ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ლა ლიგა. XXXII ტური: "ვალენსია" დამარცხებულია [VIDEO]

ლა ლიგა. XXXII ტური: "ვალენსია" დამარცხებულია [VIDEO]

"რეალს" მოგება ძალიან ძვირად დაუჯდა
* ლიონელ მესიმ "ბარსელონას" მაისურით ოფიციალურ მატჩებში მე-400 გოლი გაიტანა.

* კრიშტიანო რონალდო ესპანურ საკლუბო ფეხბურთში პირველია, რომელმაც ზედიზედ 5 სეზონში შეძლო 50 და მეტი გოლის გატანა.

* 92 915 მაყურებელი "კამპ ნოუზე", "ბარსელონა"-"ვალენსიის" მატჩზე მეორე შედეგია სეზონში. პირველ ადგილზე დარჩა კლასიკო, "კამპ ნოუზე" 98 760 მაყურებელი მივიდა.

* ლუკა მოდრიჩმა მუხლის ტრავმა მიიღო და "რეალს" სეზონის ბოლომდე დააკლდა.

ამ ტურში ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ვიხილეთ; მორიგი მიღწევებით იწონებენ თავს ლეო მესი და კრიშტიანო რონალდო; ლა კორუნიაში მშვიდობამ იმარჯვა; "ატლეტიკო" "ვალენსიას" 4 ქულით დაშორდა მესამე ადგილისთვის ბრძოლაში; "რეალს" საკადრო კრიზისი ეწყება...

მხიარული დასაწყისი

ტური "სიუტატ დე ვალენსიაზე" მხიარული თამაშით გაიხსნა, რომელშიც ოთხი გოლი გავიდა და კიდევ ამდენი საგოლე მომენტი შეიქმნა - "ესპანიოლმა" მხოლოდ ბოლო წუთებზე გაუშვა ხელიდან გამარჯვება, რადგან შეცვლაზე შესულმა ვიქტორ კასადესუსმა იყოჩაღა- 2:2.

სამი გოლი პირველ ტაიმში გავიდა, ანგარიში დამატებაზე უცბად გაჩენილმა ლუკას ვასკესმა გახსნა, მაგრამ სამ წუთში მოზამბიკელმა სიმაო ჟუნიორმა თავურით გაათანაბრა. ტაიმის მიწურულს ფელიპე კაისედომ ახლო "ცხრიანში" გაიტანა. ამ ფრით "ესპანიოლის" ახლახან გაჩენილ საევროპო ამბიციებს ფრთები შეეკვეცა, "ლევანტესთვის" კი ყოველ ქულას უკვე ოქროს ფასი აქვს. "მარკამ" 7-7 ბალით შემდეგი ფეხბურთელები გამოარჩია: დიეგო მარინიო, ხოსე ლუის მორალესი (ორივე - "ლევანტე"), ხავი ლოპესი და ლუკას ვასკესი (ორივე - "ესპანიოლი").

ბრავო, ბრავო!

ქებათა ქება ნუნუ ესპირიტუ სანტუს - "ვალენსიის" თავკაცმა "ბარსელონას" მისსავე "კამპ ნოუზე" 93 ათასი მაყურებლის თვალწინ ღია ფეხბურთი შესთავაზა. ეს იმის მიუხედავად, რომ გოლი ლუის სუარესისგან უკვე 55-ე წამზე გაუშვა. ვერ ვიხსენებთ, ბოლოს როდის დაჯარიმდა "ბარსელონა" ბოლოს მეტოქეზე მეტჯერ და როდის ვერ დაარტყა კარისკენ მეტოქეზე მეტჯერ საკუთარ მოედანზე. პირველ ტაიმში ამ სეზონში პრიმერაში ერთ-ერთი ყველაზე თვალსასეირო ფეხბურთი ვნახეთ.

"ვალენსიამ" რამდენიმე საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა, მათ შორის, მე-10 წუთზე დანიშნული პენალტიც (კლაუდიო ბრავომ იყოჩაღა). ლუის ენრიკემ შესვენების შემდეგ თამაში "ბარსელონასთვის" არაჩვეულებრივი სიტუაციიდან ჩვეულებრივში დააბრუნა, ხოლო ლეო მესიმ ბოლო წამებზე გოლიც გაიტანა - 2:0.

ეს არგენტინელის მე-400 გოლია "ბარსელონას" მაისურით ოფიციალურ მატჩებში. ამისთვის ლეოს სულ რაღაც 471 მატჩი ეყო (საშუალოდ 0,85 გოლი თამაშში). ამ სეზონში მესის ანგარიშზე უკვე 46 გოლია 46 თამაშში (35 ლა ლიგაში).

"მარკას" რჩეულები: კლაუდიო ბრავო (ბარსელონა), ნიკოლას ოტამენდი (ვალენსია) - 8-8 ბალი.

ლუის ენრიკე (ბარსელონა): "ჩემი აზრით, შედეგი სამართლიანია. "ვალენსიას" ჰქონდა მომენტები, განსაკუთრებით, პირველ ტაიმში, მაგრამ მან ეს მომენტები ვერ გამოიყენა. "ვალენსია" ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია ესპანეთში და მან ძალიან გაგვირთულა დღეს საქმე, მაგრამ ჩვენ ჩვენსას მივაღწიეთ და ახლა მომავალ თამაშებზე ვფიქრობთ".

იხილეთ ვიდეო

მშვიდობა და გრიზმანის დუბლი

საბედნიეროდ, სერიოზული ინციდენტის გარეშე ჩაიარა ქვეყნის ჩემპიონის სტუმრობამ ლა კორუნიაში. მოგეხსენებათ, პირველ წრეში "დეპორტივოს" ვიზიტი მადრიდში ერთ გალისიელ ფანს სიცოცხლის ფასად დაუჯდა და ბევრი შიშობდა, რომ ლა კორუნიაშიც რაღაც ცუდი მოხდებოდა.

მადრიდის "ატლეტიკომ" კი ანტუან გრიზმანის დუბლის წყალობით (ფრანგმა ერთმანეთზე უკეთესი გოლები გაიტანა) იმარჯვა, მიუხედავად იმისა, რომ მეორე ტაიმში "დეპორმა" უკეთ ითამაშა და ორიოლ რიერამ ერთი ბურთი გაქვითა კიდევაც - 1:2.

სხვათა შორის, პირველ ტაიმში მსაჯმა კამათისთვის დიეგო სიმეონე გააძევა და მას მომდევნო ტურში ტრიბუნიდან მოუწევს საკუთარი გუნდის დამოძღვრა.

"მარკას" რჩეული: ანტუან გრიზმანი - 8 ბალი.

იხილეთ ვიდეო

სამი ქულის ფასი

მადრიდის "რეალმა" "მალაგა" 3:1 დაამარცხა და არც ძალიან გასჭირვებია მიზნის მიღწევა. "ბარსასთან" სხვაობა კვლავ ორი ქულა რჩება, მაგრამ ეს სამი ქულა კარლო ანჩელოტის გუნდს ძალიან ძვირი დაუჯდა - მატჩის საწყის წუთებზევე გახდა შესაცვლელი გარეთ ბეილი, მეორე ტაიმში კი მუხლის სერიოზული ტრავმა მიიღო ლუკა მოდრიჩმა. თუ დავამატებთ, რომ ისედაც ვერ ითამაშა ქარიმ ბენზემამ, "რეალი" "ატლეტიკოსთან" ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მატჩის წინ მძიმე სიტუაციაში ჩავარდა.

კრიშტიანო რონალდომ ამ შეხვედრაში ორ საგოლე პასს გოლიც დაუმატა, რომელიც ამ სეზონში მისთვის 50-ეა, მაგრამ მანვე მეორე ტაიმში ხამეს როდრიგესის წაქცევისთვის დანიშნული პენალტი ძელს გაარტყა.

"მარკას" რჩეული: ხამეს როდრიგესი - 7,5 ბალი.

რონალდო პირველია ესპანური ფეხბურთის ისტორიაში, რომელმაც ზედიზედ ხუთ სეზონში შეძლო 50 და მეტი გოლის გატანა. "რეალის" მაისურით კრიშტიანომ 50 გოლის გატანა მხოლოდ პირველ სეზონში (2009/10 წწ.) ვერ შეძლო, მაშინ ის 33 გოლით დაკმაყოფილდა.

კარლო ანჩელოტი (რეალი): "ჯერ არ ვიცით ზუსტად, რამდენად სერიოზულია მათი ტრავმები, თუმცა იმედია, რომ ამ სეზონში ბეილიც და მოდრიჩიც კიდევ ითამაშებენ. რაც შეეხება მატჩს, დღეს ჩვენმა ნახევარმცველებმა იყოჩაღეს, ხამესმა გუნდს მეტი კლასი შეჰმატა, ისკომ მეორე ტაიმში მოუმატა. იმედი მაქვს, რომ ჩემპიონის ვინაობა ბოლო ტურამდე არ გადაწყდება. "რეალს"და "ბარსას" წინ მძიმე მატჩები აქვთ, ყველაფერი შეიძლება ჯერ მოხდეს".

პრესკონფერენციის შემდეგ გაირკვა, რომ მოდრიჩისთვის სეზონი დასრულებულია.

იხილეთ ვიდეო

ბასკებმა გაილაღეს

"სან მამეს ბარიაზე" ბილბაოს "ატლეტიკმა" წირვა გამოუყვანა "ხეტაფეს", რომელიც პირველივე ტაიმში ათი კაცით დარჩა - ტაიმის მიწურულს სტუმართა კარში პენალტი დაინიშნა და ურუგვაელი მცველი ემილიანო ველასკესიც გააძევეს. საბოლოოდ, "ატლეტიკმა" მეტოქის კარში ოთხი უპასუხო გოლი გაიტანა, ხოლო გუნდის საუკეთესო ბომბარდირმა არიც ადურისმა დუბლი შეასრულა - 4:0.

"მარკას" რჩეულები: არიც ადურისი და ანდონი ირაოლა (ორივე - "ბილბაო") - 8-8 ბალი.

"ელვები" სამშვიდობოს

წინა ტურში სასტიკად დამარცხებულმა (1:6 "სელტასთან") "რაიო ვალეკანომ" საკუთარ გულშემატკივრებთან რეაბილიტაცია "ალმერიას" 2:0 დამარცხებით შეძლო. ანგარიში ცენტრალურმა მცველმა ანტონიო ამაიამ თავურით გახსნა, მეორე ტაიმში კი გაელ კაკუტამ ცარიელ კარში გაატანინა მიკუს. "ელვებს" 41 ქულა დაუგროვდათ და შეუძლიათ დაივიწყონ გადარჩენისთვის ბრძოლა.

მაინსი იქით, მაინსი აქეთ

კვირის სხვა თამაშებიდან ანდალუსიურ დერბის გამოვყოფთ: "გრანადა" "სევილიას" მასპინძლობდა და 1:1 დაუზავდა. ორივე გოლი "გრანადას" კაპიტანმა დიეგო მაინსმა გაიტანა, ჯერ "სევილიას" კარში, შემდეგ კი საკუთარი მეკარეც დაამწუხრა.

უნაი ემერის გუნდს შეეძლო, "ვალენსიას" ქულებით დასწეოდა, მაგრამ ბოლო წუთებზე 100%-იანი საგოლე შანსი ვერ გამოიყენა. "წყალქვეშა ნავმა" შინ ვერაფერი მოუხერხა ლა ლიგის აუტსაიდერ "კორდობას" - 0:0.

ესპანეთი. ლა ლიგა. XXXII ტური

17 აპრილი

ლევანტე-ესპანიოლი 2:2

გოლები: 0:1 ლ. ვასკესი (18), 1:1 სიმაო (21), 1:2 კაისედო (45), 2:2 ვ. კასადესუსი (87)

ლევანტე (4-4-2): მარინიო - ი. ლოპესი (60. ხოსე მარი), ვინტრა, ხუანფრანი, ტონიო - ელ ჟარი (74. ვ. კასადესუსი), კამარასა, სიმაო (60. რუბენ გარსია), მორალესი - ბარალი, უჩე

ესპანიოლი (4-4-2): კასილია - არბილია, ა. გონსალესი, ე. მორენო, დუარტე - ლ. ვასკესი (84. მატიონი), ვ. სანჩესი, ხ. ლოპესი, ვ. ალვარესი (71. მონტანიესი) - ს. გარსია, კაისედო (61. სტუანი)

გაფრთხილება: ხოსე მარი - სანჩესი, ლოპესი, დუარტე

კუთხური: 8-4; ჯარიმა: 14-18; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 13-12 (3-6); ბურთის ფლობა: 51%-49%.

მაყურებელი: 17 062

18 აპრილი

ბარსელონა-ვალენსია 2:0

გოლები: 1:0 ლ. სუარესი (1), 2:0 მესი (93)

ბარსელონა (4-3-3): ბრავო - დანი ალვეში, პიკე, მატიო, ადრიანო (46. რაკიტიჩი) - ბუსკეტსი, მასკერანო, ჩავი (79. ს. რობერტო) - მესი, ლ. სუარესი (64. პედრო), ნეიმარი

ვალენსია (4-3-3): დიეგო ალვეში - ბარაგანი, მუსტაფი, ოტამენდი, ორბანი (46. გაია) - პარეხო, ფუეგო, ანდრე გომეში - ფეგული (66. კანსელო), პ. ალკასერი (73.ნეგრედო), როდრიგო

შენიშვნა: პარეხომ ვერ გაიტანა პენალტი (10)

გაფრთხილება: ადრიანო, მასკერანო, რაკიტიჩი, ბრავო - ფუეგო, ორბანი, ოტამენდი, მუსტაფი

კუთხური: 6-3; ჯარიმა: 18-17; თამაშგარე: 4-3; კარში დარტყმა: 11-11 (5-3); ბურთის ფლობა: 68%-32%.

მაყურებელი: 92 915

დეპორტივო-ატლეტიკო 1:2

გოლები: 0:1 გრიზმანი (5), 0:2 გრიზმანი (21), 1:2 რიერა (77)

დეპორტივო (4-4-2): ფაბრისიო - ხუანფრანი, ლოპო, სიდნეი, ლუიზინიო (63. ხ. დომინგესი) - ლ. პერესი (46. ფარინია), მედუნიანინი, ბერგანტინიოსი, კავალეირო - რიერა, ტოჩე (77. კუენკა)

ატლეტიკო (4-1-4-1): ობლაკი - ხუანფრანი, ხ. ხიმენესი, გოდინი, გამესი - ტიაგო - რაულ გარსია, კოკე, საულ ნიგესი, არდა თურანი (58. რ. ხიმენესი) - გრიზმანი (65. ფ. ტორესი)

გაფრთხილება: ტოჩე, სიდნეი - კოკე, გოდინი, გარსია, ობლაკი

კუთხური: 5-6; ჯარიმა: 16-15; თამაშგარე: 0-3; კარში დარტყმა: 9-15 (2-10); ბურთის ფლობა: 55%-45%.

მაყურებელი: 24 693

რეალი-მალაგა 3:1

გოლები: 1:0 ს. რამოსი (24), 2:0 ხ. როდრიგესი (69), 2:1 ხუანმი (71), 3:1 რონალდო (92)

რეალი (4-4-2): კასილიასი - არბელოა (75. კარვახალი), პეპე, ს. რამოსი, მარსელო - ისკო, მოდრიჩი (59. ილიარამენდი), კროოსი, ხ. როდრიგესი - ბეილი (4. ხ. ერნანდესი), რონალდო

მალაგა (4-2-3-1): კამენი - როსალესი, ს. სანჩესი, ანხელერი, ბოკა - დარდერი (86. დუდა), რესიო (74. ტისონე) - სამუელი, ამრაბატი, კასტილიეხო (80. ორტა) - ხუანმი

შენიშვნა: რონალდომ ვერ გაიტანა პენალტი (67)

გაფრთხილება: არბელოა, კროოსი - სანჩესი, ტისონე

კუთხური: 4-3; ჯარიმა: 11-26; თამაშგარე: 5-0; კარში დარტყმა: 12-11 (6-2); ბურთის ფლობა: 71%-29%.

მაყურებელი: 78 354

ბილბაო-ხეტაფე 4:0

გოლები: 1:0 ადურისი (45-პენ), 2:0 ადურისი (46), 3:0 ი. გომესი (79), 4:0 სუსაეტა (87)

ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი - ირაოლა, ეჩეიტა, ლაპორტი, აურტენეჩე - ბენიატი, სან ხოსე - უილიამსი (66. აკეჩე), ვიგერა (57. სუსაეტა), ი. გომესი - ადურისი (82. კიკე სოლა)

ხეტაფე (4-2-3-1): გუაიტა - ვიგარაი, ველასკესი, ალექსისი, ლაგო - ხ. როდრიგესი, ლასენი - პედრო ლეონი, დ. კასტრო (74. ფელიპი), ინესტროსა (79. ემი) - სარაბია (59. ბ. დიავარა)

გაფრთხილება: ეჩეიტა, ბენიატი - კასტრო, ალექსისი, ლეონი, ლაგო

გაძევება: ველასკესი (44)

კუთხური: 6-1; ჯარიმა: 12-12; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 27-1 (8-1); ბურთის ფლობა: 64%-36%.

მაყურებელი: 37 220

19 აპრილი

ვალეკანო-ალმერია 2:0

გოლები: 1:0 ამაია (23), 2:0 მიკუ (90)

რაიო ვალეკანო (4-2-3-1): ტონიო - ტიტო, ზე კაშტრო, ამაია, ნაჩო - ტრაშორასი, ფატაუ (50. იოსაბედი) - კაკუტა, ბუენო (65. მიკუ), ემბარბა (76. პოსუელო) - მანუჩო

ალმერია (4-4-2): რუბენი - ხ. ნავარო, მ. დოს სანტოსი, ტრუხილიო, დუბარბიერი (73. ჰემედი) - ვ. სილვა (48. ჯონათანი), კორონა, აზეეზი (66. ე. მენდესი), ესპინოსა - თომასი, ტიევი

გაფრთხილება: ტიტო - დუბარბიერი, ესპინოსა

კუთხური: 5-7; ჯარიმა: 18-12; თამაშგარე: 5-2; კარში დარტყმა: 13-8 (9-3); ბურთის ფლობა: 57%-43%.

მაყურებელი: 10 165

გრანადა-სევილია 1:1

გოლები: 1:0 მაინსი (16), 1:1 მაინსი (69 ს. კ.)

გრანადა (4-1-4-1): რობერტო - ნიომი, კალა, მაინსი, ე. ინსუა - ფ. რიკო - იბანიესი (73. ლ. ბანგურა), იტურა, რ. პერესი (83. პიტი), კანდეიაში (76. ხუან კარლოსი) - საქსესი

სევილია (4-2-3-1): ს. რიკო - ფიგეირაში, პარეხა, კოლოძეიჩაკი, ფ. ნავარო (58. ბანეგა) - კრიხოვიაკი, მბია - რეიესი, დ. სუარესი, ვიტოლო (57. ა. ვიდალი) - ბაკა (80. გამეირო)

გაფრთხილება: რიკო - რეიესი, მბია

კუთხური: 5-9; ჯარიმა: 15-14; თამაშგარე: 2-4; კარში დარტყმა: 6-16 (2-3); ბურთის ფლობა: 38%-62%.

მაყურებელი: 18 247

ვილიარეალი-კორდობა 0:0

ვილიარეალი (4-4-2): ასენხო - მარიო, ბაილი, რუისი, ხ. კოსტა - კემპბელი, ტრიგეროსი (65. ჯონათან დოს სანტოსი), პინა, ჩერიშევი (75. მ. გომესი) - უჩე (59. ვიეტო), ხ. მორენო

კორდობა (4-2-3-1): ხუან კარლოსი - გუნინო, კრესპო, დეივიდი, ედიმარი - კრჰინი, აბელი - ბებე, ფედე კარტაბია (58. ლუსო), ფიდელი (75. ელდონი) - ანდ ონე (80. ღილასი)

გაფრთხილება: გომესი, ბაილი - კრესპო, აბელი, ელდონი, გუნინო

კუთხური: 12-3; ჯარიმა: 14-16; თამაშგარე: 3-0; კარში დარტყმა: 28-9 (7-4); ბურთის ფლობა: 57%-43%.

მაყურებელი: 14 092

ეიბარი-სელტა 0:1

გოლი: 0:1 ნოლიტო (40-პენ)

ეიბარი (4-2-3-1): ირურეტა - ბოვედა, ლილიო, რ. ნავასი, დიდაკ ვილა - ბორხა ფერნანდესი, დ. გარსია (68. ლეკიჩი) - კაპა (46. დელ მორალი), არუაბარენა, ლარა (46. პიოვაკარი) - საულ ბერხონი

სელტა (4-2-3-1): ს. ალვარესი - მალიო, კაბრალი, ფონტასი, ხონი - კრონ-დელი (86. რადოია), ა. ფერნანდესი - მინა (70. პ. ერნანდესი), ორელიანა, ნოლიტო (91. შარლესი) - ლარივეი

გაფრთხილება: არუაბარენა - ლარივეი

კუთხური: 1-9; ჯარიმა: 10-20; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 11-17 (3-5); ბურთის ფლობა: 35%-65%.

მაყურებელი: 4 520

20 აპრილი

ელჩე-სოსიედადი 22:45

ბომბარდირები: 39 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 35 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 20 - ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო); 18 - ნეიმარი (ბარსელონა); 17 - კარლოს ბაკა (სევილია); 16 - ალბერტო ბუენო (რაიო ვალეკანო).

მომდევნო ტური

24 აპრილი:

კორდობა-ბილბაო

25 აპრილი:

ესპანიოლი-ბარსელონა, ატლეტიკო-ელჩე, ხეტაფე-ლევანტე, რეალ სოსიედადი-ვილიარეალი

26 აპრილი:

მალაგა-დეპორტივო, ალმერია-ეიბარი, სევილია-რაიო ვალეკანო, სელტა-რეალი

27 აპრილი:

ვალენსია-გრანადა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა

[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა

"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება

მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...

დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე

"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი

ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა

[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა

VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...

[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა

[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა

[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს

სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო

ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა

"ის, რაც ქარ­თულ რაგ­ბი­ში ხდე­ბო­და, არის აღ­მაშ­ფო­თე­ბე­ლი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა

ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის

გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ

"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება

შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის

"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის

[VIDEO] სიორლოტის ჰეთ-თრიკი - "ატლეტიკომ" "ბრიუგე" დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა

"კვარამ" ბარკოლა მარჯვნივ გააჩოჩა - როგორი იქნება "ატლეტიკთან" პსჟ-ს შემადგენლობა?

ამჯერად პრეზიდენტის რანგში - რამოსს "სევილიას" ყიდვა სურს

როდრიგომ ოპერაცია გაიკეთა და მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობას ვერ მიიღებს

[VIDEO] ძლევამოსილი "ბაიერნი", დამაჯერებელი "ატლეტიკო" და "ნიუკასლთან" წაგებას გადარჩენილი "ბარსელონა"

[VIDEO] ფინალში გასასვლელად "ბარსელონას" "ატლეტიკოს" 3:0 ძლევა არ ეყო

[VIDEO] აი, როგორი უნდა იყოს თავდამსხმელი. მიქაუტაძის დამსახურებით - "ვილიარეალმა" "სევილიას" მოუგო და მესამე ადგილზე დამკვიდრდა

მიქაუტაძე შევიდა და "თამაში გააკეთა" - როგორი შეფასებები მიიღო გიორგიმ?

ალვარესი "ატლეტიკომ" 120 მილიონად არ გაყიდა - არგენტინელით პსჟ-ცაა დაინტერესებული

ლუის ენრიკემ "ატლეტიკთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა

[VIDEO] ბარკოლას ეგოიზმი - "კვარას" პსჟ ბილბაოში "ატლეტიკს" ფრედ ეთამაშა

როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ატლეტიკთან" მატჩში?

ხვიჩა კვარაცხელია: მომენტების გამოყენებაზე უნდა ვიმუშაოთ

[VIDEO] ეს რა მოხდა ნორვეგიაში - "ბოდო გლიმტმა" "ინტერს" მოუგო

[VIDEO] ვალვერდემ დონარუმა სამჯერ დაამწუხრა - "სპორტინგი" ნორვეგიაში განადგურდა

"სევილია" შესაძლოა, მალე გაიყიდოს - ახალ მფლობელებს კლუბში დიდი ვალი დახვდებათ

"ლევანტემ" ქოჩორაშვილის დაბრუნება მოისურვა

"ვალენსიამ" შეიძლება "რეალის" ყოფილი ვარსკვლავი უფასოდ დაიმატოს

[VIDEO] დრამა "ბალაიდოსზე" - "რეალმა" "სელტა" ბოლო წუთზე გატანილი გოლით დაამარცხა

"ჰოლანდის ტრანსფერთან ახლოს ვართ, ოღონდ თავად ჰოლანდმა არაფერი იცის" - "ბარსელონას" პრეზიდენტობის კანდიდატი ფარ-ხმალს არ ჰყრის

Teamtalk: არადამაჯერებელი ალისონი დროზე უნდა გაყიდონ - მამარდაშვილის ესპანეთში დაბრუნება სურთ

[VIDEO] სეზონის საუკეთესო გოლი? - გიულერმა 70 მეტრიდან გაიტანა

"გრიზმანი MLS-ში?" - სიმეონემ შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა

ეს მინიშნება იყო? - კლოპის აგენტმა "რეალის" შესახებ ისაუბრა

[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა

[VIDEO] ალისონის კარგი მატჩი და "ლივერპულის" გამარჯვება - "ბაიერნმაც" მოიგო და "ბარსელონამაც"

[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა

[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა

"ახლა უკვე შემიძლია მესისთან დაკავშირებით სიმართლე ვთქვა... ფლიკი ბოდიშებს მიხდიდა" - ჩავი "ბარსელონას" ბორდს დაუპირისპირდა

მიქაუტაძის პოსტს დიდი განხილვა მოჰყვა - ქართველის გზავნილი როგორც კრიტიკის, ასევე სიამაყის საფუძველი გახდა

[VIDEO] პირველი მარცხი ჩემპიონატში - "ბარსელონა" "სევილიასთან" 1:4 განადგურდა

"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი

"იამალთან დაკავშირებით ეს ნამდვილად მეამაყება" - ლაპორტა

"ის უბრალოდ განსაკუთრებულია" - ვალვერდემ მბაპეზე ისაუბრა