ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

გელა კეტაშვილი: კარიერა პატარა კაცებმა დამასრულებინეს

გელა კეტაშვილი: კარიერა პატარა კაცებმა დამასრულებინეს

"მერე იტყვიან, თაობები არ მოდისო... როგორ გაიზრდებიან, როდესაც ქართული ფეხბურთი შურსა და სარმების დადებაზეა დამყარებული?"
გელა კეტაშვილის კარიერა საფეხბურთო ტრაგედიაა. ჯან-ღონით სავსე კაცმა, რომელმაც ოლიმპიური ოქროს მედლის სიტკბო იგრძნო, ორ წელიწადში კარიერა დაასრულა.

წლეულს გელა კეტაშვილი 50 წლის გახდება. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ხანმოკლე კარიერა ჰქონდა, იმდენი მოასწრო, რასაც ვერც ერთი ჩვენიანი ვერ შესწვდა - კეტაშვილი ერთადერთი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონია ფეხბურთში. იყო სსრკ-ს იუნიორთა, ახალგაზრდული და ოლიმპიური გუნდების უცვლელი წევრი. 1988 წლის სეულის ოლიმპიადის გამარჯვებული გახდა, სადაც საბჭოელებმა ფინალში დამატებით დროში 2:1 დაამარცხეს ბრაზილია, სადაც თამაშობდნენ რომარიო, ბებეტო, ტაფარელი, ჟორჟინიო, მაზინიო...

1983 წელს ქუთაისის "ტორპედოში" 17 წლისა გამოჩნდა და ყველა მიხვდა - დიდი ტალანტი იყო. ერთ წელიწადში თბილისის "დინამოში" გადავიდა, რომლის ღირსებასაც 1990 წლამდე იცავდა და გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო. სამჯერ ითამაშა საბჭოთა ნაკრებში. ოფიციალურად კი მხოლოდ ერთხელ - 1989 წლის 10 მაისს, 1990 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, თურქეთის წინააღმდეგ.

იყო საქართველოს დამოუკიდებელი ნაკრების პირველი კაპიტანი და ლიტვასთან ისტორიული მატჩის (2:2) მონაწილე. თუმცა ეს იყო "ჯვაროსნებში" მისი უკანასკნელი მატჩიც, რადგან მიზეზთა გამო, კარიერა 25 წლის ასაკში დაასრულა.

დიდ ფეხბურთში დაბრუნება რამდენჯერმე სცადა, 1995 წელს დავით ყიფიანის მიწვევით, თბილისის "დინამოში" სამი შეხვედრაც ჩაატარა, მაგრამ უკვე გვიანი იყო და კარიერა ისე დაასრულა, საკუთარი შესაძლებლობები სანახევროდაც ვერ გამოავლინა.

სამსახურიდან პირველი მე გამიშვეს

- წლეულს 50 წლის გახდებით. უკან რომ მოიხედავთ, რას ფიქრობთ?

- უცნაური კარიერა მქონდა და უცნაურ ქვეყანაშიც ვცხოვრობ. საქართველოში ერთად-ერთი ოლიმპიური ჩემპიონი ვარ ფეხბურთში და მეგონა, გარკვეულ დაფასებას ვიმსახურებდი. მაგრამ 11 წლის წინ უმუშევარი დამტოვეს. ქვეყანაში რამდენი რამ შეიცვალა, მაგრამ ჩემთვის ვერავინ მოიცალა და ერთი სამსახური პრობლემა გამიხდა. ესეც ფეხბურთი ხომ არ არის, სადაც შურმა და გაუტანლობამ მომინელა.

- თქვენს ცხოვრებაში ასეთებიც ხდებოდა?

- ხდებოდა? მთელი ცხოვრება ამან გამიმწარა და რომ იცოდეთ, ჩემი კარიერაც ზოგიერთების შურმა შეიწირა.

- ვის გულისხმობთ?

- შურისძიების გრძნობა არ მამოძრავებს და არც მათი საჯარო განკითხვა მსურს. კონფლიქტური არ ვყოფილვარ, მაგრამ "დინამოში" დიდი განხეთქილებები მოხდა და თამაშგარეში დავრჩი.

- ფეხბურთის შემდეგ, კარგა ხანი, ავტოინსპექციაში მუშაობდით.

- სარეგისტრაციო განყოფილებაში ილია რუხაძესთან ვმუშაობდი და წასვლის შემდეგ შევცვალე.

- ეს თანამდებობა მხოლოდ ფეხბურთელებს ეკუთვნოდათ და ისიც, მარჯვენა მცველებს?

- (იცინის). ასე იყო, სანამ მიშა არ მოვიდა.

- ის რაღას გერჩოდათ?

- შს მინისტრად ბარამიძე დაინიშნა და მარჯვენა მცველები განზე გაგვწია. პირველი კი მე გამათავისუფლა. მე არანაირი დანაშაული არ მქონდა, უბრალოდ, ბიჭს თავისი კლასელის დანიშვნა სურდა. ეს იყო და ეს. აბა, ძმაკაცის გამო ოლიმპიური ჩემპიონის მოხსნა რა პრობლემა იყო?

- უმუშევრად დარჩენილს საქმიანობა ფეხბურთშიც არ შემოგთავაზეს?

- არანაირი. კარგა ხანი ასე დავდიოდი. ბოლო წლებში ფედერაციამ მატჩის დირექტორობა დამაწყებინა. ერთი დიდი თანამდებობის კაცი სტადიონის დირექტორობასაც მპირდებოდა. მაგრამ წელს დირექტორების სიიდანაც ამომიღეს... ძნელია ამ ქვეყანაში ცხოვრება.

ჩხუბი მოსკოველებთან

- უფრო სასიამოვნო ამბებს გაგახსენებთ. პირველი მწვრთნელი, კარიერის დასაწყისი და პირველი ტიტულები.

- ვარჯიში "ნორჩ დინამოელში" სერგო აპრესიანთან დავიწყე. ტრიკოტაჟის ქარხანაში იყო გუნდი, სადაც ჟანი ლეჟავამ "ტყავის ბურთზე" დამიმატა. ერთ წელიწადში თემქაზე, "სიხარულში" შუქრი ჭუმბურიძესთან გადავედი და იქიდან სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებში სულ ვხვდებოდი. ქუთაისის "ტორპედოში" კი მე-9 კლასელი ბიჭი ამიყვანეს.

სხვათა შორის, იმ წელს, უმაღლესი ლიგიდან გავვარდით, მაგრამ ჩემპიონ "დნეპრთან" და მოსკოვის "სპარტაკთან" გასვლაზე ფრედ ვითამაშეთ, "ზენიტს" და "შახტარს" კი ქუთაისში მოვუგეთ.

1983 წლის ბოლოს თბილისის "დინამოში" ნოდარ ახალკაცმა მიმიყვანა, მაგრამ მისი ხელმძღვანელობით თამაში ვერ მოვასწარი - მოხსნეს და დავით ყიფიანი დანიშნეს. მაშინ "დინამომ" თავის ისტორიაში ყველაზე ცუდი შედეგი აჩვენა, მაგრამ გუნდში მოხვედრა მაინც ყველა ბავშვის ოცნება იყო. მანამდე კოსტავა "ტორპედოში" გაუშვეს და მის შემცვლელს ეძებდნენ.

ხელი იმან შემიწყო, რომ 13 წლიდან საქართველოსა და საბჭოთა კავშირის ასაკობრივ ნაკრებებში ტურნირებსა და ევროპა-მსოფლიოს ჩემპიონატებზე თამაშებმა საკმაოდ თავდაჯერებული გამხადა და "დინამოსთვისაც" მორალურადაც მზად ვიყავი.

- გამიგია, რომ "ტორპედოში" კარგ თამაშთან ერთად, თავი მოედანზე ჩხუბითაც დაამახსოვრე.

- ეს ჩხუბი მოსკოვის ცსკა-სთან მომივიდა. ქუთაისში ვთამაშობდით და მოსკოველთა თავდამსხმელს ვეძგერე. მსგავსი რამ "დინამოშიც" შემემთხვა: მოსკოვის "ტორპედოს" მცველმა, სერგეი პოლუკაროვმა გია გურული აშკარად "მოჩეხა". დავარტყი და სადისციპლინო კომიტეტმა 2 თუ 3 თამაში გამომატოვებინა.

უეფას თასზე ბუქარესტის "ვიკტორიას" რომ შევხვდით, იმათ მცველთან დან ტოტლინსკისთანაც ვიჩხუბე. ისე უხეშობდა და მწყობრიდან ისე გამომიყვანა, რომ "პადკატი" ყელთან გავუკეთე. ამ თამაშის შემდეგ, მოედნიდან კი არა, ქვეყნიდან გამომაგდეს. თბილისში განმეორებითი შეხვედრის შემდეგ, გადამეხვია და შევრიგდით. ყოველთვის ამის მომხრე ვიყავი, ემოციები მოედანზე უნდა დატოვო.

- საბჭოეთის დროს სხვა გუნდებთან როგორი ურთიერთობები გქონდათ?

- კიევის დინამოელებთან ვძმაკაცობდით. კარგი ბიჭები იყვნენ და ერთმანეთს ნაკრებშიც გვერდში ვედექით. მაგრამ იმას ნაღდად ვერ ვიტყვი, რომ ვინმესთან გამორჩეულად ცუდი ურთიერთობა გვქონდა.

ბიშოვეცს რომარიოს მეურვეობა კატეგორიულად მოვთხოვე

- თქვენს კარიერაში განსაკუთრებული როლი სეულის ოლიმპიადამ ითამაშა.

- "მეტალისტთან" შეხვედრისას, ხარკოველმა ბოიკომ მარჯვენა კოჭი მეორედ მომტეხა. ასეთი კოჭით თამაში შეუძლებელი იყო. ყველამ იცის, რომ საბჭოთა კავშირის ნაკრების მწვრთნელი, ანატოლი ბიშოვეცი მაშინ მენდო, როდესაც ჩემი თამაშის იმედი ყველას გადაეწურა. სასწრაფოდ გამოგზავნა ექიმი, ზურაბ ორჯონიკიძე, რომელმაც გადამაფრინა მოსკოვში, სასწაულები გააკეთა და თვე-ნახევარში თაბაშირი მომხსნა.

მაგრამ ვარჯიშებისას ისეთი საშინელი ტკივილები მაწუხებდა, მოედანზე გასვლამდე და შემდეგაც ნემსებს მიკეთებდნენ, მალამოებს მისვამდნენ და ფეხი სულ გადახვეული მქონდა. ბუცებს ბოლომდე ვერც ვიკრავდი.

- აბა, ბიშოვეცმა რატომ წაგიყვანათ?

- მეუბნებოდა, მთელი დაცვა შენზე მაქვს აწყობილი და უნდა ითამაშოო. კაცი ასე რომ მენდობოდა, ვერ დავაღალატებდი და ტკივილებს გავუძელი. იაპონიაში, მოსამზადებელ ეტაპზე წამიყვანა. იქ 4 შეხვედრა ჩავატარეთ. მან გარისკა და მესამე შეხვედრაში 10 წუთი მათამაშა, მეოთხეში კი - 30 წუთი. სეულში კი 5-ივე შეხვედრა გაუსაძლისი ტკივილებით ჩავატარე, თანაც - შეუცვლელად.

იქ ჯგუფში არგენტინას მოვუგეთ, ნახევარფინალში იტალიას, ფინალში კი - ბრაზილიას. ისეთი მონდომებული ვიყავი, იტალიელ რიციტელის ფეხი მოვტეხე. ეს ამბავი მაგრად განვიცადე. ერთ სასტუმროში ვცხოვრობდით და ყოველდღე მასთან ავდიოდი. ვიცოდი, რომ ევროპელებს ხიზილალა ძალიან უყვარდათ, ჩვენ კი იმდენი გვქონდა, ვერ ვერეოდით და რიციტელისთან ამქონდა. იცინოდა, თუ გინდა, მეორე ფეხიც მომტეხე, ოღონდ ხიზილალა არ მომაკლოო.

სხვათა შორის, არასოდეს მომიყოლია, ფინალში ბრაზილიასთან შეხვედრის შესვენებისას რომ ვიჩხუბე.

- ასეთი რა მოხდა?

- მე რომარიოს აყვანა დამავალა, მაგრამ კუთხურების დროს, ტანმაღალი სერჟინიოს მეურვეობა დამევალა, რადგან თავით კარგად ვთამაშობდი. ამ დროს კი მასთან სხვა უნდა მდგარიყო, რომელსაც კუთხურის დროს გაეპარა და გაგვიტანა. შესვენებაზე გასახდელში ბიშოვეცს ვეჩხუბე, ეს კაცი მთლიანად მე ჩამაბარე და მოვუვლი-მეთქი.

რომარიო ძალიან უცნაური მოძრაობების მქონე სწრაფი და ტექნიკური ფეხბურთელი იყო. მასთან ერთი კაცი უნდა მდგარიყო, მეტ-ნაკლებად ალღოს რომ აუღებდა. ბიშოვეცმა, მართალი ხარო და მეორე ტაიმში რომარიო მოედნიდან "დავმალე".

- ცნობილებიდან კიდევ ვის წინააღმდეგ გითამაშიათ?

- მაშინდელ მსოფლიო ფეხბურთის ლამის ყველა ვარსკვლავის წინააღმდეგ მითამაშია - ლინეკერის, შერინგემის, ელკიაერის, ძმები ლაუდრუპების, კანტონას, პაპენის, ბაჯოს აყვანას მე მავალებდნენ.

სხვათა შორის, შერინგემს 1984 წელს ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატის მეოთხედფინალში შევხვდი. ის პირწმინდად ჩავკეტე, ბოლო წამზე კი გამარჯვების გოლიც გავიტანე.

- ფაქტობრივად, კარიერა ეროვნული ჩემპიონატის პირველი მატჩის შემდეგ დაასრულეთ. შეგიძლიათ გაგვიმხილოთ, ასეთი რა შეგემთხვათ?

- იმ წელს მსოფლიო ჩემპიონატი იმართებოდა, ნაკრებს ვალერი ლობანოვსკი ავარჯიშებდა და ჩემი წაყვანა ნაკრებშიც სურდა და კიევის "დინამოშიც". მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი რომ გაქვს, ხომ ხვდებით, რამხელა სტიმულია? არადა, მიტინგზე გამოაცხადეს, კეტაშვილი იმპერიის ნაკრებში თამაშს აპირებსო და ჩემზე იმხელა აგრესია წამოვიდა, ამან ძალიან დამთრგუნა.

მსოფლიო ჩემპიონატზე წასვლა ძალიან კი მინდოდა, მაგრამ ეს გამორიცხული იყო. რეალურად, კარიერა ამიტომაც დავამთავრე. რომ წავსულიყავი, თბილისში ვეღარ ჩამოვიდოდი. მსოფლიო დონის ტურნირების შემდეგ, უცებ უნდა გადმოვრთულიყავი საქართველოს ჩემპიონატზე.

მე ჩემი ქვეყანა არავიზე ნაკლებ არ მიყვარს, მაგრამ მიწაზე ასეთი დანარცხება მაინც ძალიან მტკივნეული აღმოჩნდა - კარიერის ყველაზე დიდი ოცნება დამემსხვრა.

- გულახდილად თქვით, სმას ამიტომ მიეძალეთ?

- რა თქმა უნდა. ისე გამოვიდა, "უემბლისა" და "სან-სიროზე" თამაშის შემდეგ, არაფერი მკითხეს და ფეხბურთი წამართვეს. აღარ ვიცოდი, რა მექნა, სტიმული დავკარგე და დეპრესიაში ჩავვარდი. ეროვნული ჩემპიონატის პირველივე შეხვედრამ ფოთის "კოლხეთთან" კი ბოლო მომიღო.

მოედანზე უხალისოდ გავედი. მარჯვენა ფლანგიდან ბურთი რომ ჩამოაწოდეს, დატრიალდა და კუთხურზე მოგერიება მსურდა. მაგრამ ამ ბურთის, "ტანგოს" უცნაური ტრაექტორია ვერ გავთვალე და საკუთარ კარში ჩავჭერი.

მინდოდა, მიწა გამსკდარიყო და ჩავვარდნილიყავი. მერე ამ ავტოგოლს ათასგვარი ბინძური ჭორი მოაყოლეს, რასაც კონფლიქტიც მოჰყვა და ამდენ ტკივილს ვეღარ გავუძელი, ადამიანი ვარ და არა ქვა. ყველაფერზე გაბრაზებულმა რეჟიმი დავივიწყე, სმა დავიწყე და კარიერაც დავინგრიე.

- ფეხბურთში საქმიანობა რატომ აღარ ისურვეთ?

- იმდენად გულნატკენი ვიყავი, სტადიონისკენ გახედვაც აღარ მსურდა. მერე იტყვიან, თაობები არ მოდისო. ამის მიზეზი არავის აინტერესებს? ფული არ გვაქვსო - სისულელეა, თაობები როგორ გაიზრდებიან, როდესაც ქართული ფეხბურთი შურსა და სარმების დადებაზეა დამყარებული?

მთელი ცხოვრება ვგრძნობდი, უნიჭო, მაგრამ ამბიციური ადამიანების "პადნოჟკებს" და ბოლოს ფეხბურთიდანაც მათ გამო წავედი.

- აქაც ბევრი სალიერია?

- სალიერმა მსოფლიო მუსიკაში კვალი მაინც დატოვა. უბედურებაც ისაა, რომ ისინი სალიერებიც არ იყვნენ. თავის დონე რომ იცოდნენ, ამაზე იბოღმებოდნენ.

მე ვქეიფობდი და ვთამაშობდი კიდეც, მაგათ კი არც ერთი შეეძლოთ და არც - მეორე. ამ პატარა კაცუნებმა კარიერა კი დამინგრიეს, მაგრამ იმას ვერ წამართმევენ, რასაც თავად ვერასოდეს შესწვდნენ.

ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"

• ზურა222

ნაღდად იქნებოდა მე-20 საუკუნის კი არა ისტორიაში საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი 1988 ში კიევში რომ წასულიყო ლობანოცსკისთან ! იქედან 2-3 წელში რომელიმე გრანდში გადავიდოდა და კალაძეზე დიდი მიღწევებიც ექნებოდა იმიტომ რომ კალაძეზე გაცილებით ნიჭიერი იყო !

• ქართველი

კეტაშვილს რომ განიკითხავ მაინტერესებს შენ თუ დადიხარ ახლა ეროვნული ჩემპიონატის მატჩებზე! კაცი ამბობს მსოფლიო ჩემპიონატი უნდა მეთამაშა და ქვეყნის მოღალატედ გამომაცხადესო! ეს ნორმალურად მიგაჩნია? და რომ ეტამაშა მოღალატე იქნებოდა? და შენ კი იძახი უხალისოდ რატომ გამოვიდაო! ახლა ხო გამოდიან ქართველი ფეხბურთელები ხალისით და ხო ტკბები მაგათი ხალისიანი თამაშით! შენნაირმა პოპულისტებმა დაანგრიეს ქვეყანა! კეტაშვილისნაირი ფეხბურთელი ოქროს თაობის მერე არ ჰყოლია საქართველოს!

• ემზარ დუისბურგი

ეხ როგორ გიყვართ არა ასე სასტიკად სხვისი გაკიცხვა?საინტერესოა თქვენ ! აი ზუსტად თქვენ როგორ მოიქცეოდით კონკრეტულად ამ შემთხვევაში? და რა რას ამბობს არასწორს ?რომ წასულიყო და ეთამაშა ნაკრებში , არ შერაცხავდა მთელი საქართველო ერის მოღალატედ და ჯვარზე არ გააკრობდა?ჯიქიას რუსეთში რომ შეეხითხეს ჩვენს ნაკრებში ითამაშებ თუ საქართველოსიო და ჯერ არ ჩამოვყალიბებულვარო რომ უპასუხა ,თუ გახსოვს რა ქარცვეცხლში მოაქციეს ეს ბიჭი საქართველოში და ეგება ამანაც კი გადაწყვიტა საბოლოოდ რუსეთი რომ აირჩია და დღევანდლამდე აგინებთ! წავიდა და წავიდეს! ახლა გელას რაც შეეხება მიტინგზე გამოაცხადეს რომ თითქოს ნაკრებში მიდისო უცებ დავინახე რა აგრესია წამოვიდაო.....და გიკვირთ მერე ? ეს კაცი ყველა თავის ტრაგედიულ ბედს რაც მე დღეს პირველად გავიგე ! სულ მიკვირდა 25 წლის ასაკში რა მოხდა ასეთი რომ ფეხბურთის თამაში ვეღარ შეძლო მეთქი ? მე ტრავმა მეგონა ( ნუ რა ვქნა არ ვცხოვრობ მაქ და იმიტომ არ ვიცოდი) და იმის მაგივრად რომ ადამიანურად გავუგოთ ზოგი ლანძღავთ ,ზოგიც ქართველობას უწუნებთ ?! მაგრამ არ ერთს არ დაუწერია აქ რომ ბოლო სამუშაოდანაც გამოაგდეს რომ თურმე ბარამიძეს კლასელის დანიშნვა უნდოდაო! და კაცურია ეს ?! ჰოდა ასეთ არაკაცურ მოქცევებს ვერ ინელებდა ეს კაცი და ნუ გადააყოლეთ რა ......

• საქართველოსთვის!

გელა დიდი ფეხბურთი უნდა გეთამაშა და სამწუხაროა რომ 25 წლის ასაკში წახვედი ფეხბურთიდან... მარტო სხვებს ნუ აბრალებ შენი კარიერის დასრულებას. შენი ბრალიც არის. საქართველოს პირველი ჩემპიონატი ტარდება ფეხბურთში, პირველი გახსნის მატჩია დინამო- კოლხეთი, გადაჭედილი დინამო, ზღვა ხალხი, ეროვნული ჰიმნი,რა ამბები იყო მაშინ საქართველოში... თქვენ კი ამბობთ რომ, სტადიონზე უხალისოდ გავედიო... ძალიან სამწუხაროა. რატო უნდა გადიოდეს ფეხბურთელი ფეხბურთის სათამაშოდ უხალისოდ?.. თან თუ არ ვცდები გუნდის კაპიტანიც იყავით... 24 თუ 25 წლის კაცი რატო უნდა გადიოდე უხალისოდ სტადიონზე?.. ან რატო უნდა მიეძალო ამ ასაკში ალკოჰოლს?? თქვენზე ბევრად მძიმე და რთული სიტუაციები ქონიათ ფეხბურთელებს მაგრამ გადაულახავთ ის სიძნელეები, ბოლო, ბოლო სპორტსმენი იყავით და ვალდებული იყავით დაგეძლიათ სირთულეები... მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ საქართველოს ჩემპიონატში ვეღარ ვითამაშებდიო... ძალიან სამცუხაროა ასე რომ საუბრობთ. იმ საქართველოს ჩემპიონატიდან წავიდნენ კარგ ევროპულ გუნდებში ქართველი ფეხბურთელები. სხვებს ნუ ადანაშაულებთ...

• გიზოგ

მაგინი მაშინ ახალგაზდულში იყვნენ და არა ოლიმპიურში.

• გელა

მახსოვს 2003 წელი იყო,ჯერ კიდევ ბნელი,თელავში ერთერთ ავტოკალონკაზე შევედი და რაღაც ჩოჩქოლი იყო,მივედი და გელა ვიცანი სთხოვდა ზაპრავჩიკს 30 ლიტრა საწვავს რომ თბილისამდე ჩავიდეო,ფული არ ქონდა მამენტ,ეუბნებოდა ჩამისხით და ხვალვე გამოვატან ვინმე ტაქსსო,არ უსხავდნენ,აზრზე არ იყვნენ ვინ იყო გელა კეტაშვილი,კი ამბობდა გელა ვარ კეტაშვილიო,მერე მე მოვიყვანე უფროსი და როგორც იქნა ჩაუსხეს,ისე ძაან გაკვირვებული კი ვიყავი რომ გელა კეტაშვილს ფული არ ქონდა,ხდება ესეც სამწუხაროდ

• 1

1) ბუტა, გელა 1965-ანია,მაგრამ სტატიაა 2015-იანი: 2015-1965=50 2) ქართველი, როცა კაცს თამაში შეუძლია და ნაკრებშიც გამოიძახებენ, პატივისცემას ნიშნავს? ე.ი. იმსახურებდა. პროგრესირებადი ფეხბურთელი იყო და მოულოდნელად დაბრკოლებას რომ გადააწყდება 25 წლის ბიჭი და პერსპექტივას ვეღარ ხედავს, ვფიქრობ იოლი არ უნდა იყოს დეპრესიას გაექცეს და მისგან თავი დააღწიოს.

• ბუტა

გელა 65-იანია,ძმებო...

• ქართველი

პატივისცემას მიჩვეულმა ფოთის კოლხეთთან უპატივცემულობას ვეღარ გაუძლო. ეს სისუსტეცაა და ამპარტავნებაც ; ეს მიზეზებია ქართველ ფეხბურთელთა წარუმატებლობების ბრალი

• კახა

იცით რა გამახსენდა...მაშინ ბავშვი ვიყავი, 9 აპრილი ახალ მომხდარი იყო და ,,სპარტაკს" ვეთამაშებოდით თბილისში. გელამ მოსკოველი მოცელა, გვარად როდიონოვი იყო და ერთი მამაპაპურადაც მიაყოლა შენი გვარიცო...ვისაც ცხოვრებისა და კარიერის პიკზე, მოულოდნელი დაღმართი არ გამოგიცდიათ, ძმურად ნუ გაუმტყუნებთ ადამიანს ნებისმიერ საქციელს, თუნდაც არასწორს. ის ხომ მარტო საკუთარ თავს ვნებს...მიდი და დაუდექი გვერდით როგორც შეგიძლია...რა საჭიროა გაზეთის საშუალებით ჭკუის დარიგება და რჩევის მიცემა...

• mario chimaro

ცხოვრებაში მთავარია ადამიანად დარჩე და გაარჩიო ვინ ვინ არის,ოლიმპიელობამ საერტოდ დაგგუპა,დალევამ დეპრესია და უარესიც იცის........

• aliko

ვერდენთან ითამაშა ძაან მაგრად ბრემენში. დღევანდელ ნაკრების ათივე მცველს ეხლაც აჯობებს.გაიხარე

• sibnele

აბა როგორ გაბედეს და ფეხბურთელი თბილ კერას შსს-დან მოაშორეს!!

• dato

ეგ 20 წლამდე ნაკრები იკო

• kaxa

კოსტავას შემდეგ კეტაშვილის დონის ,,2" ნომერი არ ყოლია საქართველოს.იმედიანი დამცველი იყო ყოველთვის. ბოდიშ გიხდით ხალხო, მაგრამ მაინტერესებს, როცა გელა გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, ასე მახსოვს სოსო ჭედია კაპიტანი იყო ნაკრების.მეშლება?

• besarioni

გელა კეტაშვილი მე-20 საუკუნის საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელად უნდა აღიარონ !

• ტორმუზი

გენაცვალე გელა გულში, გვიყვარხარ ძალიან!სეულში რომ თამაში მოიგეთ , პირველად ჩვენ ვიცოდით ,რადგან დილის 4 საათი იყო რომ დაგვირეკე და შენი ხმის გაგონება სეულიდან ჩვენთვის ნამდვილი ზეიმი იყო. გაიხარე სენს საყვარელ ვაჟკაცებთან ერთად.

• glebi

50 წლის კაცია, თანაც ფეხბურთელი და 80 წლის ადამიანს სიფათი აქვს. რა ნახეთ ამ სასმელში თქვე კაი ადამიანებო. ყველა .... დალევას როცა იწყებს, მიზეზად ყოველთვის რაღაც უაზრობებს ასახელებს. გეყოთ რა!!!!!!!

• givi

გელა, დალევას ტავი დააანებე ტორე, მამაშენზე უარესი მოგივა. რა გენი გაქვთ ასეთი, რომ ალკოჰოლს ემონებით ყველა ტქვენი მოდგმა. კარგით რა...

• vadja

გელა კეტაშვილი ბავშობიდან მახსოვს ვინც მაგას ებრძოდა ისინი ვიმემ იცის? მაგრამ მაგათ გულისთვის ცხოვრება ადამიანმა არ უნდა დაიგრიოს მაგათზე მაგარი უნდა იყოს გაიხარე გელა

• მანჩო

ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ შური და ფეხის გამოდება ქართველებს ასე ძლიერ ახასიათებთ.

• მიშა

გელა კეტაშვილი არის ნამდვილი კაცი. ნეტავ, ბევრი ჰყავდეს საქართველოს ასეთი ადამიანები.

"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია

ძალიან ყინჩად კი იყვნენ - "იბერია 1999"-ის მძლეველი "მალმიო" "კოპენჰაგენმა" გააბითურა

"ბარსელონას" 8 წლიან კონტრაქტზე უარი ვუთხარი და ყველაფერი დავკარგე" - მესის ბავშვობის თანაგუნდელის ინტერვიუ

"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს

ბუნდესლიგა ხმაურიანი მატჩით იხსნება - "ბაიერნი" "ლაიფციგს" უმასპინძლებს

"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია

ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს

"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა

"ნიუკასლის" ფეხბურთელი რომ ვიყო, ისაკის გუნდში დაბრუნება არ მენდომებოდა" - უეინ რუნი შვედი თავდამსხმელის სატრანსფერო საგას გამოეხმაურა

ქართველები ევროტურნირებზე - "სლოვანის" მარცხი, სიგუას დებიუტი

სფფ-ის ტექნიკური ცენტრი "ავაზა" გაიხსნა

[PHOTO] დაფრინავდნენ უნიტაზები, ფეკალიები, ქვები, ჯოხები - არიან დაჭრილები, 300 ფანი კი დაპატიმრებულია

[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ბოლო სპარინგიც წააგო - რა იქნება ევრობასკეტზე?

სპერციანმა ინგლისური კლუბი უარით გაისტუმრა

ლუის ენრიკე: დონარუმა? კრიტიკა მესმის, თუმცა...

საქართველოს მეტოქეები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევისთვის უკრაინითა და დანიით შეივსო

"მის ჩანაცვლებას ვცდილობდით, მაგრამ ეს შეუძლებელია" - დე ლაურენტისმა კვარაცხელიაზე ისაუბრა

ჯიკიჩმა შემადგენლობა 3 მოთამაშით შეკვეცა

"ტოტენჰემი" სავინიოს სანაცვლოდ 80 მილიონს იხდის - რას გადაწყვეტს "მანჩესტერ სიტი"?

"საფონოვმა ეს სურვილი დააფიქსირა" - ფრანგი ჟურნალისტი რუსი მეკარის მომავალზე წერს

"ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ შემდეგ მბაპე და ნეიმარი მოვიდნენ" - დრაქსლერმა პსჟ-ში გატარებული პერიოდი გაიხსენა

მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა

SOS! "ბამბის ნართი" ქართული ფეხბურთის წინააღმდეგ!

შუქურა-დილა 0:0 - მარტო ბრძოლა რომ კმაროდეს...

"თუ ხვიჩა "რუბინში" ამას გააკეთებდა, "ნაპოლიში" არავინ წაიყვანდა" - გია გურული კვარაცხელიას შესახებ

ბელგიიდან "დინამოში" - მან ბელგიასა და რუსეთს საქართველო ამჯობინა

ნოდარ ახალკაცი ფიფას ევროპის ასოციაციების ხელმძღვანელის პოსტს დაიკავებს

"თამაშის სტილით ყიფიანს შევადარებდი" - მიხეილ აშვეთია ხვიჩა კვარაცხელიაზე

"კეთილი იყოს თქვენი მობრძანება" - პორტუგალიური კლუბი ლომინაძეს ქართულად მიესალმა

ქობულეთის "შუქურა" გიორგი დარასელიამ ჩაიბარა

ეროვნული ლიგა. VIII ტურის წინ: როცა ყველა ფავორიტია

"ზუგდიდის" მთავარ მწვრთნელად უკრაინელი ვლადიმირ ლიუტი დაინიშნა

"ჯანომ ერთი წუთი მაინც რომ ითამაშოს საქართველოს ნაკრებში, მერე რუსები ვეღარ წაგვართმევენ-მეთქი"

ქართველმა ფეხბურთელმა სიმსივნე დაამარცხა და მოედანს დაუბრუნდება! - 22 ოქტომბრის დაიჯესტი

იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ

გელა კეტაშვილი: ბარემ თქვან, რომ ამ ქვეყანაში ფეხბურთი აღარ აინტერესებთ!..

რა გეგმა აქვს შუსტერს? - დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს

დღეს სამი ქართული კლუბი ითამაშებს - წაგებით დავიწყეთ...

"არ ვართ ისეთი პროფესიონალები, საკუთარ თავს მაქსიმუმი რომ მოვთხოვოთ"

ქართველი ზიდანი თუ ფრანგი ყიფიანი - რომელია უფრო სწორი ეპითეტი?

ნოდარ ახალკაცი: პრეზიდენტობიდან გადადგომის მიზეზი მხოლოდ ეს არ ყოფილა...

ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?

საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ექსპრეზიდენტი ფიფაში დააწინაურეს

15 ფეხბურთელი, რომლითაც კავკასია ამაყობს

1982 წელს ახალკაცის, ბესკოვისა და ლობანოვსკის ერთად ყოფნამ დაგვაბნია - ბლოხინმა წარსული გაიხსენა

"როდესაც გადაწყვიტეს, რომ გამხდარიყვნენ მწვრთნელები, თავიანთ განვითარებაზე უნდა ეზრუნათ...მათ დიდი წვლილი, პასუხისმგებლობა მიუძღვით, აი, იმ თაობის სათანადოდ ვერგამოყენებაში..." - რა განაცხადა გიორგი გველესიანმა ალექსანდრე ჩივაძესა და დავით ყიფიანზე?

ისტორია - როგორ გაეხუმრნენ ქართველ ლეგენდას უკრაინელი თანაგუნდელები

გიორგი ხარაიშვილი თბილისის "დინამოში" დაბრუნდა

Geo Team: ლომინაძე ორშაბათს პორტუგალიურ კლუბთან გააფორმებს კონტრაქტს

27 წლის წინ - პირველი ეროვნული ჩემპიონატის პირველი მატჩი [VIDEO]

საქართველო მხოლოდ 5 ქვეყანას უსწრებს - UEFA-მ კლუბების შედეგების მიხედვით, ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა

ამ დღეს, 28 წლის წინ საქართველოს პირველი ეროვნული ჩემპიონატი დაიწყო [PHOTO]

"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა

საბჭოთა კავშირის საუკეთესო ნაკრები 5 ქართველით - და როგორ გაწირა ბესკოვმა ყიფიანი...

თბილისის "დინამომ" ორი ფეხბურთელი დაიმატა

ეროვნული ლიგა. VI ტურის წინ: ტურიც უფავორიტო და სეზონიც