ახალი გუნდი ფორმულა 1-ში
გერმანელი ჟურნალისტის, რალფ ბახის ინფორმაციით, "ლოტუსისა" და "რენოს" შერწყმით ფორმულა 1-ში ახალი საქარხნო გუნდი გამოჩნდება.

"რედ ბულსა" და "რენოს" შორის გაჩენილი უთანხმოების შემდეგ, რაც ფრანგული კონცერნის ძრავების არაკონკურენტუნარიანობას უკავშირდება, "რენო" დაინტერესდა "ტორო როსოს" შეძენით, თუმცა გასულ კვირას "რედ ბულის" კონსულტანტმა ჰელმუტ მარკომ გამორიცხა ამგვარი გარიგება.

ამის შემდეგ "რენოში" სხვა გზით წასვლა გადაწყვიტეს. ბახი საკუთარი ბლოგში წერს, რომ ფრანგულმა კომპანიამ 30 მილიონი ევრო გამოჰყო ფორმულა 1-ის გუნდის შესაძენად და ეს საქმე "მერსედესის" ყოფილ ტექნიკურ დირექტორს, ბობ ბელს ჩააბარა. როგორც ირკვევა, ბელი ოთხ ვარიანტს განიხილავს: "ლოტუსი", "ფორს ინდია", "ტორო როსო" ან "ზაუბერი".

თუმცა ბელს ყველაზე მეტად "ლოტუსის" ვარიანტი ხიბლავს, რადგან ამ გუნდის ბაზა ბრიტანეთის ენსტოუნში მისი სახლიდან 15 წუთის სავალზეა. თან, ბელი კარგად იცნობს "ლოტუსს", სადაც იქ იმ პერიოდში მუშაობდა, როცა გუნდს ჯერ "ბენეტონი", შემდეგ კი "რენო" ერქვა.

ბახის ინფორმაციით, "ზაუბერის" ღირებულება ძალიან მაღალია "რენოსთვის", ხოლო 30 მილიონი ევრო არ ეყოფა იმას, რომ "ტორო როსოს" ავტომობილები ყვითლად გადაღებოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე