ქართველი ნახევარმცველი "შახტარის" ძირითად შემადგენლობასთან ერთად სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ვარჯიშს შეუდგება
"გაგრას" თავდამსხმელი აბაიომი ოვონიკოკო დეკემბერში საფრანგეთში გამგზავრებას აპირებდა, სადაც "რენი" გასასინჯად იწვევდა. მაგრამ საფრანგეთის საკონსულომ 18 წლის ნიგერიელ ფორვარდს ვიზა არ მისცა. "გაგრას" პრესატაშე მიხეილ აფხაზავას თქმით, ახლა ოვონიკოკოს ბელგიაში ელიან.

"მას თავიდანვე ორ კლუბში იწვევდნენ, ფრანგულ "რენსა" და ბელგიურ "გენკში", მაგრამ ჩვენ და თავად ფეხბურთელმა ფრანგული ვარიანტი ვამჯობინეთ. ცხადია, იმიტომ, რომ ამ ქვეყნის ჩემპიონატი ბელგიისას სჯობს. თუმცა "გენკი" უფრო აქტიურობდა.

მიუხედავად იმისა, რომ ყველა საბუთი წარვადგინეთ, 27 დეკემბერს საფრანგეთის საელჩომ ოვონიკოკოს ვიზაზე უარი უთხრა, "გენკიდან" კი კლუბის ერთ-ერთი ხელმძღვანელი რონალდ იანსენი ყოველდღე გვიკავშირდებოდა და როდესაც "რენში" ჩაშლილი სინჯების ამბავი შეიტყო, აბაიომის ოფიციალური მიწვევა გამოუგზავნა. ბელგიელები დაჟინებით ითხოვენ მის გასინჯვას და ახლა საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს.

ოვონიკოკომ საბუთები ჰოლანდიის საკონსულოში უკვე შეიტანა, რომელიც ჩვენთან ბელგიას წარმოადგენს და ვიზას ხუთ სამუშაო დღეში ელის. იმედია, პრობლემა ახლა მაინც არ შეექმნება", - გვითხრა აფხაზავამ.

"გაგრას" და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ნახევარმცველი თორნიკე ოქრიაშვილი კი ამჟამად დონეცკშია, "შახტარის" ძირითად შემადგენლობასთან ერთად სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ვარჯიშს შეუდგება. თორნიკე ამ კლუბში ნახევარწლიანი იჯარით თამაშობდა, რომლის ვადაც დეკემბერში ამოიწურა და "გაგრას" და "შახტარს" ხელახლა უნდა მოელაპარაკათ. დიდი შანსია, თორნიკემ კარიერა კვლავ დონეცკში გააგრძელოს.

"თითქმის გადაწყვეტილია, რომ ოქრიაშვილი ისევ "შახტარში" დარჩება", - გვითხრა "გაგრას" ვიცე-პრეზიდენტმა გოდერძი ჩიხრაძემ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა