იმედია, აღარ დაიწყება მორიგი ისტერია კითხვით - "გაიმარჯვებს სიჭინავა არჩევნებში?"

ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩვენები 22 იანვარს დაინიშნა. განაცხადების წარდგენის ვადა 12 იანვრის 18:00 საათზე იწურებოდა და მხოლოდ ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტის, ზვიად სიჭინავას კანდიდატურა იყო წარდგენილი, მაგრამ თავად სიჭინავა წარდგენაზე ხელმოწერას არ ჩქარობდა.

ამის გამო ატყდა აჟიოტაჟი: "წარადგენს სიჭინავა კანდიდატურას?", "რატომ აგვიანებს სიჭინავა განაცხადის შეტანას?" - ისმოდა მსგავსი კითხვები ბოლო დღეებში.

როდესაც ყრილობის მონაწილე 33 სუბიექტიდან 20 სიჭინავას კანდიდატურას წინასწარ ემხრობა, საკითხავია, რა იყო აქ საკითხავი? ეს ნიშნავს, რომ კანდიდატურის წარდგენის შემთხვევაში ფედერაციის პრეზიდენტად კვლავ სიჭინავას აირჩევდნენ.

17:40 მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო: ზვიად სიჭინავამ ყრილობის მოსამზადებელი გენერალური სამდივნოს ხელმძღვანელ რევაზ შენგელიას განაცხადი შეუტანა.

"განაცხადების შეტანის ვადა ამოიწურა და კანდიდატურა მხოლოდ სიჭინავამ შეიტანა. ცხადია, მას ალტერნატივა არ ჰყავს და იმედია, 22 იანვრის შემდეგ საშუალება მიეცემა, მაღალ დონეზე განახორციელოს ყველა ის პროექტი, რომლებზეც ფედერაციაში მისვლის დღიდან ფიქრობს", - გვითხრა ფედერაციის პრესატაშე ლაშა დევალიშვილმა.

...და ისტერიაც დასრულდა. რა თქმა უნდა, წარადგენდა კანდიდატურას, რა იყო აქ საკითხავი? ფიქრობდა კი ვინმე, რომ ფედერაციის ყრილობის ჩაშლას დაუშვებდნენ ისინი, ვინც ამ საკითხს წყვეტს? უბრალოდ, სიჭინავა მხიარული და ბუნებით მოთამაშე კაცია. გადაშლილ წიგნს გადასაფურცლი ურჩევნია და არაფრისგან ინტრიგა შექმნა.

საბოლოოდ კი, ასეთი სურათი მივიღეთ: ფეხბურთის ფედერაციაში პრეზიდენტობის კანდიდატთა განაცხადების მიღების ვადა ამოიწურა და არჩევნებში მხოლოდ მოქმედი პრეზიდენტი სიჭინავა იყრის კენჭს. საპრეზიდენტო არჩევნები კი 22 იანვარს, "ჰოლიდეი ინ"-ში გაიმართება.

იმედია, ახლა მაინც არ დაიწყება მორიგი ისტერია კითხვებით : "გაიმარჯვებს სიჭინავა არჩევნებში?", ან "ხომ არ გადაიფიქრებს არჩევნებში მონაწილეობას" და სხვა.

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა