"ბაიერნის" განკარგულებაში 16 ჯანმრთელი ფეხბურთელია
დღეს, გერმანიის თასის მეოთხედფინალში, ალბათ, სეზონის მეორე ნახევრის ერთ-ერთი მთავარი მატჩი იმართება. პირველად ამ ტურნირზე "ბაიერნს" სერიოზული მეტოქე გადაეყარა "ლევერკუზენის" სახით, რომელიც ბუნდესლიგაში ხუთი ტურია, გოლის გაუშვებლად იგებს.

სხვათა შორის, დღევანდელ მატჩში, რომელსაც ლევერკუზენის "ბაი-არენა" უმასპინძლებს, ერთი შესაძლო რეკორდიც დგას დღის წესრიგში: აქამდე არც ერთ გუნდს არ მოუგია გერმანიის თასი ზედიზედ სამჯერ, "ბაიერნის" ერთ-ერთი საყვარელი საქმიანობა ბოლო წლებში კი სწორედ რეკორდების დამყარებაა.

მაგრამ მიუნხენელებს კვლავაც ბევრი პრობლემა აქვთ შემადგენლობაში და, შესაძლოა, ისევ დაცვიდან ითამაშონ, როგორც ეს შაბათს "დორტმუნდთან" მატჩში იყო. ხოსეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ მის განკარგულებაში მხოლოდ 16 ჯანმრთელი ფეხბურთელია. ლაზარეთში რჩებიან არიენ რობენი, ფრანკ რიბერი, დავიდ ალაბა, ხავი მარტინესი, ტომ შტარკე და მათ ბასტიან შვაინშტაიგერი დაემატა.

"შვაინშტაიგერი მზად არ არის "ბაიერთან" სათამაშოდ. ხვალინდელი მატჩისთვის მხოლოდ 16 ფეხბურთელი მყავს. მაგრამ ასეთი პრობლემები თამაშის ნაწილია და მე უნდა ვიპოვო ამ სირთულეების გადალახვის გზები", - აცხადებს გვარდიოლა და იქვე ამატებს, რომ ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ არის ჰოლგერ ბადშტუბერის თამაში.

თუმცა შვაინშტაიგერის შეცვლა შეუძლია ტიაგო ალკანტარას, რომელიც საბოლოოდ გამოჯანმრთელდა და "დორტმუნდთან" რამდენიმე წუთი ითამაშა.

რაც შეეხება "ლევერკუზენს", მას ამგვარი პრობლემები არ აქვს - ყველა ჯანმრთელად არის და ელოდება თასის მოქმედ ჩემპიონთან შეხვედრას. ძალიან საჭირო დროს გაიხსენა გოლების გატანა შტეფან კისლინგმა, რომელმაც ბოლო ტურში "ჰამბურგთან" დუბლი შეასრულა.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამ სეზონში "ლევერკუზენს" სათასო მატჩებში უჭირს: წინა ეტაპზე დამატებით დროში გაიარა "კაიზერსლაუტერნის" ბარიერი, მანამდე პენალტების სერიაში მოუგო ნახევრად სამოყვარულო "მაგდებურგს". ამჯერად, პენალტების სერიებამდე საქმის მიყვანა "ლევერკუზენისთვის" არასასურველია, რადგან სულ ახლახან იყო 11-მეტრიანებით წაგება ჩემპიონთა ლიგაზე "ატლეტიკოსთან", როცა "ფარმაცევტებმა" უფრო მეტი ააცილეს, ვიდრე გაიტანეს.

აქვე რამდენიმე საინტერესო სტატისტიკურ მონაცემს შემოგთავაზებთ:

- "ბაიერნის" მოგებათა სერია გერმანიის თასზე 15 მატჩს შეადგენს. ბოლო წაგება სამი წლის წინ ფინალში იყო - 2:5 "დორტმუნდთან".

- გერმანიის თასზე ბოლო 17 გასვლითი მატჩი "ბაიერნმა" მოიგო. თუმცა ბოლო წაგება სტუმრად მიუნხენელებს სწორედ "ლევერკუზენთან" ჰქონდათ (2:4 მეოთხედფინალში 2008-09 წლების სეზონში). "ბაიერი" შინ თასზე ძალიან წარმატებით თამაშობს: მხოლოდ ორი წაგება ბოლო 18 მატჩში.

- გვარდიოლა ნამდვილი სათასო ექსპერტია - მისი ხელმძღვანელობით, "ბაიერნმა" ათივე შეხვედრა მოიგო და მეტოქეთა კარში 32 გოლი გაიტანა. თითოეულ შეხვედრაში მინიმუმ ორბურთიანი უპირატესობა ფიქსირდებოდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
მიჩელმა "მანჩესტერ სიტიში" გვარდიოლას შეცვლის სურვილი გამოთქვა
"ვინც მე მენდო, ტიტულებით დაამთავრა" - ტენ ჰაგი "ლევერკუზენიდან" გათავისუფლებას გამოეხმაურა
ერთ-ერთი კანდიდატი ალონსოა - "სიტი" გვარდიოლას შემცვლელს 3 მწვრთნელიდან აარჩევს
პეპის დარწმუნებას ამ ორი ტრანსფერით შეეცდებიან - გვარდიოლა შესაძლოა, "სიტიში" დარჩეს
"მან ჩემზე უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ვიდრე მესიმ და რონალდომ" - ვენსან კომპანი
"უნდა ვაღიაროთ, რომ "ბაიერნი" ევროპაში საუკეთესო კლუბია
პოსტეკოღლუმ შესაძლოა, "ლევერკუზენში" ტენ ჰაგი შეცვალოს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ გვარდიოლა წავა - "სიტის" მწვრთნელი ენცო მარესკა გახდება
[VIDEO] "დერ კლასიკერი" მთელი თავისი ბრწყინვალებით - ბუნდესლიგაში "დორტმუნდის" 16-მატჩიანი წაუგებელი სერია "ბაიერნმა" შეწყვიტა
სად გააგრძელებს კარიერას გორეტცკა? - გერმანელისთვის ბრძოლას "არსენალი" ლიდერობს
კეინისა და ოსიმენის დუეტი "ბაიერნში"? - რას გეგმავს "რეკორდმაისტერი"?
ჰარი კეინმა "ბაიერნთან" კონტრაქტის შესაძლო გახანგრძლივებაზე ისაუბრა
"არსენალის" კაპიტანმა შესაძლოა, ზაფხულში კლუბი შეიცვალოს
[VIDEO] მძიმე მატჩი ლევერკუზენში - "არსენალმა" ჩემპიონთა ლიგაზე პირველი მატჩი ვერ მოიგო
ახლაც რონალდო იყო პრობლემა? - "ლევერკუზენმა" ტენ ჰაგი 2 ტურის შემდეგ დაითხოვა
რეკორდსმენი გვარდიოლა - პეპის მორიგი მიღწევა ინგლისურ ფეხბურთში
"0:4-ს სჯობს" - გვარდიოლა "რეალთან" განადგურების შემდეგ