"ჩელსიმ" და "არსენალმა" გაჭირვებით მოიგეს
* სერხიო აგუერომ "მანჩესტერ სიტის" მაისურით გოლების რაოდენობა 100-მდე გაზარდა.

* თუკი მანუელ პელეგრინის გაუშვებენ, "სიტის"დროებით პატრიკ ვიეირა ჩაუდგება.

ბენტეკე "აღდგა"

ტიმ შერვუდმა თავის ყოფილ გუნდზე შური იძია და სიხარული არც დაუმალავს. "ტოტენჰემის" ყოფილმა თავკაცმა ემოციურად აღნიშნა ერთ დროს მისთვის მშობლიურ "უაით ჰართ ლეინზე" მისი ამჟამინდელი კლუბის, "ასტონ ვილას" გამარჯვება.

ბირმინგემელები უკვე 6 ქულით მოსწყდნენ გასავარდნ ზონას. მათ რიგებში მთავარი კაცი კრისტიან ბენტეკე იყო, რომელსაც ბოლო 3 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი. ბელგიელმა ოსტატური თავურით მოაგებინა "ვილას". როგორც ჩანს, მაურისიო პოჩეტინოს გუნდი მეტისთვის მზად აღარ იყო და სადამდეც შეეძლო, იბრძოლა, ამ წაგებით კი ოთხეულზე ოცნება მორჩა.

...პელეც

"ტოტენჰემის" მარცხით მშვენივრად ისარგებლა "საუთჰემპტონმა" და ლონდონელებს გადაასწრო. მართალია, გადარჩენისთვის მებრძოლი "ჰალი" თავიდან "სენტ მერიზე" უპირატესობას ფლობდა, მაგრამ მერე "წმინდანებმა" იძალეს. ერთ-ერთი გოლი გრაციანო პელემ გაიტანა, იტალიელმა დეკემბრის მერე პირველად გამოიჩინა თავი. "საუთჰემპტონის" ფანებს კონკრეტულად ეს ფაქტი მოგებაზე ნაკლებად არ გახარებიათ.

სასიხარულო იყო ჯეიმს უორდ-პრაუსის გოლიც, "წმინდანების" აღზრდილმა ახალგაზრდამ თავის 85-ე მატჩში მეორე გოლი გაიტანა. ვთქვათ ისიც, რომ ვიქტორ ვანიამამ ამ შეხვედრაში სეზონში მე-10 ყვითელი მიიღო, რის გამოც 2 მატჩის გამოტოვება მოუწევს.

დერბი

მანჩესტერული დერბი ისე დაიწყო, კაცი იფიქრებდა, "სიტი" ზედიზედ მე-5 დერბის მოუგებს "იუნაიტედსო". "წითელი ეშმაკების" დაცვის ხაზში თითქოს პანიკა იყო და ზედიზედ რამდენიმე სახიფათო შეტევა "ქალაქელებმა" საბოლოოდ ლოგიკური გოლით დაასრულეს, დავიდ სილვამ სერხიო აგუეროს გაატანინა. ლუი ვან გაალის ბიჭების დაბნეულობა დიდხანს არ გაგრძელდა და მათ ანგარიში მალე გაათანაბრეს - მეკარე დავიდ დე ხეას წამოწყებული იერიში ეშლი იანგმა დააგვირგვინა. "ოლდ ტრაფორდზე" გამართული მატჩის გმირიც სწორედ იანგი იყო.

მალევე მან საგოლედ უპასა მარუან ფელაინის და ბოლოს კრის სმოლინგსაც გაატანინა. სმოლინგამდე კი თავისი ბურთი ხუან მატამაც შეაგდო, უეინ რუნის პასის მერე, მაგრამ თითქოს ესპანელი თამაშგარეში იყო. იმ დროს "მანჩესტერ იუნაიტედი" უკვე იგებდა და ზოგადად, აშკარად უკეთ ითამაშა, ვიდრე მისმა მეტოქემ.

სათქმელია ისიც, რომ პირველი ორი გაშვებული გოლისას, გაელ კლიშის არც ისე დამაჯერებელ თამაშზე შეგვიძლია საუბარი. "ქალაქელთათვის", უფრო სწორად კი, პირადად აგუეროსთვის ერთადერთი დამამშვიდებელი ის არის, რომ კუნმა დუბლი შეასრულა და ახლა მასაც 19 გოლი აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ბომბარდირთა დავაში დიეგო კოშტასა და ჰარი კეინს გაუთანაბრდა.

მას ერთგვარი იუბილეც გამოუვიდა, არგენტინელმა 158-ე მატჩი ჩაატარა "ქალაქელების" მაისურით და თავისი 99-ე და მე-100 ბურთები შეაგდო.

ასე რომ, "მანჩესტერ იუნაიტედი" უკვე 4 ქულით მოსწყდა თანაქალაქელს და ისევ ერთით ჩამორჩება "არსენალს". "სიტის" კი ახლა უკვე იმაზე აქვს საფიქრალი, რომ მე-4 ადგილი მაინც დაიცვას.

იხილეთ ვიდეო

"ჩელსი" და "არსენალი"

"არსენალს" ამჯერად ძალიან თვალწარმტაცი და სანახაობრივი თამაში არ შემოუთავაზებია, მაგრამ ფრთხილად ითამაშა და რაც მთავარია, მოიგო. ერთადერთი გოლი "ბარნლის" კარში აარონ რემზიმ გაიტანა. არსენ ვენგერის ბიჭებმა კი ზედიზედ მერვედ იმარჯვეს.

იხილეთ ვიდეო

დაახლოებით ამ სტილში მოიგო თავისი მატჩი "ჩელსიმაც", იმავე ანგარიშით, მაგრამ შედარებით უფრო მძიმედ და ნერვიულობით. თამაშის მხრივ, გამარჯვებასთან ცოტა უფრო ახლოს, შესაძლოა, "ქუინზ პარკიც" კი იყო, მაგრამ რობერტ გრინის შეცდომას მშვენივრად გათამაშებული კომბინაცია მოჰყვა და 88-ე წუთზე დიეგო კოშტას გარეშე მოთამაშე "ლურჯებმა" მაინც იძალეს - ედენ აზარმა სესკ ფაბრეგასს გაატანინა.

ეს იყო პირველი და ერთადერთი ზუსტი დარტყმა, რომელიც "ჩელსიმ" ამ შეხვედრაში შეასრულა. მასპინძლებმა მეტოქის კარისკენ 15-ჯერ დაარტყეს და აქედან 4-ჯერ კარშიც, მაგრამ ვერცერთხელ იხეირეს. გაშვებული გოლისას "ლოფტუს როუდზე" პუბლიკა იმდენად აღშფოთდა, რომ რამდენიმე ფანმა მინდორზე სხვადასხვა ნივთიც კი ისროლა და ერთ-ერთი მათგანი ბრანისლავ ივანოვიჩს მოხვდა, რის შესახებაც სერბმა მსაჯს, ანდრე მარინერს ამცნო.

ჟოზე მოურინიოს გუნდისთვის ეს გამარჯვება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იმ კუთხითაც გახლავთ, რომ მომავალი ორი მატჩი მის ბიჭებს ყველაზე ახლოს მყოფ კლუბებთან - "მანჩესტერ იუნაიტედთან" და "არსენალთან" აქვთ.

იხილეთ ვიდეო

სხვადასხვა

"სანდერლენდმა" ბოლო 3 საშინაო მატჩიდან 2-ში 4 გოლი გაუშვა და ისევ რთულ მდგომარეობაშია, თანაც დარჩენილი 6 მატჩიდან 4 გასვლაზე აქვს, მხოლოდ "ნიუკასლთან" მოგებული დერბი კი დიკ ადვოკაატს არ ეყოფა. "ლაითზე" იანიკ ბოლაზის ბენეფისი შედგა. მას ისედაც ბრწყინვალე სეზონი აქვს, მაგრამ ეს გოლებში არ აისახებოდა და ახლა ამ მხრივაც გამოსწორდა ყველაფერი. ბოლაზიმ პირველი ბურთი გლენ მარეის გაატანინა, ხოლო მერე სამი თავად შეაგდო. ეს ყველაფერი 12-წუთიან მონაკვეთში მოხდა.

"ლესტერს" "ჰოუსორნზე" წინა 21 სტუმრობისას მხოლოდ ერთხელ მოეგო და თითქოს, "მელიებს" არც ამჯერად უნდა ჰქონოდათ დიდი შანსები, მაგრამ... "ლესტერი" ორჯერ აგებდა, მაგრამ საბოლოოდ იმარჯვა, ჯეიმი ვარდიმ ბოლო წამებზე ეფექტური გოლი შეაგდო. ლესტერშირელებს უკანასკნელ 3 შეხვედრაში 8 გოლი აქვთ გატანილი, ამდენის გასატანად მათ იქამდელი 10 შეხვედრა დასჭირდათ. გუნდი ახლა 3 ქულითღა ჩამორჩება უსაფრთხო ზონას.

"ვესტ ჰემ იუნაიტედი" აარონ კრისუელის მიერ გატანილი ულამაზესი ჯარიმით აპირებდა სემ ალარდაისისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვების მოპოვებას, მაგრამ "ჩაქუჩებმა", რომლებსაც ახლა უკვე ბოლო 11 მატჩში (უშუალოდ პრემიერლიგაში ბოლო 10 მატჩში) ერთადერთი მოგება აქვთ, მაინც გაუშვეს.

1:1 დასრულდა "სუონსი"-"ევერტონის" უღიმღამო მატჩიც. "კანფეტები" უელსური გუნდისთვის უხერხულ მეტოქედ რჩებიან. "სუონსის" "ევერტონი" პრემიერლიგაში ჯერ არასდროს დაუმარცხებია.

ინგლისი. პრემიერლიგა. XXXII ტური

11 აპრილი

სუონსი-ევერტონი 1:1

გოლები: 0:1 ლენონი (41), 1:1 შელვი (69-პენ.)

სუონსი (4-3-1-2): ფაბიანსკი - რანხელი, ფერნანდესი, უილიამსი, ტეილორი - კი, კორკი, შელვი (84. დაიერი) - სიგურდსონი - რუტლეჯი, გომისი (17. ემნესი)

ევერტონი (4-5-1): ჰოვარდი - კოულმენი, სტოუნსი, ჯაგიელკა, ბეინსი - ბერი - ლენონი, მაკარტი, ბარკლი (86. მირალასი), ოსმანი (28. პიენაარი) - კონე (76. ნეისმიტი)

გაფრთხილება: ტეილორი, ემნესი, უილიამსი - კონე, ჰოვარდი, ლენონი

კუთხური: 3-6 ჯარიმა: 18-12 თამაშგარე: 2-1 კარში დარტყმა: 11(3)-12(8) ბურთის ფლობა: 51%-49%

მაყურებელი: 20 468

ვესტ ჰემი-სტოკი 1:1

გოლები: 1:0 კრისუელი (7), 1:1 არნაუტოვიჩი (90+5)

ვესტ ჰემი (4-3-1-2): ადრიანი - ჯენკინსონი, კოლინსი, რიდი, კრისუელი - ნოუბლი, სონგი (68. ნოლანი), კუიატე - დაუნინგი - სახო (59. კოული), ვალენსია (78. ამალფიტანო)

სტოკი (4-2-3-1): ბეგოვიჩი - კამერონი, შოუკროსი, ვოლშაიდი, უილსონი (49. პიტერსი) - უელანი (67. აირლენდი), ნ’ზონზი - არნაუტოვიჩი, ადამი, მოზესი (44. დიუფი) - უოლტერსი

გაფრთხილება: კოლინსი, ნოლანი, კოული - პიტერსი

კუთხური: 4-10 ჯარიმა: 17-13 თამაშგარე: 2-4 კარში დარტყმა: 11(3)-18(2) ბურთის ფლობა: 34%-66%

მაყურებელი: 34 946

ვესტ ბრომვიჩი-ლესტერი 2:3

გოლები: 1:0 ფლეტჩერი (8), 1:1 ნიუჯენტი (20), 2:1გარდნერი (26), 2:2 ჰუტი (80), 2:3 ვარდი (90+1)

ვესტ ბრომვიჩი (4-4-2): მაიჰილი - დოუსონი, მაკკოლი, ლესკოტი, ბრანტი - გარდნერი (73. ოლსონი), ფლეტჩერი, იაკობი, მორისონი - ბერაჰინო, იდეიე ბრაუნი (60. ანიჩებე)

ლესტერი (4-4-1-1): შმეიხელი - დე ლაეტი (46. ვასილევსკი), ჰუტი, მორგანი, შლუპი - ოლბრაიტონი, ჯეიმსი (60. კინგი), კამბიასო, ვარდი - ნიუჯენტი - ულოა (64. მაჰრეზი)

გაფრთხილება: გარდნერი, ფლეტჩერი - ოლბრაიტონი, ჰუტი

კუთხური: 4-6 ჯარიმა: 15-15 თამაშგარე: 0-3 კარში დარტყმა: 8(5)-12(4) ბურთის ფლობა: 44%-56%

მაყურებელი: 26 768

ტოტენჰემი-ასტონ ვილა 0:1

გოლი: 0:1 ბენტეკე (35)

ტოტენჰემი (4-2-3-1): ვორმი - კირიკეში (79. იედლინი), ფასიო, დაიერი, როუზი - მეისონი, ბენთალები - თაუნსენდი (79. ლამელა), შადლი (62. სოლდადო), ერიკსენი - კეინი

ასტონ ვილა (4-3-3): გუზანი - ბაკუნა, ვლაარი, კლარკი (18. ბეიკერი), რიჩარდსონი - დელფი, სანჩესი, კლევერლი - აგბონლაჰორი (70. კოული), გრილიში (63. ვაიმანი), ბენტეკე

გაფრთხილება: ბენთალები, როუზი, ლამელა - სანჩესი, ბენტეკე, სანჩესი, რიჩარდსონი

გაძევება: სანჩესი (90+4)

კუთხური: 9-6 ჯარიმა: 11-12 თამაშგარე: 5-2 კარში დარტყმა: 14(3)-10(3) ბურთის ფლობა: 58%-42%

მაყურებელი: 35 687

სანდერლენდი-კრ. პალასი 1:4

გოლები: 0:1 მარეი (48), 0:2 ბოლაზი (51), 0:3 ბოლაზი (53), 0:4 ბოლაზი (62), 1:3 ვიქჰემი (90)

სანდერლენდი (4-3-3): პანტილიმონი - ჯოუნსი, ვერხინი, ო’ში, ვან აანჰოლტი - როდუელი, კატერმოლი (65. ბრიდკატი), გომესი (59. ჯონსონი) - ვიქჰემი, ფლეტჩერი, დეფო

კრ. პალასი (4-4-1-1): სპერონი - უარდი, დანი, დელანი, სუარე (35. კელი) - მაკარტური (69. ლედლი), იედინაკი, ზაჰა, პანჩონი - მარეი - ბოლაზი (71. სანოგო)

გაფრთხილება: როდუელი, კატერმოლი - დანი, მაკარტური

კუთხური: 8-4 ჯარიმა: 15-17 თამაშგარე: 0-0 კარში დარტყმა: 12(3)-14(5) ბურთის ფლობა: 54%-46%

მაყურებელი: 42 073

საუთჰემპტონი-ჰალი 2:0

გოლები: 1:0 უორდ-პრაუსი (56-პენ.), 2:0 პელე (81)

საუთჰემპტონი (4-2-3-1): დევისი - ალდერვეირელდი, ფონტე, იოშიდა, ბერტრანი - ვანიამა (46. უორდ-პრაუსი), შნედერლენი - ლონგი (74. ელია), დევისი, მანე (61. ტადიჩი) - პელე

ჰალი (4-4-2): ჰარპერი - ჩესტერი (64. დიამე), დოუსონი, ბრიუსი, მაკშეინი - ელმოჰამადი, ლივერმორი, ჰადლსტოუნი (74. საგბო), ქუინი - ალუკო (84. ერნანდესი), ნ’დოი

გაფრთხილება: პელე, ვანიამა -

კუთხური: 2-5 ჯარიმა: 7-11 თამაშგარე: 2-0 კარში დარტყმა: 9(4)-14(3) ბურთის ფლობა: 53%-47%

მაყურებელი: 30 359

ბარნლი-არსენალი 0:1

გოლი: 0:1 რემზი (12)

ბარნლი (4-4-2): ჰიტონი - ტრიპიერი, დაფი, შეკელი, მი - ბოიდი, არფილდი, ჯონსი (90+3. ტეილორი), ბარნსი - ვოუკსი, ინგსი

არსენალი (4-2-3-1): ოსპინა - ბელერინი, მერტეზაკერი, კოშელნი, მონრეალი - კოკლენი, კასორლა - რემზი, იოზილი, სანჩესი (90+3. ჩემბერსი) - ჟირუ (82. უელბეკი)

გაფრთხილება: მი, დაფი -

კუთხური: 1-6 ჯარიმა: 15-7 თამაშგარე: 3-2 კარში დარტყმა: 8(4)-17(5) ბურთის ფლობა: 31%-69%

მაყურებელი: 20 615

12 აპრილი

ქპრ-ჩელსი 0:1

გოლი: 0:1 ფაბრეგასი (88)

ქპრ (4-4-2): გრინი - ისლა (90+2. დანი), ონოუოჰა, კოლკერი, ჰილი - ფილიპსი, ბარტონი, სანდრო (81. კრანჩარი), ჰენრი - ზამორა (83. ჰოილეტი), ოსტინი

ჩელსი (4-2-3-1): კურტუა - ივანოვიჩი, კეჰილი, ტერი, ასპილიკუეტა - რამირესი (56. ოსკარი), მატიჩი - ვილიანი (80. კუადრადო), ფაბრეგასი (90+2. ზუმა), აზარი - დროგბა

გაფრთხილება: ზამორა, სანდრო - დროგბა

კუთხური: 5-6 ჯარიმა: 12-6 თამაშგარე: 4-3 კარში დარტყმა: 15(4)-9(1) ბურთის ფლობა: 40%-60%

მაყურებელი: 17 939

მანჩესტერი-სიტი 4:2

გოლები: 0:1 აგუერო (8), 1:1 იანგი (14), 2:1 ფელაინი (27), 3:1 მატა (67), 4:1 სმოლინგი (73), 4:2 აგუერო (89)

მანჩესტერი (4-1-4-1): დე ხეა - ვალენსია, სმოლინგი, ჯოუნსი (75. როხო), ბლინდი - კერიკი - მატა (81. დი მარია), ერერა, ფელაინი (83. ფალკაო), იანგი - რუნი

სიტი (4-4-1-1): ჰარტი - საბალეტა, კომპანი (46. მანგალა), დემიკელისი, კლიში - ნავასი (74. ლამპარდი), იაია ტურე, ფერნანდინიო, სილვა - მილნერი (63. ნასრი) - აგუერი

გაფრთხილება: - მილნერი, სილვა, კომპანი

კუთხური: 1-5 ჯარიმა: 9-16 თამაშგარე: 3-3 კარში დარტყმა: 11(7)-10(3) ბურთის ფლობა: 59%-41%

მაყურებელი: 75 313

13 აპრილი

ლივერპული-ნიუკასლი 2:0

გოლები: 1:0 სტერლინგი (9), 2:0 ალენი (70)

ლივერპული (4-3-3): მინოლე - ჯონსონი, ჯანი, ლოვრენი, მორენო - ჰენდერსონი, ლუკასი, ალენი - აიბი (58. ბორინი), კოუტინიო, სტერლინგი (89. ლამბერტი)

ნიუკასლი (4-2-3-1): კრული - ტეილორი, იანმაატი, უილიამსონი, ანიტა - აბეიდი (75. არმსტრონგი), კოლბეკი - ობერტანი (67. გუტიერესი), სისოკო, კაბელია - პერესი (86. გუფრანი)

გაფრთხილება: ჯონსონი, მორენო – სისოკო, სისოკო

გაძევება: სისოკო (83)

კუთხური: 6-6 ჯარიმა: 8-17 თამაშგარე: 3-2 კარში დარტყმა: 14(6)-10(3) ბურთის ფლობა: 62%-38%

მაყურებელი: 44 611

იხილეთ ვიდეო

ბომბარდირები: 19 - დიეგო კოშტა (ჩელსი), ჰარი კეინი (ტოტენჰემი), სერხიო აგუერო (სიტი); 17 - ჩარლი ოსტინი (ქპრ); 14 - ალექსის სანჩესი (არსენალი), ოლივიე ჟირუ (არსენალი); 12 - საიდო ბერაჰინო (ვესტ ბრომვიჩი), უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი), ედენ აზარი (ჩელსი); 11 - პაპის დემბა სისე (ნიუკასლი), დავიდ სილვა (სიტი).

მომდევნო ტური

18 აპრილი:

კრ. პალასი-ვესტ ბრომვიჩი, ევერტონი-ბარნლი, ლესტერი-სუონსი, სტოკი-საუთჰემპტონი, ჩელსი-მანჩესტერი

19 აპრილი:

სიტი-ვესტ ჰემი, ნიუკასლი-ტოტენჰემი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

თუ გვარდიოლა წავა - "სიტის" მწვრთნელი ენცო მარესკა გახდება
[VIDEO] "ნოტინგემის" მწვრთნელი გაგიჟდა - მაკ ალისტერმა 97-ე წუთზე "ლივერპულს" 3 ქულა მოუტანა
ანსუ ფატი შესაძლოა, ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "შტუტგარტთან" ქულები გაიყო
გულიაშვილის 71 წუთი - "რასინგმა" მოიგო და ისევ ლიდერია
[VIDEO] დიოკერეშის და ეზეს დუბლები, ტუდორის მძიმე დებიუტი - "არსენალმა" "ტოტენჰემი" გაანადგურა
ოფიციალურად: დუგლას ლუისი "ასტონ ვილაში" დაბრუნდა
ტონალი "რეალის" გეგმებში - იტალიელის დასამატებლად მადრიდელებს სხვა მოთამაშის გაყიდვა მოუწევთ
სქოულზმა "მანჩესტერ იუნაიტედს" კრისტიან რომეროს დამატება ურჩია
[VIDEO] ესეც ზედიზედ 20! "მანჩესტერ სიტიმ" "ფულჰემს" ერთი ტაიმი აკმარა
[VIDEO] მოდი და ნუ გაიქცევი - ჟოაო პედროს კუკურეიას დაცვა, კინაღამ ძვირად დაუჯდა
"მამარდაშვილი კარგი მეკარეა, მაგრამ" - სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა ქართველი
"არსენალმა" "ტოტენჰემს" მთავარი სატრანსფერო სამიზნე წაართვა - ეზეს მომავალი გაირკვა
პსჟ სუპერტრანსფერისთვის ემზადება - შეძლებს 200-მილიონიანი ფეხბურთელის დამატებას?
"გადაცემის შემდეგ ჩემს ნომერს გამოგიგზავნი" - ტიერი ანრიმ ვიქტორ იოკერეშს მიმართა
უარი კერიკს - "რაშფორდს" "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნება არ სურს
"ჩელსის" ლიამ როსენიორი ჩაიბარებს
"რეალს" "ბარსელონას" ამჯობინებს - როდრის კარიერის გაგრძელება სამშობლოში სურს
"ლივერპულში" სალაჰი უნდა შეცვალოს - ინგლისურ გრანდს ამ პოზიციაზე ფავორიტი ჰყავს
[VIDEO] ემერიმ "სტემფორდ ბრიჯზეც" მოიგო - "ასტონ ვილას" ბრწყინვალე სერია და უოტკინსის უნიკალური რეკორდი!
დაბრუნება სურთ - "მანჩესტერ იუნაიტედი" მაკტომინეის ტრანსფერზე მუშაობას გეგმავს
"თუ გორდონი 100 მილიონი ღირს, მაშინ ჩემი ფასი 200 მილიონი იქნებოდა"- ანდრეი არშავინი
[VIDEO] გიჟური მატჩი "ენფილდზე", სობოსლაის სუპერგოლი და გაძევება, ალისონის აკიდებული პენალტი - "ლივერპული" "მანჩესტერ სიტისთან" დამარცხდა
"მომთხოვნი და პირდაპირი ვარ" - "ჩელსის" ახალმა მწვრთნელმა საკუთარი თავი დაახასიათა
"მანჩესტერ სიტი" პრემიერლიგას ვერ მოიგებს" - მაიკლ ოუენი
ოფიციალურად: ტამი აბრაჰამი "ასტონ ვილაში" დაბრუნდა
[VIDEO] "ნოტინგემის" მწვრთნელი გაგიჟდა - მაკ ალისტერმა 97-ე წუთზე "ლივერპულს" 3 ქულა მოუტანა
"მეორე გოლი მის გამო გავუშვით და ეს თავადაც იცის" - კერკეზმა მედიასთან ალისონი გააკრიტიკა
კაზემიროს ტონალი შეცვლის? - იტალიელი "მანჩესტერ იუნაიტედის" სამიზნეა
ცნობილია, რა შემთხვევაში გაათავისუფლებს "ლივერპული" სლოტს
გუნდის ლიდერებს კერიკის დარჩენა სურთ - "იუნაიტედი" მოლაპარაკებებს ნაგელსმანთან აწარმოებს
"პორტოს" "არსენალის" მცველების დამატება სურს - რას ითხოვენ "მეთოფეები"?
"მამარდაშვილს შეიძლება მოთმინება არ ეყოს - "ლივერპული" სხვა მეკარის დამატებას აპირებს?" - ინგლისური მედია
[VIDEO] "არსენალმა" "ასტონ ვილა" დაშალა - ემერი "ემირეითსზე" შეაჩერეს...
"არსენალს" პრემიერლიგაში საუკეთესო შემადგენლობა ჰყავს, მაგრამ მნიშვნელოვან დროს, არტეტა უკან იხევს" - კარაგერმა "მეთოფეების" მთავარი მწვრთნელი გააკრიტიკა
თუ გვარდიოლა წავა - "სიტის" მწვრთნელი ენცო მარესკა გახდება
"უსასრულოდ ვერ მოვითმენდი" - ემერიმ ახსნა, რატომ არ ჩამოართვა არტეტას ხელი
როსენიორის პირველი მოთხოვნა - "ჩელსის" "ბაიერნის" მცველის დამატება სურს
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
[PHOTO] რა ქნას, დარდს იქარწყლებს... - მუდრიკი "სამაგალითოდ" მოქცევას აგრძელებს
იჯარა გამოსყიდვის უფლებით - "რომა" შეტევის ხაზში გაძლიერდა
[VIDEO] ჰავერტცმა ყოფილ გუნდს გაუტანა - "არსენალი" ინგლისის თასის ფინალში ითამაშებს