ევროპაში კორტები აგუგუნდა
გუშინ მონტე კარლოს "მასტერსზე" მერვედფინალების დღე იყო და მოხდა პირველი სენსაცია - ფრანგმა გაელ მონფილსმა, რომელსაც დიდი ხანია სერიოზული წარმატებისთვის არ მიუღწევია, მსოფლიოს მეორე ჩოგანი როჯერ ფედერერი გამოთიშა ბრძოლას - 6:4, 7:6(5).

პირველ სეტში მონფილსმა შვეიცარიელზე ერთით მეტი ბრეიკი შეასრულა, მეორეში კი ახლოს იყო წაგებასთან, როცა ტაი-ბრეიკზე 3:5 ჩამორჩა, მაგრამ ზედიზედ ოთხი ქულის აღებით სეტი და მატჩი თავის სასარგებლოდ დაასრულა. ფრანგის ანგარიშზე 22 "ვინერსი" მოდის, ფედერერმა კი აქტიური მოქმედებით 17 ქულა აიღო და მისთვის არადამახასიათებლად ძალიან ბევრი - 38 უნებლიე შეცდომა დაუშვა.

მონფილსის შემდეგი მეტოქე ბულგარელი გრიგორ დიმიტროვი იქნება, რომელმაც მოულოდნელად ძალიან იოლად მოუგო მოქმედ ჩემპიონ სტენ ვავრინკას - 6:1, 6:2. შვეიცარიელს ამ მატჩში ექვსი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, მაგრამ ვერც ერთი შანსი ვერ გამოიყენა, დიმიტროვმა კი ცხრიდან ხუთი ბრეიკ-პოინტი გარდასახა მომგებიან ქულაში. შეხვედრა 55 წუთი გაგრძელდა.

შეგახსენებთ, რომ ვავრინკამ შარშან სწორედ მონტე კარლოში მოიგო კარიერაში პირველი "მასტერსი", როცა როჯერ ფედერერი დაამარცხა ფინალში.

სერიოზული ტესტის ჩაბარება მოუწია გუშინ "გრუნტის მეფეს", რაფაელ ნადალს. ესპანელს დიდი წინააღმდეგობა გაუწია ამერიკელმა ჯონ ისნერმა. პირველ პარტიაში ნადალს ორი სეტბოლის მოგერიება მოუწია და ტაი-ბრეიკზე მაინც გატეხა ისნერის წინააღმდეგობა. მეორე პარტიაში ამერიკელმა 0:40-დან გადაარჩინა საკუთარი გეიმი, შემდეგ ბრეიკი გააკეთა და სეტზეც წარმატებით ჩააწოდა, თუმცა ნადალის კლასმა მესამე სეტში თავისი სიტყვა თქვა. ესპანელი თავიდანვე დაწინაურდა ბრეიკით - 4:1 და უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვია.

რაფა მეოთხედფინალში თანამემამულე დავიდ ფერერს შეხვდება.

ნადალისგან და ფედერერისგან განსხვავებით, ყველაფერი წესრიგში ჰქონდა მსოფლიოს პირველ ჩოგანს, ნოვაკ ჯოკოვიჩს. სერბმა მონტე კარლოში მეორე მატჩი ჩაატარა და ორივე შემთხვევაში ერთ სეტს "მშრალი" ანგარიშით იგებდა. ამჯერად, ნოვაკის მსხვერპლი ავსტრიელი ანდრეას ჰაიდერ-მაურერი გახდა. 53 წუთში ანგარიში იყო 6:4, 6:0. სერბის მოგებათა სერია 14 მატჩამდე ავიდა, სულ კი ამ სეზონში ჯოკოვიჩმა 28 მატჩიდან 26 მოიგო.

მსოფლიოს პირველი ჩოგანის მორიგი მეტოქე ხორვატი მარინ ჩილიჩი იქნება, რომელთან ურთიერთშეხვედრებში სერბს 11:0 მიჰყავს ანგარიში. ჩილიჩმა ფრანგ ჟო-ვილფრიდ ცონგასთან შეხვედრაში ძალიან დამაჯერებლად ითამაშა საკუთარ მოწოდებაზე და მხოლოდ ერთი ბრეიკ-პოინტის შანსი მისცა მეტოქეს - 6:3, 7:6(5) 74 წუთის შემდეგ.

კანადელი მილოშ რაონიჩი ზედიზედ მეორედ გავიდა მონტე კარლოს "მასტერსის" მეოთხედფინალში. მან საათსა და 41 წუთში 35 "ვინერსი" შეასრულა და ესპანელი ტომი რობრედო დაამარცხა - 6:3, 3:6, 6:3. კიდევ უფრო მეტი, 41 "ვინერსი" ჰქონდა რაონიჩის შემდეგ მეტოქეს, ტომაშ ბერდიხს ესპანელი რობერტო ბაუტისტა აგუტის წინააღმდეგ. ჩეხმა სამიდან სამი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა და შეხვედრა საათსა და 39 წუთში ორ სეტში - 7:6, 6:4 მოიგო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
ვინ გახდება პირველი ჩოგანი? მესიმ პაპის ჯილდო მიიღო - 2 სექტემბრის დაიჯესტი
პირველივე დღეს საქმეში მთავარი ფავორიტები ჩაერთნენ! ავსტრალიის ღია პირველობა დაიწყო
US Open გახურდა - ნადალი და ჯოკოვიჩი მშვიდად მიიწევენ წინ, რუბლიოვი აღარ ხუმრობს
ვინ არის ნიკოლოზ ბასილაშვილის მწვრთნელი, რომელიც ცნობილ ჩოგბურთელებს ავარჯიშებდა
ბასილაშვილს სეზონის დახურვა ჯოკოვიჩთან ისტორიული გამარჯვებით შეუძლია! - ნიკა დღეს პარიზის მასტერსში ჩაერთვება - მივა ჯოკოვიჩამდე?
ნიკოლოზ ბასილაშვილი წლის ბოლოს ოპერაციას გაიკეთებს - 4 სექტემბრის დაიჯესტი