მონღოლი ძიუდოისტი ამარტუვშინ დაშდავაა თბილისის "დიდ მუზარადსა" და სპეციფიკური ვარჯიშის მეთოდზე საუბრობს
ძიუდოს ქართველ ქომაგს საშუალება მიეცა, თბილისის "დიდ მუზარადზე" ცოცხლად ეხილა რამდენიმე ვარსკვლავის ჭიდაობა.

ერთ-ერთი მათგანი მონღოლი ამარტუვშინ დაშდავააა, 60 კილოგრამში მსოფლიოს 2013 წლის ვიცე-ჩემპიონი. ის ამირან პაპინაშვილის ერთ-ერთი ყველაზე უხერხული მეტოქეა და აკი თბილისშიც მოუგო ბრინჯაოსთვის ბრძოლაში. თუმცა ამასობაში მონღოლს ლუხუმ ჩხვიმიანიც წამოეწია, რომელმაც სამსუნში დაამარცხა ის.

მონღოლეთის ნაკრები სადღეისოდ მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესია, 60 კილოგრამში მათ გუნდში ყველაზე დატვირთულია - დაშდავაა ხომ მსოფლიოს 2013 წლის ჩემპიონია და შარშან ამავე წონაში ბოლდბაატარ განბატმა გაიმარჯვა. მათი ჭიდაობა დიდწილად მონღოლურ ეროვნულ ჭიდაობას ემყარება, თუმცა მას შემდეგ, რაც ძიუდო ავთენტურ ფესვებს დაუბრუნდა, ეს კოზირები თითქოს გამოაცალეს. ოღონდ რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ამის შემდეგ კიდევ უფრო მოუმატეს.

იქაურთა მზადების რეჟიმზე ლეგენდები დადის, ხოლო ინტერნეტში საოცარი კადრები ვრცელდება.

შევეცადეთ, დაშდავაასთან საუბრისას ამაზეც გაგვეგო კონკრეტული ამბავი, მაგრამ საუბარს თავი აარიდა. საერთოდაც, გულღია ადამიანი კი ჩანს, მაგრამ მომეჩვენა, რომ პირდაპირ პასუხებს გაურბოდა. თუმცა დისციპლინასა და მწვრთნელთან დაკავშირებით რაც თქვა, სადღაც შემშურდა კიდეც - ჩვენთან ასეთი სიმკაცრე გამორიცხულია. არადა, საჭიროა.

მასთან საუბრისას დროში შეზღუდულები ვიყავით და მხოლოდ რამდენიმე კითხვით მივმართეთ. საბოლოოდ, ბლიც-ინტერვიუ უფრო გამოგვივიდა, ვიდრე - ინტერვიუ.

- სალიცენზიო რეიტინგში ქულების ნაკლებობას არ განიცდით. ალბათ, აქ ჩამოსასვლელად მთავარი მოტივაცია უფრო შიდა კონკურენცია იყო...

- მე ძალიან მომწონს საქართველოს ნაკრები, ყოველთვის მინდოდა აქ ჩამოსვლა და ჭიდაობა. ორი წლის წინ, მსოფლიოს ჩემპიონატზე ნახევარფინალში თქვენს სპორტსმენ ამირან პაპინაშვილს მოვუგე. შარშან უკვე მან მომიგო, ახლა კი მესამე ადგილისთვის შეხვედრაში დავამარცხე. ის კარგი მოჭიდავეა.

- დიდი კონკურენცია გაქვთ ერთმანეთში - უკვე მეხუთედ შეხვდით... როგორია თქვენი პიროვნული დამოკიდებულება მის მიმართ, როგორც ერთ-ერთი მთავარი კონკურენტისა?

- ჩვენ მართლაც მეხუთედ შევხვდით ერთმანეთს. ორჯერ მე მოვუგე, სამჯერ - იმან მაჯობა. როგორც გითხარით, კარგი მოჭიდავეა, კარგად იყენებს თქვენი ნაციონალური ჭიდაობის ილეთებს. ის ძლიერია.

- არ გეშინიათ მისი?

- მე არაფრის მეშინია (იცინის), ის ჩემი მეგობარია.

- "იუთუბზე" თქვენი ნაკრების ვარჯიშის ვიდეოკლიპი გავრცელდა, სადაც მწვრთნელი მუცლის პრესის გასავითარებლად ბეისბოლის ჯოხით ძლიერად გირტყამდათ. ყოველდღე ასე ვარჯიშობთ თუ ეს გამონაკლისი შემთხვევა იყო, როგორც სპეციალური ელემენტი?

- ძიუდო ისეთი სპორტია, მას გამუდმებული ვარჯიში სჭირდება. დღეში ორჯერ ვვარჯიშობთ - დილით საათ-ნახევარი და საღამოს სამი საათი. როგორც ჯარისკაცებს, ჩვენც ისე გვწვრთნიან. ძალიან მნიშვნელოვანია პასუხისმგებლობა და დისციპლინა. ვარჯიშს თუ გავაცდენ, მწვრთნელი ქამრით მცემს.

იხილეთ ვიდეო

- არ აპროტესტებთ?

- არა. როგორც ვთქვი, დისციპლინა მთავარია.

- კიდევ ხომ არ გაქვთ ვარჯიშის რამე განსაკუთრებული მეთოდები?

- არის, მაგრამ ეს საიდუმლოა (იცინის).

- თქვენს ეროვნულ ჭიდაობას რამდენად დიდი როლი აკისრია მონღოლური ძიუდოს წარმატებებში და რა არის მისი არსი, როგორია თქვენი ეროვნული ჭიდაობა?

- მონღოლეთი საჭიდაო ქვეყანაა, ყველა ძიუდოისტი ჭიდაობს მას - იქიდან მოდიან და მას ეფუძნება ჩვენი ჭიდაობა. მეც ხშირად დავდივარ ჩვენი ეროვნული ჭიდაობის შეჯიბრებებზე და ვმონაწილეობ მათში, რაც ძალიან მეხმარება.

- იმედია, მომავალში ისევ გიხილავთ ჩვენს ტურნირზე...

- დიდი სიამოვნებით ჩამოვალ მომავალშიც.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
[მსოფლიო ჩემპიონატი] წილისყრა დასრულდა - ქართველი ძიუდოისტების ბადე ცნობილია
მსოფლიო ჩემპიონატი სამშობლოში - ქართველ ძიუდოისტებს იაპონელებთან დიდი ბრძოლა ელით!
მინსკი 2019. ლუკა მაისურაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ლაშა შავდათუაშვილი მედლის გარეშე დარჩა
პაპინაშვილი და მხეიძე მე-3 ადგილისთვის იჭიდავებენ(განახლებადი)
მსოფლიოს ჩეპიონატისთვის საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების განაცხადი ცნობილია
ძიუდოისტთა რეიტინგები: ვინ გველოდება ბრაზილიაში [დასაწყისი, -60 კგ]
ამირან პაპინაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოსთვის იჭიდავებს
[შეჯამება] დაცალკევებული ნაკრები, ოქროს ტურისტი და მსოფლიო ჩემპიონატი ძიუდოს სამშობლოში