"ვამჯობინებ, ღიად ვთქვა სათქმელი და რაც გასაკრიტიკებელია, გავაკრიტიკო. ეს თვითონ კახა ცხადაძისთვისაც უკეთესი იქნება..."
საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მომხდარი ცვლილებები, ქვეყნის პირველი გუნდის ბოლო ორი მატჩი, ქართულ ფეხბურთში არსებული საერთო სიტუაცია, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები - მიხეილ ყაველაშვილთან სალაპარაკო ბლომად დაგროვდა. გუშინ "ლელომ" ყაველაშვილთან ინტერვიუ ჩაწერა...

- თავდაპირველად, საქართველოს ნაკრების ბოლო ორ მატჩზე გკითხავთ...

- ამასთან დაკავშირებით მაქვს ჩემი აზრი. ჩვენი ნაკრები წლების განმავლობაში თამაშობდა იმ ფეხბურთს, რომელიც მიუღებელი იყო ჟურნალისტებისათვის, გულშემატკივრებისათვის. საქართველოს ნაკრებს ყველა ვუჭერთ მხარს, ყველას გვიყვარს ის, მაგრამ ჩვენ უნდა ვიდგეთ მყარ ნიადაგზე, არ უნდა აღმოვჩნდეთ ილუზიების ტყვეობაში. ფეხბურთს აქვს მაგიური ძალა, უცებ აგიტაცებს ხოლმე. ჩვენი მოვალეობა კი ისაა, რომ არ მოვწყდეთ რეალობას, რადგან სიმართლე მუდამ ამ რეალობაში იმალება.

ახალი მწვრთნელი მოვიდა. მას თავისი გზა აქვს და გულშემატკივარი ყოველთვის უნდა იდგეს საქართველოს ნაკრების გვერდით, მაგრამ ჯერ ის ვიკითხოთ, რა მიმართულებით, საით მივდივართ.

ჩვენ ვნახეთ მსოფლიოს ჩემპიონი გერმანია. ამ გუნდის მოქმედებაში გათვლილია თითოეული წამი და წუთი. ცოდნა, ნება და განათლება გვაკლია. ამის გამოა, გერმანიაში სრულად რომ ხერხდება ნიჭის რეალიზება, ჩვენთან კი - ვერა. ესაა მთავარი. ჩვენ დღემდე ვერ გავარკვიეთ, რა გეზი გვაქვს, საით მივდივართ. მერე ისე ხდება, რომ ხელს ვიშვერთ მწვრთნელებისა და ფეხბურთელებისაკენ. ეს არ არის მართალი.

შევხედოთ საკითხს, ფეხბურთს, როგორც პროცესს. დღეს ხომ ფეხბურთში შემთხვევით არაფერი ხდება, ყველა ნიუანსი ბოლომდეა გათვლილი.

ახლა შევაფასებ მალტასთან სანაკრებო მატჩს. აქაც ცოტა შორიდან მოვუვლი. არავინ იფიქროს, რომ საქართველოს ნაკრების ახალი თავკაცის წინააღმდეგი ვარ. პირიქით, უხერხულადაც კი მიმაჩნია იმის აღნიშვნა, რამხელა მეგობრობა გვაკავშირებს მე და კახას და რას ნიშნავს ის ჩემთვის.

ამის მიუხედავად, მე ვამჯობინებ, ღიად ვთქვა სათქმელი და რაც გასაკრიტიკებელია, გავაკრიტიკო. ეს თვითონ კახასთვისაც უკეთესი იქნება. ჩვენ ყველა უნდა მივეჩვიოთ, რომ ჯანსაღი კრიტიკა უმნიშვნელოვანესია.

ნებისმიერ მწვრთნელს აქვს თავისი გზა. კახა ცხადაძე ნამდვილი პროფესიონალია. ის საქართველოს ნაკრებს წვრთნის და გულით ვუსურვებ წარმატებას. ერთი კია - საით მიდის დღეს ქართული ფეხბურთი? გვაქვს კი განვითარების გეგმა, კონცეფცია? ცხადაძეს ხომ სულ რამდენიმე დღე ექნება სანაკრებო შეკრებისათვის? ასეთ ვითარებაში მას ძალიან გაუჭირდება გარდატეხის შეტანა ქართულ ფეხბურთში. არ არსებობს გეზი, რომელსაც ჩვენ მივყვებით.

მალტასთან საქართველოს ნაკრები ყველანაირად ცდილობდა, რომ შემტევი ფეხბურთი ეთამაშა. ჩვენ ყველას მოგვეწონა ეს მისწრაფება. მით უმეტეს, ამდენი წლის მერე, როცა ყელში ამოგვივიდა დაცვითი ფეხბურთი. იყო ხარვეზებიც და ეს ბუნებრივია - დანგრევა არის ადვილი, თორემ აშენება, ახალი საფეხბურთო კონცეფციის დანერგვა გუნდში ძალიან რთულია.

საერთოდ, უნდა იცოდე, საით მიდიხარ. შეიძლება, ამ გზაზე იყოს იმედგაცრუება, შეიძლება, 0:8 წააგო, მაგრამ უნდა იარო დასახული მიზნისაკენ.

აქვე მინდა შევეხო იმ საკითხს, რომელიც ქართულ საფეხბურთო თემში ბოლო დროს მუსირებდა. საქმე ეხება მწვრთნელის ეროვნებას. ჩემი აზრით, ამას მნიშვნელობა არ აქვს. საქართველოს ნაკრებში ორივე ვარიანტი უკვე მოსინჯულია და ორივე შემთხვევაში იყო როგორც წარმატებები, ისე წარუმატებლობები.

მეორეა, რომ აუცილებლად შემტევი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ და შედეგს არ აქვს მნიშვნელობა. მაშინ რატომ უტევ? ხომ შედეგისთვის აკეთებ ამას? დიახ, ჩვენ უნდა ვითამაშოთ შემტევი ფეხბურთი. მე მჯერა ქართული გენის. ამავე დროს, უნდა მოვითხოვოთ შედეგი.

- გადავიდეთ გერმანიასთან მატჩზე...

- ეს იყო კახა ცხადაძის დებიუტი, ოფიციალური სანაკრებო შეხვედრა მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის წინააღმდეგ. ამით თუ ავხსნი იმ მომენტს, რომ მინდორზე ზედმეტად ბევრი დაცვითი სტილის ფეხბურთელი დავინახე თამაშის დაწყებისას. როგორც ჩანს, კახამ მაინც თავი დაიზღვია - გერმანიამ თვით ბრაზილია გაანადგურა მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში.

ასეთი რამ დევს მწვრთნელის ფსიქოლოგიაში - ოცდაათზე მეტი დამრიგებელი გამოვიცვალე ჩემი კარიერის განმავლობაში. მიმაჩნია, რომ მეტად შეიძლებოდა, თუნდაც, ვაკო ყაზაიშვილის გამოყენება, ვინც მალტასთან თამაშში გარდატეხა შეიტანა.

კიდევ ერთხელ ყურადღებით დავაკვირდი გერმანიის ნაკრების თამაშს. არაერთხელ მინახავს ცოცხლად "ბაიერნი" და "დორტმუნდი", ამ ფორმაციის ნაკრების ორი დომინანტი გუნდი. შემექმნა შთაბეჭდილება, რომ გერმანელები მოიგებდნენ იმ ანგარიშით, რა ანგარიშითაც დასჭირდებოდათ. მეორე ტაიმში მათ დაახლოებით ისე ითამაშეს, საქართველოს ნაკრების ძველი თაობა რომ თამაშობდა - მაშინ ბევრი გვსაყვედურობდა, ბურთიანად გინდათ კარში შესვლაო.

მეორე ტაიმში შეიტანა კახამ კორექტივები და უკეთ ვითამაშეთ. ამის მიუხედავად, კარის ჩარჩოში ზუსტად არ დაგვირტყამს. შვიდი კუთხური კი მოვაწოდეთ.

საერთოდ, სტატისტიკა ყველაფერს როდი ნიშნავს ფეხბურთში, მაგრამ გასათვალისწინებელი კი არის. თუ იცით, რა იყო ერთადერთი კომპონენტი, რაშიც გერმანიასთან უპირატესობა გვქონდა?

- თუ არ ვცდები, დრიბლინგების რაოდენობა...

- მართალია! ოღონდ მომეჩვენა, რომ ხშირად ეს იყო დრიბლინგი დრიბლინგისათვის და არა საიმისოდ, რომ გოლი გაგვეტანა. მსოფლიოს ჩემპიონს რაღაცაში ვაჯობეთ და ეს არ არის პატარა ამბავი. სადაც გერმანიას ვაჯობეთ, იქ ხომ სხვასაც გავუსწრებთ. ჩვენ უნდა "ჩავავლოთ" ამ დადებით ტენდენციას და ვეცადოთ, რომ სხვა კომპონენტებში დავეწიოთ გერმანელებს. სწორად აღზრდილმა გერმანელმა ფეხბურთელმა გააჩერა ქართული დრიბლინგი. ეს რაღაცაზე ხომ მეტყველებს?

ყველა ბავშვთა გუნდი ვნახე საქართველოში. 2-3 ბიჭი სულ არის, დიდი ფეხბურთის თამაში რომ შეუძლია. რატომ იკარგებიან ისინი? გერმანელები ასეთებს არ კარგავენ...

საერთოდ, მე ასეთი მიდგომის მომხრე ვარ - ვდგავარ შენ გვერდით, მაგრამ ყოველდღიურად გაკრიტიკებ, არც მე ვისვენებ და არც შენ გასვენებ და ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ ხვალ უკეთესი იყო. საერთო საქმის კეთების ფორმულას მე ასე ვხედავ.

- მოდით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე ვთქვათ. აპირებთ მასში მონაწილეობას?

- ველოდები არჩევნების თარიღის გაცხადებას. ამის შემდეგ, შეიძლება მანამდეც, მოვიწვევ პრესკონფერენციას, სადაც დავაფიქსირებ საკუთარ აზრს იმის თაობაზე, რომ ბევრი რამაა შესაცვლელი.

- რას გულისხმობთ, საარჩევნო წესდებას?

- ამასაც და ბევრ სხვა რამესაც... ჟურნალისტებსაც მეტი აქტიურობა გმართებთ. არის პროცესები, რომლებიც საჭიროებს ანალიზს. ჯერ ველოდები, ახლო მომავალში კი თავად ვიტყვი ამის თაობაზე.

ჩვენი საუბარი მინდა ოპტიმისტურად დავასრულო. ზემოთ გერმანიაზე ვისაუბრეთ და მიმაჩნია, რომ საქართველოს ნაკრებს აქვს ამ გუნდის დამარცხების პოტენციალი. ეს ერთ და ორ დღეში არ მოხდება. სწორი მუშაობა და მიმართულებაა საჭირო.

შევხედოთ ურუგვაის, ჩვენზე პატარა ქვეყანას. თუ პოლონეთმა შეძლო გერმანიის დამარცხება, ჩვენ რატომ არ შეგვიძლია?! მთავარია, 90-95 პროცენტით მაინც გამოვიყენოთ ჩვენი ნიჭი. ცოტა ხნის წინ რა დღეში იყო ბელგიის ნაკრები? გნებავთ, ავსტრიის ან პოლონეთის?

ჩვენი დროც დადგება, მე ამის მჯერა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

xaro
უნდა ცავიდნენ აქ ორი აზრი არარსებობს
kukuredu78
რა გინდათ რეზისგან, რას ერჩით? თუ კრიტიკა გინდათ, საადაბუთეთ, ფაქტები და არგუმენტები მოიყვანეთ და ისიც თქვით, ძმებმა არველაძეებმა რამდენი კეთილი საქმე გააკეთეს
xaro
საზიზგრები და დამგუპველები ხართ არველაზეებო სასცრაფოდ მოშორდით ფედერაციასსსსსსსსსსსსსსსსს
gogia
აქ ერთმა პრეზიდენტად "რეზი"ო, რა რეზი ამხანაგო დავით ხომ დათვერით, თუ გინდა მიშა სააკაშვილი ან კობა ხაბაზი იყოს მაგრამ არანაირად არველაძე! ეყოფა 10 წელი გულავი რეზიას!
ZUKA
არველაზეებო ცადით გაეცალეთ ფეხბურთს კელში უზიხართ ქათველ ხალხს გვეზიზგებით
kaxa
არველაზეებო სატანებო მოშორდიტ და ტან პარანოიკი ცეცადზეც გაიკოლეთ ვეგარ გიტანთ ხალხი
odala
ერთი რაშიც ყველას გვმართებს დავეთანხმოთ ამ კაცს არის ის, რომ სიმართლე ვუთხრათ ერთმანეთს პირში. სწორედ ის პირფერობა და მლიქვნელობა ვნებს საქმეს, რაც ყოველთვის თან ახლავს ურთიერთობებს ქართულ სინამდვილეში.
vako
რა აქვს გაკეტებული? ბევრი რამ !!! არ იცი და გაჩერდი. ერთ ფაქტს გეტყვი შვეიცარიაშI მაგას ჩაჰყავდა ბავსჰვები საფეხბურთო ცოდნის ასამაგლებლად და შვეიცარიაში მიიღო საფეხბურთო განათლება.!!!!!!
maldini
ყველაზე მეტად ამ კაცის მეიმედება,იემდია მართლაც შეძლებს და დააყენებს ქართულ ფეხბურთს სწორ გზაზე.არავიტარი რეზი არველაძეები მათი დრო წავიდა !!
მარი
გეყო რა ეგ პროფესორობა, რა გაქ ნეტა ამნაირი დკეტებული ფეხბურტისტვის, ვიციტ რო ითამაშე, სჰენზე მეტი სხვას აქვს ნატამაშები. კახას შენ ვერ ასწავლი ფეხბურთს.
gia
კობი პრეზიგენტი
დავითი
ფედერაციის პრეზიდენტი ან რეზი ან კობი, სხვას სჰანსი არ ააქვს.
g.a.
დაგვცინის და გვამაიმუნებს ეს ტიპი,ფედერაციაში არჩევნებისთვის ემზადება, ალბათ მალე მსოფლიო ჩემპინობასაც შეგვპირდება.
wolfe
ნეწ ვასიუკი
ისევ ნაკრებში იქნება - კაშია ვილი სანიოლის ერთ-ერთ ასისტენტად იმუშავებს
"ჩემთვისაც არასასიამოვნო მოსასმენი იყო" - მუჯირი სანიოლის "კვარაზე" გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა
გამოირიცხა - მუდრიკი საქართველოს ნაკრებთან ვერ ითამაშებს
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ბრესტთან" მატჩში?
კვარაცხელიას 66 წუთი - პსჟ-მ "ბრესტს" მინიმალური ანგარიშით მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
გეგა გეგეშიძე: ვნანობ ჩემს საქციელს, ეს არ არის კარგი
"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
7:1 - "ჯვაროსნების" მეტოქემ მალტა გაანადგურა
[VIDEO] ვაკო ყაზაიშვილმა სუპერლიგა დუბლით დახურა!
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა
შაბათს ექსფეხბურთელ ყაველაშვილს პრეზიდენტად აირჩევენ - გავიხსენოთ კარიერა
აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია
ითამაშებს მუდრიკი უნგრეთთან და საქართველოსთან? - უკრაინის ნაკრების მწვრთნელმა სიტუაცია განმარტა
მალტის ნაკრების მწვრთნელმა სათადარიგოთა სკამის სახურავს თავი აარტყა და...
ფიოლერი: არგენტინის მსგავსად მოთამაშე გუნდი არ მჭირდება - ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს
მიხეილ ყაველაშვილი: ეს ყველასთვის მიუღებელია, რა საქციელიც იყო ჩადენილი ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის მიერ
იტალიამ მალტა გაანადგურა და 17 ოქტომბერს ინგლისს შეხვდება
სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს
კახა ცხადაძემ "გაბალას" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა
"პატრიოტი და ღირსეული კაცია!" - გაზაევი ყაველაშვილის პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებამ აღაფრთოვანა
სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა
"ცუდად ხომ მაინც არ ჩაივლის..." - ბრაზილია, გერმანია და მუნდიალის წყევლა
ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის
ვაკოს გადამწყვეტი ბრძოლა "ოქროს ბუცისთვის" და მისი სატრანსფერო ამბავი - სად ითამაშებს ქართველი მომდევნო სეზონში
[VIDEO] ყაზაიშვილი ბწყინვალე ფორმაშია - ამჯერად სლუცკის გუნდთან ჰეთ-თრიკი შეასრულა
ოქტომბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
საქართველო - ჩრდ. ირლანდიის მატჩს ბავშვთა საფეხბურთო სკოლების ფეხბურთელები დაესწრებიან
"ფეხბურთელების უმეტესობა ძალიან ჭკვიანია... სსრკ-ის დროს..." - კავაზაშვილი ყაველაშვილის პრეზიდენტად არჩევაზე
"ნუ უყურებთ იმას, რომ ფეხბურთელია" - ჯანაშია ყაველაშვილის პრეზიდენტად არჩევაზე
იტალიამ ჩრდ. მაკედონიას მოუგო და 20 ნოემბერს უკრაინასთან ფინალის ტოლფასი მატჩი ელის
სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით
ხვალ კლოპს გერმანიის ნაკრების მწვრთნელად გამოაცხადებენ
კარგი ამბავი - ჩაკვეტაძე ბრუნდება
იტალიამ უკრაინას მოუგო - სპალეტიმ შვებით ამოისუნთქა
"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება
ინგლისმა იტალიას მოუგო და ევრო 2024-ზე გავიდა - სპალეტის გუნდი ჯგუფში ჩარჩება?
"თუ საქართველოსთან არ წააგებენ, ძალიან კარგი იქნება" - უკრაინელი მწვრთნელი თანამემამულე ფეხბურთელების მდგომარეობით შეშფოთებულია
ვაკოს გოლი და გაფუჭებული პენალტი - ბოლო ტურში "ოქროს ბუცისთვის" ყაზაიშვილს დაძაბული ბრძოლა ექნება
"ამ სამუშაოს ჩემთვის კი არა, თქვენთვის დავთანხმდი. თუ ჩემს ოჯახს მიწასთან გაასწორებთ..." - კლოპმა გერმანიის ნაკრები ჩაიბარა
"ვკამათობთ იმაზე, თუ ვინ უნდა წავიდეს ნაკრებიდან და იმედებს შემდეგ “მხსნელზე” ვამყარებთ, ნაცვლად იმისა, რომ..." - ოლივერ კანი
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
[VIDEO] "ბარსელონას" ყოფილი მწვრთნელიც აღაფრთოვანა - ყაზაიშვილის პოკერი და საგოლე პასი ჩინეთის ჩემპიონატში
"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე
დიდი ცვლილებები - კლოპი მუნდიალზე გერმანიის შერცხვენის შემდეგ შვებულებიდან ბრუნდება
კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა