2014 წლის შედეგები: "ოსკარები" დარიგებულია
გუშინ ჩინეთის ქალაქ შანხაიში გაიმართა სპორტულ სამყაროში ყველაზე პრესტიჟული ყოველწლიური პრემიის - Laureus World Sport Awards-ის დაჯილდოების ცერემონია. ამ პრემიას მეორენაირად "სპორტულ ოსკარებს" უწოდებენ.

"საუკეთესო მამაკაცი სპორტსმენის" ნომინაციაში გაიმარჯვა სერბმა ჩოგბურთელმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა, რომელმაც 2014 წელს უიმბლდონზე გაიმარჯვა და წელი პირველი ჩოგანის რანგში დაასრულა. ჯოკოვიჩის კონკურენტები იყვნენ: ფორმულა 1-ის ჩემპიონი ლუის ჰემილტონი (ბრიტანეთი), მოტოგრანპრის ჩემპიონი მარკ მარკესი (ესპანეთი), ფეხბურთელი კრიშტიანო რონალდო (პორტუგალია), გოლფისტი რორი მაკილროი (ბრიტანეთი) და ჭოკით მხტომელი რენო ლავილენი (საფრანგეთი), რომელიც 2014 წლის თებერვალში 6.16 მეტრზე გადახტა და დარბაზებისთვის მსოფლიოს ახალი რეკორდი დაამყარა.

ქალებს შორის ანალოგიურ ნომინაციაში გაიმარჯვა ეთიოპიელმა მორბენალმა გენზებე დიბაბამ. მისი მთავარი მიღწევა ის იყო, რომ 2014 წლის ზამთრის სეზონში სამ დისციპლინაში (1500 მ, 3000 მ, 2 მილი) გააუმჯობესა მსოფლიოს რეკორდი, თან ეს ორი კვირის ინტერვალით მოახერხა. ნომინანტებს შორის იყვნენ: ვალერი ადამსი (ბირთვის კვრა, ახალი ზელანდია), მარიტ ბიორგენი (თხილამურებით რბოლა, ნორვეგია), სამთო მოთხილამურე ტინა მაზე (სლოვენია), ჩოგბურთელები - ნა ლი (ჩინეთი) და სერენა უილიამსი (აშშ).

32 წლის ნა ლიმ გუშინდელ ცერემონიაზე მიიღო პრიზი "განსაკუთრებული სპორტული მიღწევებისთვის". ლი, რომელმაც შარშან დაასრულა კარიერა, ერთადერთი ჩინელი ჩოგბურთელია, ვისაც "დიდი სლემის" ტურნირი მოუგია. იმის გამო, რომ ცერემონია შანხაიში იმართებოდა, შეიძლება ეს პრიზი განვიხილოთ, როგორც რევერანსი ორგანიზატორების მისამართით.

ასევე, გამოვლინდა "წლის საუკეთესო გუნდი". ამ ნომინაციაში გაიმარჯვა მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონმა, გერმანიის საფეხბურთო ნაკრებმა. სხვა ნომინანტები იყვნენ: შვეიცარიის საჩოგბურთო ნაკრები, საფეხბურთო კლუბი მადრიდის "რეალი", NBA-ს ჩემპიონი "სან ანტონიო სპურსი", ევროპის ნაკრები გოლფში და ფორმულა 1-ის საჯინიბო "მერსედესი".

დაბოლოს, "წლის გარღვევის" ნომინაციაში "ოსკარი" მიიღო ფორმულა 1-ის გუნდის, "რედ ბულის" წევრმა, ავსტრალიელმა დანიელ რიკარდომ, რომელმაც 2014 წლის ჩემპიონატში მესამე ადგილი დაიკავა. ამ ჯილდოზე პრეტენზიას აცხადებდნენ: ხორვატი ჩოგბურთელი მარინ ჩილიჩი, შვეიცარიის საჩოგბურთო ნაკრები, ამერიკელი სამთო მოთხილამურე მიკაელა შიფრინი, ფეხბურთელები - მარიო გიოტცე (გერმანია) და ხამეს როდრიგესი (კოლუმბია).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნიკოლოზ ბასილაშვილი შანხაის მასტერსის ძირითად ბადეში ითამაშებს
ისევ დამაჯერებლად - ბასილაშვილი ჩენგდუს ტურნირის ნახევარფინალშია!
კვლავ სეტის წაუგებლად - ბასილაშვილმა რეიტინგის მე-40 ნომერი დაამარცხა და ჩენგდუს ტურნირის მეოთხედფინალშია
დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
"სავარაუდოდ, ცვლილებები იქნება" - ფაბრიციო რომანომ ალისონ ბეკერის მომავალზე ისაუბრა
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს პირველი წრიდან გამოეთიშა
"ალეგრის იმდენად არ სურდა ჯარიმა რონალდოს დაერტყა, ასეთი რამ მოიფიქრა" - პიანიჩმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
ნოვაჯ ჯოკოვიჩი ცინცინატის მასტერსზე პირველივე წრეში დამარცხდა
[VIDEO] მისთვის ასაკი მხოლოდ ციფრებია - 38 წლის ნოვაკ ჯოკოვიჩმა იანიკ სინერი ხუთ სეტში დაამარცხა!
[VIDEO] კარლოს ალკარასმა ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში დაამარცხა!
"ყველაფერი ჩემ გარშემო აღარ ტრიალებს " - ნოვაჯ ჯოკოვიჩი
"ნეტავ მეც ასე შემეძლოს" - ჯოკოვიჩმა უიმბლდონის ნახევარფინალში გასვლის შემდეგ მესიზე იხუმრა
"კორტზე" ყოფნის ყოველი წამი მეზიზღებოდა" - ჯოკოვიჩი US Open-ის პირველივე წრეში დამარცხდა