ჩემპიონატს გლდანში მდებარე ჯემალ ცერცვაძის სახელობის ხელბურთის სკოლა უმასპინძლებს
დღეს სტარტს აიღებს საქართველოს ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, რომელმაც დიდწილად უნდა გამოავლინოს ევროპის პირველ თამაშებში მონაწილე ნაკრების შემადგენლობა.

ოღონდ შეიცვალა მისი ჩატარების ადგილი - თავიდან ითქვა, რომ სპორტკომპლექს "არენაში" ჩატარდებოდა, მაგრამ ბოლო დღეებში გადაწყდა, რომ ჩემპიონატს გლდანში მდებარე ჯემალ ცერცვაძის სახელობის ხელბურთის სკოლა უმასპინძლებს.

ამ ტურნირის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ქვეყნის პირველობაში ყველა უძლიერესი ფალავანი მიიღებს მონაწილეობას. გათავისუფლებულია მხოლოდ ვლადიმერ გეგეშიძე (86), ვისაც მხარი სტკივა.

მის გარდა, მწვრთნელებისთვის გათავისუფლების თხოვნით სხვას არავის მიუმართავს და არც ისინი აპირებენ ვინმესთვის მსგავსი შეღავათის მიცემას. ჩემპიონატში ქვეყნის ყველა უძლიერესი ფალავანი უნდა გამოვიდეს: ევროპის ჩემპიონი, ოლიმპიადის ვერცხლისმედალოსანი რევაზ ლაშხი (66), ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიადის მედალოსანი მანუჩარ ცხადაია (71), ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს ბრინჯაოსპრიზიორი გელა ბოლქვაძე, უფროსებში მსოფლიოს შარშანდელ პირველობაზე ბრინჯაოსთვის ნაჭიდავები ზურაბ დათუნაშვილი (75), ევროპის ბრინჯაოსმედალოსანი გიორგი ცირეკიძე (80) და სხვები...

წინასწარი მონაცემებით, ყველა ლიდერი იქნება მძიმე წონაშიც: ევროპის პრიზიორი გურამ ფერსელიძე, ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონი შოთა გოგისვანიძე და მისი ძმა სერგო გოგისვანიძე, ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონი იაკობ ქაჯაია და სხვები... თუმცა დაძაბული და თვალსასეირო პაექრობები არც სხვა წონებში დაგვაკლდება.

მაგალითად, საინტერესო უნდა იყოს იმავე 74-ში ბოლქვაძისა და დათუნაშვილის დასწრებული თუ დაუსწრებელი პაექრობა; 23-წლიანთა ევროპის პირველ ჩემპიონატში ტრიუმფალური გამოსვლის შემდეგ ძალზე საინტერესოა ლაშა გობაძის (80) გამოსვლა, ვინც ძალიან ლამაზი, ტექნიკური ჭიდაობა აჩვენა და ასე შემდეგ...

ერთი სიტყვით, მაყურებელს ცხარე, დაძაბული ორთაბრძოლები და დიდი სიამოვნება ელოდება.

იმედია, ჭიდაობის ფედერაცია წესრიგის სათანადოდ დასაცავად თადარიგს დროულად დაიჭერს და შეჯიბრება ექსცესების გარეშე ჩატარდება, თორემ შარშან ანალოგიური ტურნირი ორივე საჭიდაო სახეობაში წარმოუდგენლად დიდი არეულობების და მასობრივი ჩხუბების ფონზე ჩატარდა.

დღეს გლდანში 59, 71, 80 და 98 კილოგრამების ფალავნები იჭიდავებენ, შეჯიბრება კი 11 საათზე დაიწყება.

როგორც გითხარით, ამ ტურნირის შედეგები დიდწილად განსაზღვრავს ბაქოში წამსვლელ შემადგენლობას, თუმცა, ცხადია, მხოლოდ ეს არ იქნება განმსაზღვრელი. უბრალოდ, ჩემპიონებს პრიორიტეტი მიენიჭებათ, ოღონდ მერე მათ მაინც მოუწევთ დამტკიცება, რომ ქვეყნის პირველობა შემთხვევით არ მოუგიათ.

ბაქოში წასვლამდე ისინი შეკრებებსაც გაივლიან და 9 მაისს ბელგრადშიც გამოვლენ ლიუბომირ გეჯას მემორიალში. იქ ძირითადად ქვეყნის ჩემპიონები წავლენ, თუმცა არაა გამორიცხული, ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ბეგი დარჩიამ სათადარიგოებიდანაც შეურიოს რამდენიმე ფალავანი.

ჩვენმა ნაკრებმა საქართველოს ჩემპიონატისთვის ბოლო მოსამზადებელი ეტაპი დუშეთში გაიარა, სადაც მათთან ერთად ყაზახეთის ნაკრებიც იყო ჩამოსული გაფართოებული შემადგენლობით.

ჩვენებმა მერე ვები ემრეს ტურნირშიც იჭიდავეს თურქეთში, თუმცა იქ სათადარიგო შემადგენლობა იყო წასული, ლიდერთა მომზადებას, მათ ნამდვილ დონეს კი სწორედ ქვეყნის პირველობაზე ვნახავთ. ამ შეჯიბრების დასრულების შემდეგ - 24 აპრილს ნაკრები მორიგ საწვრთნელ შეკრებაზე გაემგზავრება, ოღონდ ამჯერად ბორჯომში.

ნაკრების სამწვრთნელო შტაბი ერთ ნოვაციასაც გეგმავს - ბაქოში გასამართავი პირველი ევროპული თამაშების შემდეგ, რაც ევროპის ჩემპიონატთან იქნება გათანაბრებული, დაახლოებით ერთ თვეში განზრახულია შიდა ტურნირის ჩატარება საქართველოს ჩემპიონატის მედალოსანთა მონაწილეობით, რაც მსოფლიოს პირველობისთვის ერთადერთი შესარჩევი ეტაპი იქნება.

მოგეხსენებათ, წლეულს სალიცენზიო სეზონია - რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის საგზურების უმეტესობა სექტემბერში ლას ვეგასში ჩასატარებელ პლანეტის პირველობაზე გაიცემა. მწვრთნელებს ამიტომ სურთ, ზუსტად შეარჩიონ იქ წასაყვანი შემადგენლობა. თან ამას ისიც ემატება, რომ ბევრს წონის შეცვლა მოუწევს.

იცით, რომ ევროპა-მსოფლიოზე 8 წონითი კატეგორიაა დაშვებული, ოლიმპიადის პროგრამაში კი მხოლოდ 6 შედის. არაოლიმპიურებია 71-80 კილოგრამები და მათ წარმომადგენლებს ოლიმპიადაზე მოსახვედრად სხვა წონებში დასამკვიდრებლად მოუწევთ ბრძოლა. არადა, ჩვენი ორი ტიტულოვანი ფალავანი - ცხადაია და ცირეკიძე სწორედ ამ წონებში ხვდებიან.

ამიტომ ზემოხსენებულ ახალ განზრახულ შეჯიბრებაში ამ ორი წონის მედალოსნებიც სხვებში გადანაწილდებიან. აქვე ორ განმარტებასაც გავაკეთებთ: ეს ახალი ტურნირი განზრახულია მხოლოდ საქართველოს ჩემპიონებისთვის, უმედლოდ დარჩენილები მასში მონაწილეობას ვერ მიიღებენ, გარდა იმ ფალავნებისა, რომლებსაც ოფიციალურად გაათავისუფლებენ (როგორც გითხარით, ასეთი ჯერჯერობით მხოლოდ გეგეშიძეა და ვნახოთ, მიემატება თუ არა ამ სიას ვინმე); ევროთამაშების ჩემპიონები მსოფლიოს პირველობის საგზურს ავტომატურად მიიღებენ და ამ ახალ შეჯიბრებაში მათი მონაწილეობა სავალდებულო აღარ იქნება.

ოღონდ ეს შეღავათი მხოლოდ ევროთამაშების გამარჯვებულებზე გავრცელდება და არა მედალოსნებზე - ვერცხლ-ბრინჯაოს მფლობელები ჩვეულებრივ იბრძოლებენ მსოფლიოს ჩემპიონატზე წასვლის უფლების მოსაპოვებლად.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლაშა გობაძე რეპეშაჟში დამარცხდა და ოლიმპიური თამაშები მედლის გარეშე დაასრულა
ლაშა გობაძე ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ბულგარელ მეტოქესთან დამარცხდა
რობერტ კობლიაშვილი ოლიმპიადის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა
მოემზადეთ საგულშემატკივროდ - გულიაშვილი "ბარსელონას" პირველივე წუთებიდან შეუტევს
"აიაქსმა" იბრაჰიმოვიჩის შვილი ინათხოვრა
"ნოტინგემს ფორესტს" ზინჩენკოს იჯარის ვადაზე შეწყვეტა სურს
პარატიჩი კვლავ სამშობლოში - საფეხბურთო ფუნქციონერი იტალიაში დაბრუნდა
ოფიციალურად: კონორ გალაჰერი ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის 18 ფეხბურთელით ემზადება
[VIDEO] ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამა პირველ ადგილზე დაასრულეს
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
დიდი დებიუტის მოლოდინში - გულიაშვილი "ბარსელონასთან" სათამაშოდ მზადაა
"იბერია 1999"-მა ბართიშვილი და ღუდუშაური დაიმატა
"რუსეთში დაბრუნების ვარიანტს არ განვიხილავთ" - საზონოვის მამა შვილის შესაძლო ტრანსფერზე
"ვიღაც ნახევრად მელოტმა ბეჰემოთმა ხვიჩაზე ეს თქვა" - ძიუბა კვარაცხელიას განვითარებაში სლუცკის წვლილზე
"ნებისმიერი თანხა მოითხოვოს" - საუდის არაბეთის კლუბის პრეზიდენტის შეთავაზება მესის
საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
უარი ბერძნულ გრანდს - დავითაშვილისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის
ადესანია ოქტაგონს უბრუნდება - დანა ვაითი მარტში სიეტლში ღონისძიებას ჩაატარებს
[VIDEO] ზედიზედ 3 წაგების შემდეგ "ოკლაჰომამ" "სპურსი" მარტივად დაამარცხა