ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ბუნდესლიგა. XXVII ტური: უღიმღამო კლასიკო ლოგიკური შედეგით [VIDEO]

ბუნდესლიგა. XXVII ტური: უღიმღამო კლასიკო ლოგიკური შედეგით [VIDEO]

ცენტრალურ მატჩში "ბაიერნმა" და "დორტმუნდმა" მხოლოდ ორ-ორი ზუსტი დარტყმა შეასრულეს
* "ბაიერნმა" მერვედ ითამაშა ამ სეზონში დავიდ ალაბას გარეშე და მერვედ მოიგო.

* "ვოლფსბურგმა" მეორე წრეში 30 შესაძლებლიდან 23 ქულა დააგროვა, რაც საუკეთესო მაჩვენებელია ლიგაში. გარდა ამისა, დიტერ ჰეკინგის გუნდი შინ 19 ტურია არ მარცხდება.

* ანდრე შიურლემ ბუნდესლიგაში დაბრუნების შემდეგ პირველი გოლი გაიტანა. ამისთვის მას 17 დარტყმა დასჭირდა.

* "ჰანოვერი" ზედიზედ 11 მატჩია ვერ იგებს, "ჰამბურგს" 7 მატჩია არ მოუგია, "პადერბორნს" - ექვსი.

* "აინტრახტმა" სეზონში მეცხრედ ვერ შეძლო მოგება ანგარიშში დაწინაურების შემდეგ.

27-ე ტურის ცენტრალურმა მატჩმა აშკარად არ გაამართლა მოლოდინი. "დორტმუნდმა" და "ბაიერნმა" მინიმალური რაოდენობის მომენტები შექმნეს - რეკორდმაისტერი დიდად არ იკლავდა თამაშით თავს, "დორტმუნდს" კი, უბრალოდ, არ შეეძლო. და ასეთ უღიმღამო მატჩში ყველაფერი ექსდორტმუნდელის, რობერტ ლევანდოვსკის გოლმა გადაწყვიტა...

პეპ გვარდიოლამ აშკარად გააკვირვა იურგენ კლოპი, როცა ნომინალური ექვსი მცველი გამოიყვანა მოედანზე. პრინციპში, ესპანელს სხვა გამოსავალი არც ჰქონდა, არიენ რობენის, ფრანკ რიბერისა და დავიდ ალაბას ტრავმებიდან გამომდინარე.

სავარაუდოდ, "ბორუსია" კონტრშეტევებზე მოქმედებას ვარაუდობდა, მაგრამ "ბაიერნმა" აიძულა მეტოქე, პირველ ნომრად ეთამაშა და მასპინძლები იმავე პრობლემებს წააწყდნენ, რაც ჩემპიონთა ლიგაზე "იუვენტუსთან" განმეორებით შეხვედრაში ჰქონდათ - "ყვითლებს" შეტევების ორგანიზების მხრივ სირთულეები შეექმნათ.

"ბორუსიამ" პირველივე წუთებიდან შეუტია, მაგრამ ძალიან კარგად მუშაობდა გვარდიოლას ახალი ექსპერიმენტი: მოედნის ცენტრში ლამის, შვაინშტაიგერისა და ჩაბი ალონსოს სამკუთხედი, რომელიც ბურთის გათამაშების საშუალებას არ აძლევდა გიუნდოგანს, როისსა და სხვებს. შესაბამისად, მეკარეებს ნაკლებად ვხედავდით საქმეში - ყველაფერი შემოიფარგლებოდა ჯარიმებით, შეხლა-შემოხლითა და ყვითელი ბარათებით. ამასთან, "ბაიერნს" ეტყობოდა, რომ სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, მისთვის ეს არ იყო "სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა".

რა თქმა უნდა, "ბაიერნი" შეტევასაც არ ივიწყებდა. ერთხელ მიულერმა ვაიდენფელერს თავზე გადაუგდო ბურთი, მაგრამ კარსაც გადააცილა; ლევანდოვსკიმ გაიტანა, მაგრამ ოფსაიდის გამო გოლი გაუქმდა; პაპასტატოპულოსმა კი ბოლო მომენტში არ დაარტყმევინა ბენატიას ახლო მანძილიდან.

მაგრამ ეს ის მომენტები არ იყო, რომ გვეთქვა - გოლი "დორტმუნდის" კარში მომწიფდაო. თუმცა "ბაიერნმა" მაინც გაიტანა. მიულერმა საჯარიმოს გარედან დაარტყა, ვაიდენფელერმა მოიგერია, მაგრამ ლევანდოვსკიმ თავით დაამატა და ცარიელ კარში შეაგდო.

მეორე ტაიმში "ბაიერნი", პრაქტიკულად, აღარ უტევდა და თითქმის იდეალურად აკონტროლებდა თამაშს. თუმცა "დორტმუნდი" უშანსოდ არ ყოფილა. ერთხელ დანტე შეცდა და გიუნდოგანს დაარტყმევინა, ბოატენგის შეცდომის შემდეგ კი როისი გავიდა ერთი-ერთზე, მაგრამ ააცილა. ყველაზე რეალური მომენტი მასპინძლებს ბოლოს ჰქონდათ. როისმა საჯარიმოს შესრულების უფლება მიიღო და ბრწყინვალე დარტყმაც გამოუვიდა, მაგრამ ნოიერმა დაუჯერებელი ნახტომით ზედ ხაზზე გააჩერა ბურთი.

"დორტმუნდმა" მეტოქეზე ორჯერ მეტი დარტყმა შეასრულა, მაგრამ 15-დან მხოლოდ ორი გასროლა იყო ზუსტი. შედეგად, იურგენ კლოპის გუნდმა შეწყვიტა შვიდმატჩიანი წაუგებელი სერია, გვარდიოლამ კი ბუნდესლიგაში საიუბილეო 50-ე გამარჯვება მოიპოვა.

შესაბამისად, "ბაიერნმა" შეინარჩუნა "ვოლფსბურგთან" 10-ქულიანი უპირატესობა და მისი ჩემპიონობა დროის საკითხია. თავად "მგლებმა" ამ ტურში "შტუტგარტს" სძლიეს - 3:1 და ჰუუბ სტევენსის გუნდი გათამაშების ცხრილის ბოლო ადგილზე დატოვეს.

"ლევერკუზენი" და "გლადბახი" სულ უფრო უახლოვდებიან ჩემპიონთა ლიგას და მათ შორის დიდი ბრძოლაა მოსალოდნელი მესამე ადგილისთვის, რაც ევროპის რანგით პირველ საკლუბო ტურნირზე პირდაპირ ჯგუფურ ეტაპზე თამაშის უფლებას იძლევა.

"ლევერკუზენმა" კრიზისში ღრმად ჩაფლული "ჰამბურგი" ძალიან იოლად გაანადგურა, თან ზედიზედ მეხუთე მატჩში არ გაუშვა გოლი. "ფარმაცევტებს" ასეთი "მშრალი" სერია 31 წელია არ ჰქონიათ.

"ჰამბურგის" ერთადერთი კოზირი შეიძლებოდა ყოფილიყო ახალი მწვრთნელის ფაქტორი. 2007 წლიდან მოყოლებული, ამ გუნდში ბევრჯერ გამოიცვალა მწვრთნელი და აქამდე არც ერთს არ ჰქონდა წაგებული სადებიუტო მატჩში. თან ამ სეზონში ბუნდესლიგაში მეშვიდე სამწვრთნელო შეცვლა მოხდა და წინა ექვსი შემთხვევიდან ახალმა დამრიგებელმა მოიგო პირველი მატჩი და მხოლოდ ერთხელ დაფიქსირდა ფრე.

ეს საყაიმო ანგარიში "ჰამბურგის" წინა დამრიგებელს, ჯო ცინბაუერს ჰქონდა "ბაიერნთან", მაგრამ ცინბაუერის შემცვლელმა პეტერ კნებელმა დაარღვია ეს ორი ტრადიცია. მის გუნდს არანაირი შანსი არ ჰქონდა. დარტყმების შეფარდება 25:4 იყო და ამასთან, სტუმრებმა მხოლოდ ერთხელ მოახვედრეს კარის ჩარჩოში. აღსანიშნავია, რომ "ჰამბურგმა" ამ სეზონში მე-16 მატჩში ვერ შეძლო გოლის გატანა.

აღვნიშნოთ შტეფან კისლინგის დუბლი. მას ბუნდესლიგაში 132 გოლი დაუგროვდა და ყველა დროის სიაში მე-20 ადგილზე მყოფ რუდი ფიოლერს გაუსწორდა, რომელიც "ლევერკუზენის" სპორტული დირექტორია.

იოლი მატჩი არ ჰქონდა "გლადბახს". ლუსიენ ფავრის გუნდი სტუმრად თამაშობდა "ჰოფენჰაიმის" წინააღმდეგ და თავიდან მდევრის როლში აღმოჩნდა, მაგრამ ყველაფერი პირველივე ტაიმში გადაწყვიტა, როცა ათი წუთის ინტერვალში სამი გოლი გაიტანა და შეწყვიტა "ჰოფენჰაიმთან" სტუმრად რვამატჩიანი მოუგებელი სერია.

"ბორუსიამ" მეორე წრეში უკვე იმაზე მეტი ქულა დააგროვა (23), ვიდრე წინა ორ სეზონში ჰქონდა (22). აღვნიშნავთ მაქს კრუზეს პირველ გოლს ბოლო რვა შეხვედრაში, პატრიკ ჰერმანის მესამე დუბლს სეზონში და რაფაელის 5 გოლს ბოლო ოთხ შეხვედრაში.

"გლადბახისა" და "ლევერკუზენის" კარგი ფორმის ფონზე, "შალკე" თავისი თამაშით არ შეიძლება ამ გუნდების კონკურენტად მივიჩნიოთ და არც იმსახურებს ჩემპიონთა ლიგის საგზურს, მით უმეტეს, რომ რვა ქულით ჩამორჩა მეოთხე ადგილს.

რობერტო დი მატეოს გუნდმა 18 დარტყმა შეასრულა "აუგსბურგთან", მაგრამ რეალური მომენტი არ შეუქმნია ჰიტცის კართან. გასახსენებელია მხოლოდ ჰუნტელაარის ორი დარტყმა, მაგრამ ორივე პირდაპირ ხელებში მიუვიდა "აუგსბურგის" მეკარეს. "შალკემ" ბოლო შვიდ მატჩში მხოლოდ ერთი მოიგო და 2015 წელს ჯერაც მოუგებელია გასვლით მატჩებში.

ბუნდესლიგა. XXVII ტური

4 აპრილი

ლევერკუზენი-ჰამბურგი 4:0

გოლები: 1:0 გონსალო კასტრო (7), 2:0 კისლინგი (44), 3:0 კისლინგი (56), 4:0 გონსალო კასტრო (63)

ლევერკუზენი: ლენო, იედვაი (66. დონატი), პაპადოპულოსი, თოფრაქი, ვენდელი, ლ. ბენდერი, როლფესი, ბელარაბი (81. ჩალჰანოგლუ), გონსალო კასტრო, ბრანდტი, კისლინგი (73. დრმიჩი).

ჰამბურგი: ადლერი, დიკმაიერი, ჯურუ, ვესტერმანი, ოშტრჩოლეკი, ბეჰრამი, ირაჩეკი (60. დიასი), ნ. მიულერი (67. ლასოგა), შტიბერი (46. ჰოლტბი), ილიჩევიჩი, ოლიჩი.

გაფრთხილება: თოფრაქი, კისლინგი, პაპადოპულოსი - ვესტერმანი, დიკმაიერი

კუთხური: 7-2 ჯარიმა: 9-16 თამაშგარე: 3-2 კარში დარტყმა: 25(9)-4(1) ბურთის ფლობა: 51%-49%

მაყურებელი: 30 210

ვოლფსბურგი-შტუტგარტი 3:1

გოლები: 1:0 როდრიგესი (41-პენ), 1:1 ჰარნიკი (44), 2:1 როდრიგესი (65), 3:1 შიურლე (76)

ვოლფსბურგი: ბენალიო, ტრეში, ნალდო, კნოხე, როდრიგესი, ლუის გუსტავო, გილავოგი (61. პერიშიჩი), ვიეირინია, დე ბრუინი (89. შეფერი), კალიჯური (62. შიურლე), დოსტი.

შტუტგარტი: ულრაიხი, კლაინი, ბაუმგარტლი, ნიდერმაიერი, ჰლუშეკი, გენტნერი, სერეი დიე (58. რომეუ), ჰარნიკი (73. ტიმო ვერნერი), მაქსიმი (86. ლაიტნერი), კოსტიჩი, გინჩეკი.

გაფრთხილება: ლუიშ გუსტავო - სერეი დიე, რომეუ

კუთხური: 8-7 ჯარიმა: 14-15 თამაშგარე: 2-0 კარში დარტყმა: 23(9)-13(5) ბურთის ფლობა: 60%-40%

მაყურებელი: 30 000

ჰოფენჰაიმი-გლადბახი 1:4

გოლები: 1:0 შიპლოკი (17), 1:1 კრუზე (26-პენ), 1:2 ჰერმანი (31), 1:3 რაფაელი (36), 1:4 ჰერმანი (51)

ჰოფენჰაიმი: ბაუმანი, ბეკი, შტრობლი, აბრაჰამი (72. ტოლიანი), კიმი, ამირი, რუდი, ფოლანდი (68. მოდესტე), რობერტო ფირმინო, ცუბერი, შიპლოკი (68. სალიჰოვიჩი).

გლადბახი: ზომერი, იანტჩკე, ბროუერსი, დომინგესი, ვენდტი, კრამერი, ჯაკა (76. ნორდტვეიტი), ჰერმანი (66. ტრაორე), ჯონსონი, რაფაელი (71. აზარი), კრუზე.

გაფრთხილება: კიმი, აბრაჰამი, რუდი - ჯაკა, კრამერი

კუთხური: 5-3 ჯარიმა: 14-9 თამაშგარე: 3-0 კარში დარტყმა: 22(6)-12(7) ბურთის ფლობა: 41%-59%

მაყურებელი: 30 150

ვერდერი-მაინცი 0:0

ვერდერი: ვოლფი, გერბესელასიე, პრიოდლი, ვესტერგაარდი, შტერნბერგი, ბარგფრედე, ბარტელსი, კროოსი, აიჩიჩექი (83. იოზთუნალი), ზელკე (62. იუნუზოვიჩი), დი სანტო.

მაინცი: კარიუსი, ბროსინსკი, ბუნგერტი, ბელი, პარკი, გაისი, ბაუმგარტლინგერი, კოო (86. ალაგუი), მალი, დე ბლასისი (69. ბენგტსონი), ოკაზაკი.

გაფრთხილება: დი სანტო, ვესტერგაარდი, პრიოდლი, ბარგფრედე - ბაუმგარტლინგერი, ბუნგერტი

კუთხური: 3-2 ჯარიმა: 23-16 თამაშგარე: 0-7 კარში დარტყმა: 15(5)-15(3) ბურთის ფლობა: 48%-52%

მაყურებელი: 41 000

აინტრახტი-ჰანოვერი 2:2

გოლები: 1:0 მადლუნგი (27), 2:0 აიგნერი (54), 2:1 მარსელო (69), 2:2 ია კონანი (82)

აინტრახტი: ტრაპი, ჩენდლერი, სამბრანო, მადლუნგი, ოშჩიპკა, ჰასებე, აიგნერი (90. პიაზონი), კიტელი, ინუი (70. შტენდერა), სეფეროვიჩი (84. ვალდესი), მაიერი.

ჰანოვერი: ცილერი, საკაი, მარსელო, ფელიპე, შულცი, ს. სანე, შტინდლი, კიიოტაკე (88. ანდრეასენი), ბრიანი (68. შლაუდრაფი), პრიბი (67. ალბორნოსი), ია კონანი.

გაფრთხილება: ოშჩიპკა, კიტელი - საკაი, შტინდლი, ია კონანი

კუთხური: 4-9 ჯარიმა: 17-24 თამაშგარე: 4-5 კარში დარტყმა: 13(7)-15(6) ბურთის ფლობა: 40%-60%

მაყურებელი: 49 600

ფრაიბურგი-კიოლნი 1:0

გოლი: 1:0 ფრანცი (37)

ფრაიბურგი: ბიურკი, რიტერი, კრმაში, მიტროვიჩი, გიუნტერი, ზორგი, ჰიოფლერი, კლაუსი (84. დარიდა), შმიდი, ფრანცი (63. ფილიპი), პეტერსენი (73. მეჰმედი).

კიოლნი: ჰორნი, ოლკოვსკი (64. ჰალფარი), მაროჰი, ვიმერი, ჰექტორი, ლემანი, ფოგტი, პეშკო (75. ფინე), რისე, უჯა, დეივერსონი (58. ოსაკო).

გაფრთხილება: რიტერი, შმიდი, კრმაში - დეივერსონი, პეშკო

კუთხური: 5-7 ჯარიმა: 7-15 თამაშგარე: 2-2 კარში დარტყმა: 11(4)-19(6) ბურთის ფლობა: 46%-54%

მაყურებელი: 23 800

დორტმუნდი-ბაიერნი 0:1

გოლი: 0:1 ლევანდოვსკი (36)

დორტმუნდი: ვაიდენფელერი, პაპასტატოპულოსი,, სუბოტიჩი, ჰუმელსი, შმელცერი, გიუნდოგანი (79. მხითარიანი), ს. ბენდერი, ბლაშჩიკოვსკი (67. კაგავა), როისი, კამპლი (67. რამოსი), ობამეიანგი.

ბაიერნი: რეინა, ბენატია, ბოატენგი, დანტე, ჩაბი ალონსო, რაფინია, ლამი (69. ტიაგო ალკანტარი), შვაინშტაიგერი (58. როდე), ბერნატი, მიულერი (79. გიოტცე), ლევანდოვსკი.

გაფრთხილება: ობამეიანგი, შმელცერი - შვაინშტაიგერი, ჩაბი ალონსო, როდე

კუთხური: 2-1 ჯარიმა: 14-18 თამაშგარე: 5-4 კარში დარტყმა: 15(2)-7(2) ბურთის ფლობა: 49%-51%

მაყურებელი: 80 667

5 აპრილი

აუგსბურგი-შალკე 0:0

აუგსბურგი: ჰიტცი, ვერჰაეგი, ჰონგი, კლავანი, ფოილნერი (79. ჟი), ბაიერი, კორი, ბობადილია, ჰოიბერგი (65. ბაბა), ტობიას ვერნერი (90. მატავჟი), კაიუბი.

შალკე: ფერმანი, ჰიოვედესი, მატიპი, ნასტასიჩი, ბარნეტა, ჰიოგერი, ფუხსი (46. ფარფანი), გორეტცკა (15. აოგო), მაიერი (84. კ-პ. ბოატენგი), ჩუპო-მოტინგი, ჰუნტელაარი.

გაფრთხილება: ჰონგი, კორი, ვერნერი - ნასტასიჩი, მატიპი, ჰიოვედესი

კუთხური: 4-4 ჯარიმა: 21-23 თამაშგარე: 1-0 კარში დარტყმა: 21(3)-18(3) ბურთის ფლობა: 47%-53%

მაყურებელი: 30 660

ჰერტა-პადერბორნი 2:0

გოლები: 1:0 შტოკერი (68), 2:0 შულცი (88)

ჰერტა: კრაფტი, პეკარიკი, ლანგკამპი, ბრუქსი, პლატენჰარდტი (89. ნდიენგი), სკიელბრედი, ლუშტენბერგერი, ბეერენსი (74. შულცი), ჰარაგუჩი, შტოკერი (76. ჰეგელერი), კალუ.

პადერბორნი: ლ. კრუზე, ჰაინლოტი (71. კუტჩკე), რაფა ლოპესი, ჰიუნემაიერი, ბრიუკნერი, ციგლერი (71. კაჩუნგა), ვემერი, რუპი (79. ბაკალორცი), ვრანჩიჩი, მეჰა, ლაკიჩი.

გაფრთხილება: ბეერენსი - ბრიუკნერი, ციგლერი, რაფა ლოპესი, ლაკიჩი

კუთხური: 3-2 ჯარიმა: 17-18 თამაშგარე: 0-0 კარში დარტყმა: 13(5)-8(2) ბურთის ფლობა: 51%-49%

მაყურებელი: 44 031

ბომბარდირები: 19 - ალექსანდრ მაიერი (აინტრახტი); 17 - არიენ რობენი (ბაიერნი); 14 - რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი); 13 - ბას დოსტი (ვოლფსბურგი); 12 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი), ფრანკო დი სანტო (ვერდერი), თომას მიულერი (ბაიერნი); 11 - ქარიმ ბელარაბი (ლევერკუზენი).

მომდევნო ტური

10 აპრილი:

ჰანოვერი-ჰერტა

11 აპრილი:

ბაიერნი-აინტრახტი; შალკე-ფრაიბურგი; გლადბახი-დორტმუნდი; მაინცი-ლევერკუზენი; პადერბორნი-აუგსბურგი; ჰამბურგი-ვოლფსბურგი

12 აპრილი:

კიოლნი-ჰოფენჰაიმი; შტუტგარტი-ვერდერი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმს" ახალი მეკარე ჰყავს

ლუის დიასი მიუნხენში ჩაფრინდა და დღეს "ბაიერნის" ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება

ჰამანმა "ბაიერნს" დონარუმას უფასოდ ხელში ჩაგდება ურჩია

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება

ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა

"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა

[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს

"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა

"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი

"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?

"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა

"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა

ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია

ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: "რეალმა" "ატლეტიკოს" მოუგო - "არსენალმა" და "ასტონ ვილამ" მეოთხედფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგეს [VIDEO]

"ლევერკუზენმა" ბომბა შეიძინა

ერიკ ტენ ჰაგი "ლევერკუზენს" ჩაიბარებს

"ბაიერნმა" ნოიერის შემცვლელს კონტრაქტი გაუფორმა

"ბაიერნმა" კაცნაკლული "ვერდერი" სახლში დაამარცხა [VIDEO]

მილოტ რაშიცა: გაზაფხულზე კოსოვოელები ისტორიას შევქმნით

"ბაიერნი" "დორტმუნდს" 4 ქულით გაექცა და თითქმის ჩემპიონია [VIDEO]

"ბაიერნი" თასის ფინალში გავიდა, მაგრამ თავისი გულშემატკივრების ნერვებზე თამაშობს [VIDEO]

[VIDEO] მუსიალას საშინელი ტრავმა და დონარუმას ცრემლები

ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმს" ახალი მეკარე ჰყავს

"რეალმა" "დორტმუნდს" სძლია და ნახევარფინალში პსჟ-ს შეხვდება

"მიონხენგლადბახისა და კვარაცხელიას ერთად წარმოთქმა რთულია" - "გლადბახის ფანები ტრანსფერს ითხოვენ

ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: "დორტმუნდმა" "ლილის" ბარიერი გადალახა

ჩემპიონთა ლიგაზე წყვილები გაირკვა - პსჟ პირველ მატჩს სახლში ჩაატარებს

"ჯერ არაფერი დასრულებულა" - ალონსო "ბაიერნთან" მატჩის შემდეგ

სუპერუიღბლო ბუნდესლიგიდან - "ვერდერის" მცველს არ გაუმართლა [VIDEO]

პსჟ გერმანიის ნაკრების მცველის შეძენას აპირებს

მისი აგენტი "ბარსელონას" თავად დაუკავშირდა - ნიკო უილიამსი "ბლაუგრანას" უახლოვდება

გრანიტ ჯაკა შესაძლოა, პრემიერლიგაში დაბრუნდეს

ზივზივაძის ერთი ტაიმი და "ჰაიდენჰაიმის" მარცხი "გლადბახთან"

ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: "სიტი" და "რეალი" შემდეგ ეტაპზე უპრობლემოდ გავიდნენ [VIDEO]

"არსენალს" სანეს უფასოდ დამატება სურს

ბუნდესლიგა. XXX ტურის წინ: ვისი მუსიკა დაუკრავს მიუნხენში?

fussballtransfers: "გლადბახი" კვარაცხელიას ტრანსფერზე ინტენსიურ მოლაპარაკებას აწარმოებს

ალფონსო დევისი "რეალში" აღარ გადავა

მორიგი შეცვლილი გადაწყვეტილება - დიდი ალბათობით, ტუხელი "ბაიერნს" აღარ დატოვებს

"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს

ტენ ჰაგის დაუვიწყარი დებიუტი - "ლევერკუზენი" "ფლამენგოს" 20-წლამდე გუნდთან 1:5 განადგურდა

მამარდას "ლივერპულის" სუპერტრანსფერი - "სქაუზერებმა" 150-მილიონიანი გარიგება შეათანხმეს

"გლადბახმა" ისწავლა, როგორ უნდა სძლიოს "ბაიერნს" - ამ სეზონში მეორედ დაამარცხა [VIDEO]