თამაში, რომელმაც NBA დაჩრდილა
გუშინ ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში მხოლოდ ერთი შეხვედრა გაიმართა, რადგან ამ დღეს მთავარი მოვლენა იყო სტუდენტური ლიგის (NCAA) ფინალი.

აქ ყველა ელოდა დიუკის უნივერსიტეტისა და გაპიარებული "კენტაკის" დაპირისპირებას, მაგრამ ამ უკანასკნელმა ნახევარფინალში ვისკონსინის უნივერსიტეტთან წააგო.

გუშინდელი ფინალი საუკეთესოდ მონათლეს 2007 წლის შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ "დიუკი" გადამწყვეტი მატჩის ფავორიტად მიიჩნეოდა, მეორე ტაიმში იყო მომენტი, როცა ვისკონსონი ძალიან მიუახლოვდა საბოლოო წარმატებას. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ეს გუნდი ყველაზე დიდი სხვაობით, ცხრა ქულით გავიდა წინ - ვისკონსინელმა ფრენკ კამინსკიმ მორიგი ორქულიანი ჩააგდო და ტაბლოზე 48:39 გამოისახა.

კამინსკი ერთადერთი კალათბურთელი იყო მატჩში, რომელმაც ორმაგი დუბლი (21 ქულა, 12 მოხსნა) შეასრულა და აშკარად აჯობა "დიუკის" ლიდერს და მომავალი დრაფტის პოტენციურ პირველ ნომერს, ჯალილ ოკაფორს, რომელმაც 10 ქულითა და 3 მოხსნით დაასრულა შეხვედრა.

მაგრამ "დიუკის" რიგებში სხვა კალათბურთელებმა იყოჩაღეს და ქამბექიც შედგა - ბოლო 13 წუთში მაიკ კრჟიჟევსკის გუნდმა 14 ქულა მოუგო "ვისკონსინს" და 68:63 გაიმარჯვა. მეორე ტაიმში "დიუკის" მიერ დაგროვებული 37 ქულიდან 29 ტაიუსს ჯონსსა და გრეისონ ალენზე მოდის. ეს "დიუკის" ისტორიაში მეხუთე ტრიუმფია NCAA-ს ლიგაში, აქედან სამი აშშ-ის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, კრჟიჟევსკის ანგარიშზე მოდის.

დიუკი-ვისკონსინი 68:63

31:31, 37:32

დ: კუკი (6), ტ. ჯონსი (23+5 მოხსნა), მ. ჯონსი (0), უინსლოუ (11+9 მოხსნა+3 დაფარება), ოკაფორი (10) - სასტარტო; ალენი (16), ჯეფერსონი (2+7 მოხსნა+3 დაფარება), პლამლი (0).

ვ: კენიგი (10+4 პასი), გასერი (0+6 მოხსნა), დეკერი (12+8 მოხსნა), ჰეიესი (13), კამინსკი (21+12 მოხსნა) - სასტარტო; დიუკენი (5), ჯექსონი (2).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ერტელს "ზენიტში" გადასვლა არ აპატიეს და საფრანგეთის ნაკრებიდან მოკვეთეს
გარდაიცვალა ერთ-ერთი საუკეთესო პოლონელი კალათბურთელი ადამ ვუიჩიკი
აღიარება ლეგენდისგან - ოთხგზის ოლიმპიური ჩემპიონი ჰომოსექსუალია
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე