ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ქართველი ახალგაზრდა და ჭაბუკი მოჭიდავეები აზერბაიჯანის თასზე გამოვლენ

ქართველი ახალგაზრდა და ჭაბუკი მოჭიდავეები აზერბაიჯანის თასზე გამოვლენ

16 აპრილს ბაქოში ახალგაზრდა და ჭაბუკ მოჭიდავეთა დიდი საერთაშორისო ტურნირი იწყება
16 აპრილს ბაქოში ახალგაზრდა და ჭაბუკ მოჭიდავეთა დიდი საერთაშორისო ტურნირი - "აზერბაიჯანის ჭიდაობის ფედერაციის თასი" იწყება ორივე სტილში მოჭიდავეთა შორის.

შეჯიბრება, რომელსაც ჰეიდარ ალიევის სახელობის სპორტული არენა უმასპინძლებს, ოთხდღიანია და კვირას დასრულდება.

ასპარეზობაში თავდაპირველად "ბერძენ-რომაელები" ჩაებმებიან - ჯერ ჭაბუკები, რომლებიც გუშინ საღამოს მატარებლით გაემგზავრნენ ბაქოში, პარასკევს კი ახალგაზრდები იასპარეზებენ. შაბათ-კვირა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებს დაეთმობათ, რომლებიც ასაკის მიხედვით ასეთივე განრიგით იჭიდავებენ - ჯერ ჭაბუკები და შემდეგ ახალგაზრდები.

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა ნაკრებში მწვრთნელებმა დავით ბედინაძემ და ვაჟა კრავეიშვილმა შემდეგ ფალავნებს უხმეს: ირაკლი ნაკაშიძეს (42), გიორგი მეფიშვილს (46), თორნიკე კანდელაკს, თემურ გოგიას (ორივე - 50), ლერი აბულაძეს, რომან ლომინაძეს (54), თორნიკე ჯანელიძეს (58), დავით ბაკურაძეს (63), ნოდარ შავაძეს, გიორგი ქაცანაშვილს, ვაჟა გოთუას (სამივე - 69), თენგიზ შუბითიძეს, ბადრი ჯანელიძეს (ორივე - 76), ედვარდ ღლონტს, რობინზონ ესაძეს, გიორგი გიორგობიანს (სამივე - 85), საბა ცეცხლაძეს, გურამ კეთილაძეს (ორივე - 100).

მწვრთნელთა განკარგულებაში აქ მათთვის საინტერესო თითქმის ყველა ფალავანია. ეს ტურნირი

ნაკრებებისთვის ერთ-ერთი საკვანძოა ევროპის ჩემპიონატზე წასაყვანი შემადგენლობის დასაკომპლექტებლად, თუმცა იქ წასვლამდე კიდევ ექნებათ მზადების გარკვეული ეტაპები, რასაც მწვრთნელები საკადრო როტაციისთვისაც გამოიყენებენ.

კონკურენცია მძიმეში და დიდი მოლოდინი

ახალგაზრდა "ბერძენ-რომაელები" ბაქოში დღეს წავლენ, მათი მთავარი მწვრთნელი ზაზა სილაგაძე კი ტურნირზე შემდეგ ფალავნებს დააკვირდება: ნუგზარ წურწუმიას, შოთა ღლონტს (ორივე - 50), ირაკლი შავაძეს, დავით ჩხარტიშვილს, ბექა ბალანჩივაძეს (სამივე - 55), ლევან ქავჟარაძეს, გიორგი კურტანიძეს (ორივე - 60), იური ლომაძეს, რამაზ ზოიძეს, გიორგი ჩხარტიშვილს (სამივე - 66), გურამ ხეცურიანს (74), გიორგი მელიას, გიგა ქოქოლაძეს, ალექსი ლოდიას (სამივე - 84), სულხან ბუიძეს (96), ზვიად პატარიძეს, ბექა კანდელაკს (ორივე - 120).

სილაგაძეს აკლია ორი ლიდერი - ახალგაზრდებში ევროპის შარშანდელი ჩემპიონი და მსოფლიოს მესამე პრიზიორი გელა ბოლქვაძე (74) და ნიკოლოზ კახელაშვილი (96). ისინი ეროვნულ ნაკრებში არიან გამოძახებულნი და 21-22 აპრილს გასამართავი საქართველოს ჩემპიონატისთვის ემზადებიან.

კაცმა რომ თქვას, მათ ბევრი გამოცდა არც სჭირდებათ, რადგან საქართველოს პირველობაც მოიგეს და ახლახან რიგაში, ფრეიდენფელდსის ტურნირიც. თან, ბოლქვაძემ ორივე შეჯიბრების ფინალში აჯობა გურამ ხეცურიანს. სავარაუდოდ, ამ დუეტს განაღდებული აქვს ადგილი საევროპო ნაკრებში.

თუმცა ამ ნაკრებში მაინც რჩება ერთი ძალიან დიდი ინტრიგა - პატარიძე-კანდელაკის პაექრობა მძიმე წონაში. ქუთაისელი პატარიძე ჭაბუკებში ევროპისა და მსოფლიოს შარშანდელი ჩემპიონია, ახალგაზრდებში კი წლეულს გადმოვიდა და საქართველოს ჩემპიონატიც მოიგო.

საყურადღებოა, რომ ფინალში თბილისელ კანდელაკს მოუგო, ვინც ახალგაზრდებში ევროპის შარშანდელი გამარჯვებულია. სამაგიეროდ, კანდელაკმა პატარიძეს რევანში რიგაში აუღო, ფრეიდენფელდსის მემორიალზე, როცა ულამაზესი ხუთქულიანი გდებით დაამარცხა. მოკლედ, ამ წონაში თაობათა და ტიტულოვან ფალავანთა მეტოქეობა ისევ გრძელდება და მთავარი ინტრიგაც მათი პაექრობაა.

თავისუფლებს კვინიკაძე დააკლდებათ

თავისუფალ სტილში მოჭიდავე ჭაბუკები ბაქოში ზეგ გაემგზავრებიან, თუმცა მთავარ მწვრთნელ გიორგი იანტბელიძეს ერთი ლიდერი დააკლდება - თორნიკე კვინიკაძემ ვარჯიშზე თითი იტკინა და მწვრთნელები იძულებულნი გახდნენ, სახლში დაეტოვებინათ. ტურნირზე ჩვენი გუნდი ასეთი შემადგენლობით იჭიდავებს: თორნიკე ქათამაძე, გიორგი ნიშნიანიძე, გია უღრელიძე (სამივე - 42), თორნიკე ასაბაშვილი, გიორგი ხაჩიძე (ორივე - 46), რამაზ თურმანიძე (50), თემურ ვანიშვილი, ცოტნე აბალაკი, ბაჩუკი არველაძე (სამივე - 54), ივანე გოდელაშვილი, ალექსანდრე ლომიძე, გოგა მამიაური (58), მამუკა ჩაჩუა (63), ივერიკო ჯულაყიძე (69), დემურ მეგენეიშვილი, ცოტნე მიქელაშვილი, მირიან მაისურაძე (სამივე - 76), ბექა ჭელიძე (85) და ზურაბ ურთაშვილი (100).

გოგშელიძის მორიგი სიურპრიზი

ყველაზე ბოლოს ბაქოს გზას ახალგაზრდა "თავისუფლები" დაადგებიან, გელა საღირაშვილისა და კობა კაკალაძის ხელმძღვანელობით, თუმცა ბაქოში ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი გოგშელიძეც იქნება.

მსოფლიოს ჩემპიონი აქამდე ახლებური სამწვრთნელო მიდგომებით თუ გვაოცებდა, ახლა დიდსულოვანი საქციელით გამოიჩინა თავი - თავის წილ კვოტაზე უარი თქვა და მის ნაცვლად მოჭიდავე დააფინანსებინა ფედერაციას, თვითონ კი ბაქოში თავისი ხარჯით მიდის.

ამ გუნდის თავკაცები კოლეგებისგან განსხვავებით იქცევიან და აზერბაიჯანში გადახალისებული შემადგენლობა მიჰყავთ. ლიდერთაგან მხოლოდ იმათ აჭიდავებენ, ვისაც უცხოური საშეჯიბრო პრაქტიკა სჭირდება, დანარჩენებს კი საქართველოს უფროსთა ჩემპიონატისთვის ინახავენ, რომელიც 29-30 აპრილს თბილისში ჩატარდება.

ბაქოში გაემგზავრებიან: რობერტ დინგაშვილი, გოგა ძიგუა, ალექსანდრე ღოღობერიძე (სამივე - 50), გიორგი სულავა, რამაზან მალაკოევი, მაგომედ საიდოვი, შმაგი თოდუა (ოთხივე - 60), გიორგი ავალიანი (66), გიორგი გიორგობიანი, ნიკოლოზ კენჭაძე (ორივე - 74), ზაურ ბერაძე, მოგელი მეზვრიშვილი (84), გივი მაჭარაშვილი, ბექა გოგიჩაშვილი (96), ლაშა ჯელაძე, გიორგი არაბული, გიორგი ჩოჩიშვილი (სამივე - 120). ამათგან საქართველოს ჩემპიონი მხოლოდ ოთხია: დინგაშვილი, სულავა, მაჭარაშვილი და ჯელაძე.

საინტერესოა, რომ მწვრთნელებს ზოგ წონაში ბაქოში მეორე ნომრებიც კი არ მიჰყავთ - ისინი უფროსებში საქართველოს პირველობაზე იჭიდავებენ. ამ ნაკრებში საევროპოდ ძალიან ბევრი კანდიდატი აქედანვეა გარკვეული. შემადგენლობაში ასაკით პატარაც ბევრია, მაგრამ გამოცდილების მისაღებად მაინც მიჰყავთ, რათა გაისად ამ ასაკში ადაპტაცია გაუადვილდეთ.

როგორც გითხარით, "აზერბაიჯანის ჭიდაობის ფედერაციის თასი" ოთხდღიანი შეჯიბრებაა, რომელიც კომერციულია - ჭაბუკებს შორის ჩემპიონები დიპლომებთან და მედლებთან ერთად ჯილდოდ 300 დოლარს მიიღებენ, მეორეზე გასულებს 200 გადაეცემათ, ბრინჯაოსმედალოსნებს - 100-100 დოლარი. ახალგაზრდებში მედალოსნების საპრემიო თანხა, შესაბამისად, 500, 250 და 150-150 დოლარია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია!

პეტრიაშვილმა და ჭეჭელაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლები მოიპოვეს!

ევროპის ჩემპიონატზე ბოლქვაძემ და ხეცურიანმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს

"მანჩესტერ იუნაიტედი" ამორიმის შემცვლელად, ინგლისის ნაკრების ყოფილი მწვრთნელს მოიაზრებს

საერთაშორისო აღიარება - საქართველოს ხმა მსოფლიო ველოსპორტის არჩევნებში

გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა

[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა

წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"

იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა

გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა

"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ

"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა

"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია

"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა

ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"

ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა

[VIDEO] ლომინაძე და ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდნენ - "სპორტინგმა" "ნაპოლიმდე" "ეშტორილს" სძლია

"[VIDEO] ბარსელონასთან" მატჩის წინ ხვიჩამ ტრავმა მიიღო - პსჟ-მ "ოსერს" მცველების გოლებით მოუგო

მიქაუტაძის 73 წუთი - "ვილიარეალმა" "ატლეტიკი" დაამარცხა და ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა

დავითაშვილი შეცვალეს - "სენტ-ეტიენი" სახლში "გენგამთან" დამარცხდა

პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ოსერს" 1:0 ამარცხებს

"ოსერთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ