ლიბანის ჩემპიონატის პლეი ოფში ცქიტიშვილის "ჩამპვილმა" სტუმრადაც დაამარცხა "მუტაჰედი" - 92:88 და სერიაში 2:0 დაწინაურდა
მოიგებს ლიბანური "ჩამპვილი"? - ეს ერთ ფაქტორზეა დამოკიდებული, ფაქტორზე კი არა, კალათბურთელზე - ნიკა ცქიტიშვილზე, რომელიც გუნდისთვის იგივეა, რაც "ლეიკერსისთვის" კობი ბრაიანტი.

მწვრთნელი ნიკას სრულ თავისუფლებას აძლევს და 32 წლის ფორვარდმა იცის, რა მოიმოქმედოს წარმატებისთვის.

ნიკა ახლო დისტანციიდანაც აგდებს, საშუალოდანაც, პერიმეტრიდანაც, არც საჯარიმოებისას ცდება, ბურთსაც ხსნის და როცა პასია საჭირო, თანაგუნდელებსაც არ ივიწყებს.

მოკლედ, ევროპის 2015 წლის ჩემპიონატზე ასეთი კალათბურთელი საქართველოს ნაკრებს უთუოდ სჭირდება, ხორვატიაში ხომ ექვს დღეში ხუთი მატჩის გამართვა გვიწევს. მწვრთნელს მრავალფეროვნებისთვის შეუძლია ერთ დღეს ნიკა სულაც დაასვენოს, მეორე დღეს კი სროლის თავისუფლება მისცეს. შესაბამისად, დასვენების საშუალება სხვებს მიეცემათ, ხოლო სკიტა მწვრთნელს იმედებს ნამდვილად არ გაუმტყუნებს... ამ საკითხზე უფრო ვრცლად მსჯელობა ახლო მომავლისთვის გადავდოთ.

წესითა და რიგით, შესავალშივე უნდა დაგვეწერა: ლიბანის ჩემპიონატის პლეი ოფში ცქიტიშვილის "ჩამპვილმა" სტუმრადაც დაამარცხა "მუტაჰედი" - 92:88 და სერიაში 2:0 დაწინაურდა. თუმცა ნიკას კიდევ ერთმა ეფექტურმა თამაშმა ფიქრები საქართველოს ნაკრებისკენ გააქანა, ჩვენს გუნდს ნამდვილად არ აქვს იმის ფუფუნება, ასეთ კალათბურთელებზე უარი თქვას.

"მუტაჰედთან" გამარჯვებაში სკიტამ ლომის წილი დაიდო: 39 წუთში 24 ქულა, 10 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება მიითვალა. აი, შეტევითი სტატისტიკაც: 3-დან 2 ორქულიანი, 6-დან 3 სამიანი, 12-დან 11 საჯარიმო. მარგი ქმედების კოეფიციენტს არ იკითხავთ? - 37!

მეოთხედფინალური სერიის მესამე მატჩს "ჩამპვილი" საკუთარ მოედანზე 16 აპრილს ჩაატარებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფგ
რა თქმა უნდა უნდა წაიყვანოს. ნიკა არის ყველა დროის ყველაზე ნიჭიერი ქართველი კალათბურთელი. ნიჭით თავიდან ამერიკაში ნოვიცკის ადარებდნენ. მაგრამ იზარმაცა. თუმცა საქართველოს ნაკრების კალათბურთელების უმრავლესობაზე წივწივაძე მეტრეველი და ასე შემდეგ აბსოლუტურად მაღლა დგას. თუმცა ფედერაციაში ატკატებზე ფიქრობენ და არა შედეგებზე. მაგიტომაც არ ცვლიან კოკოშკოვს. გამოცდილი მეატკატეა.
საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა