მარკოიშვილის ცსკა-ს ევროლიგის ნახევარფინალში გასვლისთვის ერთი მოგებაღა უკლია
მანუჩარ მარკოიშვილის ცსკა-ს ევროლიგის ნახევარფინალში გასვლისთვის ერთი მოგებაღა უკლია.

მოსკოველებმა შინ ორივე მატჩი მოუგეს "პანათინაიკოსს", თუმცა, 20 აპრილს სტუმრად მინიმალური სხვაობით, 85:86 დამარცხდნენ.

ბერძნებმა, წინა შეხვედრებისგან განსხვავებით, მაღალი სიზუსტით ისროლეს. განსაკუთრებით აღსანიშნავი ნიკოს პაპასის თამაშია, რომელმაც 7-დან 5 სამქულიანი გამოიყენა და მატჩი 25 ქულით დაასრულა.

"პანათინაიკოსის" კალათბურთელები მთელი მატჩის განმავლობაში სნაიპერის სიზუსტით სტყორცნიდნენ პერიმეტრიდან და საბოლოოდ 16 რეალიზებული სამქულიანი (31-დან) მოუგროვდათ.

ამის მიუხედავად, ცსკა მაინც არაფერს თმობდა, ბოლო წამებზე სონი უიმსმაც გამოიდო თავი (სულ 24 ქულა), ხოლო საფინალო სირენამდე 4 წამით ადრე კაილ ჰაინსმა ფარქვეშიდან ანგარიში გაათანაბრა - 85:85. ოვერტაიმი "კარს იყო მომდგარი", თუმცა უიმსის ბავშვურმა შეცდომამ მოსკოველთა გარჯა წყალში ჩაყარა - ამერიკელმა წესების დარღვევით შეაჩერა პაპასი და მასპინძლები ორი საჯარიმოს ტყორცნით დააჯილდოვა. ნიკოსმა პირველი ჩააგდო და სერიაში ანგარიში შეამცირა - 1:2.

მანუჩარ მარკოიშვილმა ამჯერად მხოლოდ 8 წუთი ითამაშა, მატჩი უქულოდ დაასრულა.

"პანათინაიკოსი"-ცსკა-ს მეოთხე დაპირისპირება 22 აპრილს, ისევ ათენში გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] ევროლიგის გამარჯვებული ფენერბაჰჩე გახდა
“თუ გინდა რაიმე დიდს მიაღწიო, წინ პატარა ნაბიჯებით უნდა იარო”- მანუჩარ მარკოიშვილის ინტერვიუ
შენგელია "ვირტუსში" საუკეთესო იყო | ბოლონიელებმა მონაკოში წააგეს
მანუჩარ მარკოიშვილი "მონაკოს" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა
[VIDEO] მარკოიშვილის "მონაკომ" "ოლიმპიაკოსი" დაამარცხა და ევროლიგის ფინალში ითამაშებს
მანუჩარ მარკოიშვილის გაწვრთნილმა "მონაკომ" ევროლიგაში "ოლიმპიაკოსი" დაამარცხა