ამერიკელი ტურნირის ნახევარფინალშია
სერენა უილიამსმა 2015 წელს თავისი წაუგებელი სერია გააგრძელა. ამერიკელი ჩოგბურთელი ზედიზედ 21 მატჩია არ მარცხდება - შარშანდელი შემაჯამებელი ტურნირიდან მოყოლებული. ამ სერიის რიგით 21-ე მოგება ძალიან შთამბეჭდავი და დამაჯერებელი გამოვიდა. მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, რომელმაც მაიამიში რამდენიმე რთული მატჩი გადაიტანა, გადამწყვეტ შეხვედრაში გაანადგურა ესპანელი კარლა სუარეს ნავარო.

ბრძოლა ამ მატჩში მხოლოდ საწყის ოთხ გეიმში ვნახეთ: მეტოქეებმა საკუთარი მოწოდებები შეინარჩუნეს და ანგარიში 2:2 იყო. ამის შემდეგ კი ერთი ჩოგბურთელის შოუ დაიწყო. სერენამ ზედიზედ 10 გეიმი აიღო და ამ დროის განმავლობაში 14 ქულა დათმო, აქედან მხოლოდ ხუთი მეორე სეტში - 6:2, 6:0.

შეხვედრა 56 წუთი გრძელდებოდა, რომლის დროსაც სერენამ 27 "ვინერსი" დააფიქსირა - საშუალოდ თითო ყოველ ორ წუთში.

სერენა უილიამსმა მერვედ მოიგო მაიამის ტურნირი. ის გახდა მეოთხე ჩოგბურთელი ისტორიაში, ვისაც ერთ კონკრეტულ ტურნირზე რვაჯერ (ან მეტჯერ) აქვს მოპოვებული მთავარი პრიზი. მანამდე ეს გააკეთეს კრის ევერტმა (8 - ჰილტონ ჰედი), მარტინა ნავრატილოვამ (12 - ჩიკაგო, 11 - ისტბურნი, 9 - დალასი, ვაშინგტონი, უიმბლდონი, 8 - ლოს ანჯელესი, WTA-ს ფინალი, ორლანდო) და შტეფი გრაფმა (9 - ბერლინი).

უილიამსი სათავეში ჩაუდგა WTA-ს საჩემპიონო რბოლას, კარლა სუარეს ნავარომ კი ფინალში გასვლის ხარჯზე კარიერაში პირველად შეაღწია კლასიფიკაციის ტოპ-ათეულში.

ქალები

1/4-ფინალი

სერენა უილიამსი (აშშ, 1)-კარლა სუარეს ნავარო (ესპ, 12) 6:2, 6:0.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ამას არასდროს დავივიწყებთ" - სერენა როჯერს დაემშვიდობა
23 სლემი, 4 ოლიმპიადა - ისტორიაში საუკეთესო ქალმა ჩოგბურთელმა კარიერა დაასრულა
"ჯერ კარიერა არ დამისრულებია, ბევრს ვვარჯიშობ" - სერენა უილიამსი დაბრუნებას აანონსებს
"აქ ვარ იმისთვის, რათა გითხრათ, რომ მივდივარ" - ლეგენდარულმა სერენა უილიამსმა კარიერა დაასრულა
როცა გენიოსი სპორტის ლეგენდებსაც აოცებს - გაოგნებული სერენა, ლებრონი და ბექჰემი... როგორი იყო მესის დებიუტი "ინტერ მაიამიში" [VIDEO]
ყველა დროის ყველაზე ხანგრძლივი პირველობა მამაკაცებსა და ქალებშიც - ჯოკოვიჩმა ისტორიული მიღწევა დააფიქსირა