13 აპრილს გამართულ იუნიორთა ჩემპიონთა ლიგის ფინალში ერთმანეთს დონეცკის "შახტარისა" და "ჩელსის" 19-წლამდელები დაუპირისპირდნენ
"მილანის" ყოფილი მცველი კახა კალაძე ჩემპიონთა ლიგის სამგზის ფინალისტი და ორგზის გამარჯვებული გახლავთ. არავინ უწყის, ამ შედეგს ვინმე როდისმე თუ შესწვდება, მაგრამ ბექა ვაჩიბერაძე კალაძის შემდეგ მეორე ქართველია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშა.

მართალია, ეს იუნიორთა ლიგაში მოხდა, მაგრამ ბოლო დროს ჩვენების წარმატებები ისე იშვიათად გვესმის, ამ თინეიჯერის ამბავმა, ალბათ, ყველა გაახარა - ბექა ვაჩიბერაძემ ლიგის ფინალში გუშინ, 13 აპრილს ითამაშა...

დიდების ტურნირისგან განსხვავებით, იუნიორთა ჩემპიონთა ლიგაში გადამწყვეტი შეხვედრები ოთხთა ფინალის ფორმატში გაიმართა, თამაშებს კი შვეიცარიულმა ნიონმა უმასპინძლა. ნახევარფინალში ბექა ვაჩიბერაძის "შახტარმა" ნახევარფინალში "ანდერლეხტს" 3:1 სძლია და ფინალში გავიდა.

ანგარიშმა შეცდომაში არ შეგიყვანოთ, უკრაინელებმა დაძაბული თამაში მოიგეს. მეორე ტაიმის დასაწყისში კი, საქმეს ისეთი პირი უჩანდა, რომ ბელგიელებს წინ ვერაფერი დაუდგებოდათ. "ანდერლეხტი" მატჩის სადავეებს ფლობდა და 55-ე წუთზე ანგარიშიც გახსნა, მაგრამ დონბასელებმა თამაშის ბედის შემოტრიალება მოახერხეს და საბოლოოდ, 3:1 მოიგეს.

ვაჩიბერაძე საყრდენი გახლდათ და მისი მოვალეობა მეტოქის შეტევების შეჩერება იყო, რასაც თავი კარგად გაართვა და მოგებაში საკუთარი წვლილი შეიტანა. 90-ე წუთზე კი ქანცგაცლილი - მწვრთნელმა შეცვალა. მანამდე ბექა მონაწილეობდა "შახტარის" მწვავე შეტევაში, როდესაც დონეცკელთა თავდამსხმელმა ბურთი ძელს მოარტყა, მეორე ტაიმში კი მეტოქეს ყვითელი ბარათი მიაღებინა. ამ ეპიზოდიდან მალევე ვაჩიბერაძემ თავისიანი დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა, მაგრამ მან ბურთი ვერ დაიმორჩილა და ახლო მანძილიდან კარის აღების შანსი ხელიდან გაუშვა.

მეორე ნახევარფინალში "ჩელსიმ" "რომა" 4:0 გაანადგურა.

ფინალი 13 აპრილს ნიონის სტადიონზე გაიმართა. ვაჩიბერაძემ შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა. ის მარჯვენა საყრდენი ნახევარმცველი გახლდათ. პირველ გოლზე კომენტატორმა ქართველის შეცდომაც დააფიქსირა - ბექა გოლის ავტორ აიზაი ბრაუნს ჩაუწვა, მაგრამ ხელი ვეღარ შეუშალა.

თამაშიდან ისე ჩანდა, რომ მწვრთნელმა ვაჩიბერაძეს ნახევარდაცვაში დაცვითი ფუნქციები დაავალა, დონბასელები კი ძალიან ფრთხილად და უკბილოდ უტევდნენ. ვაჩიბერაძეს ბურთის სწრაფი "ამოტანა" ევალებოდა და თანაგუნდელებისგან განსხვავებით, მისი გადაცემებით, ძირითადად, ადრესატამდე მიდიოდა, მაგრამ ლონდონელთა პრესინგის გამო ბექას თანაგუნდელებს გახსნა და შეტევის გაგრძელება უჭირდათ.

ამის მიუხედავად, პირველი ტაიმის მიწურულს, როდესაც ანგარიში 1:1 იყო, ქართველმა თანაგუნდელი მეკარესთან მარტო დატოვა, მან კი მომენტით ვერ ისარგებლა.

ზოგადად, ლონდონელთა უპირატესობა იგრძნობოდა, "ჩელსიმ" 3:2 მოიგო და იუნიორთა ლიგის გამარჯვებული გახდა. თუმცა ასაკობრივი ჩემპიონთა ლიგის ფინალისტობა ისეთი განაცხადია, რომელიც ვაჩიბერაძეს კარიერის აწყობაში დაეხმარება.

იმედია, ქუთაისელი ბიჭი თავის გზას იპოვის და ქართველ გუშემატკივარსაც მომავალში უფრო გაახარებს.

აქვე ვიტყვით, რომ უეფამ 19-წლამდელების ლიგის ფორმატის შეცვლა და 2015/16 წლების სეზონში მონაწილეთა რაოდენობის 64-მდე გაზრდა გადაწყვიტა. გათამაშებაში კი 19-წლამდელთა ეროვნული ჩემპიონატების გამარჯვებულები ითამაშებენ - ანუ უეფას რეიტინგში საუკეთესო მაჩვენებლის მქონე 32 ქვეყნის წარმომადგენელი, სადაც ამ ასაკის ჩემპიონატი ტარდება.

ჭაბუკთა ქართულ გუნდებს ამ ტურნირზე წარმატებით გამოსვლისა და ბოლო ეტაპებზე მოხვედრის გაცილებით მეტი შანსი აქვთ, ვიდრე დიდების ლიგებში, მაგრამ პირველ გათამაშებაში ვერ მოხვდებიან ის ქვეყნები, სადაც 19-წლამდელთა ჩემპიონატი არ ტარდება. ჩვენ არც რეიტინგი გვაქვს დამაკმაყოფილებელი (უეფას ცხრილში 34-ე ადგილზე ვართ) და, რაც ყველაზე ცუდია, 19-წლამდელთა ჩემპიონატსაც არ ვატარებთ.

P.S. ჩანს, უეფას ბოლო გადაწყვეტილებამ სფფ-ის თავკაცებიც დააფიქრა და, როგორც შევიტყვეთ, მომავალ წელს ტურნირებს ამ ასაკის ჩემპიონატიც დაემატება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Bacho
პირველი ქართველი ვინც ჩემპიონთა ლიგის ფინალი ითამაშა ეროვნული გუნდის კაპიანი იყო,მეორეს თუ აქვს გეგმაში საქართველოსთის თამაში?საინტერესოა პირადად ჩემთვის
zuzuna
გაიგეთ? იმიტო არ თამაშობს აქ რო ფულები ვერ გამაზა მისმა ოჯახმა .... ფეხბურთი ფედერაცია და ... !
777
და ვინ იწვევს ,,აქაურ'' ნაკრებში, და რატომ თამაშობს იქ, იმიტომ რომ აქ არ ათამაშეს. ეს არის დღევანდელი საქართველოს ფეხბურთის რეალობა.
12234
და რატოა ჩვენებური? უკრაინის მოქალაქეა დაროგორც ფეხბურთელი უკრაინელია. ნაკრებში აქეთ თუ ითამ აშებსნ კი ბატონო,მაგრამ ჯერ-ჯერობით უკრაინის ახალგაზრდული ნაკრების წევრია და არც პოზიციის შეცვალის მანიშნებელი ჩანს რამე.
Le Parisien: შთამბეჭდავი კვარაცხელიათი დუეს გარეშე - მათი გუნდში ყოლა ნებისმიერი მწვრთნელისთვის ფუფუნებაა
"პარიზს უყვარხარ, "კვარადონა" - ევროპის უდიადეს სცენებს ანათებ" - პსჟ ხვიჩას აქებს
"მამარდაშვილის ტრანსფერზე "ლივერპულს" რამდენიმე კლუბმა მიმართა - გადაწყვეტილება სწრაფად უნდა მიიღონ" - ბრიტანული მედია
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
ბექა ვაჩიბერაძე საქართველოს ჩემპიონატში ითამაშებს
ვაჩიბერაძე "მეტალისტში" გადავიდა
"ჩერნომორეცმა" ვაჩიბერაძის მოპოვებული პენალტით ფრეს მიაღწია
უკრაინამ კახა კალაძეს "უკრაინის სპორტის საერთაშორისო ოსტატის" წოდება ჩამოართვა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
წიტაიშვილი დაიტოვეს - დიდი წმენდა "ჩერნომორეცში"
ნიჭი, ძამიკო, ნიჭი! - წიტაიშვილმა ულამაზესი გოლი გაიტანა [VIDEO]
"ჩემთვის პასუხი აშკარაა" - კვარაცხელია სჯობს თუ კალაძე... ცნობილმა მწვრთნელმა არჩევანი გააკეთა
"არასოდეს ვაპირებ პოლიტიკაში წასვლას, ან რომელიმე მხარეს დავდგე" - დვალიშვილი საქართველოში მისი ყოფნის მიზეზზე და კალაძესთან შეხვედრაზე საუბრობს
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ
[VIDEO] თბილისში მყოფი ილია თოფურია კახა კალაძეს და გიორგი ქინქლაძეს შეხვდა
ოფიციალურად - ბექა ვაჩიბერაძე "ტორპედოს" ფეხბურთელი გახდა