პელეგრინის ბეგირისტაინსაც მიაყოლებენ
"მანჩესტერ სიტი" ჯეკ უილშირსა და ჯორდან ჰენდერსონს დაუკავშირეს. როგორც იცით, მანუელ პელეგრინიმ თქვა, ზაფხულში "დიდ ფეხბურთელს" ვიყიდით და ეს მოთამაშე ინგლისელი იქნებაო... ამიტომაც კანდიდატები და ვერსიები უკვე უამრავი ვრცელდება.

23 წლის უილშირი ცოტა ტრავმებით კი არის გაწამებული და ხასიათიც ყველაზე რბილი ვერ აქვს, მაგრამ ალბათ ნებისმიერი გუნდი სიამოვნებით იყოლიებდა თავის რიგებში ასეთ ტალანტს და გამონაკლისი არც "სიტია". რაც შეეხება ჰენდერსონს, მის გარშემო ძალიან ბევრი საუბარია და მარაქაში "ქალაქელებიც" გაერივნენ მას მერე, რაც გაიგეს, რომ 24 წლის ნახევარმცველი "ლივერპულთან" კონტრაქტს არ ახანგრძლივებს და მისი წაყვანით "ჩელსია" დაინტერესებული.

სანამ პელეგრინი გეგმებს აწყობს, ჟურნალ-გაზეთები იმასაც იწერებიან, ზაფხულში ჩილელსაც გაუშვებენ "ეტიჰადიდან" და მას აღმასრულებელ დირექტორს, ფერან სორიანოსაც მიაყოლებენ და დირექტორ ჩიკი ბეგირისტაინსაცო. თუმცა, სათქმელია ისიც, რომ პელეგრინის კლუბის აქციონერთა და ხელმძღვანელთა გარკვეული ნაწილის მხარდაჭერა აქვს და ერთი სიტყვით, ჩახლართული სიტუაციაა.

ყოველი შემთხვევისთვის გვამცნობენ იმასაც, თუ ვინ არის ფავორიტი "ქალაქელების" თავკაცის პოსტზე მოსვლისა, 61 წლის სპეციალისტის წასვლის შემთხვევაში - ხოსეპ გვარდიოლა. თუ პეპი მიუნხენის "ბაიერნიდან" წამოსვლას არ ისურვებს, შესაძლოა, მანჩესტერელთა ბოსებმა გუნდის რაფაელ ბენიტესისთვის მიბარება გადაწყვიტონ, რომელიც დიდი შანსია, "ნაპოლიში" ბოლო სეზონს ატარებდეს.

54 წლის ესპანელით "ვესტ ჰემიც" დაინტერესებულია, რადგან "ჩაქუჩების" ახლანდელ თავკაც სემ ალარდაისს ძალიან კარგი პერიოდის მერე სერიოზული კრიზისი დაუდგა.

დაბოლოს, ვთქვათ ისიც, რომ შესაძლოა, სამირ ნასრის კარიერაც დასასრულს უახლოვდება "სიტის" რიგებში. შეგახსენებთ, რომ ფრანგი "ლესტერთან" მატჩის განაცხადში ვერ მოხვდა, რის გამოც ძალიან განაწყენდა და სერიოზულადაც უჩხუბია. იგი "ეტიჰადიდან" მატჩის დამთავრებამდე წავიდა და შეხვედრას თვალი აღარც მიადევნა.

სასწრაფოდვე გაჩნდა ცნობა, რომ "სიტი" მზად არის, ტურინის "იუვენტუსს" პოლ პოგბას ნაცვლად ნასრი და ედინ ჯეკო დაუთმოს და ფულიც დაუმატოსო. წარსულში ტურინელები სტევან იოვეტიჩითა და ალექსანდრ კოლაროვითაც იყვნენ დაინტერესებულნი. პოგბა "ქალაქელებს" იაია ტურეს შემცვლელად ესახებათ, მაგრამ ახალგაზრდა ფრანგს ძალიან ბევრი და "სიტიზე" არანაკლებ შეძლებული მსურველები ჰყავს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
"ტოტენჰემს" დე ძერბი ჩაიბარებს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
პელეგრინი: "ბარსელონას" დამარცხებას ვაპირებთ
სიაში "მანჩესტერ იუნაიტედის" ორი ფეხბურთელია - ვინ გამოიმუშავებს პრემიერლიგაში ყველაზე მეტს?
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
"ვესტ ჰემი" შემადგენლობის გაძლიერებას და მაღალი მიზნებისთვის ბრძოლას აპირებს
"ვესტ ჰემის" მწვრთნელი მანუელ პელეგრინი გადააყენეს
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
"უკან პასის გაკეთება რომ ავკრძალოთ, რას იტყვით?" - პელეგრინიმ ორიგინალური იდეა გააჟღერა
ჯეკ უილშირი კვლავ ტრავმირებულია
"ლა ლიგა" სამარცხვინო გათამაშებაა - მანუელ პელეგრინი
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო