ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელები მატჩის შემდეგ გასახდელში ოროსანი ბავშვებივით თავჩაქინდრულები იყვნენ...
ეროვნული ჩემპიონატის XXII ტურის შეხვედრაში გათამაშების ლიდერმა ბათუმის "დინამომ" ქობულეთში ქუთაისის "ტორპედოსთან" მტკივნეული მარცხი იწვნია, მოგებათა სერია შეწყვიტა და პირველ ადგილსაც დაემშვიდობა.

დინამო (ბთ)-ტორპედო 2:3 - შეწყვეტილი სერია [VIDEO]

გუნდის მწვრთნელი ასლან ბალაძე მიიჩნევს, რომ ამით ტრაგედია არ მომხდარა.

"ამ მარცხში საგანგაშო და ტრაგიკული არაფერია. ჩავარდნა მოსალოდნელი იყო, რადგან ჩვენ პირველი ლიგიდან უმაღლესში გადავედით, სულ წინ მივდიოდით და ასე წაუგებლად წინსვლა იოლი არ იყო...

პირველ ტაიმში კარგად გამოვიყურებოდით, მაგრამ დასამალი არაა, რომ მეორეში ქუთაისელებმა აშკარად გვაჯობეს და მოდუნება არ გვაპატიეს.

მატჩის შემდეგ გასახდელში ბიჭები ოროსანი ბავშვებივით თავჩაქინდრულები იყვნენ და წაგებას ძალიან განიცდიდნენ. კარგი ბიჭები და გმირები არიან, ამდენი რომ გააკეთეს. შოთა ჭეიშვილი, მე და ლევან ხომერიკი ვაწყნარებდით...

ყველაფერი ხდება. კარგია, რომ ჩავარდნა ახლა მოხდა და არა სეზონის ბოლოს, როცა სამეულისთვის ბრძოლა განსაკუთრებით გამძაფრდება. წინ 8 ტურია და, რა თქმა უნდა, შანსები კიდევ გვაქვს, მაგრამ მეტი კონცენტრაცია გვჭირდება და მჯერა, შემდეგ ტურში ფეხბურთელები მოედანზე უფრო მობილიზებულები გავლენ", - ამბობს ბალაძე.

ბათუმელთა მწვრთნელმა მეტოქეც შეაქო:

"ქუთაისის "ტორპედო" იოლად გასავლელი გუნდი არ იყო. პირიქით, მეტოქე ძალიანაც მომეწონა. სიმართლე გითხრათ, ვინც ჩვენთან ითამაშა, მათ შორის "ტორპედომ" ყველაზე დაბალანსებული და ორგანიზებული გუნდის შთაბეჭდილება დატოვა - აშკარაა, გიორგი დარასელიას გუნდთან კარგად უმუშავია.

თამაშის შემდეგ ქუთაისელთა გულშემატკივრებთან მივედით და ტაში დავუკარით".

ბათუმის "დინამოს" დირექტორი ოთარ ფედიჩკინი კი, გარდა მარცხისა, მსაჯობითაც უკმაყოფილო დარჩა:

"ქუთაისელებმა მეორე ტაიმი ჩინებულად ჩაატარეს. მე პრეტენზია მაქვს მსაჯებთან. პენალტი იყო ქავთარაძეზე და არ დაგვინიშნეს. მეორე გოლამდე ჯარიმა იყო დასანიშნი ჭელიძეზე, რომელმაც შონიას ხელი აშკარად მიარტყა, ასე გადააწოდა ბურთი კირკიტაძეს და გოლი გავუშვით.

მსაჯის სასტვენი ამჯერადაც სდუმდა. ჩვენმა კაპიტანმა მახარაძემ ალამი გადააგდო და ყვითელი ბარათი მისცა, როცა იმავე საქციელზე ტორპედოელი კვერნაძე არ დასაჯა.

მესმის, რომ ადამიანები ცდებიან, მაგრამ უკვე ჩემპიონატის ფინიშია და არბიტრებს ვთხოვ, მეტი ყურადღებით იმსაჯონ, რადგან ევროსაგზურის ბედი წყდება, გულშემატკივარი ღიზიანდება და მერე არავინ უწყის, რა მოხდება.

იმედია, ამ მატჩში მომხდარ შეცდომებს ფედერაციისგან რეაგირება მოჰყვება და შემდგომში აღარ განმეორდება".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

gio
ჯორდანო უბრუნებელი მე გადავიხდი მაგ ალამის ფულს, რა იყო, შე კაცო..
ჯორდანო უბრუნებელი
ისე კი ქუთაისელ კვერნაძეს ვინმემ რომ იმკურნალოს ფსიქიატრმა?ვერ მოხდება ეგ სიკეთე? ასე წამხდარი როგორ უდნა იყო ფეხბურთელი რომ ასეთი უხეში ფორმით, ალამზე წიხლების კვრით და დამტვრევით აღნიშნო ბურთის გატანა? იქნებ დაფიქრდეს და ან ფსიქიკა იმკურნალოს ან ფეხბურთს დაანებოს თავი?ასეთი ფეხბურთელის მერე ქომაგებს რა თავშეკავება გინდა მოსთხოვო?
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "მონცა" "ლეჩესთან" დამარცხდა
ქართველების გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ჰოლშტაინს" მოუგო
იეგოიანის "ექსელსიორი" სახლში "უტრეხტთან" დამარცხდა
ხვალ "სან სიროზე" სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტია მოსალოდნელი
"კრიტიკა არ მადარდებს" - დემბელემ "ოქროს ბურთის" მოგების შემდეგ მის მიმართ დამოკიდებულებაზე ისაუბრა
ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
ზაფხულის სატრანსფერო საგის მთავარი მონაწილე ტრავმირებულია
არაბეთიდან კატარში - ბროზოვიჩი აზიურ ტურნეს აგრძელებს
იქნება თუ არა დღეს კვარაცხელია ძირითადში - L'Équipe-ის პროგნოზი
"ზოგიერთმა მათგანმა ფეხბურთის შესახებ ბევრი არაფერი იცის" - კვარაცხელიას ჟურნალისტებმა შედარება სთხოვეს
მესის რეკორდი დამხობილია - მასტანტუონო "ფიორენტინას" ისტორიაშიც შევიდა
"ოქროს ბურთი" მხოლოდ "კვარაცხელიას" - აცხადებს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი
მატჩის დღე! რომელი "პარიზელი" დაისვენებს და ქართველების სიმრავლე ესპანეთში
ბათუმის "დინამოს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
ოთარ ფედიჩკინი: ბათუმის "დინამოს" ყიდვაზე მერიაში განაცხადი შეტანილია
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
ლევან შენგელია ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
Sports.ru-ს გამოძიება - ეჭვობენ, რომ "ნაპოლიმ" ხვიჩას სანაცვლოდ 13 მილიონი გადაიხადა და აქედან შესაძლოა, 10 მილიონი კვარაცხელიამ მიიღო
"შევარდენის" მთავარ მწვრთნელად გიორგი დარასელია დაინიშნა
ბათუმის "დინამო": მწვრთნელობის მეხუთე კანდიდატი ალექსანდრ შტელინია
როცა დამნაშავე ყველა მხარეა - არამზადებიდან მსაჯების ოთახში სირბილამდე...
ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ეროვნული ლიგა. XXV ტური: გაბედავას დუბლი და დარასელიას "სამტრედია" ისევ აგებს
უმაღლესი ლიგა. XXIII ტურის წინ: როცა "ქართული კლასიკო" ყველაფერს ჩრდილავს
"სიონის" მწვრთნელად სოსიაშვილი დანიშნეს
ოფიციალურად | ნოდარ ყალიჩავა ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
გოლის აღნიშვნა მესის სტილში და შოკირებული ფედიჩკინი - ეროვნული ლიგის პლეი-ოფები [VIDEO]
ბათუმის "დინამოს" მწვრთნელი სეზონის ბოლომდე ლევან ხომერიკი იქნება
დინამო(ბთ)-დილა 2:3 - სასწაული ბათუმში [VIDEO]
"ტორპედომ" კიევის "დინამოს" აღზრდილი ფეხბურთელი დაიმატა
[ლელოს სტუმარი] გიორგი ხარაიშვილი: ჯერ თავში ასავარდნი არაფერი მაქვს
[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა
დინამო (ბთ)-გურია 1:2 - როცა სმოლი დიდია [VIDEO]
ეროვნული ლიგა. XIII ტურის წინ: ჩემპიონი თუ ლიდერი?
ბათუმის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა ლევან ხომერიკმა თანამდებობა დატოვა
ოთარ ფედიჩკინი: როცა ბათუმის "დინამო" გქვია, მხოლოდ უმაღლეს ლიგაში დასარჩენად ვერ იბრძოლებ...
გიორგი დარასელია "სამტრედიის" მთავარი მწვრთნელი გახდა
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
გიორგი დარასელია გორის "დილას" აღარ გაწვრთნის
ქუთაისის "ტორპედო" საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს იმატებს
იაჰია კალეი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
"გუნდი მძიმე მდგომარეობაში ჩავიბარე, მაგრამ მწვრთნელის ცხოვრება სულ სტრესია"
[წარდგენა] "გასწი, მერანო" - შეძლებენ თბილისელები უმაღლესში თავის წარმოჩენას?
"ტორპედო" ფულის საჭრელი მანქანა არაა და მალე ამას ყველა გაიგებთ!" - ქუთაისელთა ფანების პროტესტი
ბრუნდება თუ არა საქართველოში - ბათუმის "დინამოს" სპორტულმა დირექტორმა ჯოვინო ფლამარიონის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
ოთარ ფედიჩკინი: ოთარ მარცვალაძე "იაგელონიასთან" პირველ მატჩშიც ითამაშებს
ბათუმის "დინამო": ვინ შეცვლის ხომერიკს? ოთხი სავარაუდო კანდიდატურა
ბათუმის "დინამომ" სტადიონი აკურთხა - მსგავსი ფაქტები ქართულ ფეხბურთში
Geo Team: საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ბათუმის "დინამოში" ითამაშებს
...აი, ამის მერე აშენდება სტადიონი ბათუმში
ბათუმის "დინამოს" ოფიციალური განცხადება
უმაღლესი ლიგა. XXIV ტურის წინ: ესპანელების დაპირისპირება საქართველოში
20 000-იანი გადახურული სტადიონი - ბათუმის "დინამო" ექსპერტიზის პასუხს ელის
რთულია, მაგრამ შესაძლებელი - ლევან ხომერიკი ქართული გუნდების ევროშანსებზე