მარკოიშვილის ცსკა-მ ბერძნულ "პანათინაიკოსს" უმასპინძლა და სოლიდური სხვაობით, ანგარიშით 93:66 დაამარცხა
14 აპრილს ევროლიგის მეოთხედფინალური ეტაპი დაიწყო. ჩვენთვის საინტერესო მოსკოვური შეხვედრა იყო, რომელშიც მანუჩარ მარკოიშვილის ცსკა-მ ბერძნულ "პანათინაიკოსს" უმასპინძლა და სოლიდური სხვაობით, ანგარიშით 93:66 დაამარცხა.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ მანუს თანაგუნდელებმა საქმე მეორე პერიოდში მოითავეს, რომელიც 27:6 მოიგეს. დიდი გაქცევისას მანუჩარიც მოედანზე იყო და მოსკოველთა "სპურტში" თავისი წვლილიც შეიტანა: ცსკა 32:23-ს იგებდა, როცა მარკოიშვილმა თავისი პირველი სამქულიანი ჩააგდო, ერთ წუთში მეორეც მიაყოლა და თანაგუნდელები 38:23 დააწინაურა. მეორე პერიოდის შემდეგ ცსკა 56:27-ს იგებდა, რაც უკვე გამარჯვებას ნიშნავდა...

მანუჩარისთვის ეს იყო მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო თამაში. მან 16 წუთში 13 ქულა და 2 მოხსნა მოაგროვა. ალბათ, გაინტერესებთ, საბოლოოდ რამდენი სამქულიანი ჩააგდო მანუჩარმა: 1 ორქულიანი (3-დან), 3 სამიანი (4-დან), 2 საჯარიმო (2-დან). ცსკა-ს ბომბარდირი 18 ქულით სერბი მილოშ ტეოდოშიჩი გახდა.

მანუს გუნდი მეოთხედფინალური სერიის მეორე მატჩს, "პანათინაიკოსის" წინააღმდეგ ისევ შინ, 16 აპრილს ჩაატარებს. შეგახსენებთ, რომ სერია სამ მოგებამდეა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] ევროლიგის გამარჯვებული ფენერბაჰჩე გახდა
“თუ გინდა რაიმე დიდს მიაღწიო, წინ პატარა ნაბიჯებით უნდა იარო”- მანუჩარ მარკოიშვილის ინტერვიუ
[VIDEO] შენგელიას კარგი მატჩი ყოფილ გუნდთან - კაპიტანი ნაკრებში მარცხით მოდის
[VIDEO] შენგელიას შედეგიანი მატჩი - "ბარსელონა" "დუბაისთან" დამარცხდა
[VIDEO] შენგელიას სუპერმატჩი ევროლიგაში - "ბარსელონამ" "ლიონ-ვილერბანი" დაამარცხა
შენგელია "ვირტუსში" საუკეთესო იყო | ბოლონიელებმა მონაკოში წააგეს
"NBA-ის ჩემპიონებს, მსოფლიო ჩემპიონებს არ უნდა ვუწოდებდეთ, მათ ევროლიგის ბევრი გუნდი დაამარცხებდა" - თურქეთის ნაკრებისა და "პანათინაიკოსის" მწვრთნელი
მანუჩარ მარკოიშვილი "მონაკოს" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა
[VIDEO] მარკოიშვილის "მონაკომ" "ოლიმპიაკოსი" დაამარცხა და ევროლიგის ფინალში ითამაშებს
მანუჩარ მარკოიშვილის გაწვრთნილმა "მონაკომ" ევროლიგაში "ოლიმპიაკოსი" დაამარცხა
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "ჟალგირისთან" დამარცხდა