სერბმა "გრუნტის მეფე" ნახევარფინალში დაამარცხა
მონტე კარლოს "მასტერსზე" ყველაზე საინტერესო მატჩი ნახევარფინალურ ეტაპზე გაიმართა. მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი, რომელიც 15-მატჩიანი მოგებათა სერიით იწონებდა თავს, "გრუნტის მეფედ" წოდებულ რაფაელ ნადალს ხვდებოდა.

სერბი ჩოგბურთელი არ მალავს, რომ ამ სეზონში მისი მთავარი მიზანი როლან გაროსის მოგებაა. ეს ის ტურნირია, რომლის მთავარი პრიზი არ მოიპოვება ნოვაკის კოლექციაში. ასე რომ, ამ ნახევარფინალში გამარჯვება ფსიქოლოგიურად უნდა ყოფილიყო მნიშვნელოვანი ჯოკოვიჩისთვის.

ნოლემ ცუდი სტარტი აიღო და ბრეიკით ჩამორჩა - 0:2. მაგრამ სერბი მალე შევიდა რითმში - მომდევნო შვიდ გეიმში ექვსი აიღო და 43 წუთში მოიგო პირველი სეტი - 6:3. მეორე პარტიის სცენარიც პირველს ჰგავდა - ისევ 2:0 ნადალის სასარგებლოდ, ისევ 3:3 და იგივე ანგარიში პარტიაში - 6:3. ჯოკოვიჩმა მეორე სეტში მეშვიდე და მეცხრე გეიმებში შეძლო ბრეიკების შესრულება. ნადალისთვის განსაკუთრებით დასანანი იყო მეშვიდე გეიმში მარცხი, რომელშიც 40:0-ს იგებდა. ჯოკოვიჩმა 23 "ვინერსით" დაასრულა შეხვედრა და ათიდან ოთხი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა.

მეორე ფინალისტი გახდა ტომაშ ბერდიხი, რომელმაც შეაჩერა მონტე კარლოში ფრანგი გაელ მონფილსის ბრწყინვალე სვლა. შეგახსენებთ, რომ ფრანგმა ერთ-ერთ წინა ეტაპზე როჯერ ფედერერი გამოთიშა ბრძოლას, მაგრამ ჩეხის წინააღმდეგ დიდი შანსი არ ჰქონია.

ბერდიხმა პირველ სეტში 2:1-ზე შეასრულა ბრეიკი და 3:1 დაწინაურდა. ჩეხმა ზედიზედ შვიდი ქულის აღება შეძლო და ეს სერია მეშვიდე გეიმში შეწყდა. ტომაშმა პირველი პარტია იოლად - 6:1 აიღო, მეორეში კი ჯერ ბრეიკით ჩამორჩა, მაგრამ ამის შემდეგ გააგრძელა დომინირება და საბოლოოდ, 67 წუთში მოამთავრა საქმე - 6:1, 6:4. სხვათა შორის ბერდიხი 2012 წლის მაისის შემდეგ პირველად გავიდა "მასტერსის" სერიის ტურნირის ფინალში.

გადამწყვეტი მატჩი, რომელიც წვიმის გამო ერთი საათით შეწყდა, სამსეტიანი აღმოჩნდა. ჯოკოვიჩი ისევ ცუდად შევიდა თამაშში. ბერდიხმა პირველ 10 გათამაშებაში რვა ქულა აიღო და ბრეიკით დაწინაურდა. მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა პირველად მიღებაზე ბრძოლა მეშვიდე გეიმში გააჩაღა და კარგი ბექჰენდით გამოიყენა ბრეიკ-პოინტი. შემდეგ კიდევ ერთხელ აიღო მეტოქის მოწოდება და 5:3-ზე სეტზე ჩასაწოდებლად გაემზადა, მაგრამ ეს ვერ მოახერხა. საქმე ტაი-ბრეიკამდე მიდიოდა, როცა 6:5-ზე ნოვაკმა ბრეიკის მესამე შანსი მიიღო და ისევ არ გაუშვა ხელიდან - 7:5.

მეორე სეტში ბერდიხი 3:2-ს იგებდა და სწორედ ამ დროს მატჩი ხანგრძლივი დროით შეწყდა. პაუზამ უფრო კარგად ჩეხზე იმოქმედა, რომლემაც 4:3-ზე ბრეიკი შეასრულა და ამჯერად მოახერხა უპირატესობის შენარჩუნება. თითქოს მესამე სეტში დაძაბული ბრძოლა იყო მოსალოდნელი, მაგრამ ტომაშმა, მოულოდნელად, ძალიან ბევრი შეცდომის დაშვება დაიწყო, რამაც შედეგად ის მოიტანა, რომ ჯოკოვიჩმა ორმაგი ბრეიკით წაიყვანა ანგარიში - 4:0. აქ უკვე ინტრიგა მატჩში აღარ არსებობდა და სერბმა 2 საათსა და 43 წუთში გაიფორმა ტიტული - 7:5, 4:6, 6:3.

ეს იყო ამ სეზონში მესამე "მასტერსი" და ჯოკოვიჩის მესამე გამარჯვება, თან ამ სერიის ტურნირებზე ნოვაკმა 23-ედ მოიგო და გაუთანაბრდა მეორე ადგილზე მყოფ როჯერ ფედერერს. ამ დუეტზე წინ მხოლოდ ნადალია 27 ტიტულით.

აღსანიშნავია, რომ ჯოკოვიჩი და ბერდიხი 21-ედ ხვდებოდნენ ერთმანეთს და ანგარიშია 19:2 სერბის სასარგებლოდ. ნოვაკის მოგებათა სერია 17 მატჩამდე ავიდა, ხოლო რეიტინგში მისმა უპირატესობამ ფედერერზე 5 ათას ქულას გადააჭარბა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
"დაბრუნდები ისე მაგრად, როგორც დიდ ჩემპიონს ეკუთვნის!" - ნონა გაფრინდაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...
ნოვაჯ ჯოკოვიჩი ცინცინატის მასტერსზე პირველივე წრეში დამარცხდა
"ბოლოს და ბოლოს, უნდა გაიგოს "რეალი" რას ნიშნავს" - რაფაელ ნადალმა ვინისიუს ჟუნიორს მიმართა
"ბატონო ნადალ, ფოტო შეიძლება?!" - ფედერერმა გულშემატკივრებთან საუბარში სასაცილო ისტორია გაიხსენა
[VIDEO] კარლოს ალკარასმა ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში დაამარცხა!
[VIDEO] მისთვის ასაკი მხოლოდ ციფრებია - 38 წლის ნოვაკ ჯოკოვიჩმა იანიკ სინერი ხუთ სეტში დაამარცხა!
"კილიანი მსოფლიოში საუკეთესო გახდება, მას ზურგს შესანიშნავი გუნდი უმაგრებს" - რაფა ნადალმა ფრანგზე ისაუბრა
მაგიური ჯოკოვიჩი - ნოვაკი 2028 წლის ოლიმპიადაზე თამაშს გეგმავს
"ყველაფერი ჩემ გარშემო აღარ ტრიალებს " - ნოვაჯ ჯოკოვიჩი
"ნეტავ მეც ასე შემეძლოს" - ჯოკოვიჩმა უიმბლდონის ნახევარფინალში გასვლის შემდეგ მესიზე იხუმრა
[VIDEO] უბრალოდ როჯერ ფედერერი - შვეიცარიელის განსაკუთრებული ჟესტი უიმბლდონზე
ნადალი: "რეალის" ფანი ვარ, მაგრამ მესი რონალდოზე უკეთესია [VIDEO]
ფერდინანდმა ყველა დროის საუკეთესო ოთხ სპორტსმენში არცერთი ფეხბურთელი არ შეიყვანა
"როჯერ, ახლახან ჩამოვფრინდი ბაზელში, საიდანაც..." - როგორ გაეხუმრა მარი ფედერერს
ყველა დროის ყველაზე ხანგრძლივი პირველობა მამაკაცებსა და ქალებშიც - ჯოკოვიჩმა ისტორიული მიღწევა დააფიქსირა
ოფიციალურად: როჯერ ფედერერი მილიარდერი გახდა
"კორტზე" ყოფნის ყოველი წამი მეზიზღებოდა" - ჯოკოვიჩი US Open-ის პირველივე წრეში დამარცხდა
ფედერერის შემდეგ ნადალიც - ჩოგბურთიდან რაფაც მიდის