საქართველოს ნაკრების შერკინების ბურჯი და ერთ-ერთი ლიდერი ჩემპიონთა თასის გათამაშების მეოთხედფინალის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა
საქართველოს ნაკრების შერკინების ბურჯი და ერთ-ერთი ლიდერი დავით ზირაქაშვილი ჩემპიონთა თასის გათამაშების მეოთხედფინალის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

მისმა გუნდმა, ფრანგულმა "კლერმონმა" შინ დამაჯერებლად სძლია ინგლისურ "ნორსჰემპთონს" - 37:5.

დავით ზირაქაშვილი, რომელმაც 63-ე წუთამდე ითამაშა, გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო და თავის პოზიციაზე (#3) ტურის საუკეთესო მორაგბედ აღიარეს.

აღსანიშნავია, ზირაქაშვილი ჩემპიონთა თასის მიმდინარე გათამაშებაში სიმბოლურ ნაკრებში ზედიზედ მესამედ მოხვდა. წინა ორ ჯერზე, საუკეთესოდ ის იანვარში, ჯგუფური ეტაპის მე-5 და მე-6 ტურებში დაასახელეს, რაც ქართველი მორაგბის უდავოდ დიდი აღიარებაა.

სიმბოლური ნაკრები

15. ნიკ აბენდანონი (კლერმონი), 14. ნოა ნაკაიტაჩი (კლერმონი), 13. მარსელო ბოსხი (სარასენზი), 12. ვესლი ფოფანა (კლერმონი), 11. ვილ ჰელუ (ვოსფსი), 10. ფრედერიკ მიშალაკი (ტულონი), 9. მაქსიმ მაშენო (მეტრო რასინგი). 1. მაკო ვუნიპოლა (სარასენზი), 2. გილემ გირადო (ტულონი), 3. დავით ზირაქაშვილი (კლერმონი), 4. ალი ვილიამსი (ტულონი), 5. სებასტიან ვაჰამაჰინა (კლერმონი), 6. ვენსელას ლორე (მეტრო რასინგი), 7. სტეფონ არმიტეჯი (ტულონი), 8. ჯიმი ჰისლიპი (ლენსტერი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

CHERO
ეს და გორგოძე ,ღერთმა ჰქნას მსოფლიოსთვის ჯანზე იყვნენ,უმაგათოდ საშუალო გუნდი ვართ.
ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
ბაჩუკი ჭუმბაძე - ინგლისური გამოცდილებით ნოემბრის ტესტებისთვის
ქართველები ევროტურნირების ფინალში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა