არენა. 16:00

დინამო (ბთ)-ტორპედო

პირველი წრე 2:2

ურთიერთშეხვედრები

46: +13 =8 -25, 51:76

ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერის ნებისმიერი მატჩი უდიდეს ინტერესს იწვევს და, რაღა თქმა უნდა, არც ეს შეხვედრა იქნება გამონაკლისი. მით უფრო, რომ გიორგი დარასელიას დამოძღვრილმა "ტორპედომ" ბოლო სამი მატჩი მოიგო და თავისთვის აშკარად შეუფერებელ "ცხრილის ფსკერსაც" თავი დააღწია.

მოკლედ, ფაქტია, რომ ქუთათურები მშვენიერ ფორმაში არიან, თუმცა, არანაკლებ შთამბეჭდავად გამოიყურება XXVI ჩემპიონატის უმთავრესი სენსაციის შემოქმედი გუნდის ასპარეზობაც: ბათუმის "დინამომ" მეორე წრეში ექვსიდან ექვსი მატჩი მოიგო და საერთოდაც, უკვე ხუთ თვეზე მეტია, რაც წაუგებლად თამაშობს! თანაც, საქმე მხოლოდ წარმატებულ სერიაში არ არის: შოთა ჭეიშვილის ხელმძღვანელობით მოასპარეზე ბათუმის "დინამო" შედეგზე ორიენტირებულ ფეხბურთსაც უჩვენებს და ისეთსაც, ქომაგებს რომ ახარებთ.

ანუ ვერავინ იტყვის, რომ ბათუმის "დინამოს" ლიდერობა რაიმე "შემთხვევითი" ფაქტორებით არის განპირობებული ან კიდევ იმით, თითქოსდა, კონკურენტები დასუსტდნენ...

03.04. სამტრედია. ეროსი მანჯგალაძე. 16:00

სამტრედია-შუქურა

პირველი წრე 1:0

ურთიერთშეხვედრები

3: +2 =0 -1, 5:4

სეზონის დაწყებამდე მოვლენების ასეთ განვითარებას, ალბათ, ბევრი ვერ წარმოიდგენდა: ამბიციური მიზნების მქონე "სამტრედია" 21 ტურის მერე მხოლოდ ოთხი ქულით უსწრებს უმაღლეს ლიგაში 20-წლიანი პაუზის მერე დაბრუნებულ "შუქურას"!

ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ქობულეთელთა გუნდის დღევანდელი სატურნირო მდგომარეობა (VI ადგილი), უდავოდ, ერთ-ერთ სასიამოვნო სიურპრიზად უნდა მივიჩნიოთ, ისევე, როგორც "შუქურას" ზეწარმატებული ასპარეზობა მეორე წრეში: 6 მატჩი და 12 ქულა!

აი, "სამტრედიამ" კი ბევრი გაუთვალისწინებელი ქულა დაკარგა და ამისი მთავარი მიზეზი, ჩვენი აზრით, წამყვანი ფეხბურთელების ტრავმიანობასთან ერთად, არასტაბილური ასპარეზობაც არის. თავად განსაჯეთ: სეზონის დაწყებიდან მხოლოდ ორჯერ მოხდა, როცა ამბიციურმა გუნდმა ზედიზედ ორი მატჩი მოიგო.

დღევანდელ მატჩს კიდევ ერთი ინტრიგაც თან ახლავს: "შუქურას" თავკაცი გელა სანაია პირველ წრეში (უფრო ზუსტად, IX ტურამდე) ხომ "სამტრედიის" მთავარი მწვრთნელი იყო.

03.04. ივანწმინდა. 16:00

ჩიხურა-მერანი

პირველ წრე 0:2

ურთიერთშეხვედრები

5: +2 =0 -3, 4:7

დისკვალიფიკაცია: აკაკი შულაია (მერანი)

მასპინძლებს პირველ ლიგაში დაქვეითების საფრთხე რომ არ ემუქრებათ, ამაში ყველა დარწმუნებული ვართ; ისიც ფაქტია, რომ მესამე ადგილამდე დღესდღეობით არსებული ჩამორჩენა (11 ქულა) არც ისე ცოტაა და ამიტომაც უნდა ვივარაუდოთ მოვლენების ისეთი განვითარება, რის მიხედვითაც, "ჩიხურა" მთელ ყურადღებას თასზე გადაიტანს.

მით უმეტეს, რომ სოსო ფრუიძის გუნდმა ბოლო წლებში უკვე მიაჩვია საკუთარი ქომაგები თასზე წარმატებულ ასპარეზობას, რისი დასტურიც ფინალში ზედიზედ ორი გასვლაა.

ერთი შეხედვით, არც "მერანს" უნდა ჰქონოდა "ხიფათიანი ფინიში", თუმცა, წარმატებულად ჩატარებული პირველი წრის შემდეგ ვლადიმირ ლობასის გუნდმა ზამთრის პაუზის მერე სეზონი "მძიმედ" განაახლა და ვიდრე წინა ტურში მოიგებდა, მანამდე ჩატარებულ ხუთ მატჩში მხოლოდ 2 ქულა აიღო.

დღესდღეობით "მერანის" სატურნირო მდგომარეობას მეტ-ნაკლებად უხიფათო კი შეიძლება ვუწოდოთ, მაგრამ სხვა გუნდებიც "უქმად" ხომ არ იქნებიან?

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• გუადუა--ს

საღოლ შენ მეგობარო,სიზმარში ხოარ ნახე ტოო,,??

• dato

შამტრედიას რა უტხარი მე, უაზრო ქულები დაკარგა ტორე დგესდგეობიტ კლასიტ ყველას ჯობს

• koka

დახედეთ ცხრილს და ნახე|თ, რომ ლიდერები ერთნაირი მაჩვნებლებით, თბილისის და ბათულის დინამოელები არიან. რაზე კამათობთ, გასაკვირია პირდაპირ....ბურთევის სეფარდებით ჯობნის დინამო და პირველ ადგილზე ამიტომაა.

• GEGA

საიდან დაასკვენით რო ბათუმი ვერაა ერთპიროვნული ლიდერი? გუნდს რომელსაც საკუთარი მოედანი არა აქვს და ნორმალური ბაზა რო ივარჯიშოს და ასეთი შედეგი აქვს ამ დროისათვის ხოარ გგონიათ რო იმსახურებს ჩემპიონობას ამ სეზონში? ბათუმი მოიგებს დღესაც და ამ სეზონსაც ასე რო წარმატებები ბიჭებს...

• გუადუა

დინამო თბ - დილა - ფრე დინამო ბთ- ტორპედო - ტორპედო იგებს

• ფერნანდო

ბათუმი ვერაა ერთპიროვნული ლიდერი.

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა

"ძალიან დაბალი დონის ჩემპიონატი გვაქვს, ყოველი წელი უარესია" - გიორგი ჭიაბრიშვილი "გარეჯთან" გამარჯვების შემდეგ

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება

"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს

"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა

"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი

"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?

"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა

"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა

ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია

"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა

ლუის ენრიკე რევოლუციურ ცვლილებებს აპირებს - იქნება კვარაცხელია სასტარტოში?

ლადო ბურდული: ძალიან არ მსიამოვნებს ამის თქმა, მაგრამ "ყარაბაღი" ფავორიტია...

"შევარდენის" მთავარ მწვრთნელად გიორგი დარასელია დაინიშნა

ფრუიძე: ეს იქნება ერთგვარი ილუსტრაცია იმ რეალობის, რომელიც დღეს საქართველოში დგას

[სპეციალისტის აზრით] "ჩიხურამ" და "ბათუმმა" კარი როგორმე "მშრალად" უნდა შეინახონ

ახლა უკვე ოფიციალურად: ბესიკ შეროზია "ზუგდიდის" მთავარი მწვრთნელი აღარაა

ქართველები ვარსკვლავთა მატჩში - სავარაუდო შემადგენლობა

ოთარ კობახიძე - "ჩელე-არენის" მორიგი მსხვერპლი

გელა სანაია: ზღვისპირეთში ბევრი ტალანტი იკარგება

"სამგურალის" მწვრთნელად უჩა სოსიაშვილი დანიშნეს

"კლუბის დირექტორს გუნდი მიჰყავს შეკრებაზე თურქეთში მაშინ, როცა აქ არც მოედნები აქვთ, არც ფორმები..."

ეროვნული ლიგა. XXV ტური: გაბედავას დუბლი და დარასელიას "სამტრედია" ისევ აგებს

უმაღლესი ლიგა. XXIII ტურის წინ: როცა "ქართული კლასიკო" ყველაფერს ჩრდილავს

სეზონის დაწყებიდან ეროვნული ლიგის გუნდი მეორე მწვრთნელმა დატოვა

"სიონის" მწვრთნელად სოსიაშვილი დანიშნეს

საქართველოს ორი ჩემპიონი ერთმანეთის პირისპირ - შესამჩნევი იაპონელი და განელებზე კარგი შთაბეჭდილებით

სად ითამაშებენ ექსკაპიტანი და ტრიო? - "ზუგდიდმა" ბოლო სპარინგიც მოიგო

გადაწყდა: ფოთის "კოლხეთს" უკრაინელი ალექსანდრ შტელინი გაწვრთნის

თენგიზ კობიაშვილი: მიზნად პრო ლიგა 1-ში გადასვლა დავისახეთ

ლადო ბურდული: შეიძლება, ფეხბურთელებს ეს აღარც ახსოვდეთ...

"შუქურას" თენგიზ კობიაშვილი აღარ გაწვრთნის

ეროვნული ლიგა 2. I ტური: ფავორიტები სტატუსს ამართლებენ

"ზუგდიდმა" მთავარი მწვრთნელის პოსტზე უკრაინელი სპეციალისტი მიიწვია

მხოლოდ 2 მატჩი გუნდის სათავეში - სოსო ფრუიძემ "ლოკომოტივი" დატოვა

დათა სიჭინავა "რუსთავში" მესამედ დაბრუნდა

"ცხინვალის" ფეხბურთელი Sportall.ge-სთან საუბარში თურქეთში დაკავების დეტალებს ჰყვება

[ლელოს სტუმარი] "ჯერ საქართველოში უნდა დაამტკიცო, რა შეგიძლია!"

სოსო ფრუიძე ფეხბურთში დაბრუნდა და უმაღლესი ლიგის გუნდს ჩაიბარებს

[ლელოს სტუმარი] გიორგი ხარაიშვილი: ჯერ თავში ასავარდნი არაფერი მაქვს

"მარკ სტარსის" თასი: ტყიბულის "მეშახტის" ტრიუმფი

"რუსთავში" რევაზ ძოძუაშვილი იმუშავებს

დინამო (ბთ)-გურია 1:2 - როცა სმოლი დიდია [VIDEO]

"შევარდენს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს

"შუქურა" უჩა სოსიაშვილმა დატოვა

გიორგი ბუხაიძე: კლუბთან კონტრაქტი ამომეწურა და არ ვიცი ჯერჯერობით სად წავალ

გიორგი დარასელია "სამტრედიის" მთავარი მწვრთნელი გახდა

გიორგი დარასელია გორის "დილას" აღარ გაწვრთნის

სოსო ფრუიძე: 6 ქულა კარგია, მაგრამ ყველაფერი თავიდან დასაწყებია

"სოსო ფრუიძის მწვრთნელად მოსვლას არ დავუშვებთ" - "ტორპედოს" გულშემატკივრის განცხადება

გელა სანაიამ "შევარდენი" დატოვა - ახალი თავკაცის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია

"გუნდი მძიმე მდგომარეობაში ჩავიბარე, მაგრამ მწვრთნელის ცხოვრება სულ სტრესია"

გელა სანაია: ნაკრებით ფეხბურთის მშენებლობის დაწყება წარმოუდგენელია

"ისეთები გვითხრა, მზად ვიყავით რუსეთის ნაკრები შეგვეჭამა!" - ლადო ბურდულმა მოჰყვა, როგორ აუმაღლა ივო შუშაკმა მოტივაცია საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს რუსეთთან მატჩამდე

[წარდგენა] "გასწი, მერანო" - შეძლებენ თბილისელები უმაღლესში თავის წარმოჩენას?

დათა სიჭინავა "რუსთავში" დაბრუნდა

თითქმის უმაღლესი - როგორი იქნება პრო ლიგა 2

"საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები ვერ ახდენენ საკუთარი თავის 100 %-ით რეალიზებას"

დათა სიჭინავა კარიერას საფრანგეთში გააგრძელებს

"შუქურას" მწვრთნელად თენგიზ კობიაშვილი დაინიშნა

რატომ წავიდა პრეზიდენტი? ...არ სურდათ, ეს საკითხები რომ გამეკონტროლებინა

[ლელოს სტუმარი] "საქართველოს ჰიმნზე რომ დავდექი, თვალწინ წარმომიდგა ყველაფერი"

კიდევ ერთი ქართველი აზერბაიჯანში - თამაზ ცეცხლაძე "სებაილში" ჩაირიცხა

...აი, ამის მერე აშენდება სტადიონი ბათუმში

"სიონი" გიორგი ჭელიძემ ჩაიბარა

უმაღლესი ლიგა. XXIV ტურის წინ: ესპანელების დაპირისპირება საქართველოში

"ზუგდიდი": თამაშებიც და მზადებაც

"საუთჰემპტონში" ყოფნა, უსამართლობა "დინამოსგან" და მწვრთნელის კომპეტენციაში ჩარევები - კახა გოგიჩაიშვილი ქართულ რეალობაზე

სოსო ფრუიძე: მოსაგებად ძალა აღარ გვეყო

"ზუგდიდი": ზაზა ჯანაშია ბრუნდება, ბესიკ შეროზია მამუკა ჭაჭუამ შეცვალა

"ჩემი მიზანი მაღალი დონის გუნდში გადასვლაა" - დათა სიჭინავა საფრანგეთში მიდის