საქართველოს დელეგაციამ მთლიანობაში 17 მედალი მოიპოვა - 6 ოქრო, 5 ვერცხლი და 6 ბრინჯაო
ამ უქმეებზე სერბულ ნოვი სადში დასრულდა ევროპის ჩემპიონატი ახალგაზრდა და ჭაბუკ სამბისტთა შორის.

საქართველოს დელეგაციამ მთლიანობაში 17 მედალი მოიპოვა - 6 ოქრო, 5 ვერცხლი და 6 ბრინჯაო.

ბიჭებმა ჭაბუკებში 9 მედალი ირგუნეს - სამივე სინჯის 3-3 ჯილდო, ახალგაზრდებმა კი 7 მოიპოვეს - 3 ოქრო და 2-2 ვერცხლ-ბრინჯაო. 1 ბრინჯაო გოგოების გუნდის მონაგარია, რომელიც ახალგაზრდებში 56 კილოგრამში სალომე აბაშიძემ მოიპოვა. ჭაბუკებში ჩვენმა ბიჭებმა გუნდური პირველობაც მოიგეს, ახალგაზრდები კი მხოლოდ რუსებს ჩამორჩნენ და მეორეზე გავიდნენ.

ჭაბუკების ნაკრებმა 10 წონიდან 6-ის ფინალში იჭიდავა. ჯამბულ ქურდიანი (65), ნიკა სიდამონიძე (87) და დავით რაზმაძე (+87) ევროპის ჩემპიონები გახდნენ, ჯაბა პაპინაშვილმა (48), ენვერ ლაცაბიძემ (52) და ტრისტან მოსახლიშვილმა (75) კი ფინალური პაექრობები დათმეს და მეორეზე დარჩნენ, კონტინენტის მესამე პრიზიორობას კი ვახტანგ მეტივიშვილი (56), ალექსი ქიტიაშვილი (70) და იმედა გოგოლაძე (81) დასჯერდნენ.

ახალგაზრდა ბიჭებში ოქროს მედლებს ირაკლი კუპატაძე (57), თორნიკე ჭოველიძე (68) და დავით ოზბეთელაშვილი (100) დაეუფლნენ. ფინალურ პაექრობებში გიორგი მელქუაშვილი (48) და ირაკლი გოგია (90) დამარცხდნენ, ბრინჯაო კი გიორგი მირაშვილმა (52) და გიგა გელაშვილმა (100 მოიპოვეს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

t
ვულოცავ ყველას, გმერთმა გვიმრავლოს ასეთი წარმატებული ადამიანები...გიორგი მირუაშვილია (52) და არა მირაშვილი...
ისტორიული შედეგი - ქართველმა სამბისტებმა ევროპირველობაზე 13 მედალი მოიპოვეს
ლერი აბულაძე მსოფლიოს ჩემპიონი გახდა [VIDEO]
"ნუ გადავიტანთ ამ ყველაფერს პოლიტიკურ ჭრილში" - სამბოს ფედერაცია განცხადებას ავრცელებს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა