გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ფეხბურთის განვითარების ხელშეწყობის 3-წლიანი პროგრამა დაამტკიცა
ქალაქ გორის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა "ლელოსთან" ამასწინანდელ ინტერვიუში განაცხადა, რომ მზადდებოდა "დილას" ხელშეწყობის 3-წლიანი პროგრამა, რომლის საშუალებითაც შესაბამისი პერიოდის განმავლობაში კლუბი მიიღებდა პროგრამულად გაწერილ მატერიალურ მხარდაჭერას.

და აი, ამ დღეებში გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ საფეხბურთო კლუბ "დილას" ფეხბურთის განვითარების ხელშეწყობის 3-წლიან პროგრამაზე დადებითი გადაწყვეტილება მიიღო.

პროგრამის მიხედვით, გორის მერიას განსაზღვრული აქვს 2015 წლის 1-ლი იანვრიდან 2018 წლის 1-ელ იანვრამდე საფეხბურთო კლუბ "დილასთვის" საჭირო ხარჯთაღრიცხვა. დოკუმენტში ნაჩვენებია შესაბამის პერიოდში კლუბის შტატიან და უშტატო თანამშრომელთათვის გამოყოფილი ხელფასები, აგრეთვე - კვების, მივლინების, ოფისის, ავეჯის, ტრანსპორტის მოვლა-შენახვისთვის საჭირო ხარჯების ოდენობა და სხვა.

დოკუმენტის მიხედვით ვიგებთ, რომ წლეულს, 1-ლი იანვრიდან 31 მაისამდე, ანუ მიმდინარე საფეხბურთო სეზონის ბოლომდე კლუბი 1 227 515 ლარს მიიღებს. ახალი სეზონისთვის მოსამზადებელ პერიოდში და უშუალოდ მომავალი ჩემპიონატის პირველი წრის მიმდინარეობისას, ანუ 1-ლი ივნისიდან 31 დეკემბრამდე - 984 831 ლარს.

შესაბამისად, 2015 წელს ფეხბურთის განვითარების ხელშესაწყობად გორის მერია 2 მილიონ ლარზე მეტს დახარჯავს.

ცხადია, ამ პროგრამის ამოქმედება მისასალმებელი ფაქტია და მეტყველებს იმაზე, რომ გორის მერია რეალურად ზრუნავს საფეხბურთო კლუბის მხარდასაჭერად.

"დილას" ხელმძღვანელობას გასულ წლებში არაერთხელ განუცხადებია, რომ ფინანსური გარანტიის მხოლოდ ნახევარ წელიწადზე გათვლილი გეგმა კლუბის ადმინისტრაციასა და ფეხბურთელებს მშვიდად მუშაობის საშუალებას არ აძლევდა. ჩანს, გორულ კლუბს დღესდღეობით უკვე ამ თვალსაზრისით შეუძლია მშვიდად იყოს და გაორმაგებული ენერგიით იბრძოლოს ქვეყნის ჩემპიონის ტიტულისთვის.

საყურადღებოა ისიც, რომ გორი - 2017 წელს 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საქართველოში გასამართავი ფინალური ეტაპის მასპინძელ ოთხ ქალაქს შორისაა. ამ ჩემპიონატის ღირსეულად მასპინძლობისთვის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე მნიშვნელოვანი სამუშაოების ჩატარება იგეგმება, რომელთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავი იქნება სტადიონის ჩრდილოეთ ტრიბუნის აგება, ღამის განათებისა და ახალი ტაბლოს დამონტაჟება.

ეს სამუშაოები, სავარაუდოდ, უკვე ცენტრალური ბიუჯეტიდან უნდა დაფინანსდეს.

თუ გორის მერიის 3-წლიანი პროგრამა შეუფერხებლად იმუშავებს, საფეხბურთო კლუბი სწორად და პრაგმატულად გახარჯავს მის ხელთ არსებულ თანხას და სტადიონის კეთილმოწყობის პროცესიც წარმატებით განხორციელდება; გორს მიეცემა სერიოზული შანსი, უახლოეს წლებში ქართული ფეხბურთის ერთ-ერთ სერიოზულ კერად იქცეს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

gizog
ჩემპიონატის წარმატებით დამთავრებას ვუსურვებ გორელებს, თასის რევანში ჩემპიონატზე აგეღოთ. რაიონმა, რომელმაც ამდენი გაიღო ფეხბურთისთვის ღირსია დიდი ფეხბურთით მოტანილი სიხარულისა.
gizog
როგორც ფეხბურთის გულშემატკივარი ძალიან გახარებული ამ ამბით. რამდენად მისაბაძია ეს უკვე კლუბმა უნდა დაამტკიცოს. ამ დახმარებით გუნდმა უნდა შექმნას მომავალში სხვა ძირითადი შემოსავლების წყაროები, ძირითადად ეს უნდა იყოს ევრო თამაშებზე სერიოზული გამოსვლა ეს აუცილებლად გამოიწვევს მაყურებლის მოყვანას სტადიონზე. (მე მახსოვს ძველი დრო დააწყვილე დააკენტეო და გუნდს 3, 4, 5 ბურთი გაჰქონდა თამაშზე და მაყურებელიც უამრავი მიდიოდა)გუნდი უნდა აეწყოს საკუთარ სემოსავლებზე, რომელიც დამოკიდებული იქნება მისსავე ნაჩვენებ შედეგზე. სხვაგვარად ამას მხოლოდ გაზარმაცება მოაქვს.
puma
აი ეს არის მიდგომა, რასაც ხშირად ამბობდა კლუბის მენეჯერი, და ყველა ფეხბურთში ჩახედული ადამიანი. მიბაძეთ გოსრის მერს და საერთოდ ადგილობრივ ხელისუფლებას. 3 წელიწადში ნახავთ ეს თანხა რანდენ დივიდენტებს დატოვებს. მათ გასაგონად ვისაც არ ჯეროდა..
ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...
"საქართველო საოცარი ქვეყანაა, მათ რუსები არ მოსწონთ და ჩვენი მსგავსი მენტალიტეტი აქვთ" - ინტერვიუ "გაგრას" უკრაინელ ფორვარდთან
"იბერიამ" "ლეგანესიდან" მცველი დაიმატა
"ნაპოლიმ" "ბაიერს" მცველი 30 მილიონად მიჰყიდა
[PHOTO] "ჩემი სათამაშოები" - რონალდომ თავისი ძვირფასი ავტოპარკი აჩვენა
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
"რეალმა" სათამაშო პრაქტიკის მისაღებად მასტანტუონო იტალიაში გაანათხოვრა
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
მიდის თუ რჩება - ილია ზაბარნიმ თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
აკრძალული ნივთიერება მუდრიკის ორგანიზმი საქართველოსთან მატჩის წინ მოხვდა - უკრაინელი ჟურნალისტი ფეხბურთელის დისკვალიფიკაციაზე ინფორმაციას ავრცელებს
"ჩემი ოცნება "მილანთან" ერთად რაიმეს მოგება იყო" - მოდრიჩმა "როსონერიში" თავის მისიაზე ისაუბრა
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
[VIDEO] მძიმე მატჩი, შედეგი სასურველი - "იბერია 1999"-ს მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
გადადის თუ არა ფერან ტორესი პსჟ-ში?
"შალკემ" 40 წლის ჯეკოს კონტრაქტი გაუგრძელა
"დილამ" 19 წლის ბურკინა ფასოელი მცველი დაიმატა
"ჯიქი" და გორის სარაგბო რესურსი
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
გორის "დილა" ახალ მფლობელს ოფიციალურად გადაეცა
ჩხუბი მწვრთნელსა და ფეხბურთელს შორის - "იბერიამ" ღუდუშაური მთავარი გუნდიდან მოკვეთა
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
გორის მერი: პროცესის შეწყვეტა ჩემთვის დიდი დარტყმა იქნება
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
"დილა" აუქციონზეა! დიდი ალბათობით, კლუბს ებრაული ბიზნესჯგუფი შეიძენს
"მადლობის ნაცვლად ქონება წამართვეს, ამიტომ ახლა ვითხოვ სტადიონს, ანუ - ჩემს ქონებას"
ავი ციონი: ჩვენ მოვედით იმისთვის, რათა "დილას" პრობლემები აღმოვფხვრათ
"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა