ინიციატორების განცხადებით, პრემია ითვალისწინებს წლის საუკეთესო ჟურნალისტის გამოვლენას
სპორტულმა გაზეთმა "ლელომ" არჩილ გოგელიას პრემია დააწესა. ინიციატორების განცხადებით, პრემია ითვალისწინებს წლის საუკეთესო ჟურნალისტის გამოვლენას, რომელიც გახდება არჩილ გოგელიას პრემიის ლაურეატი.

პირველი რჩეული დასახელდა "ლელოს" დაარსების 80 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით. ლაურეატის საზეიმო წარდგენა, არჩილ გოგელიას მონაწილეობით, გაიმართება ხვალ, 17 აპრილს, "პალიტრა მედიის" დარბაზში.

"არჩილ გოგელიას მოღვაწეობა სათავეს იღებს სპორტული ჟურნალისტიკიდან და გაზეთ "ლელოდან". მისმა შემოქმედებამ ახალი სტიმული მისცა ჟურნალისტური მასალის ლიტერატურულ ნააზრევად ქცევის ტრადიციის დამკვიდრებას და აიყვანა იგი პუბლიცისტიკის რანგში.

ამასთან, ცნობილმა ვეტერანმა სპორტსმენმა და ფილოლოგმა XX საუკუნის ბოლო მეოთხედის დასაწყისში სათავე დაუდო პოლიგრაფიულ სიახლეებს, როცა ჯერ ჟურნალ "მართვეს", შემდეგ მიყოლებით ჟურნალ "სკოლა და ცხოვრებას", გაზეთებს - "ლელოს" და "თბილისს", მის მიერვე დაარსებულ "დრონს" რედაქტორობდა.

ყოფილი "ლელოელი" იყო აგრეთვე საქართველოს ინფორმაციის მინისტრი, პარლამენტის წევრი, ტელე-რადიო მაუწყებლობის თავმჯდომარე.

სპორტულ თემაზე გამოსცა წიგნები: "მუშკეტერები", "ასეთია სპორტული ცხოვრება".

2004 წლიდან არის საქართველოს ფარიკაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი.

არჩილ გოგელიას შემოქმედებითი მემკვიდრეობითაა ნასაზრდოები ახალგაზრდა სპორტულ ჟურნალისტთა თაობები. ტრადიცია გრძელდება. სწორედ მემკვიდრეობითობა და პროფესიონალიზმი დაედო საფუძვლად გაზეთ "ლელოს" რედაქციის გადაწყვეტილებას - პერიოდულად გამოავლინოს წლის საუკეთესო ჟურნალისტი - არჩილ გოგელიას პრემიის ლაურეატი", - აცხადებენ გაზეთ "ლელოში".

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა