ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ბეისჯამპინგი - ხტება ის, ვინც ფიქრობს, რომ ცოცხალი გადარჩება

ბეისჯამპინგი - ხტება ის, ვინც ფიქრობს, რომ ცოცხალი გადარჩება

რა არის ბეისჯამპინგი და რა რისკზე მიდის ამ ექსტრიმის მიმდევარი
ბეისჯამპერებს ერთი მკაცრი წესი აქვთ: ფულის სანაცვლოდ არასდროს და არავის არ ასწავლიან ხტომას. მხოლოდ რჩევების მიცემა შეუძლიათ. მთავარი რჩევა ასე ჟღერს: "ხტება ის, ვინც ფიქრობს, რომ ცოცხალი გადარჩება".

დღეს გავარკვევთ, რა არის ბეისჯამპინგი და რა რისკზე მიდის ამ ექსტრიმის მიმდევარი.

პარაშუტით მოსაწყენია

თავის დროზე, ბეისჯამპინგი საპარაშუტო სპორტს (სკაიდაივინგი) გამოეყო. მას კლასიკური ხტომებისგან მთელი რიგი განმასხვავებელი ნიშნები აქვს. ბეისერები თვითმფრინავებიდან ან ვერტმფრენებიდან არ ხტებიან, ისინი ამისთვის უძრავ ობიექტებს ირჩევენ.

თავად დასახელება "ბეისი" ინგლისური აბრევიატურიდან წარმოდგება - B.A.S.E. ის ასე იშიფრება - Building-Antenna-Span-Earth (შენობა-ანტენა-ხიდის მალი-მიწა). ეს ოთხი სიტყვა მთლიანად მოიცავს ხტომებისთვის საჭირო ობიექტების ჩამონათვალს (აქ ცნება "მიწა" აერთიანებს კლდეებს, კანიონებს და სხვა ბუნებრივ ამაღლებებს).

ბეისჯამპინგის დედააზრი იმაშია, რომ სიმაღლე, საიდანაც ნახტომი სრულდება და ფრენის დრო, იმაზე გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ეს საპარაშუტო სპორტშია დაშვებული. ჩვეულებრივ, ბეის-ნახტომის სიმაღლე 400 მეტრს არ აღემატება, ფრენა კი, 6-7 წამიდან 15 წამამდე გრძელდება. შესაბამისად, შეგრძნებებიც სულ სხვაა. თუ პარაშუტისტი მიწასთან მიახლოებას მხოლოდ ნახტომის ბოლოსკენ გრძნობს, ბეისერს იგივე შეგრძნება თავიდანვე ეუფლება.

ცნობილი ფაქტია, რომ ამ ექსტრიმის მიმდევართა უმეტესი ნაწილი საპარაშუტო სპორტით იწყებდა. მაგრამ რაღაც ეტაპზე ის მოსაწყენი გახდა და ამის შემდეგ, პარაშუტისტები ბეისში გადავიდნენ.

ერთი შეხედვით, ბეისი გაცილებით მარტივი ჩანს, ვიდრე ჩვეულებრივი საპარაშუტო სპორტი. თითქოს, მისთვის საჭირო არ არის არანაირი სპეციალური ტექნიკა: უბრალოდ რაიმე შემაღლებაზე ადიხარ და ქვემოთ ხტები. სინამდვილეში ასე არ არის. საპარაშუტო სკოლის გარეშე ხტომა უბრალოდ არ შეიძლება - დამწყებ ბეისერს პარაშუტით მინიმუმ 300 ნახტომი მაინც უნდა ჰქონდეს შესრულებული, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს შეიძლება თვითმკვლელობად იქცეს.

რა თქმა უნდა, ზოგიერთები საპარაშუტო გამოცდილების გარეშეც გადიან ფონს, მაგრამ ასეთები ერთეულები არიან - მათ ჩონჩხის განსაკუთრებული აგებულება აქვთ.

ბეისჯამპინგის ამერიკელი ლეგენდის, დენის სახელს ბეისის ისტორიაში შთამბეჭდავი მომენტი უკავშირდება. რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში ნახტომის შესრულებისას პარაშუტი არ გაიხსნა და ის რამდენიმე ასეული მეტრიდან მიწაზე დაენარცხა. სიკვდილს სასწაულებრივ გადაურჩა - არცერთი მთელი ძვალი არ შერჩენია და სასტუმროში სპეციალური გასაბერი სკაფანდრით გადაიყვანეს. თუმცა ორ თვეში დენმა სირბილი დაიწყო, ნახევარ წელიწადში კი, ჭანჭიკებით აწყობილი ხერხემლით ხტომები განაახლა.

მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ბეისჯამპინგი აკრძალულია. ბეის-მოძრაობის ერთ-ერთი პოსტულატი ასე ჟღერს: "სკაი-დაივინგი - სპორტია, ბეისი - ფსიქოდელია". ამ წრის ავტორიტეტულ წარმომადგენლებს "გურუს" ეძახიან. ეს ჩაკეტილი საზოგადოებაა, რომელში მოხვედრაც არც ისე მარტივია. იქ მხოლოდ რეკომენდაციით იღებენ.

მთავარია მანევრირება

ბეისი მხოლოდ ექსტრემალური გასართობი არ არის, ესაა ადამიანის მიერ მოგონილი ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო საქმიანობა. ამ მოძრაობის კიდევ ერთი ძირითადი წესი შემდეგს გვეუბნება: "საუკეთესო ბეისერი - ძველი ბეისერია".

ყველა გამოცდილი ბეისერის ცხოვრებაში ერთხელ მაინც ყოფილა ისეთი ეპიზოდი, როცა ის სიცოცხლეს ემშვიდობება. თუმცა ამის გახსენება მაინც და მაინც არ უყვართ. ერთი ძველი ბეისერი დღეს ყავარჯნებით დადის. საფრანგეთში შესრულებული ნახტომისას, გაშლილმა პარაშუტმა ის 170 კილომეტრი საათი სიჩქარით კლდისკენ გააქანა. მხოლოდ თავისი რეაქციის წყალობით გადარჩა: დროულად დაიმორჩილა პარაშუტი და ორივე ფეხი მოიტეხა.

საერთოდ, ბეისჯამპინგში უბედური შემთხვევების დიდი ნაწილი სწორედ მაშინ ხდება, როცა გახსნილი პარაშუტი მხტომელს ობიექტისკენ მიაქანებს. ასეთ სიტუაციაში აუცილებელია პარაშუტით ისე მანევრირება, რომ რაც შეიძლება მეტად დასცილდე ობიექტს. უფრო ხშირად, ასეთი რამ კლდეებზე ხდება ხოლმე, ხანდახან შენობიდან ხტომის დროსაც. ყველაზე უხიფათოდ ხიდებიდან და ანძებიდან ხტომა ითვლება. თუმცა სასიკვდილო რისკი აქაც არსებობს.

ერთი გამოცდილი ბეისერი ჰყვება, რომ მის თვალწინ მისი მეგობარი აალებულ ჩირაღდანს დაემსგავსა, რადგან არ გაითვალისწინა, რომ ბოძებს შორის გაბმულ მავთულებში მაღალი ძაბვა გადიოდა. არაერთი ბეისერი იმის გამო დაიღუპა, რომ პარაშუტი დროულად არ გაიხსნა.

ბუნებრივია, იგივე შეიძლება დაემართოს ჩვეულებრივ სკაი-დაივერს. მაგრამ მათ სათადარიგო პარაშუტიც აქვთ. ბეის-ჯამპერს კი, ეს მოწყობილობა ნებისმიერ შემთხვევაში ვერ დაეხმარება - ხშირად პირველის გახსნასაც ვერ ასწრებს. აქ ხომ ნახტომის მინიმალური სიმაღლე - 25 მეტრია. ამიტომაც, ბეისისთვის პარაშუტების კონსტრუქცია ჩვეულებრივისგან განსხვავდება. სინამდვილეში, ბეისის პარაშუტი - ეს უბრალო ჩვარია, კონვერტის ფორმით დაკეცილი. მას არ გააჩნია ჩვეულებრივი პარაშუტისთვის დამახასიათებელი კვანძები, რამაც შეიძლება ხანმოკლე ფრენის დროს დააღალატოს.

ზოგიერთები საერთოდ უარს ამბობენ პარაშუტებზე. ყველაზე განვითარებული ბეის-ჯამპერები სპეციალური კოსტიუმით ასრულებენ ნახტომებს. მას Wing-suit ჰქვია და ერთგვარ აპკს წარმოადგენს, რომელიც ხელებიდან ფეხებამდეა გაჭიმული და ფრთის იმიტაციას იწვევს. ასეთი კოსტიუმი ჰორიზონტალურ ფრენას უზრუნველყოფს და შეუძლია 15-წამიანი ვარდნა ნახევარ წუთამდე გაზარდოს. მთელ მსოფლიოში Wing-suit-ის სპეციალისტები თითზე ჩამოსათვლელნი არიან.

ბეისჯამპინგში კლასის განმსაზღვრელი ერთადერთი კლასიფიკაცია არსებობს - ე.წ. "ბეისერის ნომერი", რომლის მფლობელი პროფესიონალ მხტომელად ითვლება. თანაც, ამ კლასიფიკაციას ოფიციალურსაც ვერ ვუწოდებთ იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ბეისერებს დარეგისტრირებული ორგანიზაცია არ გააჩნიათ: მთელ სტატისტიკას ერთი ამერიკელი აწარმოებს. მის სიაში მოხვედრა საპატიო და რთულია: უნდა გქონდეს იმის დამამტკიცებელი საბუთები, რომ ყველა სახის ობიექტიდან გაქვს შესრულებული ნახტომები.

როგორ ვიფრინოთ

ბეის-ჯამპის ნახტომის ტექნიკა ჩვეულებრივისგან განსხვავებულია. უპირველეს ყოვლისა, ობიექტიდან "ჩაყვინთვა" არ შეიძლება, უნდა გადახტე მკერდით ჰორიზონტისკენ, თითქოს ხელებით წარმოსახვით ორძელს ებღაუჭები. ეს იმით არის განპირობებული, რომ ფრენის დასაწყისში ბეისერი არ ხვდება 200 კილომეტრი საათი სიჩქარის ჰაერის ნაკადში, როგორც ეს თვითმფრინავიდან ან ვერტმფრენიდან გადმოხტომისას არის ხოლმე.

ბეისერმა ფეხი ძლიერად უნდა დაკრას, განსაკუთრებით მაშინ, როცა კლდიდან ან შენობიდან ხტება. გადახტომიდან პირველი ორი წამი აკრობატიკით არის დაკავებული - იმისთვის, რომ ორიენტაცია არ დაკარგოს. ჩვეულებრივ, ამის შემდეგ ბეისერს ჰგონია, რომ ჰაერის ნაკადში მოხვდა. მაგრამ ეს ილუზიაა. ნამდვილი ნაკადი ხტომის მეხუთე წამზე ჩნდება. მასში რომ მოხვდე, ხელები ტანის გასწვრივ უნდა გაშალო და ქარის მიმართულებით ორიენტაცია უნდა შეძლო.

შემდეგი ნაბიჯია პარაშუტის გახსნა. აი აქ შეიძლება მოხდეს ყველაზე უსიამოვნო - ის, რაზეც ზემოთ ვთქვით, ანუ პარაშუტმა შეიძლება ობიექტისკენ გაგაქანოთ. ეს რომ არ მოხდეს, აუცილებელია მკვეთრად დაქაჩოთ თოკები და პარაშუტს "უკან დაახევინოთ".

როცა ხიფათი უკან რჩება, შეგიძლიათ მოდუნდეთ - ყველაფერი საშიში უკან დარჩა. ფრენის უკანასკნელი ფაზაა დაშვება - ის თვითმფრინავიდან ჩვეულებრივი ნახტომისგან არაფრით განსხვავდება.

ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"

[VIDEO] კეინის ყველა დროის რეკორდი - "ბაიერნი" და ინგლისელი შეუჩერებლები არიან

ბუნდესლიგის გუნდებმა მიმდინარე სეზონში 3 ტურის შემდეგ უკვე მეორე მწვრთნელი დაითხოვეს

ერიკსენი კარიერას "ვოლფსბურგში" გააგრძელებს

დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ

გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა

[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა

U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა

წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"

GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში

იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა

ლოჩოშვილმა ტრავმა მიიღო - "ნიურნბერგი" სახლში "ჰერტასთან" განადგურდა

გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა

"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ

"რეალს" გიულერის თაობაზე ორი კლუბი დაუკავშირდა - "სამეფო კლუბმა" გადაწყვეტილება მიიღო

"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა

"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია

"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა

[VIDEO] სათადარიგოთა სკამიდან შევიდა და ყველაზე შედეგიანი იყო - შერმადინის მაგარი მატჩი "რეალთან"

ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"

ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა

[VIDEO] ლომინაძე და ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდნენ - "სპორტინგმა" "ნაპოლიმდე" "ეშტორილს" სძლია

"[VIDEO] ბარსელონასთან" მატჩის წინ ხვიჩამ ტრავმა მიიღო - პსჟ-მ "ოსერს" მცველების გოლებით მოუგო

"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ