პოლონეთთან მატჩის წინ საქართველოს ნაკრების ორი მეკარიდან არც ერთს არ აქვს სათამაშო პრაქტიკა
როცა ეროვნული გუნდის კანდიდატი ან წევრი უგუნდოდ ან სათამაშო პრაქტიკის გარეშე რჩება, ამას გვერდს ვერაფრით ავუვლით. სამწუხაროდ, საქართველოს უპირველესი გუნდის რამდენიმე წევრს კარიერაში საუკეთესო დროება არ უდგას...

გვჯერა, ეს ბიჭები აუცილებლად იპოვიან თავიანთ გზას და არცთუ ურიგო გუნდებს, თუმცა პოლონეთთან ევროშესარჩევ მატჩამდე არცთუ ბევრი დროა დარჩენილი და ეჭვგარეშეა, კახა ცხადაძეს თავსატეხი არ მოაკლდება.

მაგალითად, უგუნდოდ დარჩა ფორვარდი ოთარ მარცვალაძე. მას ბოლო დროს სათამაშო პრაქტიკა აღარ ჰქონდა რუსულ "ტოსნოში" და გაცლა არჩია. "ტოსნოს" მთავარმა მწვრთნელმა ევგენი პერევერტაილომ მარცვალაძის გუნდიდან წასვლა ლეგიონერებზე დაწესებული ლიმიტით ახსნა. ჩვენთვის ეს დიდი ვერაფერი ნუგეშია. ჯერ ერთი, თავად ოთარისთვის არ არის კარგი შუა სეზონში უგუნდოდ დარჩენა და მეორეც - ეს ხომ საქართველოს ნაკრების პრობლემაა.

საქართველოს ნაკრებს ძალიან უჭირს შეტევაში და მარცვალაძე უდავოდ იმ ფეხბურთელთაგანია, რომელზე დაყრდნობასაც ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი აპირებს. ოთარს აქვს სანაკრებო დონეზე თამაშის გამოცდილება, რაც ჩვენს რეალობაში ერთობ ფასობს.

არასახარბიელო მდგომარეობაშია "ტოსნოს" კიდევ ერთი ქართველი - მეკარე ნუკრი რევიშვილი. საკმარისია აღინიშნოს, რომ მას წლეულს არც ერთი შეხვედრა არ ჩაუტარებია გუნდის შემადგენლობაში.

და საერთოდაც, რუსეთის პირველ ლიგაში ლეგიონერებზე არსებული მკაცრი ლიმიტი, შესაძლოა, სხვა ჩვენებურებსაც შეეხოთ. მათი ბედი კი ჩვენთვის სულერთი ვერაფრით იქნება, რადგან საქართველოს ნაკრების კანდიდატთა სიაში მათი გვარებიც გვხვდება.

პოლონეთთან მატჩის წინ საქართველოს ნაკრები აუცილებლად დადგება ერთი დიდი პრობლემის წინაშე - ნაკრების ორი მეკარიდან არც ერთს არ აქვს სათამაშო პრაქტიკა. რევიშვილზე უკვე ვთქვით. უარეს სიტუაციაშია გიორგი ლორია, თუმცა მას ბრალი არაფერში მიუძღვის - საქართველოს ნაკრების პირველი მეკარე, სანაკრებო ინტერესების გათვალისწინებით, გმირულად იტანდა გასაჭირს ბერძნულ ოფი-ში, თუმცა ფინანსური პრობლემების გამო ეს გუნდი დაიშალა და ლორიაც (მასთან ერთად, გიორგი მერებაშვილიც, რომელსაც ცხადაძე ასევე მოიაზრებს ნაკრების პოტენციურ წევრთა შორის) ჰაერში გამოეკიდა.

ფეხბურთში მეკარისთვის უმნიშვნელოვანესია სათამაშო პრაქტიკა, მით უმეტეს, აქედანვე შეიძლება იმის ვარაუდი, რომ საქართველოს ნაკრების გოლკიპერს, ვინც უნდა იყოს ის, სამუშაო არ მოაკლდება პოლონეთთან ევროშესარჩევ შეხვედრაში...

ჩვენ მხოლოდ ისღა დაგვრჩენია, სიტუაციის უკეთესობისკენ შეცვლა ვისურვოთ და ჩვენს ფეხბურთელებს ვურჩიოთ - მეტი დაკვირვება გამოიჩინონ, სანამ გუნდს შეარჩევენ...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

nukri11
რომელ ერთს ააქვს სათამაშო პრაქტიკააა?ჩვენხო ისედაც მაგრები ვართ...
bufoni
ბათუმის დინამოსი არა , თყიბულის მეშახტის ან გურჯაანის ალაზანის მეკარე დააყენოს ან უჩა ლობჟანიძე :)
გენო
ბათუმის დინამოს მეკარე დააყენოს რამდენ თამაშში არ აქვს გოლი გაშვებული!!!
მწარე
ყველას გვინდა ჩვენი ნაკრების წარმატება მაგრამ გახსოვთ ქეცბაიას რა დღეში ვაგდებდიით ? განსაკუთრებით ეს რევიშვილზე მინდა ვთქვა, თავი ბუფონი რომ ეგონა, სან გინახია ძირთადის მეკარეს ვინმე პრიბლემებს უქმნიდეს ? ეგ რომ სჭირდებოდეთ სხვას შეეხებოდა შეზღუდვა და არა მათ
feola
Mereda eg uvici fexburtelebi saqartvelos sacirko cchempionatshi mainc chamovidnen da aq itamashon.sufrazed rom ichrian venebs saqartvelosatvis...fulis gamo ki ikideben da rusetis romeligac qveda divizionebshi iricxebian..tamashid mainc ar atamasheben..
luk
Da roin kvasxvadzem daaneba mekareobas tavi tu rogoraa sakme?
vv
ar vetanxmebi, marcvalaze kai xania nakrebshi ar tamashobs, mekare kide loria gvyavs romelic karg gundshi gadadis.
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ქართველი ტალანტი ჩაკვეტაძის სტილითა და ტოპჩემპიონატის პერსპექტივით - რა აახლოებს ხვიჩას "ოქროს ბურთთან" - ნუკრი რევიშვილი ბევრ თემაზე
"ბულგარეთმა საქართველოდან ელჩი გაიწვია" - საქართველოს ნაკრების ექსნახევარმცველის ხუმრობა
ბრიტანული მედია: მამარდაშვილი მოულოდნელად "ლივერპულის" საკვანძო ფეხბურთელი გახდა - კარიერაში უმნიშვნელოვანესი კვირა ელოდება
მერებაშვილის მორიგი მშვენიერი გოლი [VIDEO]
"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
ლორია კარიერას კვიპროსულ გუნდში გააგრძელებს
"მე საერთოდ ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება, ირაკლი 11-კაციან განაცხადში ვერ მოხვდეს" - რევიშვილმა აზაროვზე ისაუბრა
"ხვიჩას ბევრი საუბარი არ უყვარს... გუნდურად უფრო გაზრდილია... სიყვარული ხელს ვერ შეგიშლის" - ნუკრი რევიშვილი
აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
გიორგი ლორია თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
"ყინული დაიძრა, დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში ბევრი ქართველი ითამაშებს ევროპაში" - კახა ცხადაძე
[VIDEO] ლორიას საოცრება - "დინამოს" მეკარემ "იბერიასთან" შეხვედრაში ბრწყინვალე "სეივი" შემოგვთავაზა
"ახალგაზრდებს დარიგებებს მისცემს და გვერდში დაუდგება, ნაკრებში მისი დაბრუნება კარგი იქნება" - მერებაშვილი კანკავაზე
Geo Team: გიორგი ლორია სანაკრებო კარიერას ასრულებს
"ძალიან რთულია ამ კადრების შორიდან ყურება, არა რუსულ კანონს!!!" - გიორგი მერებაშვილი [PHOTO]
"კვარაცხელია დღეს ესპანეთს დაამარცხებს და გუტის ამ მაისურს გაუგზავნის" - რევიშვილი ესპანეთთან დაპირისპირებაზე
გიორბელიძე სანიოლის სურვილის შესაბამისად - ქართველების პარასკევი
ბათუმის "დინამო" უკრაინელმა ლეგიონერებმა დატოვეს
"რუსთავმა" საკონტროლო მატჩში უკრაინული გუნდი დაამარცხა
კოლხეთი-დინამო(ბთ) 0:2 - ორმაგი დერბი ბათუმის სასარგებლოდ
[ოთხშაბათის საკითხავი] ვინ არის დამნაშავე?
"ყოველთვის გვერდით მედგა, როცა კარიერის ყველაზე რთულ პერიოდს გავდიოდი" - მამარდაშვილმა ლორიას მიმართა
"რუსთავმა" თურქულ შეკრებაზე წასაყვანი 26 ფეხბურთელი დაასახელა
კვარაცხელია - ზაფხულამდე დარჩენა, "მანჩესტერი" თუ მაინც პსჟ - "გადამწყვეტი თავად ფეხბურთელის სურვილი იქნება"
ეროვნული ლიგის XVII ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით
"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე
ნუკრი რევიშვილი: ქართველი ფეხბურთელები რუსებზე ნიჭიერები არიან
კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ
სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს
გიზო მამაგეიშვილი: სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ