საფრანგეთის ჩემპიონატში კონკურენცია იმდენად იზრდება, რომ იქ დახარჯული ფინანსები გამაოგნებელ ციფრებს აღწევს
საფრანგეთის ჩემპიონატში კონკურენცია იმდენად იზრდება, რომ იქ დახარჯული ფინანსები გამაოგნებელ ციფრებს აღწევს.

მიმდინარე კვირაში საფრანგეთის რაგბის ნაციონალური ლიგის ფინანსურმა კომისიამ გამოაქვეყნა დასკვნა, სადაც ნაჩვენებია, რა რაოდენობის თანხა იხარჯება საფრანგეთის ორ პროფესიულ ლიგაში, ელიტურ პირველ და მეორე დივიზიონებში.

საინტერესოა, რომ ელიტური, პირველი დივიზიონის კლუბების ბიუჯეტის საშუალო მაჩვენებელი 21,2 მილიონი ევროა. აქედან 7,4 მილიონი ხელფასებზე მიდის. ერთ-ერთი კლუბის ყველაზე მაღალი ბიუჯეტი 35 მილიონ ევროს შეადგენს.

მიუხედავად ამისა, შემაშფოთებელია იმ დეფიციტის რაოდენობა, რაც კლუბებს საერთო ჯამში დაუგროვდათ. ის 33 891 000 ევროს შეადგენს. საგულისხმოა, რომ ამ თანხის ნახევარი სამ კლუბზე მოდის. ესენია: დავით ხინჩაგიშვილის "მეტრო რასინგი", დავით ქუბრიაშვილისა და ზურაბ ჟვანიას "სტად ფრანსე" და "კასტრი".

ფრანგული კლუბებიდან მოგება მხოლოდ ორმა გუნდმა, საფრანგეთის ჩემპიონმა - მამუკა გორგოძის, ლევან ჩილაჩავასა და კონსტანტინე მიქაუტაძის "ტულონმა" და გოდერძი შველიძის, კარლენ ასეიშვილის, გიორგი ჟღენტისა და ანტონ ფეიქრიშვილის "ბრივმა" მიიღო.

დეფიციტის ეს რაოდენობა ყველაზე დიდია 1998 წლიდან მოყოლებული. თუმცა, მოსალოდნელია, რომ დეფიციტი 19 მილიონამდე შემცირდება, რადგან რაგბის ნაციონალურმა ლიგამ ტელევიზიებთან 70-მილიონიანი კონტრაქტი გააფორმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა