”მანჩესტერის” და ინგლისის ნაკრების თავდამსხმელმა 2010 წელი გაიხსენა და იმედი გამოთქვა, რომ ცუდი დროება წარსულს ჩაბარდა

უეინ რუნიმ კოშმარული 2010 წელი წარსულს ჩააბარა და მომავალს იმედით შეჰყურებს. ამის შესახებ „მანჩესტერ იუნაიტედისა“ და ინგლისის ნაკრების თავდამსხმელმა „სანთან“ ინტერვიუში ილაპარაკა, ჩვენ კი ყველაზე საინტერესო ციტატებს გთავაზობთ.

აი, მაგალითად, იცოდით, რომ რუნი ყოველი თამაშის წინ „ოლდ ტრეფორდზე“ ფიზიოთერაპიის კაბინეტში განმარტოვდება და ლოცულობს? და ამისთვის დროს როდის პოულობს იცით? როდესაც სხვა ფეხბურთელები პატრის ევრას შერჩეულ „რიტმ ენდ ბლუზს“ უსმენენ. კიდევ, რუნის ჰგონია, რომ იმ საშინელ დღეებში, როდესაც ის „მანჩესტერ იუნაიტედს“ ახალ კონტრაქტზე ევაჭრებოდა, უფალი ზემოდან დაჰყურებდა და იღიმებოდა. 25 წლის თავდამსხმელს დღეს უკვე ესმის, რომ მას კლუბის მომავალზე სერ ალექს ფერგიუსონისგან, დევიდ გილისა და გლეიზერებისგან პასუხი არ უნდა მოეთხოვა.

საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა - ოქტომბრის მიწურულს რუნიმ „იუნაიტედთან“ ახალი ხუთწლიანი ხელშეკრულება გააფორმა და კვირაში 250 ათას ფუნტს იღებს. ახლა ის კვლავ ზეცისკენ აღაპყრობს ხელებს და გოლების ძველებურად გატანაში დახმარებას შესთხოვს. არადა, რა კარგად იწყებოდა 2010...

„ყოველი შეხვედრის წინ რიტუალი მაქვს: გახურების შემდეგ ფიზიოთერაპიის ოთახში შევდივარ და ვლოცულობ. ნერვიულობა არ მჩვევია. ჩემი აიპოდი მაქვს და მუსიკასაც ჩემსავე შერჩეულს ვუსმენ - პატრის ევრას გემოვნებით დაკრულ მელოდიებს არ ვეკარები. ჩემ თხოვნებს უფალი თუ შეისმენს? სამჯერ პრემიერლიგის ჩემპიონი გავხდი, ორჯერ „ქარლინგის“ თასი მოვიგე და ჩემპიონთა ლიგის მფლობელი ვარ... ამაზე მეტი რა უნდა მენატრა? იმედი მაქვს, ახალ ტიტულებს მომავალშიც მოვიპოვებთ. მინდა ჯილდოებით გიგზს, გარი ნევილს და სქოულზს მივუახლოვდე“.

ოქტომბრის მოვლენებიდან ყველაზე თვალშისაცემი და მოულოდნელი ალექს ფერგიუსონის ინტერვიუ გახლდათ. ის 19-ში გამოქვეყნდა და გადაიცა. „იუნაიტედის“ თავკაცმა, ყველასთვის მოულოდნელად, საჯაროდ დაასაბუთა, რომ რუნი „ოლდ ტრეფორდიდან“ წასვლას ცდილობდა. შემდეგ კი მოვლენები კიდევ უფრო მოულოდნელად განვითარდა: ფერგიუსონის განცხადებიდან რამდენიმე დღის შემდეგ თავდამსხმელმა განაცხადა, რომ არსად მიდის და ძველ კლუბთან ახალ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.

„თავიდან მწვრთნელსა და დევიდ ჰილს შევხვდი, რომელთაგანაც დაჟინებით ვითხოვდი პასუხებს გარკვეულ კითხვებზე. დღევანდელი გადასახედიდან ვგრძნობ, რომ ეს ჩემი საქმე არ იყო. არადა, მინდოდა მივმხვდარიყავი ახალი კონტრაქტის დადება შეცდომა ხომ არ იქნებოდა. ასე, მაინც, არ უნდა მოვქცეულიყავი. ბედნიერი ვარ, საბოლოოდ ყველაფერი რომ დალაგდა“.

რუნი ამბობს, რომ როგორც კი მთავარი საკითხი მოგვარდა და მან „მანჩესტერ იუნაიტედში“ დარჩენა გადაწყვიტა, საკონტრაქტო დეტალების შეთანხმებას ორ საათზე მეტი აღარ დასჭირვებია.

„ხუთშაბათი საღამო იყო გლეიზერებს, მწვრთნელს და გილს რომ ველაპარაკე. მათ დამირეკეს, დამიბარეს და დამარწმუნეს, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი“ მომავალშიც უმაღლესი ჯილდოებისთვის განაგრძობდა ბრძოლას. როგორც კი ვიგრძენი, რომ „იუნაიტედის“ ამბიცია არ დაკნინებულა, ჩემს აგენტს დავურეკე და გილთან შეხვედრა დავუნიშნე. მეორე დღეს მე უკვე სავარჯიშო მოედანზე ვიყავი, საკონტრაქტო დეტალების შეთანხმებას კი ორად ორი საათი დასჭირდა“.

მაგრამ, ამ ისტორიაში არის კიდევ ერთი საკითხი, თან საკმაოდ პრინციპული: „იუნაიტედთან“ მოლაპარაპაკება რომ ჩაშლილიყო, რუნი მართლა „მანჩესტერ სიტიში“ გადავიდოდა? „წარმოშობით ევერტონელმა“ ამ კითხვაზე ასე უპასუხა:

„ვიცი, ხალხი ლაპარაკობს, რომ „მანჩესტერ სიტი“ დიდძალ გასამრჯელოს მთავაზობდა და მე ისტლენდზე ვაპირებდი გადასვლას, მაგრამ გარწმუნებთ ასეთი რამ ვერ მოხდებოდა. ეს გამორიცხული იყო.

რა? „ლივერპული“? უმალ „მანჩესტერ სიტიში“ გადავიდოდი, ვიდრე „ლივერპულში“. ამ ორ კლუბში ვერასდროს ვითამაშებდი. მოკლედ, კარიერაში ძალიან რთული პერიოდი გადავლახე და სწორი გადაწყვეტილება მივიღე. ახლა თავს ბედნიერად ვგრძნობ. რაც ახალ კონტრაქტს მოვაწერე ხელი, უკეთაც ვთამაშობ და მალე გოლების გატანასაც ძველებურად დავიწყებ.

ხშირად მეკითხებიან, კარიერას „მანჩესტერ იუნაიტედში“ თუ დავასრულებ. იმედი მაქვს, რომ სწორედ ასე მოხდება. ახალი კონტრაქტის თანახმად „იუნაიტედში“ 30 წლამდე უნდა დავრჩე. იმედი მაქვს, რომ მერეც არსად წავალ, თუმცა, არა მგონია, გიგზისა და სქოულზისავით ხანგრძლივი კარიერა მქონდეს. ამას შესაფერისი აღნაგობა და ორგანიზმი სჭირდება. მე სხვა კომპლექციის კაცი ვარ“.

დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
"ტოტენჰემს" დე ძერბი ჩაიბარებს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე