უკვე ლაპარაკობენ კლოპის მიმართ დაინტერესებაზე "მანჩესტერ სიტის", "რეალის", პსჟ-ის, "ლივერპულის", "მილანისა" და "ბარსელონას" მხრიდან

გუშინ, 15 აპრილს, გერმანიიდან სენსაციური ინფორმაცია გავრცელდა. დღის პირველ ნახევარში "ბილდმა" დაწერა იმის შესახებ, რომ დორტმუნდის" ბორუსიის" დამრიგებელი იურგენ კლოპი აღარ აპირებს გუნდთან მუშაობის გაგრძელებას. მან კლუბის გენერალურ დირექტორს, ჰანს-იოახიმ ვატცკეს 2018 წლის ზაფხულამდე მოქმედი კონტრაქტის ვადაზე ადრე გაწყვეტა სთხოვა.

მოგვიანებით ვატცკემ და კლოპმა სპეციალურად მოწვეულ პრესკონფერენციაზე დაადასტურეს ეს ამბავი - ხელშეკრულება ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე შეწყდა.

"იურგენ, "ბორუსია" უღრმეს მადლიერებას გამოხატავს შენ მიმართ. ყველაზე სასიამოვნო ის არის, რომ ჩვენ ამ მეგობრობას შევინარჩუნებთ", - განაცხადა ვატცკემ.

შემდეგ სიტყვა კლოპმა აიღო:

"ყოველთვის ვამბობდი - როცა ვიგრძნობ, რომ აღარ ვარ შესაფერისი მწვრთნელი ამ შესანიშნავი გუნდისთვის, მაშინვე ხმამაღლა გამოვაცხადებ ამის შესახებ-მეთქი.

და სწორედ ახლა ვაცხადებ ამას იმ მიზეზით, რომ ბოლო წლებში ზოგიერთ მოთამაშეზე გადაწყვეტილების მიღება გვიანდებოდა და ამ ყველაფერზე რეაგირების დრო არ რჩებოდა.

მიმაჩნია, რომ ჩემი გადაწყვეტილება ასი პროცენტით მართებულია. ეს კლუბი იმსახურებს იმას, რომ ჰყავდეს მწვრთნელი, რომელიც მთლიანად შეესაბამება და ერგება მას. "ბორუსიამ" დაიმსახურა, რომ მისი პოტენციალი ხელმეორედ იქნას რეალიზებული, ამასთან, არ არის აუცილებელი, მუდმივად იხსენებდნენ წარმატებულ წარსულს.

ვერ ვიტყვი, რომ დავიღალე. არ მქონია კონტაქტი რომელიმე სხვა კლუბთან, მაგრამ არც ერთწლიანი პაუზის აღებას ვაპირებ. დღეს ახალი სეზონის დაგეგმვისთვის შესაფერისი დროა. ამიტომაც გამოვაცხადე სწორედ ახლა ჩემი გადაწყვეტილების შესახებ.

თუმცა "ბორუსიაში" ჯერ კიდევ ბევრი მაქვს სამუშაო. ამ სეზონის წარმატებულ დასასრულზე კონცენტრაცია დღის წესრიგიდან არავის მოუხსნია".

შეგახსენებთ, რომ ამ სეზონში "დორტმუნდმა" ჩააგდო ბუნდესლიგის გათამაშება. გუნდი მეათე ადგილზეა და ევროპალიგაზე გასვლის მიზერული შანსი აქვს. ჩემპიონთა ლიგის გათამაშებას "ბორუსია" მერვედფინალური ეტაპიდან გამოეთიშა, თუმცა გასულია გერმანიის თასის ნახევარფინალში, სადაც აპრილის ბოლოს გასვლითი მატჩი ელოდება "ბაიერნთან".

კლოპმა "ბორუსია" 2008 წელს ჩაიბარა და პირველივე სეზონიდან საინტერესო და რისკიანი გადაწყვეტილებები მიიღო. ის არ მოერიდა დაცვის ცენტრში 19 წლის მატს ჰუმელსისა და ნევენ სუბოტიჩის დაყენებას. მან გუნდში შემტევი ფილოსოფია მიიტანა და თავში ჩაუდო ის თითოეულ ფეხბურთელს.

"დორტმუნდში" პირველი სეზონი კლოპმა მხოლოდ მეექვსე ადგილზე დაასრულა, თუმცა ყველაზე ნაკლები შეხვედრა წააგო (ხუთი) და "ბაიერნზე" უფრო მეტჯერ ურტყამდა კარში.

განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო საჩემპიონო "დორტმუნდი". შეტევაში ბრწყინავდნენ შინჯი კაგავა, რომელშიც მხოლოდ 200 ათასი ევრო იყო გადახდილი, კლუბის აღზრდილი 18 წლის მარიო გიოტცე, ბოლომდე დორტმუნდელი კევინ გროსკროიტცი...

მოედნის ცენტრში შესანიშნავად კითხულობდა თამაშს ნური შაჰინი, გუნდს გამოცდილებას მატებდნენ რომან ვაიდენფელერი და სებასტიან კელი, ფორვარდის პოზიციაზე კი ჯერ ლუკას ბარიოსმა გაიბრწყინა, შემდეგ რობერტ ლევანდოვსკიმ.

ფეხბურთი, რომელსაც მაშინ "ბორუსია" აჩვენებდა, ძალიან მძლავრი და ეფექტური იყო. გუნდი პირველი შესაძლებლობისთანავე შეტევაში მიდიოდა. ამ ყველაფერს ემატებოდა თავად კლოპის განუმეორებელი ქცევის მანერა მატჩების დროს - ზღვა ემოცია, გოლის აღნიშვნა ნახტომებით, გაუთავებელი კამათი მეოთხე მსაჯთან...

კლოპის "ბორუსიის" მწვერვალი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში "ვესტფალენშტადიონზე" "რეალის" განადგურება და ფინალში გასვლა იყო, რომელიც "ბაიერნთან" 1:2 წააგო.

ამის შემდეგ კი დაღმასვლა დაიწყო.

კლოპს ეკუთვნის ფრაზა: "ბორუსია" სუპერმარკეტი არ არის". და მიუხედავად ამისა, "დორტმუნდს" ყოველ წელს ართმევდნენ საუკეთესო "საქონელს". ჯერ წავიდა შაჰინი, შემდეგ ინგლისში გადაბარგდა კაგავა, ერთი წლის ინტერვალით "ბაიერნში" აღმოჩნდნენ გიოტცე და ლევანდოვსკი. ხოლო ახალწვეულებიდან გუნდს მხოლოდ როისი და ობამეიანგი მოერგნენ.

წლევანდელ სეზონში "ბორუსიის" სათამაშო და ფსიქოლოგიურმა პრობლემებმა კულმინაციას მიაღწია. სეზონის შუაში გუნდი ბოლო ადგილზე იყო. კლოპი და კომპანია ხან სირბილში ჩამორჩებოდა მეტოქეებს, ხან თამაშის სურვილში, ხანაც უბრალოდ, ფსიქოლოგიაში...

ბევრი იყო ისეთი მატჩები, სადაც "დორტმუნდი" სჯობდა მეტოქეს, მაგრამ მაინც აგებდა.

გუნდს ვერ შეეწყვნენ ახალწვეულები. მაგალითად, ჩირო იმობილე საერთოდ არ მოერგო "ბორუსიის" სტილს, დაბრუნებული კაგავა კი იმაზე ცუდად თამაშობდა, ვიდრე ამას "მანჩესტერ იუნაიტედში" აკეთებდა.

მხოლოდ "გლადბახთან" და "შალკესთან" საშინაო შეხვედრებში ვიხილეთ ძველი "დორტმუნდი" - შემტევი გუნდი, რომლისგანაც მეტოქეს დანდობა არ ჰქონდა. თითქოს, რურის დერბიში მოგების შემდეგ კლოპი და მისი შეგირდები ამ სტილში გააგრძელებდნენ, მაგრამ პირიქით, მორიგი წარუმატებელი სერია დაიწყო და კლოპი ამ ყველაფრისგან აშკარად დაიღალა...

რა იქნება შემდეგ? გერმანულ გაზეთებში ერთსა და იმავეს წერენ: მომდევნო სეზონიდან "ბორუსიას" სათავეში ტომას ტუხელი ჩაუდგება. თურმე 41 წლის სპეციალისტს უკვე შესთავაზეს ოთხწლიანი კონტრაქტი სეზონში 5 მილიონი ევროს ოდენობის ხელფასით.

ტუხელს დიდი ხანია, უწოდებენ "ახალ კლოპს" და ამ სპეციალისტებს მართლაც აქვთ ბევრი საერთო: თამაშის დეტალური გარჩევა, შემტევი ფეხბურთისკენ სწრაფვა, ახალგაზრდებთან მუშაობის უნარი (სწორედ ტუხელის ხელმძღვანელობით გაიხსნა "მაინცში" ანდრე შიურლე). ასე რომ, ეს ვარიანტი "დორტმუნდისთვის" ოპტიმალური უნდა იყოს.

კლოპის სახით კი სამწვრთნელო ბაზარზე ძლიერი კანდიდატურა გამოჩნდა, რომელიც ბევრი ევროპული გრანდისთვის იქნება საინტერესო. უკვე ლაპარაკობენ კლოპის მიმართ დაინტერესებაზე "მანჩესტერ სიტის", "რეალის", პსჟ-ის, "ლივერპულის", "მილანისა" და, შესაძლოა, "ბარსელონას" მხრიდან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

vigac
კლოპი ვერც ერთ ვარსკვლავურ გრანდში ვერ იქნება ის კლოპი რაც დორტმუნდში იყო. ამიტომ ბაიერნში რეალში სიტიში და აშ მის წასვლას აზრი არააქვს
papa
არა მგონია ბაიერნში წავიდეს,ნუ ჯერჯერობით მაინც,სიტიში იქნებოდა ძალიან საინტერესო სანახავი
nika
კლოპი ბაიერში რომ წავიდოდეს მაგარი იქნება და მერე ბაიერის შეჩერება მართლაც შეუძლებელი იქნება
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
მოლაპარაკებები დაწყებულია - კეინი “ბაიერნთან” სავარაუდოდ, კონტრაქტს გაახანგრძლივებს
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
ტუხელი კვლავ ინგლისში, მაგრამ ამჯერად ნაკრებში - მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არიან
"რეალისკენ" გზა ეხსნება? - Red Bull-მა შესაძლოა, კლოპი დაითხოვოს
კლოპი ამ ფეხბურთელების გაშვებას მოითხოვს - გერმანელი "რეალის" ჩაბარების მთავარი კანდიდატია
თუ კლოპი "რეალში" დაინიშნება - გერმანელი "ბლანკოსს" ორი ფეხბურთელის გაყიდვას მოსთხოვს
ჰაუ ნაკრებში ტუხელი ისევ პრემიერ ლიგაში - მუნდიალის შემდეგ შესაძლო სამწვრთნელო ცვლილებაა მოსალოდნელი
[VIDEO] 0:2-დან შემოუტრიალა - "ატალანტამ" "დორტმუნდს" სძლია და მერვედფინალში გავიდა
[VIDEO] "სიტიმ" "რეალს" მადრიდში მოუგო - გადააყენებენ ალონსოს?
ტუხელი პრემიერ ლიგას უბრუნდება? - გერმანელი სპეციალისტი ინგლისური გრანდის ჩაბარების მთავარი კანდიდატია
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
დღეს ტუხელს ინგლისის ნაკრების მწვრთნელად წარადგენენ
კლოპმა უარყო - იურგენმა გერმანიის ნაკრებისა და "რეალის" შესაძლო გაწვრთნაზე ისაუბრა
[VIDEO] "რეალი" და "არსენალი" წინ მიიწევენ - "ნაპოლიმ" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
"მანჩესტერმა" პოჩეტინო გამორიცხა - "იუნაიტედს" ტენ ჰააგის ბედი ჯერ არ გადაუწყვეტია
ისევ სათადარიგო გოჩოლეიშვილი და სამი პენალტი "ჰამბურგის" კარში
"60 ფეხბურთელს პირადად დავურეკე და ეს ავუხსენი" - ტუხელი ინგლისის ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატის შემადგენლობაზე
ეს მინიშნება იყო? - კლოპის აგენტმა "რეალის" შესახებ ისაუბრა
მიქაუტაძე "დორტმუნდთან" სათადარიგოა
მიქაუტაძე არ ათამაშეს - "ვილიარეალი" ჩემპიონთა ლიგაზე ვარდნას განაგრძობს
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
კლოპის აგენტმა მისი კლიენტის სამწვრთნელო საქმიანობაზე შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა