საქართველოს თასი. 1/2-ფინალი. პირველი მატჩი
ამთავითვე უნდა ითქვას, რომ "ჩიხურას" ფორტუნამ ზურგი აქცია. არადა, ლოგიკის მიხედვით, ასე არ უნდა ხდებოდეს, როცა მთელი პირველი ტაიმის განმავლობაში სათამაშო, ტერიტორიულ და ყოველგვარ უპირატესობას ფლობ, მეორე ტაიმში კი მოედნის სრული ბატონ-პატრონი ხარ...

მაგრამ, მოდით, ყველაფერს უიღბლობას ნუ დავაბრალებთ. ისიც აღვნიშნოთ, რომ იღბალი, გარკვეულწილად, მოწინააღმდეგემაც "გამოიმუშავა".

სამტრედიელთა სტრატეგია თავიდანვე გამოიკვეთა და თამაშის ბოლომდე გაგრძელდა - საკუთარი კარის საიმედოდ დაცვა და თუ იღბალიც წაგეხმარა, რატომ მეტიც არა?!

როცა დაცვაში მრავალნაცადი ზურაბ ხიზანიშვილი გყავს, წინ კი ასეთივე ალექსანდრე იაშვილი, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. და მოხდა კიდეც 50-ე წუთზე. დეკანოიძემ ყოვლად მიუტევებელი შეცდომა დაუშვა მოედნის ცენტრში, გორგიაშვილმა გამიზნული პასი არ დააყოვნა, თევზაძემ კი - უნაკლო დარტყმა.

მანამდე ხიფათის შექმნას მრავალჯერ ეცადნენ სარდალიშვილი, ივანიშვილი, მუმლაძე, ჩიკვაიძე, კორიფაძე... მაგრამ კუთხურების მეტს ვერაფერს გამორჩნენ. რაც შეეხება მეკარეს, მას, უმეტესწილად, თავისი გუნდის წევრებისგან მისდიოდა ბურთი.

ზემოთ იაშვილი ვახსენეთ და მისი კლასი მე-19 წუთზე გამოჩნდა, როცა უძლიერესი დარტყმისგან თავისიანების გადასარჩენად, მაქსიმე ქვილითაიას თავგანწირული ნახტომი დასჭირდა და ეს იყო მთელი მატჩის განმავლობაში სტუმრების ერთადერთი, ყველაზე რეალური მომენტი.

გაშვებული გოლის შემდეგ საჩხერელები თითქმის დასახლდნენ მეტოქის საჯარიმო მოედანზე. იყო მეკარისთვის ბურთის თავზე გადაგდებები, "რიკოშეტები", ჯარიმები, კუთხურები, ახლო და შორეული დარტყმები და... არ იყო გოლი. არადა, ამის გაკეთება შეეძლო "ჩიხურას" ყველა რგოლის მოთამაშეს: მცველებს (ლუბჩაკი, ჭელიძე, ჩიკვაიძე), ნახევარმცველებს, თავდამსხმელებს...

მარტო მუმლაძეს უნდა შეესრულებინა მინიმუმ პოკერი, მაგრამ... მხოლოდ "მაგრამ" - ბურთი ჯიუტად უქცევდა გვერდს კარს, 57-ე და 70-ე წუთებზე კი, სამტრედიელთა მეკარე მუჯრიშვილმა, რომ იტყვიან, ორი "მკვდარი" ბურთი აიღო.

სტუმრებმა ერთგოლიანი უპირატესობის შენარჩუნება შეძლეს, რომელიც ორბურთიანად უნდა შეფასდეს, ვინაიდან მოწინააღმდეგის მოედანზეა გატანილი.

საპასუხო შეხვედრაში "ჩიხურას" მდგომარეობა უკიდურესად რთულია, თუმცა ამ მატჩის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, არა - უიმედო.

საქართველოს თასი. 1/2-ფინალი. პირველი მატჩი

07.04. ივანწმინდა. 600 მაყურებელი

ჩიხურა-სამტრედია 0:1

გოლი: 0:1 თევზაძე (50. გორგიაშვილის პასით)

ჩიხურა: ქვილითაია, ლუბჩაკი, ჭელიძე, განუგრავა, მუმლაძე, დეკანოიძე, კორიფაძე, სარდალიშვილი, ივანიშვილი (64. მანჯგალაძე), ჩიკვაიძე, დობროვოლსკი.

სათადარიგოები: ზარქუა, ბაჯელიძე, კაკაშვილი, ტრაიანოვსკი, იაკობაშვილი, ნადირაძე.

მწვრთნელი: სოსო ფრუიძე

სამტრედია: მუჯრიშვილი, კაკუბავა, ხიზანიშვილი, თევზაძე, გრიგალაშვილი, გორგიაშვილი (81. კერძევაძე), დათუნაიშვილი, იაშვილი (86. გაბედავა), გეწაძე, დოლიძე, კაპანაძე (71. შარიქაძე).

სათადარიგოები: თევდორაძე, შალიკაშვილი, კვირკველია, ლეანდრო.

მწვრთნელი: ზაზა ზამთარაძე

გაფრთხილება: მუმლაძე (64), კაპანაძე (69), მანჯავიძე (75)

არბიტრი: არსენ ნონიკაშვილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

alex alfaidze
ყველა გვებრზვის მოკლედ რააა...... ეი სჰენ 11-1_ს სამტრედიასჰი განახებტ.....
chiko
პასი იდეალური;დარტყმა უნაკლო' ყოჩაღ ბიჭებო.სამტრედია ფორცა
paata xuchua
ლაშხმა მე მგონი სხვა თამაშს უყურა.საიდან მოგყავთ ასეთი არაპროფესიონალი ავტორები,სამტრედიას მინიმუმ 3 ით 0 უნდა მოეგო
gela gela
რაც ამ სტატიაში წერია ყველაზე დიდი ტყუილია რაც ოდესმე გამიგია
nukri
რისი ავტორი???თამაშზე ვინც იყავით დაიფიცეთ აბა ღმერთი და ისე თქვით სიმართლე
gela gela
ამას დააკვირდით --- ,,მარტო მუმლაძეს უნდა შეესრულებინა მინიმუმ პოკერი, მაგრამ... მხოლოდ "მაგრამ" --- მე მგონი ავტორი გვეკაიფება :D

მგონი nukri-ც სტატიის ავტორია... :D
gela gela
:D იშვიათი მიმოხილვაა :) ძაან გულდაწყვეტილი ჩანს ავტორი
nukri
მართლაც ცალკარა იყო.სამტრედია 11 კაცით კარებში იდგა.თუარ ჩავთვლით ერთხელ დაარტყეს კარებში და გავიდა ის გოლი.ჩიხურა80–20 ბურთის ფლობა.სამწუხაროთ 5 ძირითადი ფეხბურთელი არ გყვავდა თორემ 11–1 მორჩებოდა ანგარიში
ramazi
Namusi ar aqven avtors? Fui tqveni, jurnalistebi xart tqven???
vaso
Tribunaze zurgit ijda avtori etyoba)))
nika
Reebs bodav sizmari naxe tu saidan moitane eg? Pirveli naxevari tavze ajda samtredia cal kara iyo... 100%-iani penali ro ar dadva sudiam amaze rato arafers wer ... chixuram mxolod ertxel gaushva charchoshi da isic misham aigo. Simartle daweret tore wamova samtrediidan gineba da mere daiwyeb buzguni.SIMARTLE UPIRVELES YOVLISA!!!
Giorgi
სტატიის ავტორი ეტყობა თამაშზე არ ყოფილა ან სხვა თამაშზე იყო )))) ან მესამე ვარიანტი: მოუყვეს ))))
Shengelia
ამ სტატიის ავტორი ნაღდად არ ყოფილა თამაშზე, რაებს ბოდავს...
თენგო
სტატიის ავტორი იყო ამ თამაშზე საერთოდ? თუ იყო და ამას წერს მაშინ სხვა რამესთან გვაქვს საქმე. თამაში აბსოლიტურად სხვა სცენარით მიდიოდა, სანამ სამტრედია გოლს გაიტანდა ჩიხურა მთელი გუნდით საკუთარ ნახევარზე იყო და მეტოქის საჯარიმოსთან მიახლოების მცდელობაც კი არ ქონია, მთელი პირველი ტაიმი ბურთს სამტრედია ფლობდა, ჩიხურას გაგორებაც კი არ უცდია. მხოლოდ გოლის შემდეგ შეეცადენ გააქტიურებას, რა პოკერზეა საუბარი, როცა მთელმა ჩიხურას 100%-იანი საგოლე მომენტი ფაქტიურად არც ქონია, იყო ორი ნახევრადმომენტი, ეს იყო და ეს :) საიდან მოიგონა სტატიის ავტორმა ეს სიუჟეტი ძალიან საინტერესოა. თამაში ტელეტრანსლიაციის ყურების საშუალება ბევრს არ ქონდა, მაგრამ სტადიონზე ხო უყურებდა ხალხი, იმ ხალხის მაინც არ გრცხვენიათ როცა ასეთ არაობიექტურ მიმოხილვას წერთ მატჩის?
andro
თუ წერთ სწორად დაწერეტ ტქვენი ანტი სამტრედიააააა.........პენალი რო არ დადეს ის არ იყო პენალიიი????მაგას რატო არ წერთ?>
VIDEO | საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი | ორი პენალტი, გაძევება, პროტესტი მსაჯობის გამო...
VIDEO | საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი | ...უკვე მაშინ, როცა ყველა პენალტებისთვის ემზადებოდა - "დილა" ნახევარფინალშია!
[VIDEO] საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასზე სამი მეოთხედფინალისტი გაირკვა
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
[ექსკლუზივი] ეგ იყო ყველაფრის თავიდათავი! რამ გაზარდა საბა კვირკველიას ფასი?
ალექსანდრე იაშვილი: გვჯერა, ევროპის ჩემპიონატზე ისევ ვითამაშებთ!
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელად ზურაბ ხიზანიშვილი დანიშნეს
"თელავი" პლეი-ოფში ითამაშებს; "სამტრედია" გავარდა
"რუსთავმა" 22 წლის მცველი დაიმატა
თბილისის "დინამომ" "სამტედიადან" ორი ფეხბურთელი დაიმატა
ეროვნული ლიგა. XVII ტური. "ჩიხურა"-"დინამო თბ" [LIVE]
"ლუის ენრიკემ კვარაცხელია პირველად მაშინ შეამჩნია, როცა..." - ხიზანიშვილმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
GEO TEAM: ხიზანიშვილმა სანიოლის თანაშემწის პოსტი დატოვა
ეროვნული ლიგა. XXXIV ტური. "სამტრედია" - "დილა" [LIVE]
სანიოლი: ნებისმიერი შანსი, რომელიც დიდ ტურნირთან დაგვაახლოვებს, უნდა გამოვიყენოთ
ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება - "ჟილინამ" გიორგი თევზაძე წარადგინა
34-ე ტური: ჯერ ყველაფერი გასარკვევი რჩება
ხიზანიშვილი: სანიოლი გასაძევებელი არ იყო - არ მგონია ხუთმცველიან დაცვაზე დავბრუნდეთ
ალექსანდრე იაშვილი: დარწმუნებული ვარ, ჩაკვეტაძე ისევ ისეთი ძლიერი დაგვიბრუნდება
"საქართველო არაჩვეულებრივი ქვეყანაა" - ჰამზიჩი ეროვნულ ლიგას უბრუნდება
კახა კაჭარავა: არ მინდა, ჯოხი გადატყდეს ფეხბურთელებზე...
ლეგიონი: არაბულის გოლი და კიტეიშვილის საგოლე გადაცემა
ეროვნული ლიგა. პლეი-ოფი: "ჩიხურა" - "სამგურალი" [LIVE]
"ვილი საქართველოს ნაკრებისთვის საუკეთესო მწვრთნელია და მომავალშიც იქნება" - სანიოლის და იაშვილის პრესკონფერენცია
ეროვნული ლიგა. XVI ტური. "მერანი" - "ჩიხურა" [LIVE]
ალექსანდრე იაშვილი: ერთა ლიგაზე რთულ ჯგუფში ვართ, თუმცა ჩვენი მიზანი გამარჯვებაა
2024 წლის სეზონი დასრულებულია! "იბერია 1999"-მა ჩემპიონის ფარი აღმართა
"ჩიხურამ" ძალიან ლამაზი გოლითა და მეკარის სასწაული "სეივებით" მოიგო [VIDEO]
ალექსანდრე იაშვილი: უმაყურებლოდ თამაში ძალიან დიდი დანაკლისია
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ხიზანიშვილი: მაშინ ვერავინ იტყოდა, რომ კალაძე ამ დონეზე ითამაშებდა...
საჩხერის "ჩიხურას" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს!
"საბურთალომ" სლოვაკური "ჟილინადან" გიორგი თევზაძე დაიმატა
ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "თელავი" - "სამტრედია" [LIVE]