ვითიბი ლიგის მორიგ ტურში მანუჩარმა თავი გამოიჩინა - მან მინსკში, "ცმოკისთან" 109:68 მოგებულ მატჩში 20 ქულა მიითვალა
მოსკოვის ცსკა-ს ქართველმა ლეგიონერმა მანუჩარ მარკოიშვილმა მშვენიერი წინასასეზონო მატჩები ჩაატარა, თუმცა ოფიციალურ მატჩებში მის შედეგიანობას ტრავმამ შეუშალა ხელი.

ვითიბი ლიგის მორიგ ტურში მანუჩარმა თავი გამოიჩინა - მან მინსკში, "ცმოკისთან" 109:68 მოგებულ მატჩში 20 ქულა მიითვალა.

მარკოიშვილმა სასტარტო ხუთეულში 27:08 წუთი ითამაშა და არმიულ გუნდში, შესაბამისად, მთლიანად მატჩში საუკეთესო იყო. მანუჩარმა 2-დან 2 ორქულიანი, 9-დან 5 სამიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო.

20 ქულასთან ერთად, ქართველ უკანახაზელს 4 მოხსნა, 3 პასი და 2 ჩაჭრა ჰქონდა, ბურთი კი ერთადერთხელ დაკარგა.

მარკოიშვილის მარგი ქმედების კოეფიციენტმა 23 ერთეული შეადგინა და ეს შედეგი ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო. ცსკა-ს შემადგენლობაში, მანუჩარის კვალზე, 17 ქულა ჰქონდა პაველ კორობკოვს, 16 - ანდრეი კირილენკოს, ფრანგმა ნანდო დე კოლომ 12 ქულა მიითვალა.

რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე 1 ტურია დარჩენილი, თუმცა ცსკა-ს პირველი ადგილი განაღდებული აქვს და მეოთხედფინალურ სერიაში, რომელში გამარჯვებაც 3 მოგებამდეა, მერვეადგილოსანს შეხვდება.

მეოთხედფინალურ სერიაში ცსკა-ს სავარაუდო მეტოქე ტალინის "კალევი" იქნება. რეგულარული ჩემპიონატის ბოლო ტურს ცსკა 26 აპრილს, შინ სარატოვის "ავტოდორთან" გამართავს.

წყარო: gbf.ge

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
[VIDEO] ევროლიგის გამარჯვებული ფენერბაჰჩე გახდა
“თუ გინდა რაიმე დიდს მიაღწიო, წინ პატარა ნაბიჯებით უნდა იარო”- მანუჩარ მარკოიშვილის ინტერვიუ
შენგელია "ვირტუსში" საუკეთესო იყო | ბოლონიელებმა მონაკოში წააგეს
მანუჩარ მარკოიშვილი "მონაკოს" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა
[VIDEO] მარკოიშვილის "მონაკომ" "ოლიმპიაკოსი" დაამარცხა და ევროლიგის ფინალში ითამაშებს
მანუჩარ მარკოიშვილის გაწვრთნილმა "მონაკომ" ევროლიგაში "ოლიმპიაკოსი" დაამარცხა