ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

დორტმუნდის "ბორუსია": კლოპი №2 - გავიცნოთ თომას ტუხელი

დორტმუნდის "ბორუსია": კლოპი №2 - გავიცნოთ თომას ტუხელი

ტუხელისა და კლოპის კარიერული გზები რაღაცით ჰგავს ერთმანეთს
დორტმუნდის "ბორუსიას" მთავარ მწვრთნელად თომას ტუხელის დანიშვნის შესახებ ყოვლისმცოდნე "ბილდმა" იურგენ კლოპის ცნობილი განცხადებისთანავე დაწერა.

"დორტმუნდის" ხელმძღვანელობამ კი ცოტა მოიცადა და მოგვიანებით, ოფიციალურად გამოაცხადა ამ ამბის შესახებ.

"მაინცის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი ნაკლებად არის ცნობილი გერმანიის ფარგლებს გარეთ, სამაგიეროდ, იქაურ საფეხბურთო წრეებში მიიჩნევა, რომ ტუხელი ყველაზე შესაფერისი კანდიდატია "ბორუსიას" მთავარი მწვრთნელის ვაკანტურ ადგილზე...

ტუხელისა და კლოპის კარიერული გზები რაღაცით ჰგავს ერთმანეთს. უბრალოდ, ტუხელის მოთამაშის კარიერა უფრო ცუდად განვითარდა. კლოპი მხოლოდ სამწვრთნელო პოსტზე არ ყოფილა "მაინცის" ლეგენდა - მან ამ გუნდის რიგებში 325 მატჩი ჩაატარა და 52 გოლი გაიტანა. თომასმა კი ფეხბურთს 24 წლის ასაკში დაანება თავი - ხელი შეუშალა სახსრების ქრონიკულმა პრობლემებმა.

და თუ კლოპი პირდაპირ მინდვრიდან გადავიდა ძირითადი გუნდის მწვრთნელად, ტუხელი ჯერ "შტუტგარტისა" და "აუგსბურგის" ახალგაზრდულ გუნდებს წვრთნიდა. მათთან ერთად განსაკუთრებული წარმატებისთვის არ მიუღწევია, მაგრამ "მაინცის" 19-წლამდელების ხელმძღვანელობისას, პირველივე სეზონში (2008-09) მოიგო ახალგაზრდული ბუნდესლიგა, რაც ნამდვილი სენსაცია იყო.

ამ მოვლენებამდე ერთი წლით ადრე კლოპი "მაინციდან" "დორტმუნდში" გადავიდა. სანამ ტუხელის ახალგაზრდები საკუთარ ჩემპიონატში იმარჯვებდნენ, "მაინცის" ძირითადი გუნდი არანაკლებ ტრიუმფალურად დაბრუნდა პირველ ბუნდესლიგაში ნორვეგიელი იორნ ანდერსენის ხელმძღვანელობით. ეს სპეციალისტი ახალი სეზონის სტარტზე ხელმძღვანელობასთან უთანხმოების გამო მოულოდნელად გაანთავისუფლეს პოსტიდან. "მაინცის" ბოსებს ტუხელი ანდერსენის იდეალურ შემცვლელად ეჩვენათ და მალე გაირკვა, რომ არ ცდებოდნენ.

დაახელობით ამ მომენტიდან შეიძლება ორივე მწვრთნელის შედარება და... გაკვირვების გამოხატვა. ერთიც და მეორეც თავიანთ კლუბებთან დიდხანს მუშაობდნენ. კლოპმა შვიდი წელი იმუშავა "მაინცშიც" და "დორტმუნდშიც". ტუხელმა "მაინცში" ექვსი წელი დაჰყო. ერთიც და მეორეც არასოდეს გაუნთავისუფლებიათ ცუდი შედეგების გამო. კლოპმა ორივე გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო. და ტუხელმაც 2014 წლის გაზაფხულზე თავად მოითხოვა წასვლა.

თუმცა გამოთხოვება არც ისე ლამაზი გამოვიდა. "მაინცს" პირდაპირი დასტური არ მიუცია წასვლაზე და ტომასის კონტრაქტი ნომინალურად მთელი ამ სეზონის განმავლობაში მოქმედებდა, მიუხედავად იმისა, რომ მწვრთნელი შინ უმუშევრად იჯდა. პირველ რიგში, ამ მიზეზით ვერ შეძლეს მისი გადაბირება "შალკემ" და "ჰამბურგმა".

მწვრთნელები ერთმანეთს ხასიათითაც ჰგვანან. ორივე ტემპერამენტულია, მიდრეკილნი არიან მატჩის დროს ან შემდეგ ემოციური ქცევისკენ, თამაშების დღეებში კი სპორტულ კოსტიუმებს ანიჭებენ უპირატესობას. მაგრამ მთავარი შემდეგია:

თომასსა და იურგენს აერთიანებთ სანახაობრივი და მხიარული ფეხბურთი, რომელსაც მათი გუნდები აჩვენებდნენ. 2010-11 წლების სეზონში სწორედ "მაინცი" "დორტმუნდთან" ერთად სათავეში ედგა ბუნდესლიგის ცხრილს ათი ტურის შემდეგ. ახალგაზრდა დორტმუნდელებს - გიოტცეს, შაჰინსა და კაგავას კონკურენციას უწევდა "მაინცის" არანაკლებ შთამბეჭდავი ტრიო: შალაი, ჰოლტბი და შიურლე. დიახ, ეს უკანასკნელი სწორედ "მაინცში" გაიხსნა ტუხელის ხელმძღვანელობით.

რა თქმა უნდა, "მაინცმა" მალე წააგო "ბორუსიასთან" საჩემპიონო რბოლა, მაგრამ ამისთვის იმედგაცრუება არავის დაურქმევია. კლუბების შესაძლებლობები მაშინაც აშკარად განსხვავებული იყო. დღეს კი "დორტმუნდის" მოთამაშეთა საერთო ღირებულება 276 მილიონ ევროს შეადგენს, "მაინცისა" - მოკრძალებულ 65 მილიონს. ამის გათვალისწინებით, გეჩვენება, რომ ტუხელი რაღაცაში სჯობნის კიდეც კლოპს.

ბოლო წლებში მისმა გუნდმა არანაკლები რაოდენობის ფეხბურთელები დაკარგა, ვიდრე "ბორუსიამ". ტუხელს არაერთხელ უჩვენებია შემადგენლობაში გაჩენილი ხვრელების ამოვსების უნარი და ხშირად ისიც უთქვამს, რომ ძირითად შემადგენლობაში არავის აქვს გარანტირებული ადგილი. თავის დროზე, "მაინცში" მეკარეების როტაციაც კი ხდებოდა და კარში მონაცვლეობით იდგნენ ჰაინც მიულერი და კრისტიან ვეტკლო. ტუხელს არც საყვარელი სათამაშო სქემა აქვს - მას იოლად შეუძლია ტაქტიკის შეცვლა და მისი კონკრეტულ მეტოქეზე მორგება. კლოპს ამ სეზონში ეს მაინც და მაინც არ გამოსდიოდა.

ბევრი მაჩვენებლით ტუხელი მართლაც კლოპის იდეალურ შემცვლელად მოსჩანს. ამიტომაც უხმო "დორტმუნდმა" ამ სპეციალისტს, რომელმაც გერმანიაში დიდი ხანია, "ნომერ მეორე კლოპს" უწოდებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა

თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება

მოლაპარაკებები დაწყებულია - კეინი “ბაიერნთან” სავარაუდოდ, კონტრაქტს გაახანგრძლივებს

მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...

დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე

"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი

ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა

VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...

[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა

[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა

[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს

სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო

ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა

"ის, რაც ქარ­თულ რაგ­ბი­ში ხდე­ბო­და, არის აღ­მაშ­ფო­თე­ბე­ლი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა

ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის

გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ

"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება

შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის

"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო

"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის

"რეალისკენ" გზა ეხსნება? - Red Bull-მა შესაძლოა, კლოპი დაითხოვოს

კლოპი ამ ფეხბურთელების გაშვებას მოითხოვს - გერმანელი "რეალის" ჩაბარების მთავარი კანდიდატია

თუ კლოპი "რეალში" დაინიშნება - გერმანელი "ბლანკოსს" ორი ფეხბურთელის გაყიდვას მოსთხოვს

[VIDEO] 0:2-დან შემოუტრიალა - "ატალანტამ" "დორტმუნდს" სძლია და მერვედფინალში გავიდა

[VIDEO] "სიტიმ" "რეალს" მადრიდში მოუგო - გადააყენებენ ალონსოს?

არტეტა მთავარი სამიზნეა - "რეალს" მწვრთნელის პოსტზე რამდენიმე ვარიანტი აქვს

"რაც ასე მოკლე დროში მოახერხა, წარმოუდგენელია" - სტოუნსმა ტუხელი შეაქო

არტეტა: ტუხელის დიდი გულშემატკივარი ვარ, მისგან ბევრი რამ ვისწავლე - "ბაიერნს" უნდა ვუფრთხილდეთ

ცნობილია, ვინ შეცვლის ერიკ ტენ ჰაგს, თუ მას "მანჩესტერ იუნაიტედიდან" გაათავისუფლებენ

[VIDEO] გოჩოლეიშვილის შესანიშნავი გარღვევა - "ჰამბურგი" ბოლო 6 მატჩში დაუმარცხებელია

ტუხელს მხოლოდ პრემიერლიგაში მუშაობა სურს

ზივზივაზემ ისევ ვერ ითამაშა - გოჩოლეიშვილის "ჰამბურგის" მატჩი გადაიდო

[VIDEO] "რეალი" და "არსენალი" წინ მიიწევენ - "ნაპოლიმ" გამარჯვება ხელიდან გაუშვა

[VIDEO] წუთები დიდ სენსაციამდე - "ბაიერნი" "ალიანც არენაზე" მარცხს გადაურჩა!

ეს მინიშნება იყო? - კლოპის აგენტმა "რეალის" შესახებ ისაუბრა

ოფიციალურად: ტუხელი სეზონის დასრულების შემდეგ "ბაიერნს" დატოვებს

მორიგი შეცვლილი გადაწყვეტილება - დიდი ალბათობით, ტუხელი "ბაიერნს" აღარ დატოვებს

მიქაუტაძე "დორტმუნდთან" სათადარიგოა

ბუნდესლიგის სტადიონთან მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბომბი აღმოაჩინეს

მიქაუტაძე არ ათამაშეს - "ვილიარეალი" ჩემპიონთა ლიგაზე ვარდნას განაგრძობს

[VIDEO] გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი და საგოლე პასი - გარდასახული "ჰამბურგი" წინ მიიწევს

კლოპის აგენტმა მისი კლიენტის სამწვრთნელო საქმიანობაზე შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა

ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" ბუნდესლიგაში ზედიზედ მეხუთე მატჩი წააგო

[VIDEO] გოლი 97-ე წუთზე - გოჩოლეიშვილის "ჰამბურგი" "დორტმუნდს" ფრედ ეთამაშა