და რისკ-ფაქტორი ლა კორუნიაში
მადრიდის "რეალმა" წინა ტურში 2 ქულამდე დაიყვანა "ბარსელონასთან" სხვაობა და ახლაც აქვს იმედი, კატალონიელთა მეტოქეთაგან საჩუქარს ელოდოს - "ბლაუგრანას" უშიშარი "ვალენსია" ხვდება, რომლის თავკაცი ნუნუ აცხადებს, რომ მის ახალგაზრდულ გუნდს საერთოდ არა აქვს "კამპ ნოუსა" და ლუის ენრიკეს ბიჭების შიში.

თავად მდევარი "მალაგას" მასპინძლობს; გველის ერთი ანდალუსიური დერბი და ერთიც მაღალი რისკის თამაში...

დიდი მატჩი

სანამ "ღამურები" "კამპ ნოუზე" სათამაშოდ გავლენ, ტური კიდევ ერთი ვალენსიურ-კატალონიური დუელით პარასკევს დაიწყება - გადარჩენისთვის გააფთრებით მებრძოლი "ლევანტე" "ესპანიოლს" მასპინძლობს, რომელსაც ევროსაგზურის მოპოვების თეორიული შანსი შერჩენილი აქვს.

დავუბრუნდეთ ბარსელონურ ტურის ცენტრალურ მატჩს - "ვალენსია" ტოპ-5 ლიგაში ყველაზე ახალგაზრდული გუნდია. მიუხედავად ამისა, ის საკმაოდ წარმატებულია - 65 ქულით მეოთხეა და გააფთრებით იბრძვის მესამე ადგილისთვის, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის გარანტირებულ საგზურს იძლევა.

"ბარსელონა" მატჩს შესანიშნავ განწყობაზე, მაგრამ ქანცგაწყვეტილი ხვდება - "ვალენსიასთან" დაპირისპირება ლუის ენრიკეს გუნდისთვის 13 დღეში მეხუთე იქნება. ამაზე ნუნუმ ცივსისხლიანად განაცხადა, სულ არ მაინტერესებს "ბარსელონას" პრობლემები, ჩემი გუნდის მიზანი "კამპ ნოუზე" წარმატების მოპოვება იქნებაო.

"ბარსელონაში" მხოლოდ თომას ვერმალენის თამაშია გამორიცხული. ოთხშაბათს ლუის ენრიკეს ერთი საკადრო პრობლემაც დაემატა - პსჟ-სთან მატჩში ტრავმა მიიღო და შესაცვლელი გახდა ანდრეს ინიესტა. თუმცა თავად მწვრთნელი ამბობს, რომ საშიში არაფერია, ინიესტას ტრავმა მსუბუქია.

ბელგიელმა მცველმა ჯგუფთან ერთად ივარჯიშა, მის დებიუტს უფრო სხვა ტურებში ველით, ცალკე ივარჯიშეს ინიესტამ და ჟორდი ალბამ, ჯერ გასარკვევია დანი ალვეშის საკითხიც. მთლიანობაში, გუნდის ვარჯიშს ინტენსიური არ ეთქმოდა.

"ვალენსიის" დაცვის ხაზი ლუის სუარესს უნდა უფრთხოდეს, რომელიც ტოპ-ფორმაშია. ურუგვაელმა პარიზში სისხლი გაუშრო დავიდ ლუისს, რომელსაც ორჯერ ფეხებშუაც გაუტარა ბურთი.

მეოთხე ასეულისკენ

"ვალენსიასთან" ფეხის დაცდენა შესაძლოა, ლიდერობის დაკარგვად დაუჯდეს "ბარსელონას", რადგან "რეალს" შედარებით იოლი ამოცანა აქვს გადასაჭრელი - ანდალუსიური "მალაგა" ცუდ ფორმაშია, თანაც "სამეფო კლუბი" მას მშობლიურ "სანტიაგო ბერნაბეუზე" მიიღებს. ხუთშაბათის ვარჯიშზე კარლო ანჩელოტის გუნდი სრულყოფილად დაიტვირთა. მხოლოდ ქარიმ ბენზემამ და გარეთ ბეილმა ინდივიდუალურად ივარჯიშეს ტრენაჟორების დარბაზში.

მათი თამაში შაბათს საეჭვო ჩანს. კრიშტიანო რონალდო საოცარ ფორმაშია, "მალაგას" მცველებისთვის უპირველეს ხიფათს წარმოადგენს და თუ ბენზემა და ბეილი ვერ ითამაშებენ, ჩიჩარიტო (ხავიერ ერნანდესი) და ხესე მზად არიან. აღსანიშნავია, რომ ამ სამეულმა (რონალდოს ჩათვლით) წინა ტურში გოლებით გამოიჩინა თავი. რონალდოს ანგარიშზე უკვე 38 გოლია ლა ლიგაში, "რეალის" მაისურით მან უკვე სამასი გოლი გაიტანა და ახლა მეოთხე ასეულის შევსებაზე ზრუნვის დაწყებას "მალაგასთან" მატჩით აპირებს.

ისე, ფაქტია, რომ მადრიდულ მედიაში უფრო დიდი ყურადღება ექცევა საპასუხო მატჩს "ატლეტიკოსთან" ჩემპიონთა ლიგაზე, ვიდრე "მალაგასთან" დაპირისპირებას.

სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი

ლა კორუნიაში ესპანეთის ჩემპიონი "ატლეტიკო" ჩადის "დეპორტივოსთან" სათამაშოდ. ამ გუნდების დაპირისპირება წლების წინ ისედაც დიდ აჟიოტაჟს იწვევდა. ახლა "ატლეტიკოს" მესამე ადგილი აქვს დასაცავი, ხოლო "დეპორმა" უნდა იზრუნოს, რომ ლა ლიგის დატოვება კვლავ არ მოუწიოს. მოკლედ, მართალია, განსხვავებული, მაგრამ ინტრიგა რჩება.

მაგრამ შაბათის დაპირისპირება I წრეში მომხდარი ტრაგედიის გამო უმაღლესი რისკის მატჩად მოინათლა. პირველ წრეში, მადრიდული თამაშის წინ დედაქალაქის ქუჩებში მადრიდელი და გალისიელი ფანების რამდენიმე ჯგუფური ჩხუბი მოხდა, სადაც ტრაგედია დატრიალდა. "ატლეტიკოს" ფანებმა სტუმარი გუნდის ერთ-ერთი ფანი მდინარეში გადააგდეს, რომელიც მიღებული შოკისგან გარდაიცვალა. ახლა კი თამაში ლა კორუნიაშია.

იმედია, ამჯერად ყველაფერი უინციდენტოდ დასრულდება და გალისიელები შურისძიებას არ ეცდებიან.

დიეგო სიმეონეს გუნდი რთულ სიტუაციაშია, ქულების დაკარგვა მეტი აღარ შეიძლება და თან წინ მადრიდის "რეალთან" საპასუხო მატჩია ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში. მადრიდელთა რიგებში საეჭვოა მარიო მანჯუკიჩის თამაში, რომელმაც გუნდისგან განცალკევებით ივარჯიშა ინდივიდუალურად. ხორვატი ფორვარდი, რომელიც ისედაც ახალი გამოჯანმრთელებული იყო, "რეალის" მცველებმა (ვარანი, სერხიო რამოსი და კარვახალი) ლიგის მატჩში ერთობ დააზარალეს სხვადასხვა ეპიზოდში.

დერბი

ზემოთ ანდალუსიური დერბი ვახსენეთ, "გრანადა" გადარჩენისთვის იბრძვის და "სევილიას" მასპინძლობს. ევროპალიგის მოქმედი გამარჯვებული სამეზობლოში დაღლილი ჩადის, რადგან ხუთშაბათს ეს გუნდი შინ "ზენიტს" ეომა.

უნაი ემერის გუნდმა წინა ტურში "ბარსელონა" დაამუხრუჭა (2:2), თუმცა "ვალენსია" წინ უკვე სამი ქულით გაუშვა ("ატლეტიკოსთან" სხვაობა 4 ქულა დარჩა).

ისევე, როგორც ნუნუს გუნდს, უნაი ემერის სამწყსოსაც არ დაუკარგავს მესამე ადგილის მოპოვების იმედი.

"ვილიარეალი" ბოლოადგილოსან "კორდობას" უმასპინძლებს, ანდალუსიელებს უკვე სასწაული ესაჭიროებათ გადასარჩენად. "ყვითელი წყალქვეშა ნავი", მართალია, ლიდერებს კარგად ჩამორჩა, მაგრამ მაინც ინარჩუნებს ამბიციური გუნდის სტატუსს.

სხვა მატჩებიდან აღვნიშნავთ შეხვედრას "სან მამეს ბარიაზე", ბილბაოს "ატლეტიკი" მადრიდულ "ხეტაფეს" მასპინძლობს. "ეიბარი" ვიგოს "სელტას" დაუხვდება, რომლის 19 წლის ნახევარმცველმა სანტი მინამ წინა ტურში "რაიო ვალეკანოს" კარში პოკერი შეასრულა და ბასკეთში უკვე ცნობილი ფეხბურთელის სტატუსით ჩადის.

მესამე ბასკური გუნდი "რეალ სოსიედადი" კი ვალენსიის მხარეში "ელჩეს" სტუმრობს. სწორედ ეს შეხვედრა დაასრულებს ლა ლიგის 32-ე ტურს ორშაბათს.

ყველაზე რეიტინგული საკლუბო პირველობაც ფინიშის სწორზე გავა და დარჩება ერთი მთავარი კითხვა: "რეალი" თუ "ბარსელონა"...

ლა ლიგა. XXXII ტური

პარასკევი. 17 აპრილი

ლევანტე-ესპანიოლი 22:45

დისკვალიფიკაცია: ხუანფრანი (ლევ)

ტრავმა: დიოპი -

ბოლო 6 მატჩი

+2=0-4 +2=3-1

ურთიერთშეხვედრები

სულ 15 თამაში: +5=4-6, (19-18)

შაბათი. 18 აპრილი

ბარსელონა-ვალენსია 18:00

დისკვალიფიკაცია: ოტამენდი (ვალ)

ტრავმა: ვერმალენი, ინიესტა (?) - გაია, პიატი, პერესი, ალვეში (?)

ბოლო 6 მატჩი

+5=1-0 +3=3-0

ურთიერთშეხვედრები

სულ 47 თამაში: +24=12-11, (91-57)

დეპორტივო-ატლეტიკო 20:00

დისკვალიფიკაცია: ლუიზინიო (დეპ)

ტრავმა: ვილკი, პოშტიგა, სალომაო - მანჯუკიჩი, გარსია

ბოლო 6 მატჩი

+0=3-3 +3=3-0

ურთიერთშეხვედრები

სულ 36 თამაში: +11=9-16, (39-53)

რეალი-მალაგა 22:00

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: მედრანი, ხედირა, ბეილი, კოენტრაო - რესკალდანი, ალბერტო, კამაჩო

ბოლო 6 მატჩი

+4=0-2 +1=2-3

ურთიერთშეხვედრები

სულ 29 თამაში: +22=6-1, (72-29)

ბილბაო-ხეტაფე 00:00

დისკვალიფიკაცია: ადურისი - ესკუდერო

ტრავმა: იტურასპე, აკეჩე, მუნიაინი, ბალენსიაგა - ლაფიტა, ვალერა, იოდა

ბოლო 6 მატჩი

+3=1-2 +3=1-2

ურთიერთშეხვედრები

სულ 21 თამაში: +7=7-7, (20-20)

კვირა. 19 აპრილი

ვალეკანო-ალმერია 14:00

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: ლეო, ალვარესი, ბაენა, ტონიო (?) - მიჩელი, ვერსა, ველესი

ბოლო 6 მატჩი

+3=0-3 +1=1-4

ურთიერთშეხვედრები

სულ 7 თამაში: +4=1-2, (9-8)

გრანადა-სევილია 19:00

დისკვალიფიკაცია: მურილიო (გრან)

ტრავმა: სილვესტრი, კოლუნგა, მარე - კრისტოფორო, ბეტო, ბარბოსა

ბოლო 6 მატჩი

+1=2-3 +5=1-0

ურთიერთშეხვედრები

სულ 9 თამაში: +1=1-7, (6-25)

ვილიარეალი-კორდობა 21:00

დისკვალიფიკაცია: კრესპო, პინილიოსი (კორ)

ტრავმა: მარინი, ვიეტო, სორიანო - ლოპესი, ბუსონი, ვიკო (?)

ბოლო 6 მატჩი

+1=3-2 +0=1-5

ურთიერთშეხვედრები

სულ 5 თამაში: +5=0-0, (12-3)

ეიბარი-სელტა 23:00

დისკვალიფიკაცია: ბოვედა - ერნანდესი, რადოია

ტრავმა: ანხელი (?) - პლანასი, ოუბინია

ბოლო 6 მატჩი

+1=1-4 +2=1-3

ურთიერთშეხვედრები

სულ 7 თამაში: +6=1-0, (10-4)

ორშაბათი. 20 აპრილი

ელჩე-სოსიედადი 22:45

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: პელეგრინი, როდრიგესი - დე ლა ბელია, ველა (?), ფინბოგასონი (?)

ბოლო 6 მატჩი

+2=1-3 +3=2-1

ურთიერთშეხვედრები

სულ 9 თამაში: +2=3-4, (8-13)

შენიშვნა: + მოგება, = ფრე, - წაგება () ბურთების სხვაობა

შენიშვნა: ურთიერთშეხვედრები ჩემპიონატისა და თასის მატჩები 1994 წლიდან

ბომბარდირები:

38 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 34 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 18 - ნეიმარი (ბარსელონა), ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო); 17 - კარლოს ბაკა (სევილია); 16 - ალბერტო ბუენო (რაიო ვალეკანო); 15 - ქარიმ ბენზემა (რეალი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ronaldo saocar pormashia:):):)
:Dafrinavs :):)
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
"კვარამ" ბარკოლა მარჯვნივ გააჩოჩა - როგორი იქნება "ატლეტიკთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონა" რაფინიას ტრავმის გამო კომპენსაციას მიიღებს
ამჯერად პრეზიდენტის რანგში - რამოსს "სევილიას" ყიდვა სურს
ენცო ფერნანდესმა "რეალში" ტრანსფერთან დაკავშირებით მინიშნება გააკეთა
სეზონს სხვა მწვრთნელი ჩაამთავრებს - "სევილიამ" მატიას ალმეიდა დაითხოვა
[VIDEO] ძლევამოსილი "ბაიერნი", დამაჯერებელი "ატლეტიკო" და "ნიუკასლთან" წაგებას გადარჩენილი "ბარსელონა"
მიქაუტაძე შევიდა და "თამაში გააკეთა" - როგორი შეფასებები მიიღო გიორგიმ?
ლუის ენრიკემ "ატლეტიკთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
[VIDEO] ბარკოლას ეგოიზმი - "კვარას" პსჟ ბილბაოში "ატლეტიკს" ფრედ ეთამაშა
ოფიციალურად - გრიზმანმა "ორლანდო სიტისთან" გააფორმა კონტრაქტი
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ატლეტიკთან" მატჩში?
ხვიჩა კვარაცხელია: მომენტების გამოყენებაზე უნდა ვიმუშაოთ
"სევილია" შესაძლოა, მალე გაიყიდოს - ახალ მფლობელებს კლუბში დიდი ვალი დახვდებათ
[VIDEOS] "ბაიერნი" და "ატლეტიკო" გავიდნენ - 1/4-ფინალის წყვილები გაირკვა
"ლევანტემ" ქოჩორაშვილის დაბრუნება მოისურვა
El Chiringuito: თუ ობლაკი წავა, "ატლეტიკო" მამარდაშვილის შეძენას შეეცდება
"ვალენსიამ" შეიძლება "რეალის" ყოფილი ვარსკვლავი უფასოდ დაიმატოს
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
პსჟ "რეალის" შემტევის შეძენას აპირებს
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "ჟალგირისთან" დამარცხდა
"მანჩესტერ სიტი" როდრის ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
გადავა თუ არა ჰაკიმი "რეალში"? - აგენტმა კითხვაზე უპასუხა
Teamtalk: არადამაჯერებელი ალისონი დროზე უნდა გაყიდონ - მამარდაშვილის ესპანეთში დაბრუნება სურთ
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
[VIDEO] ალისონის კარგი მატჩი და "ლივერპულის" გამარჯვება - "ბაიერნმაც" მოიგო და "ბარსელონამაც"
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
[VIDEO] ვინისიუსის დუბლი, ვალვერდეს გაძევება - "რეალმა" "ატლეტიკო" დაამარცხა
მიქაუტაძის პოსტს დიდი განხილვა მოჰყვა - ქართველის გზავნილი როგორც კრიტიკის, ასევე სიამაყის საფუძველი გახდა
[VIDEO] პირველი მარცხი ჩემპიონატში - "ბარსელონა" "სევილიასთან" 1:4 განადგურდა
"ის უბრალოდ განსაკუთრებულია" - ვალვერდემ მბაპეზე ისაუბრა