NBA-ს სიახლეები
- "სან ანტონიოს" არგენტინელი ლეგიონერი მანუ ჯინობილი კარიერის დასრულებაზე ფიქრობს. 38 წლის კალათბურთელმა განაცხადა, რომ უკვე უჭირს თავისი საყვარელი საქმის მაღალ დონეზე კეთება. სავარაუდოდ, შემტევი მცველი მომავალი სეზონის შემდეგ წავა დიდი სპორტიდან.

- "ნიუ ორლეანის" გამთამაშებელი ჯრიუ ჰოლიდეი ისევ გრძნობს ტკივილს მარჯვენა ფეხში. ჯერჯერობით უცნობია 24 წლის მოთამაშის აღდგენის ზუსტი ვადები. შესაძლოა, მან სეზონის ბოლომდე ვერ შეძლოს თამაში.

- დიდი ალბათობით შეიძლება იმის თქმა, რომ "ბრუკლინ ნეტსის" ცენტრი ბრუკ ლოპესი ამ ზაფხულს თავისუფალი აგენტი გახდება. კონტრაქტის მიხედვით, მომავალ სეზონში მას "ნეტსისგან" 16.7 მილიონი დოლარი ეკუთვნის.

- "ნიუ იორკ ნიქსი" შემადგენლობაში დაიტოვებს 29 წლის იტალიელ მძიმე ფორვარდს, ანდრეა ბარნიანის, ოღონდ იმ პირობით, თუ ის დათანხმდება ვეტერანის მინიმალურ ხელფასს. წინააღმდეგ შემთხვევაში, პირველი ივლისიდან ბარნიანის გუნდიდან გაუშვებენ.

- ექიმები "ჩიკაგო ბულზის" ლიდერის, დერიკ როუზის დაბრუნებას მომავალ ოთხშაბათს, "ორლანდოსთან" მატჩში ვარაუდობენ.

- გუშინდელი სათამაშო დღე რეგულარულ ჩემპიონატში რამდენიმე სტატისტიკური მიღწევით იყო გამორჩეული. მაგალითად, "კლიპერსის" გამთამაშებელმა კრის პოლმა "ლეიკერსთან" მატჩში 19 ქულა დააგროვა და საერთო მონაგარი 13 006 ქულამდე აიყვანა. ის გახდა 182-ე მოთამაშე ლიგის ისტორიაში, ვინც ეს ზღვარი გადალახა. მოქმედ კალათბურთელებს შორის პოლი ყველაზე ახლოს არის მონტა ელისთან (13 049), კარლოს ბუზერთან (13 958) და რიჩარდ ჯეფერსონთან (13 961).

- "ფინიქსზე" მოგება 58-ე იყო სეზონში "ატლანტასთვის". ასე რომ, გუნდმა დაამყარა ახალი საკლუბო რეკორდი სეზონში მოპოვებული გამარჯვებების რაოდენობით. წინა რეკორდი - 57 მოგება "ჰოქსმა" 1986-87 წლების სეზონში დაამყარა და 1993-94 წლების სეზონში გაიმეორა.

- "სან ანტონიოს" მოთამაშეებმა - ტიმ დანკანმა, ტონი პარკერმა და მანუ ჯინობილიმ 730-ე მატჩი ჩაატარეს ერთად ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში. ამით "სპურსის" ვეტერანებმა გაუსწრეს 80-იანი წლების "ბოსტონის" ლეგენდარულ ტრიოს, ლარი ბერდის, კევინ მაკჰეილისა და რობერტ პერიშის შემადგენლობით და პირველ ადგილზე გავიდნენ ერთად ჩატარებული მატჩების რაოდენობით.

- ტიმ დანკანმა გუშინ 9 მოხსნა დააგროვა "ოკლაჰომა-სიტის" წინააღმდეგ, რის შემდეგაც კარიერაში 14 604 მოხსნა დაუგროვდა. ამით მან გაუსწრო კარლ მელოუნს და მეორე ადგილზე გადავიდა იმ მოთამაშეების შორის, რომლებსაც ყველაზე მეტი მოხსნა აქვთ ერთი გუნდის რიგებში. დანკანი ჩამორჩება ლეგენდარულ ბილ რასელს, რომელსაც "ბოსტონის" შემადგენლობაში 21 620 მოხსნა ჰქონდა.

საუკეთესო მომხსნელების საერთო სიაში დანკანი მერვე ადგილს იკავებს.

- "საკრამენტოს" ცენტრმა სიმ ბჰულარმა 16 წამი ითამაშა "მინესოტას" წინააღმდეგ და ინდური წარმოშობის პირველი კალათბურთელი გახდა, ვინც ლიგის ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა.

22 წლის ცენტრი, რომლის სიმაღლე 2.26 მეტრს შეადგენს, ინდოელი ემიგრანტების შვილია. ის კანადაში დაიბადა და ამ ქვეყნის ნაკრებში თამაშობს. ბჰულარმა შარშან ნიუ-მექსიკოს უნივერსიტეტი დაამთავრა და D-ლიგაში თამაშობდა, სანამ "კინგზმა" მასთან 10-დღიანი კონტრაქტი არ გააფორმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
ტრავმირებულ უესტბრუქს გასახდელისკენ მიმავალ გზაზე პოპკორნი ესროლეს! "იუტამ" და "ნიუ იორკმა" წონასწორობა აღადგინეს [VIDEO]
კალათბურთის ღმერთების საჩუქარი, რომელსაც ბრწყინვალე კარიერა წუთ-ნახევარმა წაართვა
NBA. ლეგენდარული MVP-ების ბრძოლაში "ლეიკერსი" დამარცხდა [VIDEO]
გოგას სოლიდური დრო მიეცა და დაცვაში გამოირჩა [VIDEO]
დაძაბული დაპირისპირება კალიფორნიაში [VIDEO]
ყველაზე ახალგაზრდა MVP "დაუდევარ" მწვრთნელს დაუბრუნდა...