მსოფლიო ახალგაზრდული ალაფის ფარგლებში, საქართველოს 20 წლამდე მორაგბეები მორიგ შეკრებას 10-დან 19 აპრილამდე "შევარდენის" სანაკრებო ბაზაზე გაივლიან
მსოფლიო ახალგაზრდული ალაფის ფარგლებში, საქართველოს 20 წლამდე მორაგბეები მორიგ შეკრებას 10-დან 19 აპრილამდე "შევარდენის" სანაკრებო ბაზაზე გაივლიან.

ტურნირამდე რიგით მე-4 მოსამზადებელ ეტაპს სპარინგ-მატჩი და ერთობლივი ვარჯიში დაემატება, რომელსაც 20-წლამდელები ფრანგული "კლერმონის" ესპუარებთან გამართავენ. ეს უკანასკნელი საქართველოში 12 აპრილს ჩამოვა, შეხვედრები კი 15 და 18 აპრილს იგეგმება.

წინა შეკრებებისგან განსხვავებით, სამწვრთნელო შტაბმა ამჯერად ლეგიონერებსაც უხმო, მათ შორის, "კლერმონის" 2 მოთამაშეს - ბექა კაკაბაძეს და თორნიკე ზოიძეს.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ალაფის მოსამზადებელ ეტაპზე ჩვენმა გუნდმა აქამდე 3 შეკრება გაიარა - წლის დასაწყისში მენტალური გამძლეობის შეკრება ჰქონდათ, შემდეგ იყო თბილისური შეკრება, რომლის ფარგლებშიც მათ ახალგაზრდა ძიუდოისტებთან გამართეს 2 ერთობლივი ვარჯიში, ბოლოს კი მარტის შეკრება "შევარდენზე" გაიარეს. 20-წლამდელები ალაფამდე უკანასკნელ მთავარ შეკრებას 26 აპრილს გეგმავენ.

მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ალაფა 2015 ლისაბონში, 12 მაისიდან 24 მაისის ჩათვლით გაიმართება. ახალგაზრდა "ბორჯღალოსნები" A ჯგუფში ფიჯის, ურუგვაისა და მასპინძელი პორტუგალიის თანატოლთა გუნდების წინააღმდეგ მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის საგზურის მოსაპოვებლად იასპარეზებენ.

მატჩების განრიგი

12 მაისი

საქართველო - ურუგვაი

16 მაისი

საქართველო - ფიჯი

20 მაისი

საქართველო - პორტუგალია

24 მაისს

ტურნირის ფინალური რაუნდი გაიმართება.

წყარო: rugby.ge

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
18 წ. | ვიწყებთ საფრანგეთით
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალისთვის 26 მოთამაშე შეირჩა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა