ჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალი. I მატჩის წინ
ჩემპიონთა ლიგის ოთხგზის გამარჯვებულ "ბარსელონას" ახლა მართლაც კარგი შანსი აქვს, აღარ წააგოს პარიზში, რადგან "პარი სენ-ჟერმენი" საკადრო პრობლემებს განიცდის.

რაც მთავარია, ფრანგულ კლუბს არა ჰყავს ზლატან იბრაჰიმოვიჩი, რომელიც ოქროდ ფასობს...

პსჟ-ს მხოლოდ დისკვალიფიკაციის გამო არ ეყოლება ზლატანი, მარკო ვერატი და სერჟ ორიე. ორიე, ალბათ, არ არის დიდი დანაკარგი, მაგრამ პირველი ორი მართლაც საკვანძო ფიგურაა. თავის მხრივ, ლუის ენრიკეს დანი ალვეში აკლია იმავე მიზეზით.

სტატისტიკა

* ამ სეზონში პსჟ და "ბარსელონა" უკვე მესამედ ხვდებიან ერთმანეთს.

* ჯგუფურ ეტაპზე პსჟ-მ შინ 2:1 მოუგო "ბარსელონას". დავიდ ლუისმა და ბლეზ მატუიდიმ გოლებით გამოიჩინეს თავი, სტუმართაგან კი ნეიმარმა გაიტანა.

* ჯგუფური ეტაპის მე-6 ტურში "ბარსელონამ" შინ 3:1 მოუგო პსჟ-ს. ზლატან იბრაჰიმოვიჩის გოლს მესიმ, ნეიმარმა და სუარესმა უპასუხეს.

* ჩემპიონთა ლიგაზე ეს გუნდები მესამედ ხვდებიან ერთმანეთს მეოთხედფინალურ ეტაპზე.

* პსჟ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში აქამდე მხოლოდ ერთხელ გავიდა.

* პსჟ-მ ევროთასებზე შინ ბოლოს 2006 წელს წააგო "ჰაპოელთან" - 2:4.

* მას მერე ფრანგულმა კლუბმა ევროასპარეზზე შინ 22 თამაში მოიგო და 11 ფრედ დაამთავრა.

* ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე პსჟ-მ ყველა ჯგუფური მატჩი მოიგო შინ, ხოლო პლეი ოფის პირველ ეტაპზე "ჩელსის" შინ ფრედ ეთამაშა.

* "ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ზედიზედ მერვედ გავიდა, ეს რეკორდია.

* "ბლაუგრანას" რეკორდი ფრანგულ კლუბებთან სტუმრად ასე გამოიყურება: 3-3 მოგება, ფრე და წაგება.

* ბოლოს "ბარსამ" საფრანგეთში 2001 წელს მოიგო "ლიონთან" - 3:2. იმ თამაშში მონაწილეობდა ჩავი ერნანდესიც.

* 1996/97 წლების სეზონში ლორან ბლანი და ლუის ენრიკე ერთ გუნდში (ბარსელონა) თამაშობდნენ.

მატჩის წინ

ლორან ბლანი (პსჟ): "ხავიერ პასტორემ ბოლოს ძალზე მოუმატა, მას ხომ უდიდესი პოტენციალი აქვს. თუმცა მისი მესისთან შედარება არ შეიძლება. მესი, უბრალოდ, შეუჩერებელია.

ჩვენ ვლაპარაკობთ ფეხბურთელზე, რომლისთვისაც სეზონში 40 გოლი ცუდი შედეგია. სამწუხაროდ, თამაშში მხოლოდ მესის განეიტრალებაზე ფიქრი არ მოგვიწევს. ინდივიდუალურად მისგან თავს კი დავიცავდით, მაგრამ "ბარსელონა" ძალიან სახიფათოა. საჭიროა კოლექტიური თამაში. დაცვაში ფრთხილად და ამავე დროს, აგრესიულად უნდა ვითამაშოთ".

ლუის ენრიკე (ბარსელონა): "პსჟ-ს სერიოზული დანაკარგები აქვს, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ მათ ზლატანის გარეშეც შეძლეს ჩვენი დამარცხება. და პირიქით, მათთვის მოგვიგია, როცა ზლატანი თამაშობდა. ასე რომ, წინასწარ ვერ იტყვი, რომელი დანაკარგი გამოდგება მნიშვნელოვანი.

სექტემბერში პარიზელების წინააღმდეგ კარგად ვითამაშეთ, თუმცა წავაგეთ. რაც აუცილებელია, უნდა მოვუმატოთ დაცვაში. პსჟ-მ უკვე დაამტკიცა "ჩელსისთან" დაპირისპირებით, რომ შესანიშნავი გუნდია. შანსები თანაბარია, რადგან ჩვენი გუნდები მსგავსია - პსჟ-საც შეუძლია პოზიციური შეტევის ჩვენსავით წარმოება და კონტრშეტევა. ვფიქრობ, ხვალ ბევრ გოლს ვნახავთ. იმედი მაქვს, რომ ჩვენ მეტს გავიტანთ. წინ ძალიან რთული დაპირისპირებაა".

15 აპრილი. პარიზი (საფრანგეთი). "პარკ დე პრენსი". 22:45

პსჟ-ბარსელონა

დისკვალიფიკაცია: ორიე, იბრაჰიმოვიჩი, ვერატი - დანი ალვეში

ტრავმა: დ. ლუისი, ტ. მოტა - ვერმალენი

სავარაუდო შემადგენლობები

პსჟ (4-3-3): სირიგუ - ვან დერ ვილი, მარკინიოსი, ტ. სილვა, მაქსველი - რაბიო, კაბაი, მატუიდი - ლავეცი, კავანი, პასტორე

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - ადრიანო, პიკე, მატიო, ალბა - რაკიტიჩი, მასკერანო, ინიესტა - მესი, სუარესი, ნეიმარი

მსაჯი: მარკ კლატენბურგი (ინგლისი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გენო
რა 2-1 3-2 დამთავრდა პარიზში!!!!!!!!!!
Uefa-მ "ბენფიკა" დააჯარიმა - "რეალთან" სკანდალური მატჩის ვერდიქტი მიღებულია
ლანგი: თითი მომაკერეს - PlayStation-ის თამაში და ტუალეტში მიჭირს
[PHOTO] ლამის დაასახიჩრეს. სლოტის თქმით, წამოსაწოლად ჩადიან - ოსიმენს და ლანგს ოპერაცია გაუკეთეს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
ზლატან იბრაჰიმოვიჩის შვილი ნიდერლანდების ჩემპიონატში გადადის
"ელექტრულად მოძრავი, მეტოქის კოშმარი" - უცხოური სპორტული მედია ხვიჩა კვარაცხელიაზე
ლორან ბლანმა კვლავ ფრანგული გუნდი ჩაიბარა
“ბარსელონა” მწვრთნელზე შეჯერდა, ხავი თამაშგარე დარჩა?
[VIDEO] "იყავი ჩუმად, ვიდრე შენზე უკეთეს ფეხბურთელს არ გეტყვი" - რა გააკეთა გამოწვევაზე ვარსკვლავების ჩამოთვლისას იბრაჰიმოვიჩმა
"კვარა"? იგივეს გავაკეთებდი" - ლუის ენრიკე იხტიბარს არ იტეხს
კიდევ ერთი ვარიანტი - "იუვენტუსი" შესაძლოა, ლორან ბლანმა ჩაიბაროს
[VIDEO] გოლი და თანაგუნდელისთვის დათმობილი პენალტი - მესიმ, დიდი ალბათობით, არგენტინაში ბოლო მატჩი ჩაატარა
"2020 წელს მესის "ბარსელონადან" წასვლა უნდოდა" - ბართომეუმ თქვა, იღებდა თუ არა ლეო ტრანსფერებზე გადაწყვეტილებას
ზლატან იბრაჰიმოვიჩმა თავისი საფეხბურთო კერპი დაასახელა
ვისთან ერთად შეუტევს ხვიჩა? - "მამარდას" დაბრუნება პსჟ-ის წინ
რჩება თუ მიდის - Le Parisien ლუის ენრიკეს პარიზულ მომავალზე
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
ლორან ბლანი: საფრანგეთი - ბელგიის ნახევარფინალში გამარჯვებული მსოფლიოს ჩემპიონატს მოიგებს
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "ჟალგირისთან" დამარცხდა
მესი სიაში ვერ მოხვდა - რამოსმა დაასახელა 2 შემტევი, ვის წინააღმდეგაც თამაში ყველაზე მეტად უჭირდა
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
"მარადონა ძაღლივით მოკვდა, ის ვერ დავიცავით" - ბატისტუტამ დიეგოს გარდაცვალებაზე ისაუბრა
"ბარსელონა" ბლანის მწვრთნელად დანიშვნას არ განიხილავს
სიომინი: ხვიჩა უმაღლესი დონეა - ლუის ენრიკე 30 მაისზე ფიქრობს
"ჩელსი" ახლოსაა, ლორან ბლანთან შეთანხმებას მიაღწიოს
როგორი თავმდაბალია - იბრაჰიმოვიჩმა საკუთარ თავს დაბადების დღე ორიგინალურად მიულოცა
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
[VIDEO] მესის გენიალურობა კიდევ ერთხელ დამტკიცდა - ლეო პირველი მოქმედი სპორტსმენი გახდება, რომელიც ასეთი პატივით დაფასდება
ენრიკემ "მანჩესტერ იუნაიტედს" პასუხი შეუთვალა - პსჟ-ის მწვრთნელმა თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
"მეტოქეს პატივს ვცემთ, თუმცა ჩვენი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ, რაც შეეხება მბაპეს..." - კვარაცხელიამ "რეალთან" მატჩის წინ კომენტარი გააკეთა
"იცოდა, რომ პსჟ-ზე ჰკითხავდნენ და დაიმალა" - როტენმა მბაპე გააკრიტიკა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
[PHOTO] ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ ვანდამ საღამო პსჟ-ს ვარსკვლავთან გაატარა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
მატჩის დღე! ხვიჩა მარჯვნივ არ გვსურს - შეუძლია "ქოჩორას" გუნდს?
"წინ დიდი გამოცდა გველოდება" - ალონსო პსჟ-სთან მატჩის წინ
მესისთან გამოირიცხა - სალაჰი სავარაუდოდ, საუდის არაბეთს მიაშურებს
"არც მესია, არც რონალდო და არც მარადონა, მაგრამ..." - არშავინმა კვარაცხელიაზე ისაუბრა